qishooo Posted September 23, 2013 Posted September 23, 2013 გაიხარე, გადმოვიწერე სი++ ამ წელს დავიწყე უნივერსიტეტში მაგის შესწავლა და იმედაი ეგ კონსპექტიც გამომადგება : ) Quote
Shopen Posted October 5, 2013 Author Posted October 5, 2013 http://www.youtube.com/user/tutscloud/videos ეხლახანს ვნახე თუკი გამოგადგებათ ქართულენოვანი ვიდეო გაკვეთილები ძირითადად html Quote
the_chriko Posted October 6, 2013 Posted October 6, 2013 html ი ვიცი და მეტი აზრზე არ ვარ და საიდან უნდა დავიწყო ვერ მირჩევთ? მინდა რო ცოტა ენებში ვერკვეოდე Quote
qishooo Posted October 27, 2013 Posted October 27, 2013 html ი ვიცი და მეტი აზრზე არ ვარ და საიდან უნდა დავიწყო ვერ მირჩევთ? მინდა რო ცოტა ენებში ვერკვეოდე მე C++ სწავლა დავიწყე ) Quote
GIBSON Posted October 27, 2013 Posted October 27, 2013 html ი ვიცი და მეტი აზრზე არ ვარ და საიდან უნდა დავიწყო ვერ მირჩევთ? მინდა რო ცოტა ენებში ვერკვეოდე მარტო html-ს სწავლას რა აზრი ჰქონდა? css-იც დაამუღამე. მერე უკვე პროგრამირების მხარე Quote
the_chriko Posted November 23, 2013 Posted November 23, 2013 მარტო html-ს სწავლას რა აზრი ჰქონდა? css-იც დაამუღამე. მერე უკვე პროგრამირების მხარე რაც მასწავლეს ის ვისწავლე :დ გაიხარე Quote
Beka_Tchighladze Posted December 16, 2013 Posted December 16, 2013 გაასწორეთ ლინკები არცერთი არ მუშაობს ყველა მკვდარია Quote
OKUPANT Posted December 21, 2013 Posted December 21, 2013 პირველი პოსტის ლინკები მკვდარია დაიქნებ ვინმემ შეასწოროს Quote
მიშო Posted December 22, 2013 Posted December 22, 2013 პირველი პოსტის ლინკები მკვდარია დაიქნებ ვინმემ შეასწოროს Quote
#Skinhead Posted December 23, 2013 Posted December 23, 2013 http://gtu.ge/books/Visual_C++_CLI_NET.pdf Quote
Shopen Posted December 24, 2013 Author Posted December 24, 2013 დროპმა შეცვალა რაღაც მგონი და აღარ წერს სხვა ქლაუდზე ავტვირთავ ცოტა ხანში Quote
L1kV1D4T0R Posted January 9, 2014 Posted January 9, 2014 სალამი ...საინტერსო წიგნებია ჩემი აზრით გამოსადეგი http://gtu.ge/elbooks/ims_books.php ილიაში სწავლობთ ვინმეე ან თუ იცნობთ ვინმეეს ? Quote
Shopen Posted January 9, 2014 Author Posted January 9, 2014 ამის განახლება დამავიწყდა შევასწორებ დღეს ლინკებს სალამი ...საინტერსო წიგნებია ჩემი აზრით გამოსადეგი http://gtu.ge/elbooks/ims_books.php ილიაში სწავლობთ ვინმეე ან თუ იცნობთ ვინმეეს ? სალამი დავამატებ მაგათაც რომელიც არ არის არის საერთოდ სწავლება მანდ?(ან სხვა უნივერსიტეტებში ;დ) არამგონია Quote
Shopen Posted January 9, 2014 Author Posted January 9, 2014 განახლდა ლინკები(amazon claud storage-ზე ავტვირთე) Quote
TEDI Posted February 18, 2014 Posted February 18, 2014 HTML/CSS ვიცი და მინდა გავყვე პროგრამირებას მაგრამ ვერ გადამიწყვეტია ვებში გავაგრძელო თუ C/C++/C# ვისწავლო... C მხიბლავს თითქოს მაგრამ მათემატიკასთან ვერ ვარ კარგად და C ენას ჭირდება ხო ეგ? ალგორითმები და რაღაც... რას მირჩევთ??? Quote
Shopen Posted February 18, 2014 Author Posted February 18, 2014 HTML/CSS ვიცი და მინდა გავყვე პროგრამირებას მაგრამ ვერ გადამიწყვეტია ვებში გავაგრძელო თუ C/C++/C# ვისწავლო... C მხიბლავს თითქოს მაგრამ მათემატიკასთან ვერ ვარ კარგად და C ენას ჭირდება ხო ეგ? ალგორითმები და რაღაც... რას მირჩევთ??? ეგ პირველ რიგში შენ უნდა გადაწყვიტო რა უფრო გიზიდავს მე ვებს ვაპირებ გავყვე მირჩევნია რატომღაც თანაც მათემატიკაც მაფერხებს არა მაინც ვები უფრო მხიბლავს php,js,sql ბაზები მიყევი C-ზე რავი გირჩევენ მაგრამ მაინც შენ რომელიც უფრო გისწორდება იმას უნდა გაყვე მათემატიკის ცოდნაც დაგჭირდება რათქმაუნდა Quote
TEDI Posted February 19, 2014 Posted February 19, 2014 ეგ პირველ რიგში შენ უნდა გადაწყვიტო რა უფრო გიზიდავს მე ვებს ვაპირებ გავყვე მირჩევნია რატომღაც თანაც მათემატიკაც მაფერხებს არა მაინც ვები უფრო მხიბლავს php,js,sql ბაზები მიყევი C-ზე რავი გირჩევენ მაგრამ მაინც შენ რომელიც უფრო გისწორდება იმას უნდა გაყვე მათემატიკის ცოდნაც დაგჭირდება რათქმაუნდა ჰოდა მეც მათემატიკის გამო ვფიქრობ რომ უფრო ვები... ეხლა უნდა დავიწყო სწავლა ძმაკაცი მორჩება HTML/CSSს და მერე გავაგრძელებთ Intelc.ge იცი? Quote
ბექა Posted May 29, 2014 Posted May 29, 2014 TEDI შენ ისეთ ცუდ შედარებას აკეთებ რომ ჯობია ჯერ მათემატიკას მიხედო, მერე html css პარალელურად ისწავლო პროგრამირება (და არა რომელიმე ენა) და შემდეგ გეცოდინება რა გინდა Quote
ANuB1S Posted May 30, 2014 Posted May 30, 2014 პროგრამირების სწავლა ხდება კოდის წერით. ზოგადად სანამ საქმის კეთებას ანუ პროექტების შესრულებას დაიწყებს ადამიანი პროგრამირების მითოლოგიაშია ჩაფლული. მერე საქმესთან ერთად ნელ-ნელა ეს მითები ერთმანეთში ერევა და მერე აღმოჩნდება რომ არც ისე დიდი უფსკრულია Web-სა და "პროგრამირებას" შორის ნუ რათქმა უნდა პროფესიონალურად ვერ ვისაუბრებ ამ თემაზე, მაგრამ ბევრთან შედარებით ცოტა მეტი გამოცდილება მაქვს და იმედი მაქვს ჩემი საუბარი მცირედ შედეგს მაინც მოიტანს. დღევანდელ ტენდენციას რასაც ვუყურებ ვებ აპლიკაციებში გადის მთელი Enterprise. მასიურად. ვებ აპლიკაცია რისგან შედგება: Backend : JAVA/Python/PHP/Ruby და ა.შ. FrontEnd : Javascript -ის FrameWork-ები. თუ გიგანტი არაა და პროგრამერების კასტა არ ყავს კომპანიას მაშინ უმეტესობა Framework-ს იყენებს : Ext Js, Jquery Datatables, Angular Js, Ember Js და ა.შ. მთავარი იდეა კიდევ ამ ორს შორის მაკავშირებელია : აქ უკვე მონაცემების გადაცემა მრავალნაირად ხდება. Back იღებს მონაცემებს, 1 - ბაზაში წერს 2 - Front-ის მოთხოვნაზე ბაზიდან აბრუნებს პასუხს. ინფორმაციის დაბრუნების მთავარი გზატკეცილი არის HTTP პროტოკოლი. მონაცემების ფორმატი : JSON (Javascript Object Notation) FrontEnd (ანუ კლიენტის მხარე) : Web Browser-ში მიმართავ სერვერს ანუ უგზავნი HTTP Request და HTTP Response გიბრუნდება მოთხოვნილი Data. ეს ძალიან მოკლე და უნიჭო აღწერა. მთავარი რჩევა : ნაბიჯ ნაბიჯ სიბნელეში თესვა შედეგს არ მოიტანს, ანუ რომელიმე პროგრამირების წიგნის აღება და იქ ცვლადებისა და პრიმიტივების მილიონჯერ გარჩევა, იქ რაღაც მათემატიკური გამოთვლების ჩატარება და ა.შ. ელემენტარული ოპერაციები. თუ პროგრამირების სწავლა გსურთ პროექტებზე უნდა იმუშავოთ. უამრავი პროექტის მოძიება შეიძლება ინტერნეტში, განსაკუთრებით ვიდეოგაკვეთილებია ამ საკითხში პროდუქტიული და სწარაფად ათვისებადი. თუმცა კარგ წიგნს თავისი ფასი ნამდვილად არ დაუკარგავს. http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4663528 ვიდეოკურსი და ჯავასკრიპტის მიმოხილვა ბატონ დუგლას კროკფორდისგან. (ამ ბატონის შექმნილია JSON და http://jslint.com - ჯავასკრიპტის კოდის ხარისხის "კონტროლი" ) რეკომენდებულია ყველა ჯიშის პროგრამრებისათვის (თუმცა შეიძლება დამწყებებს გაუჭირდეთ თავიდან ბოლომდე გაგება). თუმცა მეორე მომენტია რომ სანამ ამას უყურებდეთ ერთ ძალიან კარგი და უფასო რესურსი არსებობს: http://codecademy.com დასხედით და გაიარეთ ყველა კურსი, ნუ გგონიათ რომ 1 კვირაში ან 2 კვირაში პროგრამირებას ისწავლით. ვერც მაგ კურსების ერთხელ გავლით და ვერც ორი სამი წიგნის წაკითხვით შეიქმნით დიდ იმედებს. თუ რატომ უნდა გაიაროთ ეგ კურსები არის მიზეზი რომ ის ბნელი მხარე რაც მითებშია გახვეული ცოტა განათდეს და რეალურად წარმოიდგინოთ ის "დიდი სურათი". ჩემთვის ეს წიგნი იყო ერთ-ერთ წარმატებული ინვესტიცია : Client Server Web Apps with Javascript and Java პროგრამირების პროცესში უამრავი რამ გამოიყენება გარდა პროგრამირების ენისა : ვერსიის კონტროლი (ვები და ლოკალური) : Mercurial : BitBucket/Git პროექტის მენეჯმენტ ხელსაწყო : Maven სხვადასხვა Framework-ები : Spring/Hibernate... სხვადასხვა სერვერები : Jetty/ TomCAT/ JBoss... ტესტირების უამრავი საშუალება : და ა.შ. დასაწყისში "დიდი სურათი"-ს წარმოდგენა არის წარმატებული სწავლის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. წარმოიდგინეთ სწავლების ორი სქემა : - ადამიანის აგებულება ისწავლოთ ცალკეული ორგანოებისა და დაწვრილმანებული ნაწილების ცალ-ცალკე განხილვით, ისე რომ ყველაფერს ერთად ვერ ხედავდეთ. - ადამიანის სხეულს წავლობდეთ ცალკეულ ორგანოებად თუმცა ხედავდეთ ერთ მთლიანობად, ანუ ისე როგორც რეალურადაა. მით უმეტეს პროგრამირება ნუ ჩემი გადმოსახედიდან (რადგან ანატომიის ბევრი არაფერი ვიცი ) ბევრად რთული და ფრაგმენტირებული თემაა ვიდრე ადამიანის სხეულის აგებულება. პ.ს. ვებ აპლიკაციებით არ იწყება და არ მთავრდება პროგრამირება, თუმცა ეს მიმოხილვა იყო იმ გადმოსახედიდან რაც რეალურად ქართულ ბაზარზე ხდება. ასე რომ ჯერ გემის აშენების პროცესი ნახეთ თავიდან ბოლომდე, ასევე გამოცდილი ხალხის სამუშაო პროცესი და მერე დაიწყეთ საშენ მასალაზე ფიქრი რათა ახლიდან გამოგონებაზე არ დახარჯოთ წლები და მერე აღმოჩნდეს რომ 3 წელი რის კეთებასაც მონდომეთ თურმე 3 თვეში შეიძლებოდა გაკეთებულიყო. 1 Quote
GIBSON Posted May 30, 2014 Posted May 30, 2014 ჰო რეალურ პროექტს რომ მოკიდებ ხელს მერე უკვე გეცვლება სრულიად წარმოდგენა Quote
Shopen Posted May 31, 2014 Author Posted May 31, 2014 JAVAც დაამატეთ რა http://howtocode.ge/ აქ ნახავ ქართულ ენაზე ვიდეო გაკვეთილებს ჯავაც არის Quote
Shopen Posted June 2, 2014 Author Posted June 2, 2014 ჩავამატე howtocode.ge_ს ლინკები პირველ პოსტში Quote
sulkhaniaba Posted September 22, 2014 Posted September 22, 2014 C ამ კონსპექტს ვერ ვხსნი, ესე გამოიყურება ჩემს ლეპტოპში რომ ვხსნი და ეშველება რამე? Quote
Grichika Posted September 24, 2014 Posted September 24, 2014 აქ მყოფი ხალხისგან მაინტერესებს, 9 კლასის ატესტით ადამიანს გამოუვა კარგი სამსახური პროგრამისტად ან გახდება პროგრამისტი? და დალშე პროგრამირება კარგად იცოდეს. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.