სოსო Posted October 31, 2010 Posted October 31, 2010 UPS უწყვეტი კვების წყარო ხ.დ.კ. ანუ ხშირად დასმული კითხვები უწყვეტი კვების წყარო ეს არის მოწყობილობა რომლის საშუალებითაც ქსელში ძაბვის მნიშვნოლოვანი ვარდნის ან დენის წასვლის შემთხვევაში აპარატურას (არა მარტო კომპიუტერულს) გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიეწოდება დენი. დენის უწყვეტობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრ შემთხვევაში და არ ჩამოვთვლი, ჩემზე უკეთ იცით როდის და როგორ დაგჭირვებიათ UPS. ოვექრლოქერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ბისოს დაფლეშვაა, მაგრამ არა მარტო . მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ საჭირო ნივთია და პატარა FAQ-ს გადმოვთარგმნი, რატა ასე თუ ისე გავერკვათ როგორ ავარჩიოთ და რას მივაქციოთ ყურადღება. Q: როგორი ტიპის UPS-ი არსებობს A: Back-UPS - ყველაზე იაფფასიანი - როცა ქსელში ძაბვა დასაშვების ქვევით ეცემა უბრალოდ გადადის რეზერვულ კვებაზე აკუმლატორით. გამოსადეგია მაშინ როცა შენობის ელექტრომომარაგების ხარისხი მაღალია (ქსელში სტაბილური ძაბვა). სიმძლავრე როგორც წესი 150 - 800 VA (ვოლტ-ამპერი - volt-ampere ცვლადი დენის სიმძლავრე და 1 VA წრედში ელექტრული სიმძავრეა როცა დენის ძალა უდრის 1 ამპერს და ძაბვა 1 ვოლტს). Line-Interactive - "ქსელთან ურთიერთმოქმედი" - ერთდოულად ასრულებს სტაბილიზატორის ფუნქციასაც. აქვს AVR (ძაბვის ავტომატური რეგულატორი) მოდული, რომელიც მუშაობს როგორც ძაბვის მატების, ისე დაკლების რეჟიმში. რეზრევულ რეჟიმში გადადის იმ შემთხვევაში როცა ძაბვა იმდენად მატულობს/კლებულობს, რომ AVR ვერ უძრუნველყოფს მის სტაბილიზაციას. UPS-ის ამ ტიპს მუშაობის უფრო ფართო დიაპაზონი აქვს (+/- 20% ნომინალიდან). ასევე კვებიდან აკუმლატორზე გადასვლის პერიოდი ნაკლები აქვს (დაახლოებით 4-5 მილისეკუნდი). ყველაზე გავრცელებული ტიპის UPS-ია სიმძლავრით 340-დან 600 VA-მდე. On-Line - ყველაზე ძვირადღირებული - აქვს მუდმივად ჩართული ძაბვის ინვენტორი, რომელიც იკვებება ქსელის დენით, ამიტომ ამ UPS-ზე მნიშვნელობა არა აქვს როგორი ძაბვა შედის მასში. შესაბამისად ბატარეაზე გადართვის პერიოდი 0 მილისეკუნდია. სიმძლავრე 700 VA-დან. ურაყოფითი მხარეები დაბალი მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი), ხმაურიანია და ძვირია. შედეგში ხშირად გამოვიყენებ ტერმინს "რეზერვული რეჟიმი" ანუ როცა UPS მუშაობს და ასრულებს თავის ფუნქციას. მოკლედ UPS რეზერვულ რეჟიმში გადადის როცა დენი ითიშება!!! ძაბვა რეზერვულ რეჟიმში შეიძება იყოს სინუსოიდის ფორმის, ან ან ტრაპეციის ფორმის (სინუსოიდის საფეხურობრივი აპროქსიმაცია). კომპიუტერის იმპულსური კვების ბლოკებისთვის ამ ტიპს მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ მნიშვნელობა აქვს ტრანსფორმატორული კვების ბლოკებისთვის: მათთვის უმჯობესია სუფთა სინუსოიდით UPS-ები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძალიან ცხელდება და შეიძლება დაიწვას. თუმცა დაბალი სიმძლავრის ტრანსფორმატორები (~10 ვატი) უპრობლემოდ მუშაობს აპროქსიმირებული სინუსიდით UPS-ბთან. UPS-ები განსხვავდება ბატარეაზე გადართვის დროის მიხედვითაც. კომპიუტერი უპრონბლეომდ მუშაობს 20 მილისკეუნდით ძაბვის გათიშვის დროს, თუმცა ეს დამოკიდებულია კვების ბლოკზე და ზოგი კვების ბლოკი 300 მილისეკუნდით დენის გათიშვასაც უძლებს. თანამედროვე UPS-ები Line-Interactive ტიპის გადართვას ანდომებენ 5-10 მილისეკუნდს. Q: ჩემი UPS-ის სახელში არის სიტყვა "Back", ეს რას ნიშნავს რომ Back-UPS მაქვს? A: არა, სავარაუდოდ ბიჯეტური Line-Interactive რომელსაც გამოსასვლელეზე აპროქსიმირებული სინუსოიდი აქვს და ნორმალურ წრედის ფილტრებსაც იშვიათად აყენებენ ასეთ UPS-ზე Q: ჩემი UPS-ის არის სიტყვა "Smart", ეს ნიშნავს რომ გამოსასვლელზე სინუსოიდი აქვს? A: არა, არსებობს მოედელბი აპროქსიმირებული სინუსოიდით. მაგრამ მათ შესაძლოა ქონდეთ მუშა ძაბვების უფრო ფართო დიაპაზონი, რითაც უზრუნველყოფენ ხარვეზებისგან ნორმალურ დაცვას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფით უფრო მეტი რეგულაციის უნარი აქვთ. Q: რა არის ASR? A: ASR - ეს არის Advanced Surge Reduction (ხარვეზების კორექციის გაუმჯობესებული ვარიანტი), არ უნდა აგვერიოს AVR-ში. Q: რა არის Bypass რეჟიმი? A: UPS-ის მუშაობის რეჟიმი როცა შემავალი დენი პირდაპირ ან ფილტრაციული და საკორექციო წრედებით უერთდება UPS-ის გამოსავალ (ასე ვთქვათ შემოვლითი გზაა ). ამ რეჟიმში მოწყობილობა თითქმის არ ახდენს გავლენას გამომავალ დენზე. რეჟიმში ჩართვა ხდება ხელით ან ავტომატურად დატვირთვის ან გაუმართაობის შემთხვევაში. არსებობს ელექტრონული (სტატიკური ბაიპასი) და მექანიკური (სერვისული ბაიპასი). ელექტრონული ბაიპასი იცავს UPS-ს გადატვირთვისგან, ხოლო აპარატურას დენის გათიშვისგან UPS-ის გაფუჭების შემთხვევაში. მექანიკური ბაიპასი საჭიროა მაშინ როცა გვჭირდება UPS-ის გამორთვა კომპიუტერის გამორთვის გარეშე. Q: UPS-ბზე სიმძავრე აღინიშნება ვოლტ-ამპერებში. როგორ გადავიყვანოთ ვატებში? A: ვოლტ-ამპერები უნდა გავამრავლოთ 0,6-ზე თუ საფეხურობრივი აპროქსიმაციაა, ან 0,7-0,95 (დამოკიდებულია კვების ბლოკის PFC-ზე) თუ სინუსოიდია. საყურადრებოა რომ ყველა კვების ბლოკი Active PFC-თი ნორმალურად არ მუშაობს UPS-თან. უნდა გვახსოვდეს რომ UPS-ს აქვს ისეთი მახასიათებელი როგორიც არის აქტიური სიმძლავრე (ვატ.). მაგალითად თუ გვაქვს UPS 1000 VA და 600 W, ეს ნიშნავს რომ აქტიური ძაბვა რომელიც მოიხმარება UPS-დან არ უდნა აღემატებოდეს 600 W-ს თუმცა ჯამური სიმძალვრე შეიძლება აღწევდეს 1000 VA-ს. Q: შეიძლება თუ არა UPS-ის Active PFC კვების ბლოკთან მიერთება? А: კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება მწარმოებლის საიტზე, მაგალითად Delta-ს კვების ბლოკების დროს რეზერვულ ბატარეაზე გადასვლის დროს კომპიუტერი რესტარდტდება. ასეთი კვების ბლოკებისთვის რეკომენდებულია UPS ძაბვსი დიდი მარაგით (2ჯერ მეტი). პრობლემა ძირითადად ავტოვოლტაჯით (Full Range) კვების ბლოკებს ეხება. ბევრი კვების ბლოკი აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს. მთავარია გავითვალისწინოთ თუ კვების ბლოკს აქვს ავტოვოლტაჟი - აწერია Full Range ან შემავალი ძაბვის დიდი დიაპაზონი აქვს 110-240V ან 85-240V (უკან ეწერება კვების ბლოკზე) თითქმის გარანტირებულია პრობლემები UPS-თან, ხოლო თუ კვების ბლოკს აქვს გადამრთველი 110-დან 220-მდე ან შემავალი ძაბვა აწერია 220V(195-235V) მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. Q: რა სიმძლავრის UPS სჭირდება ჩემს სისტემას? A: ეს დამოკიდებულია კვების ბლოკის სიმძავრეზე და მონიტორზე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თუ თქვენ 500 ვატიანი კვების ბლოკი გაქვთ საჭიროა 1000 ვოლტამპერიანი UPS (ეს ცოტა ვერ დავაზუსტე მინიმუმ 1.5ჯერ მეტი ვოლტამპერი გინდა ვიდრე კვების ბლოკს ვატები აწერია, მოვძებნი კიდე ინფოს). LCD მონიტორები როგორც წესი 40-50 W-ს მოიხმარენ, CRT მონიტორები კი 70 – 200-მდე დიაგონალის მიხედვით, განსაკუთრებით დიდ ძაბვას მოითხოვს CRT მონიტორი ჩართვისას. Q: რატომ არ შეიძლება ლაზერული პრინტერის მიერთება UPS-თან? A: ძაბვის პიკური მოთხოვნა 1.5 კილოვატს შეიძლება აღწევდეს ასეთ მოწყობილობებზე, რასაც ყველა UPS ვერ გაუძლებს. (სავარაუდოდ მონსტრ სისტემებზე მულტი GPU-თი UPS-ზე არც უდნა ვიოცნებოთ მით უმეტეს რაზგონზე ). Q: რატომ არ შეიძლება UPS-ზე ქსელის ფილტრის მიერთება? A: ჯობია ჩვეულებრივი დამაგრძლეებელი მივუერთოთ, რადგან ყველა ფილტრი ვერ იტანს აპროქსიმირებულ სინუსიოდს. თანაც ქსელის ფილტრს არ შეუძლია აპროქსიმირებულიდან სუფთა სინუსოდის მიღება, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მცირე კორეგირებს მოახდენს. თუმცა დასაშვებია პირიქით UPS რომ მივუერთოთ ქსელის ფილტრს Q: დასაშვებია თუ არა რამოდენიმე UPS-ის ერთმაენთზე გადაბმა (ერთი UPS უერთდება მეორეს და შემდეგ კომპიუტერს) რათა გაზიარდოს რეზერვული კვების ხანგრძლივობა? A: არა - თუ ეს აპროქსიმირებული UPS-ია და ბატარეაზე მუშაობს, რადგან როცა პირველი გადავა რეზერვულ კვებაზე მეორემ ეს შეიძლება აღიქვას როგორც ძაბვის ვარდნა და თვიტონაც გადავა რეზერვულ კვებაზე. ხოლო ბატარეაზე მომუშავე თუ სინუსოიდით UPS-ია მაშინ პრობლემები არ იქნება. უნდა გვახსოვდეს რომ ერთი UPS-ის ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრე რამოდენიმა! Q: შესაძლებელია თუ არა UPS-ის თავის თავთან შეერთება? A: არა! დაიწვება შეჩ... Q: რა არის ფუნქცია «Green power»? A: ეს ფუნქცია გამორთავს UPS-ს როცა ძაბვა ქსელში არ არის და დატვირთული არ არის გამსოავალი ან მიერთებულია სუსტი მოწყობილობა 15-30 ვატი დატვირთვით. ეს შესაძლოა ცუდი იყოს სუსტი მოწყობილობის მიერთების აუცლებლობის შემთხვევაში. ფუნქციის გამორთვა შესაძლოა არ იყოს ადვილი, ამ დროს საჭიროა მივმართოთ მწარმოებლის საიტს ან დავტვირტოთ UPS დამატებით რამე ნათურით მაგალითად. Q: რა არის "ცივი სტარტი"? A: UPS-ის ჩართვა როცა ქსელში არ არის ძაბვა. Q: მანუალში წერია რომ ხმაური აღწევს 45 Db-ს!!! A: ხმაური არის მხოლოდ მაშინ როცა რეზერვულ რეჟიმში მუშაობს. ჩვეულებრივ UPS თითქმის არ ხმაურობს. Q: შევარჩიე მძლავრი UPS ვენტილატორით. ძალიან ხომ არ იხმაურებს? A: გააჩნია რას აღიქვამთ ხმაურად როგორც წესი ასეთი UPS-ები გათვლილია სერვერული კომპიუტერებისთვის და არა სახლში დასადგმელად. თუმცა ზოგიერთ UPS-ს აქვს ვენტილატორის ბრუნვის რეგულატორი და საკმაოდ ჩუმია როცა რეზერვულ რეჟიმში (ანუ მუშა მდგომარეობასი) არ არის. Q: დიდხანს ძლებს აკუმულატორი? A: გააჩნია როგორ დაიტვირთება. წესით 1 წლიდან 4 წლამდე ძლებენ. Q: როგორი ტიპის აკუმულატორები გამოიყენება? A: მჟავა-ტყვიის, ჰერმეტული, რომელთა დატენვაც არ შეიძლება (VRLA SLA ტექნოლოგია). მაგ. მომხმარებელმა მჟავას ვერ ჩაასხამს ამ აკუმულატორებში . Q: მუდმივად უნდა იყოს ჩართული ქსელში UPS? A: არ არის აუცლებელი, თუმცა სასურველია. ამასთან შესაძლოა დავტოვოთ დენში შეერთებული ისე რომ არანაირი ინდიკატორი არ ენთოს, რაც უკვე საკმარისია. ერთი ღამითაც მისი გამორთულ მდგომარეობაში დატოვება არ არის საგანგაშო. მაგრამ დიდი ხნით გამორთული UPS უმჯობესია დავტენოთ! Q: რამე აუცლიებელი პროცედურა უდნა ჩავატაროთ ახალშეძენილ UPS-ზე? A: აუცილებელია მისის რამოდენიმეჯერ დატენვა და დასმა - დაჯენა (რათა ასე ვთქვათ ქარხნული სიმლძავრე აკრიფოს). ყიდვის შემდეგ 24 საათის განმავლობაში უდნა დავტენოთ და შემდეგ გამოვიყენოთ. Q: რომელი ფირმის UPS ჯობია შევარჩიოთ? A: საკმაოდ პოპულარულია ფირმა APC. თუმცა ამ ფირმის პროდუქციის ყიდვა არ იძლევა იმის გარანტიას რომ პრობლემები არ გექნებათ. ასევე არსებობს სხვა მწარმოებლის UPS-ებიც რომლებიც შეიძლება 2ჯერ იაფი დაგიჯდეთ და ხარისხით საკმაოდ კარგი იყოს. ჩამოვთვლი ზოგიერთ მწარმოებელს APC - http://www.apc.ru/ Ippon - http://forum.ippon.ru/ Powerware - http://www.powerware.ru/ Powerman - http://www.powerman.ru/ ზოგიერთი პრობლემა UPS-თან Q: როცა UPS გადადის რეზერვულ რეჟიმში კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) ითიშება А: - კომპიუტერი (ან სხვა მოწყობილობა) მიერთებულია ისეთ როზეტკაზე (UPS-ზე) რომელიც არ უზრუნველყოფს რეზერვულ კვებას (საჭირო როზეტკები UPS-ზე გამოყოფილია საღებავით ან წარწერით, იხ. ინსტრუქცია) - UPS გადატვრირთულია - შეამცირეთ მიერთებული მოწყობილობის სიმძლავრე ან რაოდენობა. - დაჯდა აკუმულატორი (გასნაკუთრებით აქტუალურია მოხმარების მე3 მე4 წელს) - არა თავსებადია APFC კვებსი ბლოკთან (იხ. ზევით კვების ბლოკებთან თავსებადობა) - UPS მწყობრიდან არის გამოსული (გაფუჭებულია ) Q: ქსელში ძაბვის მცირედი ცვლილების დროს UPS-იდან ისმის ტკაცუნისმაგვარი ხმა და კომპიუტერი ითიშება/შეშდება, თუმცა ადრე ასე არ მოსდიოდა. საინტერესოა რომ ძაბვის სრული გათიშვის დროს მგალითად შტეფსელიდან რომ გამოვრთავ UPS-ი მუშაობს უპრობლემოდ! А: პრობმლემის მიზეზია AVR ავტომატიკის მწყობრიდან გამოსვლა. გაიზარდა AVR რეჟიმში გადართვის დრო ან ამ რეჟიმში გადართვა არ ხდება საერთოდ. პრობლემა ძირითადად ეხება Ippon ფირმის UPS-ებს როგორც Back ასევე Smart. შედით მწარმოებლსი ფორუმზე Ippon - http://forum.ippon.ru/ შეიძლება იპოვოთ პრობლემის მიზეზი (შესაძლოა მხოლოდ გარკვეული პარტიაა ბრაკი). ან შესაძლოა რომელიმე კონდენსატორი გაფუჭდა. Q: ჩემს სახლში ძაბვა ძალზედ არასტაბილურია და UPS ხშირად გადადის რეზერვულ რეჟიმში, რა ვქნა? А: გამოიყენეთ პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც მოყვება UPS და შეცვალეთ ძაბვის ციფრები რომელზეც უნდა გადავიდეს რეზერვულ რეჟიმში. Q: UPS მივაერთე COM პორტზე მაგრამ პროგრამა ვერ ხედავს მოწყობილობას?! А: შესაძლოა იყოს კაბელის ბრალი, გამოიყენეთ ის კაბელი რომელიც მოყვება კომპლექტაციაში (პრობლემა ეხება APC ფირმის UPS-ებს) ეს არის დაახლოებით რაც მინდოდა მეთქვა შემდეგში თუ ვნახე უკეთესი ინფრომაცია ვთარგმნი და დავწერ იმასაც წყარო და ნაკადული http://forums.overclockers.ru/viewtopic.php?p=129661#129661 9 Quote
david_888 Posted September 16, 2012 Posted September 16, 2012 Q: შეიძლება თუ არა UPS-ის Active PFC კვების ბლოკთან მიერთება? А: კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება მწარმოებლის საიტზე, მაგალითად Delta-ს კვების ბლოკების დროს რეზერვულ ბატარეაზე გადასვლის დროს კომპიუტერი რესტარდტდება. ასეთი კვების ბლოკებისთვის რეკომენდებულია UPS ძაბვსი დიდი მარაგით (2ჯერ მეტი). პრობლემა ძირითადად ავტოვოლტაჯით (Full Range) კვების ბლოკებს ეხება. ბევრი კვების ბლოკი აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს. მთავარია გავითვალისწინოთ თუ კვების ბლოკს აქვს ავტოვოლტაჟი - აწერია Full Range ან შემავალი ძაბვის დიდი დიაპაზონი აქვს 110-240V ან 85-240V (უკან ეწერება კვების ბლოკზე) თითქმის გარანტირებულია პრობლემები UPS-თან, ხოლო თუ კვების ბლოკს აქვს გადამრთველი 110-დან 220-მდე ან შემავალი ძაბვა აწერია 220V(195-235V) მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. სწორედ ეგეთი კვება მაქვს, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შემქნია ჯერ UPS ესაა 1100 http://www.mgemexico.com/pdf/nova%20manual.pdf Quote
Milyyy Posted October 4, 2012 Posted October 4, 2012 როგორ უნდა გავიგო დაუშვათ 700w კვების ბლოკს რამდენ VA-იასნი UPS ჭირდება ? Quote
david_888 Posted October 4, 2012 Posted October 4, 2012 როგორ უნდა გავიგო დაუშვათ 700w კვების ბლოკს რამდენ VA-იასნი UPS ჭირდება ? 2-ზე უნდა გაამრავლო ანუ 1400-1500 მარა ეგ იმ შემთხვევაში თუ 100% დატვირთვაზე ამუშავებ კვებას, მე 1100 ვოლტამპერიანი მაქ და მუშაობს მშვენივრად 15-20 წუთი ყოფნის Quote
c.a.y.z.y Posted October 4, 2012 Posted October 4, 2012 მე მაქ იუპიესი მარა 1 ცალი შნური არ მაქ : ( და ვერ ვაერთებ და სად ვიყიდო ხაორ იცით? Quote
david_888 Posted October 5, 2012 Posted October 5, 2012 მე მაქ იუპიესი მარა 1 ცალი შნური არ მაქ : ( და ვერ ვაერთებ და სად ვიყიდო ხაორ იცით? ამას თუ გულისხმობ აგერაა http://www.alta.com.ge/geo/products.php?action=details&id=18427 Quote
Shopen Posted October 5, 2012 Posted October 5, 2012 სპ : ) აუ 2 ცალი მაქვს ეგეთი სახლში მაგრამ როგორ მოგცე ჰა, ახლოს რო ვცხოვრობდეთ მოგცემდი:) 1 Quote
c.a.y.z.y Posted October 6, 2012 Posted October 6, 2012 აუ 2 ცალი მაქვს ეგეთი სახლში მაგრამ როგორ მოგცე ჰა , ახლოს რო ვცხოვრობდეთ მოგცემდი აუ 2 ცალი მაქვს ეგეთი სახლში მაგრამ როგორ მოგცე ჰა , ახლოს რო ვცხოვრობდეთ მოგცემდი ეჰ : ( ეგარაფერი ვიყიდი ალბათ ოდესმე მადლობა გიო მაინც :* Quote
Shopen Posted October 6, 2012 Posted October 6, 2012 ეჰ : ( ეგარაფერი ვიყიდი ალბათ ოდესმე მადლობა გიო მაინც :* ;) Quote
Milyyy Posted October 7, 2012 Posted October 7, 2012 2-ზე უნდა გაამრავლო ანუ 1400-1500 მარა ეგ იმ შემთხვევაში თუ 100% დატვირთვაზე ამუშავებ კვებას, მე 1100 ვოლტამპერიანი მაქ და მუშაობს მშვენივრად 15-20 წუთი ყოფნის Line-Interactive გაქ თუ On-Line ? Quote
david_888 Posted October 7, 2012 Posted October 7, 2012 Line-Interactive გაქ თუ On-Line ? Line-Interactive Quote
სოსო Posted October 8, 2012 Author Posted October 8, 2012 http://www.csgnetwor...pssizecalc.html ამ საიტით შეგიძლია დათვლა პირველში 220 ვოლტი უნდა ჩაწერო (საქართველში ქსელში ეგრეა) და მერე პირველში computer load რამდენს ხარჯავს კომპიუტერი ვატებს და დაგითვლის UPS საჭირო სიმძლავრეს 500 ვოლტს მაგალითად მინიმუმ 700 უნდა ან რეკომენდებულია 1000 Quote
david_888 Posted January 20, 2013 Posted January 20, 2013 Q: შეიძლება თუ არა UPS-ის Active PFC კვების ბლოკთან მიერთება? А: კონკრეტული პასუხის მიღება შეიძლება მწარმოებლის საიტზე, მაგალითად Delta-ს კვების ბლოკების დროს რეზერვულ ბატარეაზე გადასვლის დროს კომპიუტერი რესტარდტდება. ასეთი კვების ბლოკებისთვის რეკომენდებულია UPS ძაბვსი დიდი მარაგით (2ჯერ მეტი). პრობლემა ძირითადად ავტოვოლტაჯით (Full Range) კვების ბლოკებს ეხება. ბევრი კვების ბლოკი აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობს. მთავარია გავითვალისწინოთ თუ კვების ბლოკს აქვს ავტოვოლტაჟი - აწერია Full Range ან შემავალი ძაბვის დიდი დიაპაზონი აქვს 110-240V ან 85-240V (უკან ეწერება კვების ბლოკზე) თითქმის გარანტირებულია პრობლემები UPS-თან, ხოლო თუ კვების ბლოკს აქვს გადამრთველი 110-დან 220-მდე ან შემავალი ძაბვა აწერია 220V(195-235V) მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. სწორედ ეგეთი კვება მაქვს, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შემქნია ჯერ UPS ესაა 1100 http://www.mgemexico...nova manual.pdf მეგონი ცოტა მიცხელებდა კვებას Quote
basketball90 Posted February 26, 2013 Posted February 26, 2013 მოკლედ მაქვს ეიპისის ფირმის იუპიესი ბექ იუპიეს 650 ადრეც 200ლარი ღირდა და ახლა მგონი მხოლოდ 10 ლარითაა გაიაფებული რამდენადაც ვიცოდი, ეიპისი საკმაოდ კარგი ფირმა იყო და მაგის იუპიესებსაც როგორც დაავძებნე სხვადახვა ფორუმზე საკმაოდ პოზიტიური ფიდბექი ჰქონდა და ვარ ასე წყნარად და უცებ ხდება რა შუქი გამოირთო და ჩემა იუპიესმა ერთი ამოიკრუსუნა და კომპიც გათიშადა თვითონაც გაითიშა ცართვისას ჩვეულებრივად ანთია მწვანედ მაგრამ როცა დენი მიდის ანდა უცებ მოკლე ჩარტVა მოხდება ან რამე კომპიუტერს რთავს და თვითონაც ირთვება გავიკიტხ , გამოვიკითხე და მIტხრეს, რომ ბატარეა ტოსწ აკუმულატორი აქვს გამოსაცვლელიო , ყიდვა გზეტა 70 ლარი დგაიჯდება , დაყენება 15 იო , იმიტო რო აკუმულატორიდან რარაც შნურები გამოდის და ეგრევე მეთვითონ ვერ ჩავდებ ახლა მინდა გკიტხოთ თქვენ 85 ლარი ხომ დამიჯდება ამის აკუმულატორის გამოცვლა ხელოსნიანად და 90 ლარად მშვენიერი იუპიესს ვიყიდი ხოდაღირს რომ გავაკეთო ეს იუპიესი, მითუმეტეს გარანტიას ვერავინ მაძლევს რომ აკუმულატორის გამოცვლის მერე იმუშავებს თუ ეგრევე ახალი ვიყიდო? :) Quote
david_888 Posted February 27, 2013 Posted February 27, 2013 მშვენიერს ვერ იყიდი ვერც 90 ლარად და ვერც 190 ლარად (ახალს) Quote
geomaster1 Posted February 27, 2013 Posted February 27, 2013 ახალს გირჩევ რადგან გარანტია რო მოყვება კაი და ბოლოს და ბოლოს ახალია http://pcshop.ge/index.php?page=shop.browse&category_id=104&option=com_virtuemart&Itemid=6 Quote
NEIRON Posted February 27, 2013 Posted February 27, 2013 მოკლედ მაქვს ეიპისის ფირმის იუპიესი ბექ იუპიეს 650 ადრეც 200ლარი ღირდა და ახლა მგონი მხოლოდ 10 ლარითაა გაიაფებული რამდენადაც ვიცოდი, ეიპისი საკმაოდ კარგი ფირმა იყო და მაგის იუპიესებსაც როგორც დაავძებნე სხვადახვა ფორუმზე საკმაოდ პოზიტიური ფიდბექი ჰქონდა და ვარ ასე წყნარად და უცებ ხდება რა შუქი გამოირთო და ჩემა იუპიესმა ერთი ამოიკრუსუნა და კომპიც გათიშადა თვითონაც გაითიშა ცართვისას ჩვეულებრივად ანთია მწვანედ მაგრამ როცა დენი მიდის ანდა უცებ მოკლე ჩარტVა მოხდება ან რამე კომპიუტერს რთავს და თვითონაც ირთვება გავიკიტხ , გამოვიკითხე და მIტხრეს, რომ ბატარეა ტოსწ აკუმულატორი აქვს გამოსაცვლელიო , ყიდვა გზეტა 70 ლარი დგაიჯდება , დაყენება 15 იო , იმიტო რო აკუმულატორიდან რარაც შნურები გამოდის და ეგრევე მეთვითონ ვერ ჩავდებ ახლა მინდა გკიტხოთ თქვენ 85 ლარი ხომ დამიჯდება ამის აკუმულატორის გამოცვლა ხელოსნიანად და 90 ლარად მშვენიერი იუპიესს ვიყიდი ხოდაღირს რომ გავაკეთო ეს იუპიესი, მითუმეტეს გარანტიას ვერავინ მაძლევს რომ აკუმულატორის გამოცვლის მერე იმუშავებს თუ ეგრევე ახალი ვიყიდო? eg კუმლატორები მაქსიმუმ 2 წელი თუ გემსახუროს, მაგას ჯობია იყიდო სხვა ფირმის, რომელსაც ნორმალური აკუ აქვს და თუ ეგ უპს-ი გარდაიცვალა, შენს უპს-ში გადაიტან. მე 2 უპს-ი მქონდა, 1 ახალი გარდაიცვალა და მაგის აკუ ჩავსვი უაკუმლატორო apc-ში, 4 ამპერიანი აკუ ჰქონდა იმ გაფუჭებულს , 2007-8 წლიდან დღემდე მუშაობს ეგ აკუ. და აკუმლატორის გამოცვლა არაფერი არაა, როცა დაშლი, აკუსთან 2 წვერი მიდის მარტო, ეგეც წიTeლი და შავი აღნიშნულია აკუზეც და სადენზეც. გადააერთებ და ეგაა, არაფერი მანდ საჩლიჩო არააა. Quote
გუგაეონ Posted March 28, 2013 Posted March 28, 2013 2007 დში ვიყიდი კომპიუტერი და მაგდროსაც ვიყიდი იუპიესი 2 წელი ვხმარობდი GAMATRONIC ფირმა არის მემეგონი, რაღაც მოუვიდა მის მერე არ ჩამირთავს, 1 თვის წინ ჩართვა მომინდა და რომჩავრთე არ მწვანდება სულ არის წითელი და დასატენი იქნება ან რამე? რაუნდა ჭირდეს Quote
სოსო Posted March 29, 2013 Author Posted March 29, 2013 ბატარეა იქნება დამჯდარი სამუდამოდ და გადასაგდები Quote
გუგაეონ Posted March 29, 2013 Posted March 29, 2013 არეშველება ესეიგი არაფერი ხო? მეგონა თუ იტენებოდა :D Quote
l-e-v-a-n Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 ეს როგორი UPS-ია? INTEX-ის ონლაინ UPS_ს ჯობია? ან რამდენის მიცემა ღირს ამ UPS-ში (ნახმარის) Quote
geomaster1 Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 l-e-v-a-n – ეგ მოდელი არ ვიცი მარა მე მაქ APC ფირმის ძველი UPS. სულ 8 წელია რაც მაქ და უპრობლემოდ მუშაობს დღემდე. 1 Quote
გუგაეონ Posted June 1, 2013 Posted June 1, 2013 მე 4, წელი გამიძლო ჩემმა იუპიესმა მერე აღარ ჩამირთავს საერთოდ Quote
david_888 Posted November 6, 2013 Posted November 6, 2013 სოსო, რა მაინტერესებს, როდესაც დენი არის მაგ დროს მაინც აქვს მნიშვნელობა რადენ ვოლტამპერიანია ups? ანუ ამ ბოლო დროს დენის გათიშვა დაიწყეს ჩემთან ხშირად და უაზრო დროს, გვიან ღამე ითიშება ხოლმე ცოტახნით ხან დღეც და მაქვს უბრალო 600ვმ ups, დაუტვირთავზე კი ამუშავებს წესით უპრობლემობ, მარა აი დატვირთულზე მაინტერესებს რას იზავს, მაინც 600ვმ-ს ფარგლებში იქნება თუ პირდაპის მიიღებს დენს სისტემა, მოკლედ მემგონი მიგახვედრეთ რაც მაინტერესებს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.