UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT feedback - არის ძალის უკუკავშირი სიტყვა სიტყვით. უკუკავშირი იმიტომ, რომ მოხვევის დროს საჭე გიძალიანდება და ძალა მიდის საპირისპირო მიმართულებით. feedback - ს რომ რთავ ანუ (უკუკავშირს) საჭე მაგრდება და მოხვევისას გეხმარება. რეალური შეგრძნებების მისაღებადაა feedback - ი. რაც უფრო მაღალი იქნება უკუკავშირი, მით უფრო მეტად იგრძნობა ავტომობილი. მოსახვევებში შესვლაც უფრო ადვილია feedback - ით, ვიდრე მის გარეშე. Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება ეს რაც დავწერე, ეს მთავარია, ანუ როდესაც უხვევ ვთქვათ მარჯვნივ და შემდეგ სწრაფადვე არის მარცხნივ მოსახვევი, შეიძლება ვერ მოასწორო საჭის დატრიალება. ამიტომ რთავ ცენტირებას, რადგან როდესაც საჭეს მოუხვევ (არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივ თუ მარჯვნივ) ის ავტომატურად დაუბრუნდება ცენტრის პოზიციას. ამის საშუალებით მოხვევის დროს გეხმარება და უფრო მალე ატრიალებ საჭეს. მოკლედ ეგ ფუნქცია ძალიან კარგია დრიფტის დროსაც, როდესაც მანქანის წონის გადატანა გინდა ერთი მხრიდან მეორეზე. უკუკავშირი, ძალიან არ მომწონს საერთოდ ეგ სიტყვა მაღიზიანებს, რატომ არ ვიცი ოღონდ. ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამ ქვია საჭის მგრძნობელობა, წინაღობა (?), შეგრძნება (არ მომწონს, ვარიანტად ვდებ მხოლოდ), რეაქცია (ეს სრულად არ გამოხატავს აზრს)... კიდევ მოვიფიქრებ რამეს... Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება - ეს შეიძლება უფრო მარტივად ვთქვათ - საჭის გასწორება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT უკუკავშირი, ძალიან არ მომწონს საერთოდ ეგ სიტყვა მაღიზიანებს, რატომ არ ვიცი ოღონდ. ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამ ქვია საჭის მგრძნობელობა, წინაღობა (?), შეგრძნება (არ მომწონს, ვარიანტად ვდებ მხოლოდ), რეაქცია (ეს სრულად არ გამოხატავს აზრს)... კიდევ მოვიფიქრებ რამეს... ძალის უკუკავშირი. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ეგ სიტყვა ზუსტად გამოხატავს მაგის ფუნქციას. საჭის გასწორება ეს დიდი შეცდომაა და ვერავინ მიხვდება ამ პუნქტის დანიშნულებას. თუ ზეპირად არ იცის რას აკეთებს და რისთვისაა. საჭის გასწორება შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას, ეს ფუქცია კი ცენტრირებას ეხება. ანუ იდეა არის ის, რომ საჭე მოხვევის შემდეგ მუდამ ცენტრში ბრუნდება. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 მეც მასე ვფიქროფ, საჭის გასწორება შეიძLება შეცდომით იყოს გაგებული. აქ კი მგონი აჯობებს "სამართავი" შეიცვალოს "მანუპულატორები" -ით. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT ძალის უკუკავშირი. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ეგ სიტყვა ზუსტად გამოხატავს მაგის ფუნქციას. ეს დიდი შეცდომაა და ვერავინ მიხვდება ამ პუნქტის დანიშნულებას. თუ ზეპირად არ იცის რას აკეთებს და რისთვისაა. საჭის გასწორება შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას, ეს ფუქცია კი ცენტრირებას ეხება. ანუ იდეა არის ის, რომ საჭე მოხვევის შემდეგ მუდამ ცენტრში ბრუნდება. ძალას არ შეიძლება ქონდეს უკუკავშირი - უკუკავშირს შეიძლება ქონდეს ძალა - პირდაპირი თარგმანი არ გამოგვადგება, უნდა გავაქართულოთ. წინაღობა მე თუ მკითხავ სწორია: " წინაღობა (წინაღობისა) 1.ფიზ. ნივთიერების თვისება, უნარი_წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე ზემოქმედებას, ცვლილებას. აბსოლუტური წინაღობა. _ ჰაერის წინაღობა. _ მაგნიტური წინაღობა. _ ხახუნის წინაღობა.2.სპორ. გზის შემკრავი საშუალებანი, მოძრაობის შემაფერხებელი პირობები რბენის, ჭენებისა და მისთ. დროს, _ დაბრკოლება. წინაღობებით რბენა. " რაც შეეხება საჭის გასწორებას, მანდაც რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგალითად გაშუალება, საწყის პოზიციაში დაბრუნება და ა.შ. "საჭის ცენტრირება" ცუდად ჟღერს ნამეტანი. ანუ ასე რომ იყოს: Feedback - საჭის წინაღობის სიმძლავრე, ძალა Force feedback centering - საჭის გაშუალება/გასწორება/სწორება(შეიძლება წინ ჩაერთოს ავტ. - ავტომატურად გასწორება, სწორება ან გაშუალება) მეც მასე ვფიქროფ, საჭის გასწორება შეიძLება შეცდომით იყოს გაგებული. აქ კი მგონი აჯობებს "სამართავი" შეიცვალოს "მანუპულატორები" -ით. მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი... მანიპულატორებს რაც შეეხება, მაგას ისევ სჯობს გავაგრძელოთ და მაგალიად "სამართავი მოწყობილობები" დავარქვათ, რას იტყვით? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT ძალას არ შეიძლება ქონდეს უკუკავშირი - უკუკავშირს შეიძლება ქონდეს ძალა - პირდაპირი თარგმანი არ გამოგვადგება, უნდა გავაქართულოთ. წინაღობა მე თუ მკითხავ სწორია: " წინაღობა (წინაღობისა) 1.ფიზ. ნივთიერების თვისება, უნარი_წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე ზემოქმედებას, ცვლილებას. აბსოლუტური წინაღობა. _ ჰაერის წინაღობა. _ მაგნიტური წინაღობა. _ ხახუნის წინაღობა.2.სპორ. გზის შემკრავი საშუალებანი, მოძრაობის შემაფერხებელი პირობები რბენის, ჭენებისა და მისთ. დროს, _ დაბრკოლება. წინაღობებით რბენა". Force - ძალა Feedback - უკუკავშირი ამიტომ ვთქვი ძალიას უკუკავშირი. უკუ რეაქცია, ეს იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას. Feedback - საჭის წინაღობის სიმძლავრე, ძალა Force feedback centering - საჭის გაშუალება/გასწორება/სწორება(შეიძლება წინ ჩაერთოს ავტ. - ავტომატურად გასწორება, სწორება ან გაშუალება) Force feedback centering - მაშინ ძალის უკუკავშირი ცენტრში - სიტყვასიტყვით ესეა, მაგრამ არ გამოდის კარგად. "გაშუალება" გამორიცხულია. ექ ცენტრი უნდა იყოს ნახსენები. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT Force - ძალა Feedback - უკუკავშირი ამიტომ ვთქვი ძალიას უკუკავშირი. უკუ რეაქცია, ეს იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას. Force - არის იძულება, ამ შემთხვევაში ჩართვა, ანუ საჭის გაშუალების იძულება (ძალით გაკეთება და ა.შ.), ხშირად გამოიყენება პროგრამებშიც Force ჩართვის სინონიმად. ეგეც არ იყოს შენვე ამბობ :"იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას." - ანუ გიქმნის წინაღობას Force feedback centering - მაშინ ძალის უკუკავშირი ცენტრში - სიტყვასიტყვით ესეა, მაგრამ არ გამოდის კარგად. "გაშუალება" გამორიცხულია. ექ ცენტრი უნდა იყოს ნახსენები. გაშუალება რატომ არის გამორიცხული? Centering - გაშუალება ან საჭის გასწორება (მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი...) Center ნიშნავს შუას ხომ ასეა? მაშინ რა პრობლემა გაშუალება არ მესმის გადაკიდებული არ ვარ გაშუალებაზე, სხვა სიტყვაც შეიძლება მოვძებნოთ ცენტრირების გარდა. (ზემოთაც ვახსენე გასწორება და ცხოვრების მაგალითიც მოვაყოლე ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 ახლა ვსაუბრობდით მე და საბა, საბა მეუბნებოდა უკუგდებაო (მომწონს ძალიან), მე ვუთხარი წინაღობა სჯობსთქო და მაგალითად მოვუყვანე ფორმულა "ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას" - რატომ არავინ დავფიქრფით ამ შესანიშნავ სიტყვაზე? )) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT Force Feedback - იძლებითი (ძალით) წინააღმდეგობა - (წინაღობა) - მე უკუმოძრაობა მგონია მაინც. მაშინ ესე გამოდის. Force feedback centering - იძულებითი წინააღმდეგობა ცენტრის მიმართ (მიმართულებით). Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 UGLT Force Feedback - იძლებითი (ძალით) წინააღმდეგობა - (წინაღობა) - მე უკუმოძრაობა მგონია მაინც. მაშინ ესე გამოდის. მოკლედ, გადავწყვიტეთ შემდეგი ტერმინები: Force feedback საჭის წინაღობა Force feedback gain საჭის წინაღობის ძალა Force feedback centering საჭის გასწორების სიჩქარე შემდეგ ვერსიაში ჩაემატება და გაჩვენებთ როგორ გამოჩნდება დიდი განხილვა გქვონდა (ჯგუფში) და ასე გადავწყვიტეთ, გვგონია რომ საკმაოდ ზუსტი თარგმანია... ახლა შეგვიძლია სხვა ტერმინებიც განვიხილოთ მაგ სურათიდან :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 Force feedback საჭის წინაღობა Force feedback gain საჭის წინაღობის ძალა Force feedback centering საჭის გასწორების სიჩქარე რავიცი, რავიცი ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 რავიცი, რავიცი შევხედოთ და ჩასწორებას არაფერი დაუდგება წინ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 17, 2013 Share Posted March 17, 2013 მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი... მანიპულატორებს რაც შეეხება, მაგას ისევ სჯობს გავაგრძელოთ და მაგალიად "სამართავი მოწყობილობები" დავარქვათ, რას იტყვით? რეალური მძღოლის, ან რეალური რეისინგის ტერმინები არ უნდა შეერიოს, უკვე დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ, ვირტუალურ რეისინგში მიღებულ ტერმინებს. "რული გაასწორეო" ცოტა სხვა მომენტია :| სწორედაც ეგ აურევს მოთამაშეს სწორად გაგებაში. არადა ლაპარკია, მექანიკურ მოწყობილობაზე კერძოთ მანიპულატორების, ამ შემთხვევაში საჭის FFB -ზე. "სამართავი მოწყობილობები" = "მანიპულატორები" - ს ესეც უფრო გასაგებია, ერთ სიტყვაში, ჩემი გამოგონილი არაა პ.ს. რათქმაუნდა "იმხოები და იმხოები... ბოლო სიტყვა თქვენია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 20, 2013 Share Posted March 20, 2013 რეალური მძღოლის, ან რეალური რეისინგის ტერმინები არ უნდა შეერიოს, უკვე დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ, ვირტუალურ რეისინგში მიღებულ ტერმინებს. "რული გაასწორეო" ცოტა სხვა მომენტია :| სწორედაც ეგ აურევს მოთამაშეს სწორად გაგებაში. არადა ლაპარკია, მექანიკურ მოწყობილობაზე კერძოთ მანიპულატორების, ამ შემთხვევაში საჭის FFB -ზე. არ ვიცი პრობლემას რა ქმნის, ის რომ მე ვერ ვიგებ მაგ ტერმინის მნიშვნელობას თუ თქვენ არ გაქვთ ყური მიჩვეული მე ასე მესმის, თუ ქართული ტერმინი არსებობს და დიდი ხანია დამკვიდრებულია რატომ გამოვიყენო სათამაშო ტერმინოლოგია, რომელიც ქართულად არ არსებობს ან ვერ მაწვდით (მისაღებ ტერმინზე მაქვს საუბარი - საჭის ცენტრირება იქნება თუ საჭის გასწორება დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გარდა იმისა რომ ერთი უცხოური სიტყვაა და მეორე ქართული ) "სამართავი მოწყობილობები" = "მანიპულატორები" - ს ესეც უფრო გასაგებია, ერთ სიტყვაში, ჩემი გამოგონილი არაა პ.ს. რათქმაუნდა "იმხოები და იმხოები... ბოლო სიტყვა თქვენია. აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით, მიუჩვევლობას. აი მაგალითად - მანიპულაცია და კონტროლი ორივე ნიშნავს მართვას, მაგალითად თამაშში მაგ მოწყობილობებს ქვია კონტროლერები (controllers) შენ მეუბნები მანიპულატორს, ორივე სამართავს ნიშნავს. რატომ გამოვიყენო უცხოური როდესაც არსებობს ქართული? იმიტომ რომ უცხოურს მივეჩვიეთ? მაშ რა ვუყოთ ქართულს - გადავეჩვიოთ? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 21, 2013 Share Posted March 21, 2013 -50% $6.49 USD Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Tabo8226 Posted March 25, 2013 Author Share Posted March 25, 2013 ბიჭებო "ცეპლენია" ვისაც გაქვთ ერთი მინახეთ რა პარამეტრები>მართვა აი მანდ Clutch Axis Mode რეებია და რა ფუნქციას ასრულებს ეგ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
EfEcTy Posted June 22, 2013 Share Posted June 22, 2013 mec minda gadaqartuleba da rogor aketebet? skype: demetre776 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
JaJe Posted January 18, 2014 Share Posted January 18, 2014 Euro Truck Simulator 2.v 1.1.1 ამ ვერსიის Save Game ხომ არ გაქვთ? ვერსად ვნახე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xxGRIZLIxx Posted October 3, 2015 Share Posted October 3, 2015 https://www.youtube.com/watch?v=1L-ZX98SjlM qartuli warwera daf xf-ze Semifaset Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.