Tabo8226 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ყველას მოგესალმებით, მოკლედ, მოგვეცა საშუალება ოფიციალურად გვეთარგმნა ეს შესანიშნავი სიმულატორი, მწარმოებლებს შევუთანხმდით და როგორც კი თარგმნას მოვრჩებით სტიმშიც დაიდება, მანამდე კი დავდებ დაუსრულებელ თარგმანს, სადღაც 300 ხაზიღაა სათარგმნი, კარგი იქნება თუ გადახედავთ და შეცდომებზე მიგვანიშნებთ, რათა შევასწოროთ. თამაშის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://www.eurotruc...om/download.php საჭიროა ბოლო ვერსიის ქონა (1.3.1), შესამოწმებლად დემო ვერსიაც საკმარისია, ასე რომ გატეხვის მეთოდების და ლიცენზიის მოპოვებაზე ტყუილად ნუ იწვალებთ თამაშს რომ ჩართავთ და პროფილს რომ შექმნით, შემდეგ გადმოწერთ ამ ფაილს http://uglt.org/downloads/georgian.scs და ჩააგდებთ My Documents\Euro Truck Simulator 2\mod საქაღალდეში, შემდეგ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ მალსახმობს დააწვებით თაგვის მარჯვენა ღილაკით და Properties-ში იმ ზოლზე, სადაც გამშვები ფაილის მისამართი წერია ბოლოში "-ის მერე მიუწერთ -force_mods, ანუ უნდა გამოვიდეს დაახლოებით ასე: "D:\Games\euro truck2\bin\win_x86\eurotrucks2.exe" -force_mods ამ ყველაფრის მერე ჩართავთ თამაშს, შეხვალთ Options > Gameplay და Languages-ში მიუთითებთ ქართულს სულ ეს არის, თუ რაიმე ვერ გაიგეთ დაწერეთ და დაგეხმარებით ყველას! ახლა კი ცოტაოდენი სქრინშოტი 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
baqradze1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 საღოლ იმედია უფრო წინ წაიწევს ასეთი რაგაცეები საქართველოში...წარმატებები...ერთი შენიშვნა http://radikal.ru/F/i053.radikal.ru/1303/d1/dec021d42061.jpg.html ამ სურათზე ჯობს დასჭირდას მაგივრად უბრალოდ დრო დააწეროთ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
პითონი Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 კარგია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი. ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი. სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო. იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
baqradze1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი. ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი. სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო. იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში. თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 მე ის დავწერე რომ ესეთ თამაშებში ენერგიის ჩადება და ფულის ხარჯვა უაზრობათ მიმაჩნია რადგან არ გაიყიდება IMO ბლექ ოპსს თარგმნიდნენ თუ მარიოს ეგ თავიანთი გადასაწყვეტია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 საღოლ იმედია უფრო წინ წაიწევს ასეთი რაგაცეები საქართველოში...წარმატებები...ერთი შენიშვნა http://radikal.ru/F/...d42061.jpg.html ამ სურათზე ჯობს დასჭირდას მაგივრად უბრალოდ დრო დააწეროთ გეთანხმები. ჩასწორდება ეგ აუცილებლად, უბრალოდ ბრმა თარგმანის დროს ხშირად კონტექსტი გაუგებარია და პირდაპირ ვთარგმნით, ამიტომ არის საჭირო საერთო ჩართულება და ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და დახვეწა გმადლობ. ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი. ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი. სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო. იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში. ეს თამაში ამ ეტაპზე იმიტომ აირჩა, რომ ხმები არ არის, ანუ გახმოვანება არ სჭირდება რაც თავის მხრივ აიოლებს საქმეს. ზოგადად, მაღალ ხარისხიანი თამაშის გაქართულებას ენთუზიაზმზე ბევრად დიდი რესურსი სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. საქართველოში კი დაინტერესება არც ისე დიდია, რომ ვინმემ კომერციული თვალსაზრისით დაგვაფინანსოს. თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან დრო გვიჩვენებს, რესურსი თუ იქნა როგორც ადამიანურ-მატერიალური, ასევე სამომხმარებლო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თამაშები კომერციული თვალსაზრისით საქართველოში ნაკლებად საინტერესოა. მე ის დავწერე რომ ესეთ თამაშებში ენერგიის ჩადება და ფულის ხარჯვა უაზრობათ მიმაჩნია რადგან არ გაიყიდება IMO ბლექ ოპსს თარგმნიდნენ თუ მარიოს ეგ თავიანთი გადასაწყვეტია. თუთაშხია გამახსენდა "სა მაქვს ფული" მხოლოდ ენერგია იხარჯება. ისევე როგორც თითქმის სამი წელია უკვე. ენერგიის ენთუზიაზმზე ხარჯვა ჩვენი არჩევანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ვინმემ უნდა გამოჰყოს ენერგია ამ საქმისთვის :) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაი საქმეს ხართ შეჭიდული და იმედია ვინმე კარგი სპონსორიც გამოჩდება, გახმოვანებით რუსებიც ვეღარ ახმოვანებენ უმრავლესობა თამაშს, არ აძლევენ უფლებას. სუბტიტრები კარგი იქნებოდა. მთავარია არ მოკვდეს ჯერ არ დაწყებული საქმე როგორც ერთ პროექტს დაემართა და მაგრათ მეწყინა ( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაი საქმეს ხართ შეჭიდული და იმედია ვინმე კარგი სპონსორიც გამოჩდება, გახმოვანებით რუსებიც ვეღარ ახმოვანებენ უმრავლესობა თამაშს, არ აძლევენ უფლებას. სუბტიტრები კარგი იქნებოდა. მთავარია არ მოკვდეს ჯერ არ დაწყებული საქმე როგორც ერთ პროექტს დაემართა და მაგრათ მეწყინა ( გმადლობ. სუბტიტრების თარგმნა შეიძლება, მაგრამ მანდაც არის ერთი პრობლემა, კერძოდ ის რომ ოფიციალურად მხოლოდ სუბტიტრებს არავინ გვათარგმნინებს, ხოლო არაოფიციალურ თარგმანზე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია ვართ. არაოფიციალურად, ორგანიზაციის გარეთ შეიძლება შემოგთავაზოთ ხოლმე ჩვენმა წევრებმა საკუთარი სურვილით გაკეთებული პროექტები, მაგრამ ორგანიზაცია ვერ მიიწერს ასეთ პროექტს მაგალითად, საბა ხმალაძე (Tabo8226) და გიორგი მაღლაკელიძე (DrAcid) მუშაობენ "მაფია 2"-ის სუბტიტრების თარგმანზე და იმედია მალე შემოგვთავაზებენ (ამჟამად რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვთ). :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
G1ORG1 Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ოფიციალურათ უნდა ითარგმნოს რა თქმა უნდა სუბებით, მაგ: DMC5 (მხოლოთ მაგალითისთვის მომყავს) მხოლოთ სუბებით არის ( ოფიციალურათ) ბიოშოკი რაც გამოვა ეხლა მარტო სუბები იქნება თარგმნილი, ანუ გახმოვანების უფლება ჩამოართვეს კომპანიებმა (იგივე როქსტარის თამაშები აღარ ხმოვანდება) და თქვენ რატომ არ უნდა მოგცენ იმის უფლება რომ მხოლოთ სუბებით ითარგმნოს. კიდევ ერთერთი უძლიერესი თამაში ME2 და3 მხოლოთ სუბებია. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ძალიან კარგი საქმისთვის მოუკიდიათ ხელი, იმედია ამაზე არ შეჩერდებიან. ETS თარგმნასაც დრო და რესურსი უნდა, თუმცა არის თამაშები, რასაც თარგმნა უფრო ესაჭიროება, მაგალითათ "სტარტეგიებს კერძოთ Crusader Kings II,Total War - ის სერიები და ასეთი ტიპის თამაშებისთვის, სადაც მთლიანი თამაშის პროცესი, ტეკსტით მიდის. წარმატებები uglt.org-ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ოფიციალურათ უნდა ითარგმნოს რა თქმა უნდა სუბებით, მაგ: DMC5 (მხოლოთ მაგალითისთვის მომყავს) მხოლოთ სუბებით არის ( ოფიციალურათ) ბიოშოკი რაც გამოვა ეხლა მარტო სუბები იქნება თარგმნილი, ანუ გახმოვანების უფლება ჩამოართვეს კომპანიებმა (იგივე როქსტარის თამაშები აღარ ხმოვანდება) და თქვენ რატომ არ უნდა მოგცენ იმის უფლება რომ მხოლოთ სუბებით ითარგმნოს. კიდევ ერთერთი უძლიერესი თამაში ME2 და3 მხოლოთ სუბებია. ეგ არ ვიცოდი ვნახოთ, თუ გამოვნახეთ რესურსი აუცილებლად მოვკიდებთ რაიმე მასიურ თამაშს ხელს უბრალოდ ხანდახან ძალიან ბევრი პროექტი გვიგროვდება ერთდროულად და ვეღარ გამოვყოფთ ხოლმე რესურსს დიდი პროექტის წამოსაწყებად.ძალიან ბევრი წვრილმანია დაწყებული მოლაპარაკების წარმოებიდან, დამთავრებული თავად გაქართულებისა და ე.წ. გაშალაშინების პროცესით, რასაც მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ სწვდება. ძალიან კარგი საქმისთვის მოუკიდიათ ხელი, იმედია ამაზე არ შეჩერდებიან. ETS თარგმნასაც დრო და რესურსი უნდა, თუმცა არის თამაშები, რასაც თარგმნა უფრო ესაჭიროება, მაგალითათ "სტარტეგიებს კერძოთ Crusader Kings II,Total War - ის სერიები და ასეთი ტიპის თამაშებისთვის, სადაც მთლიანი თამაშის პროცესი, ტეკსტით მიდის. წარმატებები uglt.org-ს გმადლობ. არა, შეჩერებას არ ვაპირებთ. უბრალოდ დიდ პროექტებთან შეჭიდება გვიჭირს ხოლმე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბერო Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 ჩასწორდა სათაური, საკვანძო სიტყვებში არის მითითებული რომ ქართულ ენაზეა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zorzo Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 არ გინდათ მომავალში call of duty gadatargmnot? dagafinanson mainc :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 9, 2013 Share Posted March 9, 2013 არ გინდათ მომავალში call of duty gadatargmnot? dagafinanson mainc ვნახოთ, დრო გვიჩვენებს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 12, 2013 Share Posted March 12, 2013 მოგესალმებით ყველას, კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ამ პროექტთან დაკავშირებით. გამოვიდა თამაშის ახალი (ბეტა) ვერსია, რომელშიც დაემატა და დაიხვეწა საკმაოდ დიდი რაოდებობის ტერმინი. გაქართულება რამდენიმე დღეში დასრულდება და თამაშის საბოლოო ვერსიაც გამოვა, მაგრამ გვსურს, რომ თარგმანი იყოს ხარისხიანი რისთვისაც თქვენი (მოთამაშეების) მხარდაჭერა გვჭირდება. პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არასწორი ან გაუმართავი ტერმინების აღმოჩენა და დახვეწაა, რასაც ყოველი ჩვენგანის ჩართულობა სჭირდება. ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან). თამაშის ახალი (ბეტა) ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია ამ FTP-დან. წინასწარ გიხდით მადლობას! პატივისცემით, იუ-ჯი-ელ-თი 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 12, 2013 Share Posted March 12, 2013 ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან). გაუმარჯოს, საჭე კი მაქვს მარა თამაში არ მიყიდია სწორედ საჭის ცუდი მხარაჭერის გმო. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. გუგლიდან ვნახე ეს ფოტო გამოდგება? თუ კი კონკრეტულად მიუთითე რომელი ტექსტი გაინტერესებს. ვეცდები მიახლოვებული შესატყვისი მოვუძებნო. ძნელია ქართულში მოძებნა ასეთი სპეციფიკური ტერმინები მოკლეთ სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემეძლება. თუ ეს სურათი არ გაწყობს, მაშინ დავაყენებ დემოსაც და ვნახავ :| ფოტო: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 12, 2013 Share Posted March 12, 2013 გაუმარჯოს, საჭე კი მაქვს მარა თამაში არ მიყიდია სწორედ საჭის ცუდი მხარაჭერის გმო. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. გუგლიდან ვნახე ეს ფოტო გამოდგება? თუ კი კონკრეტულად მიუთითე რომელი ტექსტი გაინტერესებს. ვეცდები მიახლოვებული შესატყვისი მოვუძებნო. ძნელია ქართულში მოძებნა ასეთი სპეციფიკური ტერმინები მოკლეთ სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემეძლება. თუ ეს სურათი არ გაწყობს, მაშინ დავაყენებ დემოსაც და ვნახავ :| გმადლობ, რომ გამოგვეხმაურე. სურათს რაც შეეხება, გარდა მაგ გვერდისა არის კიდევ სხვა პარამეტრების გამართვის საშუალებაც და სწორედ იქამდე ვერ მივდივართ (მოწყობილობის გარეშე). ეგ გვერდიც მნიშვნელოვანია ძალიან. კარგი იქნება თუ გამოგვიყოფ დროს და პირადად (თამაშში) შეხედავ ტერმინებს, ასე ბრმა თარგმანი დამერწმუნე ძალიან ძნელია. ყიდვა არ არის აუცილებელი, მეოთხე დონემდე შეიძლება თავისუფალად თამაში თან ბევრი პარამეტრი ჩაამატეს უკვე და იქნებ საჭის მხარდაჭერაც გამოასწორეს, ვნახოთ :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 12, 2013 Share Posted March 12, 2013 გმადლობ, რომ გამოგვეხმაურე. სურათს რაც შეეხება, გარდა მაგ გვერდისა არის კიდევ სხვა პარამეტრების გამართვის საშუალებაც და სწორედ იქამდე ვერ მივდივართ (მოწყობილობის გარეშე). ეგ გვერდიც მნიშვნელოვანია ძალიან. კარგი იქნება თუ გამოგვიყოფ დროს და პირადად (თამაშში) შეხედავ ტერმინებს, ასე ბრმა თარგმანი დამერწმუნე ძალიან ძნელია. ყიდვა არ არის აუცილებელი, მეოთხე დონემდე შეიძლება თავისუფალად თამაში თან ბევრი პარამეტრი ჩაამატეს უკვე და იქნებ საჭის მხარდაჭერაც გამოასწორეს, ვნახოთ OK გადმოვწერ სტიმიდან დემოს და შევხედავ რა შემიძლია. ინგლისურის ცოდნით ევრ დავიკვეხნი, მაგრამ შეხება კაი ხანია მაქვს საჭესთან და სიმულატორებთან და მაგის იმედად რამე შესატყვის მოვუძებნით :| პ.ს. აჩქარება არ ღირს, მაქსიმალურად კარგი თარგმანი უნდა გააკეთოთ :| საჭის პარამეტრებზე ვიზრუვნებ ხალხსაც დავიხმარ ვისაც მოეკითხება ;) 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 12, 2013 Share Posted March 12, 2013 OK გადმოვწერ სტიმიდან დემოს და შევხედავ რა შემიძლია. ინგლისურის ცოდნით ევრ დავიკვეხნი, მაგრამ შეხება კაი ხანია მაქვს საჭესთან და სიმულატორებთან და მაგის იმედად რამე შესატყვის მოვუძებნით :| პ.ს. აჩქარება არ ღირს, მაქსიმალურად კარგი თარგმანი უნდა გააკეთოთ :| საჭის პარამეტრებზე ვიზრუვნებ ხალხსაც დავიხმარ ვისაც მოეკითხება არა, ვცდილობთ არ ვიჩქაროთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი თარგმანი მივიღოთ გაიხარე, დიდი მადლობა დახმარებისთვის! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 15, 2013 Share Posted March 15, 2013 ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებული ასე 20 წუთი ვუტრიალებ და ძლივს რაღაც მიახლოებული შესატყვისი მოვუძებნე, ისიც მხოლოთ სამ ტეკსტს :| მაქვს დანარჩენებზეც რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე უფრო უკეთეს ვცდილობ. თუ თქვენ რამე ვარიანტს შეცვლით, დაეთ აქ და ერთათ შევაფასოთ. პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება მაგალითათ მდორე ზონა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 15, 2013 Share Posted March 15, 2013 jomardi მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ უმოქმედო ზონა. Force feedback centring - უკუკავშირის ცენტრირება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
jomardi Posted March 15, 2013 Share Posted March 15, 2013 STI-228 მომეწონა! დაეხმარე ამ პატიოსან ხალხს, ნუ დაიზაარებ :| Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
UGLT Posted March 16, 2013 Share Posted March 16, 2013 პირველ რიგში გმადლობთ დახმარებისთვის ახლა საქმე ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებული ასე 20 წუთი ვუტრიალებ და ძლივს რაღაც მიახლოებული შესატყვისი მოვუძებნე, ისიც მხოლოთ სამ ტეკსტს :| მაქვს დანარჩენებზეც რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე უფრო უკეთეს ვცდილობ. თუთქვენ რამე ვარიანტს შეცვლით, დაეთ აქ და ერთათ შევაფასოთ. პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება მაგალითათ მდორე ზონა ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, რადგან საჭის გარეშე ძალიან რთულია ზუსტი ტერმინების მორგება. ეს უკუკავშირი რას შვება საჭირს შემთხვევაში? ანუ ვთქვათ მძლავრია მერე? საჭის ბრუნვის რეჟიმი - გაშუალებული - აქ რა ხდება? ანუ სხვა რეჟიმში რომ გადართო როგორ მუშაობს jomardi უმოქმედო ზონა. Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STI-228 Posted March 16, 2013 Share Posted March 16, 2013 UGLT უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება feedback - არის ძალის უკუკავშირი სიტყვა სიტყვით. უკუკავშირი იმიტომ, რომ მოხვევის დროს საჭე გიძალიანდება და ძალა მიდის საპირისპირო მიმართულებით. feedback - ს რომ რთავ ანუ (უკუკავშირს) საჭე მაგრდება და მოხვევისას გეხმარება. რეალური შეგრძნებების მისაღებადაა feedback - ი. რაც უფრო მაღალი იქნება უკუკავშირი, მით უფრო მეტად იგრძნობა ავტომობილი. მოსახვევებში შესვლაც უფრო ადვილია feedback - ით, ვიდრე მის გარეშე. Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება ეს რაც დავწერე, ეს მთავარია, ანუ როდესაც უხვევ ვთქვათ მარჯვნივ და შემდეგ სწრაფადვე არის მარცხნივ მოსახვევი, შეიძლება ვერ მოასწორო საჭის დატრიალება. ამიტომ რთავ ცენტირებას, რადგან როდესაც საჭეს მოუხვევ (არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივ თუ მარჯვნივ) ის ავტომატურად დაუბრუნდება ცენტრის პოზიციას. ამის საშუალებით მოხვევის დროს გეხმარება და უფრო მალე ატრიალებ საჭეს. მოკლედ ეგ ფუნქცია ძალიან კარგია დრიფტის დროსაც, როდესაც მანქანის წონის გადატანა გინდა ერთი მხრიდან მეორეზე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.