Jump to content

UGLT

წევრი
  • Posts

    22
  • Joined

  • Last visited

Everything posted by UGLT

  1. სიმართლე გითხრათ ავირიე :/ ხომ ვერ დამიბმულავთ ბოლო ვერსიას თავისი აქტივატორით? ყოველდღე ახალ-ახალი პოსტები იდება და ვეღარ მივყევი :დ მადლობა წინასწარ
  2. ახალი და ბოლო ფასი 3000 ლარი ამ შაბათ-კვირას თუ არ გაიყიდა ვხსნი და ვიტოვებ ჩემთვის!
  3. ახალი ფასი: 3100 ლარი!
  4. მოგესალმებით ყველას, რადგან ამ ტექსტს კითხულობთ ალბათ თემის სათაურის წაკითხვამ უკვე აღგიძრათ სურვილი შეეხოთ ამ მხეცს. მეც მასეთივე სურვილით გამოვიწერე ამაზონიდან (Microsoft Surface Pro 3 (256 GB, Intel Core i7)), თუმცა ბედის ირონია არ იარსებებდა ის რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა. მოკლედ, ძალიან ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ ვიტოვებ ამ ლეპტოპს ჩემთვის, ფული დამჭირდა სასწრაფოდ ხოდა ვყიდი თითქმის საკუთარ ფასში (განბაჟება + ჩამოტანა). როგორც ზედა ბმულზე ხედავთ ლეპტოპი ღირს 1549 დოლარი, ამას დამატებული ტრანსპორტირება, განბაჟების 485 ლარი = 3180 ლარი, ამის მყიდველს 120 ლარიც არ გაუჭირდება და 3300 ლარად გავატან ძალიან ძლიერი და მოსახერხებელი ლეპტოპია (პლანშეტს შეგნებუალად არ ვეძახი). მცოდნემ იცის, მყიდველს უყვარს! ესეც სურათები ყუთში: ანფასი: ქარხნული, მოუხსნელი ბეჭედი/ლუქი: უკანახედი (+ მონაცემები) აბა, წარმატებას ვისურვებ და წარმატებას გისურვებთ! პ.ს. საქართველოში, ერთადერთ რესურსზე ვნახე Surface pro 3 - Zoommer.ge (http://zoommer.ge/category-273/ms/microsoft-surface-pro-3-i5-256gb.html - გაითვალისწინეთ, რომ პროცესორი ჩემსას i7 აქვს ზუმერზე რაც დევს i5 - განსხვავება ეძიეთ Intel-ის საიტზე!) პ.პ.ს. თუ ვერ ყიდულობთ სხვას ანახეთ UP-ის მეშვეობთ :)
  5. 250 ლარად თუ გაიყიდება ახლავე ვიყიდი მაგ პროცესორს... თუ რამეა PM...
  6. არ ვიცი პრობლემას რა ქმნის, ის რომ მე ვერ ვიგებ მაგ ტერმინის მნიშვნელობას თუ თქვენ არ გაქვთ ყური მიჩვეული მე ასე მესმის, თუ ქართული ტერმინი არსებობს და დიდი ხანია დამკვიდრებულია რატომ გამოვიყენო სათამაშო ტერმინოლოგია, რომელიც ქართულად არ არსებობს ან ვერ მაწვდით (მისაღებ ტერმინზე მაქვს საუბარი - საჭის ცენტრირება იქნება თუ საჭის გასწორება დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გარდა იმისა რომ ერთი უცხოური სიტყვაა და მეორე ქართული ) აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით, მიუჩვევლობას. აი მაგალითად - მანიპულაცია და კონტროლი ორივე ნიშნავს მართვას, მაგალითად თამაშში მაგ მოწყობილობებს ქვია კონტროლერები (controllers) შენ მეუბნები მანიპულატორს, ორივე სამართავს ნიშნავს. რატომ გამოვიყენო უცხოური როდესაც არსებობს ქართული? იმიტომ რომ უცხოურს მივეჩვიეთ? მაშ რა ვუყოთ ქართულს - გადავეჩვიოთ? :)
  7. შევხედოთ და ჩასწორებას არაფერი დაუდგება წინ :)
  8. მოკლედ, გადავწყვიტეთ შემდეგი ტერმინები: Force feedback საჭის წინაღობა Force feedback gain საჭის წინაღობის ძალა Force feedback centering საჭის გასწორების სიჩქარე შემდეგ ვერსიაში ჩაემატება და გაჩვენებთ როგორ გამოჩნდება დიდი განხილვა გქვონდა (ჯგუფში) და ასე გადავწყვიტეთ, გვგონია რომ საკმაოდ ზუსტი თარგმანია... ახლა შეგვიძლია სხვა ტერმინებიც განვიხილოთ მაგ სურათიდან :)
  9. ახლა ვსაუბრობდით მე და საბა, საბა მეუბნებოდა უკუგდებაო (მომწონს ძალიან), მე ვუთხარი წინაღობა სჯობსთქო და მაგალითად მოვუყვანე ფორმულა "ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას" - რატომ არავინ დავფიქრფით ამ შესანიშნავ სიტყვაზე? ))
  10. Force - არის იძულება, ამ შემთხვევაში ჩართვა, ანუ საჭის გაშუალების იძულება (ძალით გაკეთება და ა.შ.), ხშირად გამოიყენება პროგრამებშიც Force ჩართვის სინონიმად. ეგეც არ იყოს შენვე ამბობ :"იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას." - ანუ გიქმნის წინაღობას გაშუალება რატომ არის გამორიცხული? Centering - გაშუალება ან საჭის გასწორება (მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი...) Center ნიშნავს შუას ხომ ასეა? მაშინ რა პრობლემა გაშუალება არ მესმის გადაკიდებული არ ვარ გაშუალებაზე, სხვა სიტყვაც შეიძლება მოვძებნოთ ცენტრირების გარდა. (ზემოთაც ვახსენე გასწორება და ცხოვრების მაგალითიც მოვაყოლე )
  11. ძალას არ შეიძლება ქონდეს უკუკავშირი - უკუკავშირს შეიძლება ქონდეს ძალა - პირდაპირი თარგმანი არ გამოგვადგება, უნდა გავაქართულოთ. წინაღობა მე თუ მკითხავ სწორია: " წინაღობა (წინაღობისა) 1.ფიზ. ნივთიერების თვისება, უნარი_წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე ზემოქმედებას, ცვლილებას. აბსოლუტური წინაღობა. _ ჰაერის წინაღობა. _ მაგნიტური წინაღობა. _ ხახუნის წინაღობა.2.სპორ. გზის შემკრავი საშუალებანი, მოძრაობის შემაფერხებელი პირობები რბენის, ჭენებისა და მისთ. დროს, _ დაბრკოლება. წინაღობებით რბენა. " რაც შეეხება საჭის გასწორებას, მანდაც რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგალითად გაშუალება, საწყის პოზიციაში დაბრუნება და ა.შ. "საჭის ცენტრირება" ცუდად ჟღერს ნამეტანი. ანუ ასე რომ იყოს: Feedback - საჭის წინაღობის სიმძლავრე, ძალა Force feedback centering - საჭის გაშუალება/გასწორება/სწორება(შეიძლება წინ ჩაერთოს ავტ. - ავტომატურად გასწორება, სწორება ან გაშუალება) მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი... მანიპულატორებს რაც შეეხება, მაგას ისევ სჯობს გავაგრძელოთ და მაგალიად "სამართავი მოწყობილობები" დავარქვათ, რას იტყვით?
  12. უკუკავშირი, ძალიან არ მომწონს საერთოდ ეგ სიტყვა მაღიზიანებს, რატომ არ ვიცი ოღონდ. ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამ ქვია საჭის მგრძნობელობა, წინაღობა (?), შეგრძნება (არ მომწონს, ვარიანტად ვდებ მხოლოდ), რეაქცია (ეს სრულად არ გამოხატავს აზრს)... კიდევ მოვიფიქრებ რამეს... Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება - ეს შეიძლება უფრო მარტივად ვთქვათ - საჭის გასწორება
  13. პირველ რიგში გმადლობთ დახმარებისთვის ახლა საქმე პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება მაგალითათ მდორე ზონა ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, რადგან საჭის გარეშე ძალიან რთულია ზუსტი ტერმინების მორგება. ეს უკუკავშირი რას შვება საჭირს შემთხვევაში? ანუ ვთქვათ მძლავრია მერე? საჭის ბრუნვის რეჟიმი - გაშუალებული - აქ რა ხდება? ანუ სხვა რეჟიმში რომ გადართო როგორ მუშაობს უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება :)
  14. არა, ვცდილობთ არ ვიჩქაროთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი თარგმანი მივიღოთ გაიხარე, დიდი მადლობა დახმარებისთვის!
  15. გმადლობ, რომ გამოგვეხმაურე. სურათს რაც შეეხება, გარდა მაგ გვერდისა არის კიდევ სხვა პარამეტრების გამართვის საშუალებაც და სწორედ იქამდე ვერ მივდივართ (მოწყობილობის გარეშე). ეგ გვერდიც მნიშვნელოვანია ძალიან. კარგი იქნება თუ გამოგვიყოფ დროს და პირადად (თამაშში) შეხედავ ტერმინებს, ასე ბრმა თარგმანი დამერწმუნე ძალიან ძნელია. ყიდვა არ არის აუცილებელი, მეოთხე დონემდე შეიძლება თავისუფალად თამაში თან ბევრი პარამეტრი ჩაამატეს უკვე და იქნებ საჭის მხარდაჭერაც გამოასწორეს, ვნახოთ :)
  16. მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ამ პროექტთან დაკავშირებით. გამოვიდა თამაშის ახალი (ბეტა) ვერსია, რომელშიც დაემატა და დაიხვეწა საკმაოდ დიდი რაოდებობის ტერმინი. გაქართულება რამდენიმე დღეში დასრულდება და თამაშის საბოლოო ვერსიაც გამოვა, მაგრამ გვსურს, რომ თარგმანი იყოს ხარისხიანი რისთვისაც თქვენი (მოთამაშეების) მხარდაჭერა გვჭირდება. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არასწორი ან გაუმართავი ტერმინების აღმოჩენა და დახვეწაა, რასაც ყოველი ჩვენგანის ჩართულობა სჭირდება. ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან). თამაშის ახალი (ბეტა) ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია ამ FTP-დან. წინასწარ გიხდით მადლობას! პატივისცემით, იუ-ჯი-ელ-თი
  17. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს :)
  18. ეგ არ ვიცოდი ვნახოთ, თუ გამოვნახეთ რესურსი აუცილებლად მოვკიდებთ რაიმე მასიურ თამაშს ხელს უბრალოდ ხანდახან ძალიან ბევრი პროექტი გვიგროვდება ერთდროულად და ვეღარ გამოვყოფთ ხოლმე რესურსს დიდი პროექტის წამოსაწყებად.ძალიან ბევრი წვრილმანია დაწყებული მოლაპარაკების წარმოებიდან, დამთავრებული თავად გაქართულებისა და ე.წ. გაშალაშინების პროცესით, რასაც მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ სწვდება. გმადლობ. არა, შეჩერებას არ ვაპირებთ. უბრალოდ დიდ პროექტებთან შეჭიდება გვიჭირს ხოლმე :)
  19. გმადლობ. სუბტიტრების თარგმნა შეიძლება, მაგრამ მანდაც არის ერთი პრობლემა, კერძოდ ის რომ ოფიციალურად მხოლოდ სუბტიტრებს არავინ გვათარგმნინებს, ხოლო არაოფიციალურ თარგმანზე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია ვართ. არაოფიციალურად, ორგანიზაციის გარეთ შეიძლება შემოგთავაზოთ ხოლმე ჩვენმა წევრებმა საკუთარი სურვილით გაკეთებული პროექტები, მაგრამ ორგანიზაცია ვერ მიიწერს ასეთ პროექტს მაგალითად, საბა ხმალაძე (Tabo8226) და გიორგი მაღლაკელიძე (DrAcid) მუშაობენ "მაფია 2"-ის სუბტიტრების თარგმანზე და იმედია მალე შემოგვთავაზებენ (ამჟამად რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვთ). :)
  20. გეთანხმები. ჩასწორდება ეგ აუცილებლად, უბრალოდ ბრმა თარგმანის დროს ხშირად კონტექსტი გაუგებარია და პირდაპირ ვთარგმნით, ამიტომ არის საჭირო საერთო ჩართულება და ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და დახვეწა გმადლობ. ეს თამაში ამ ეტაპზე იმიტომ აირჩა, რომ ხმები არ არის, ანუ გახმოვანება არ სჭირდება რაც თავის მხრივ აიოლებს საქმეს. ზოგადად, მაღალ ხარისხიანი თამაშის გაქართულებას ენთუზიაზმზე ბევრად დიდი რესურსი სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. საქართველოში კი დაინტერესება არც ისე დიდია, რომ ვინმემ კომერციული თვალსაზრისით დაგვაფინანსოს. დრო გვიჩვენებს, რესურსი თუ იქნა როგორც ადამიანურ-მატერიალური, ასევე სამომხმარებლო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თამაშები კომერციული თვალსაზრისით საქართველოში ნაკლებად საინტერესოა. თუთაშხია გამახსენდა "სა მაქვს ფული" მხოლოდ ენერგია იხარჯება. ისევე როგორც თითქმის სამი წელია უკვე. ენერგიის ენთუზიაზმზე ხარჯვა ჩვენი არჩევანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ვინმემ უნდა გამოჰყოს ენერგია ამ საქმისთვის :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.