Jump to content

RAID

Recommended Posts

ყოველთვის Raid ზე მქონდა ზოგადი ინფორმაცია, რომ Raid ში გაშვებული ვინჩოები უფრო სწრაფია და ა.შ

სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ ვიცი რეიდის შესახებ

ვიცი ეხა ზოგი Raid FAQ თემის ლინკს დამიდებს მაგრამ მე კონკრეტული კითხვები მაქვს და კონკრეტული პასუხები მჭირდება :)

როგორც ვიცი რეიდი რომ გავუშვა, მჭირდება ორი სრულიად იდენტური ვინჩესტერები (ნუ თუ ვცდები მაპატიეთ)

მაგრამ მე მაქვს ერთი სამსუნგის 320იანი და მეორე Hitach ის 160იანი

ქეში ორივეს 16 MB აქვთ თუ სწორად მახსოვს

კითხვა N1:

შესაძლებელია ზემოთხსენებული ვინჩესტერების რეიდში გაშვება?

კითხვა N2:

თუ კი ზემოთხსენებულ კითხვაზე დადებით პასუხს მივიღებ მაშინ გამიჩნდება კითხვა, როგორ? :P

Link to comment
Share on other sites

რაიდის რამოდენიმე ტიპი არსებობს

ჩაწერა წაკითხვის სისწრაფე იზრდება ძირითად RAID-0 კონფიგურაციის შემთხვევაში

სხვა კონფიგურაციები გამოიყენება მონაცემების შენახვის საიმედობისთვის

ანუ იქ თუ ერთი დისკი მოკვდა საერთოდ არაფერი წაგეშლება (ზოგი რაიდის დროს 2 ვინჩესტერიც რომ მოკვდეს არაფერი მოხდება, გააჩნია რაიდს) თუმცა სიჩქარე ისე არ იზრდება როგორც RAID-0 შემთხვევაში

რაიდის კონფიურაცია ბიოსში ხდება ვინდოუსის დაყენებამდე და მაზერის მანუალში წერია როგორ უნდა დაყენო რაიდი

320-იანს და 160-იან ვინჩესტერს თუ გააერთიანებ რაიდში ისე გააერთიანებს თითქოს ორი ცალი 160-იანი იყოს

ანუ 160 GB-ს კარგავ RAID-0-ის შემთხვევაში (ჯამში გექნება 160+160)

RAID-1-ის შემთხვევაში საბოლოო მოცულობა საერთოდ 160 დაგრჩება (160+160 გაყოფილი 2-ზე)

სამაგიეროდ ერთი ვინჩესტერი რომ მოკვდეს არაფერი დაგეკარგება

ხოლო RAID-0-იშ შემთხვევაში ერთი ვინჩესტერიც რომ მოკვდეს საერთოდ ყველაფერი წაგეშლება

Link to comment
Share on other sites

სოსო სხვა ვარიანტი არ არის რომ 320 +160 გამოიყენოს ? მაშინ 160 ისე რჩება და მაგარი ცუდია :SNEMOTICON13:

Link to comment
Share on other sites

სოსო სხვა ვარიანტი არ არის რომ 320 +160 გამოიყენოს ? მაშინ 160 ისე რჩება და მაგარი ცუდია :SNEMOTICON13:

კი არის სხვა ვარიანტი

320-იანს და 160-იან ვინჩესტერებს ცალ-ცალკე ჩააყენებ რაიდის გარეშე და არაფერი დაგეკარგება :D

Link to comment
Share on other sites

ისე ერთ რაღაცას დავამატებდი, ეხლა ჯობია მაგ ორი ხარდის გაყიდვა და ცოტა მაყუთის დამატების თავი თუ გაქვს 1TB samsung F3-ის დათრევა, 145 ლარი ღირს უკვე მასეთი სამსუნგი ალტაში და ამ დღეებში ვაპირებ გადაბარგებას და დავაგდებ ბენჩებს და ნახავთ თუ რა კარგი პერფორმანსი აქვს 7200 აბაროტიანი დისკისთვის, 932GB ხუმრობა არაა ნამდვილათ, სამ პარტიშენათ გაყოფ და გექნება თითოზე 310GB, ერთზე სისტემა და პროგრამების ინსტალერები, მეორეზე თამაშების ისო ობრაზები, მესამეზე BD-DVD ფილმები და კონცერტები, მშვენიერი რამე გამოვა და არც ისეთი ძვირია ვისაც სისწრაფე და ადგილის უქონლობა აწუხებს კარგი რაღაცააა ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

კი არის სხვა ვარიანტი

320-იანს და 160-იან ვინჩესტერებს ცალ-ცალკე ჩააყენებ რაიდის გარეშე და არაფერი დაგეკარგება :D

სიჩქარე ხო დაგეკარგება :D

Link to comment
Share on other sites

კარგით მადლობთ პასუხისთვის :)

მე მაინც Raid ის გაკეთებას ვფიქრობ, ჯერ ფული არ მაქ, თორე ბარემ SSD ზე გადავიდოდი

სიტყვაზე ეს ორი ვინჩესტერი რო გავუშვა Raid 0 ში, ვინდს თუ 15 წამში ტვირთავს, რაიდის შემთხვევაში რამდენხანში ჩატვირთავს დაახლოებითი პასუხის გაცემა შეგიძლიათ?

Link to comment
Share on other sites

ჩატვირთვას რაც შეეხება აბა ამ აბზორს გადახედე http://www.bit-tech.net/hardware/storage/2009/10/06/samsung-spinpoint-f3-1tb-review/9 SDD რა თქმა უნდა მხეცობაა მაგრამ ზოგ შემთხვევაში კოლოსალურ სხვაობას ვერ ვხედავ წამებში, ეგ ერთი და მეორე კიდე როგორც ნაკოპიტელი სსდ-ს ჯობია ეგ 1 ტერაბაიტიანი რა თქმა უნდა და ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ნორმალური 1 ტერაბიტიანი დისკია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფიც, მარტო სიიგეიტის ბოლო მოდელი და Caviar Black უწევენ კონკურენციას

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ბარემ აქვე დავწერ,,ახალი თემის გახსნას ჯობია:

აბა გამოცდილ ხალხს ეხება ეს კითხვა:

Raid 0-ის გაკეთება რომელ სატაზე ჯობია? უბრალო Sata-ზე თუ Gsata-ზე?

ან რამე სხვაობა თუ იქნება?

Link to comment
Share on other sites

ალბათ ჩვეულებრივ სატაზე

Gsata არის დამატებითი კონტროლერით გაკეთებული სატა პორტები

ანუ ჩიპსეტს აქვს სიტყვაე მაქსიმუმ 6 სატა პორტის მხარდაჭერა

ხოდა მაზერის მწარმოებელს უნდა მინიმუმ 8 (ხაჩუ იკონკი :D)

ხოდა ამატებენ სპეციალურ კონტროლერს jmicron მაგალითად და ემატება სატა პორტები

ხოდა წესით ოდნავ უფრო ნელია

Link to comment
Share on other sites

მადლობა სოსო...მეც მასე ვაპირებდი,მაგრამ ერთმა ჭკვიანმა მირჩია წესით Gsata უფრო მეტ სისწრაფეს მოგცემსო და ამან დამაბნია თუ დამაფიქრა.. რავი როგორცაა რა :xelitavi:

მოკლედ ჩვეულებრივ სატაზე გავუშვებ... :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

მე თუ მკითხავ ორივე ერთნაირი იქნება :D

ფაქტია რომ Gsata დამატებითი კონტროლერით გაკეთებული სატა პორტებია და არანაირად არ იქნება უფრო სწრაფი :)

Link to comment
Share on other sites

raid ზე მაქ მეც შეკითხვა....

2 ცალი 500გბ რო გავუშვა რაიდ0 ში და ეგენი კიდე 1ტბ ს თან რაიდ1-ში ვერ წავა ხო? :)

Link to comment
Share on other sites

raid ზე მაქ მეც შეკითხვა....

2 ცალი 500გბ რო გავუშვა რაიდ0 ში და ეგენი კიდე 1ტბ ს თან რაიდ1-ში ვერ წავა ხო? :)

უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია მართლაც და :D

არ გამოვა ეგ ამბავი :)

Link to comment
Share on other sites

სოსო

ოცნებას კაცი არ მოუკლავს :D

გამოიგონებენ მალე რაღაც ეგეთსაც ალბათ :)

Link to comment
Share on other sites

რაიდ 10 არაა ეგრე? ანუ რაიდ 0-სა და რაიდ 1-ის ჯამია ხო? რაიდ 10? თუ არ ვცდები ყველაზე სწრაფიც და დაცულიც რაიდ 10 ია არა? ორივე 1 ში... მაგრამ 4 ვინჩესტერი მინიმუმ უნდა :) ბოდიში იქნებ მეშლება...

ეგ მგონი რაიდ 2-ია.

Link to comment
Share on other sites

არა

არსებობს რაიდ 1,0 იგივე რაიდ 0,1

რომელიც რაიდ 1-იც არის და რაიდ 0-იც

ანუ ხდება mirroring ანუ მონაცემების დუბლირება და შესაბამისად ვინჩესტერების მოცულობის განახევრებაც

და ხდება კითხვა ჩაწერის აჩქარებაც

რაიდ 2 სხვა პონტია

Link to comment
Share on other sites

სამი ცალი 1TB ვინჩო ვიყიდე და დაყენება მინდა რაიდში ისე რო 1 ცალის გადაწვის შემთხვევაში რომელიმეზე დარჩეს ინფორმაცია ეგ რომელი რაიდია?

Link to comment
Share on other sites

სამი ცალი 1TB ვინჩო ვიყიდე და დაყენება მინდა რაიდში ისე რო 1 ცალის გადაწვის შემთხვევაში რომელიმეზე დარჩეს ინფორმაცია ეგ რომელი რაიდია?

რაიდის რამოდენიმე ტიპი არსებობს

ჩაწერა წაკითხვის სისწრაფე იზრდება ძირითად RAID-0 კონფიგურაციის შემთხვევაში

სხვა კონფიგურაციები გამოიყენება მონაცემების შენახვის საიმედობისთვის

ანუ იქ თუ ერთი დისკი მოკვდა საერთოდ არაფერი წაგეშლება (ზოგი რაიდის დროს 2 ვინჩესტერიც რომ მოკვდეს არაფერი მოხდება, გააჩნია რაიდს) თუმცა სიჩქარე ისე არ იზრდება როგორც RAID-0 შემთხვევაში

რაიდის კონფიურაცია ბიოსში ხდება ვინდოუსის დაყენებამდე და მაზერის მანუალში წერია როგორ უნდა დაყენო რაიდი

320-იანს და 160-იან ვინჩესტერს თუ გააერთიანებ რაიდში ისე გააერთიანებს თითქოს ორი ცალი 160-იანი იყოს

ანუ 160 GB-ს კარგავ RAID-0-ის შემთხვევაში (ჯამში გექნება 160+160)

RAID-1-ის შემთხვევაში საბოლოო მოცულობა საერთოდ 160 დაგრჩება (160+160 გაყოფილი 2-ზე)

სამაგიეროდ ერთი ვინჩესტერი რომ მოკვდეს არაფერი დაგეკარგება

ხოლო RAID-0-იშ შემთხვევაში ერთი ვინჩესტერიც რომ მოკვდეს საერთოდ ყველაფერი წაგეშლება

:rolleyes:

Link to comment
Share on other sites

გამარჯობა ბატონებო,ერთი შეკითხვა მეც მაქვს,მაქვს სამი 500-იანი დისკი,აქედან ორი 500-იანი მაქვს რაიდ 0-ში,ერთზე მიყენია Windows 7 მეორეზე XP,არ ვიცი რა მოხდა მაგრამ ეხლა მიწერს, რაიდში შეცდომააო.მოკლედ მე რა მაინტერესებს,მინდა XP-ს წაშლა აღარ ვიყენებ და თანაც როგორც ვხვდები რაიდიც აღარ მუშაობს, შეიძლება ამის გაკეთება Windows-ის გადაყენების გარეშე თუ არა,როგორ მოვიქცე? წინასწარ მადლობა დახმარებისთვის

ვერ გავიგე ორივე ვინდოუსი რაიდზე გიყენია?

მოკლედ თუ რაიდის დაშლას აპირებ ვინდოუსიც და აბსოლუტურად ყველაფერი წაგეშლება რაიდზე რაც გიწერია

Link to comment
Share on other sites

დაბექაფებას რა უშლის ხელს

ანუ შეინახავ ინფორმაციას რაც ძვირფასია

ვინდოუსს დაერხევა ყველა ვარიანტში

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.