Jump to content

Euro Truck Simulator 2 (2012)

Recommended Posts

ყველას მოგესალმებით, მოკლედ, მოგვეცა საშუალება ოფიციალურად გვეთარგმნა ეს შესანიშნავი სიმულატორი, მწარმოებლებს შევუთანხმდით და როგორც კი თარგმნას მოვრჩებით სტიმშიც დაიდება, მანამდე კი დავდებ დაუსრულებელ თარგმანს, სადღაც 300 ხაზიღაა სათარგმნი, კარგი იქნება თუ გადახედავთ და შეცდომებზე მიგვანიშნებთ, რათა შევასწოროთ.

თამაშის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://www.eurotruc...om/download.php

საჭიროა ბოლო ვერსიის ქონა (1.3.1), შესამოწმებლად დემო ვერსიაც საკმარისია, ასე რომ გატეხვის მეთოდების და ლიცენზიის მოპოვებაზე ტყუილად ნუ იწვალებთ smile.gif

თამაშს რომ ჩართავთ და პროფილს რომ შექმნით, შემდეგ გადმოწერთ ამ ფაილს

http://uglt.org/downloads/georgian.scs და ჩააგდებთ My Documents\Euro Truck Simulator 2\mod საქაღალდეში, შემდეგ სამუშაო მაგიდაზე გამოტანილ მალსახმობს დააწვებით თაგვის მარჯვენა ღილაკით და Properties-ში იმ ზოლზე, სადაც გამშვები ფაილის მისამართი წერია ბოლოში "-ის მერე მიუწერთ -force_mods, ანუ უნდა გამოვიდეს დაახლოებით ასე: "D:\Games\euro truck2\bin\win_x86\eurotrucks2.exe" -force_mods

ამ ყველაფრის მერე ჩართავთ თამაშს, შეხვალთ Options > Gameplay და Languages-ში მიუთითებთ ქართულს smile.gif

სულ ეს არის, თუ რაიმე ვერ გაიგეთ დაწერეთ და დაგეხმარებით ყველას! ახლა კი ცოტაოდენი სქრინშოტი smile.gif

70326f723e77t.jpg

dec021d42061t.jpg

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

საღოლ იმედია უფრო წინ წაიწევს ასეთი რაგაცეები საქართველოში...წარმატებები...ერთი შენიშვნა http://radikal.ru/F/i053.radikal.ru/1303/d1/dec021d42061.jpg.html ამ სურათზე ჯობს დასჭირდას მაგივრად უბრალოდ დრო დააწეროთ

Link to comment
Share on other sites

ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი.

ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი.

სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო.

იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში.

თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :)

Link to comment
Share on other sites

მე ის დავწერე რომ ესეთ თამაშებში ენერგიის ჩადება და ფულის ხარჯვა უაზრობათ მიმაჩნია რადგან არ გაიყიდება IMO

ბლექ ოპსს თარგმნიდნენ თუ მარიოს ეგ თავიანთი გადასაწყვეტია.

Link to comment
Share on other sites

საღოლ იმედია უფრო წინ წაიწევს ასეთი რაგაცეები საქართველოში...წარმატებები...ერთი შენიშვნა http://radikal.ru/F/...d42061.jpg.html ამ სურათზე ჯობს დასჭირდას მაგივრად უბრალოდ დრო დააწეროთ

გეთანხმები. ჩასწორდება ეგ აუცილებლად, უბრალოდ ბრმა თარგმანის დროს ხშირად კონტექსტი გაუგებარია და პირდაპირ ვთარგმნით, ამიტომ არის საჭირო საერთო ჩართულება და ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და დახვეწა :) გმადლობ.

ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი.

ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი.

სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო.

იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში.

ეს თამაში ამ ეტაპზე იმიტომ აირჩა, რომ ხმები არ არის, ანუ გახმოვანება არ სჭირდება რაც თავის მხრივ აიოლებს საქმეს. ზოგადად, მაღალ ხარისხიანი თამაშის გაქართულებას ენთუზიაზმზე ბევრად დიდი რესურსი სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. საქართველოში კი დაინტერესება არც ისე დიდია, რომ ვინმემ კომერციული თვალსაზრისით დაგვაფინანსოს.

თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :)

თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :)

დრო გვიჩვენებს, რესურსი თუ იქნა როგორც ადამიანურ-მატერიალური, ასევე სამომხმარებლო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თამაშები კომერციული თვალსაზრისით საქართველოში ნაკლებად საინტერესოა.

მე ის დავწერე რომ ესეთ თამაშებში ენერგიის ჩადება და ფულის ხარჯვა უაზრობათ მიმაჩნია რადგან არ გაიყიდება IMO

ბლექ ოპსს თარგმნიდნენ თუ მარიოს ეგ თავიანთი გადასაწყვეტია.

თუთაშხია გამახსენდა "სა მაქვს ფული" :) მხოლოდ ენერგია იხარჯება. ისევე როგორც თითქმის სამი წელია უკვე. ენერგიის ენთუზიაზმზე ხარჯვა ჩვენი არჩევანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ვინმემ უნდა გამოჰყოს ენერგია ამ საქმისთვის :)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაი საქმეს ხართ შეჭიდული და იმედია ვინმე კარგი სპონსორიც გამოჩდება, გახმოვანებით რუსებიც ვეღარ ახმოვანებენ უმრავლესობა თამაშს, არ აძლევენ უფლებას. სუბტიტრები კარგი იქნებოდა. მთავარია არ მოკვდეს ჯერ არ დაწყებული საქმე როგორც ერთ პროექტს დაემართა და მაგრათ მეწყინა (

გმადლობ. სუბტიტრების თარგმნა შეიძლება, მაგრამ მანდაც არის ერთი პრობლემა, კერძოდ ის რომ ოფიციალურად მხოლოდ სუბტიტრებს არავინ გვათარგმნინებს, ხოლო არაოფიციალურ თარგმანზე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია ვართ. არაოფიციალურად, ორგანიზაციის გარეთ შეიძლება შემოგთავაზოთ ხოლმე ჩვენმა წევრებმა საკუთარი სურვილით გაკეთებული პროექტები, მაგრამ ორგანიზაცია ვერ მიიწერს ასეთ პროექტს :)

მაგალითად, საბა ხმალაძე (Tabo8226) და გიორგი მაღლაკელიძე (DrAcid) მუშაობენ "მაფია 2"-ის სუბტიტრების თარგმანზე და იმედია მალე შემოგვთავაზებენ (ამჟამად რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვთ). :)

Link to comment
Share on other sites

ოფიციალურათ უნდა ითარგმნოს რა თქმა უნდა სუბებით, მაგ: DMC5 (მხოლოთ მაგალითისთვის მომყავს) მხოლოთ სუბებით არის ( ოფიციალურათ) ბიოშოკი რაც გამოვა ეხლა მარტო სუბები იქნება თარგმნილი, ანუ გახმოვანების უფლება ჩამოართვეს კომპანიებმა (იგივე როქსტარის თამაშები აღარ ხმოვანდება) და თქვენ რატომ არ უნდა მოგცენ იმის უფლება რომ მხოლოთ სუბებით ითარგმნოს.

კიდევ ერთერთი უძლიერესი თამაში ME2 და3 მხოლოთ სუბებია.

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი საქმისთვის მოუკიდიათ ხელი, იმედია ამაზე არ შეჩერდებიან. ETS თარგმნასაც დრო და რესურსი უნდა, თუმცა არის თამაშები, რასაც თარგმნა უფრო ესაჭიროება, მაგალითათ "სტარტეგიებს კერძოთ Crusader Kings II,Total War - ის სერიები და ასეთი ტიპის თამაშებისთვის, სადაც მთლიანი თამაშის პროცესი, ტეკსტით მიდის.

წარმატებები uglt.org-ს

ეგ არ ვიცოდი :) ვნახოთ, თუ გამოვნახეთ რესურსი აუცილებლად მოვკიდებთ რაიმე მასიურ თამაშს ხელს :) უბრალოდ ხანდახან ძალიან ბევრი პროექტი გვიგროვდება ერთდროულად და ვეღარ გამოვყოფთ ხოლმე რესურსს დიდი პროექტის წამოსაწყებად.ძალიან ბევრი წვრილმანია დაწყებული მოლაპარაკების წარმოებიდან, დამთავრებული თავად გაქართულებისა და ე.წ. გაშალაშინების პროცესით, რასაც მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ სწვდება.

ძალიან კარგი საქმისთვის მოუკიდიათ ხელი, იმედია ამაზე არ შეჩერდებიან. ETS თარგმნასაც დრო და რესურსი უნდა, თუმცა არის თამაშები, რასაც თარგმნა უფრო ესაჭიროება, მაგალითათ "სტარტეგიებს კერძოთ Crusader Kings II,Total War - ის სერიები და ასეთი ტიპის თამაშებისთვის, სადაც მთლიანი თამაშის პროცესი, ტეკსტით მიდის.

წარმატებები uglt.org-ს

გმადლობ. არა, შეჩერებას არ ვაპირებთ. უბრალოდ დიდ პროექტებთან შეჭიდება გვიჭირს ხოლმე :)

Link to comment
Share on other sites

ჩასწორდა სათაური, საკვანძო სიტყვებში არის მითითებული რომ ქართულ ენაზეა

Link to comment
Share on other sites

არ გინდათ მომავალში call of duty gadatargmnot? :D

dagafinanson mainc :(

Link to comment
Share on other sites

არ გინდათ მომავალში call of duty gadatargmnot? :D

dagafinanson mainc :(

ვნახოთ, დრო გვიჩვენებს :)

Link to comment
Share on other sites

მოგესალმებით ყველას,

კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ამ პროექტთან დაკავშირებით. გამოვიდა თამაშის ახალი (ბეტა) ვერსია, რომელშიც დაემატა და დაიხვეწა საკმაოდ დიდი რაოდებობის ტერმინი. გაქართულება რამდენიმე დღეში დასრულდება და თამაშის საბოლოო ვერსიაც გამოვა, მაგრამ გვსურს, რომ თარგმანი იყოს ხარისხიანი რისთვისაც თქვენი (მოთამაშეების) მხარდაჭერა გვჭირდება.

პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არასწორი ან გაუმართავი ტერმინების აღმოჩენა და დახვეწაა, რასაც ყოველი ჩვენგანის ჩართულობა სჭირდება. ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან).

თამაშის ახალი (ბეტა) ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია ამ FTP-დან.

წინასწარ გიხდით მადლობას!

პატივისცემით,

იუ-ჯი-ელ-თი

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან).

გაუმარჯოს, საჭე კი მაქვს მარა თამაში არ მიყიდია სწორედ საჭის ცუდი მხარაჭერის გმო. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. გუგლიდან ვნახე ეს ფოტო გამოდგება? თუ კი კონკრეტულად მიუთითე რომელი ტექსტი გაინტერესებს. დები მიახლოვებული შესატყვისი მოვუძებნო. ძნელია ქართულში მოძებნა ასეთი სპეციფიკური ტერმინები :) მოკლეთ სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემეძლება. თუ ეს სურათი არ გაწყობს, მაშინ დავაყენებ დემოსაც და ვნახავ :|

ფოტო:

2rzphcz.jpg

Link to comment
Share on other sites

გაუმარჯოს, საჭე კი მაქვს მარა თამაში არ მიყიდია სწორედ საჭის ცუდი მხარაჭერის გმო. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. გუგლიდან ვნახე ეს ფოტო გამოდგება? თუ კი კონკრეტულად მიუთითე რომელი ტექსტი გაინტერესებს. ვეცდები მიახლოვებული შესატყვისი მოვუძებნო. ძნელია ქართულში მოძებნა ასეთი სპეციფიკური ტერმინები :) მოკლეთ სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემეძლება. თუ ეს სურათი არ გაწყობს, მაშინ დავაყენებ დემოსაც და ვნახავ :|

გმადლობ, რომ გამოგვეხმაურე. სურათს რაც შეეხება, გარდა მაგ გვერდისა არის კიდევ სხვა პარამეტრების გამართვის საშუალებაც და სწორედ იქამდე ვერ მივდივართ (მოწყობილობის გარეშე). ეგ გვერდიც მნიშვნელოვანია ძალიან. კარგი იქნება თუ გამოგვიყოფ დროს და პირადად (თამაშში) შეხედავ ტერმინებს, ასე ბრმა თარგმანი დამერწმუნე ძალიან ძნელია.

ყიდვა არ არის აუცილებელი, მეოთხე დონემდე შეიძლება თავისუფალად თამაში :) თან ბევრი პარამეტრი ჩაამატეს უკვე და იქნებ საჭის მხარდაჭერაც გამოასწორეს, ვნახოთ :)

OK გადმოვწერ სტიმიდან დემოს და შევხედავ რა შემიძლია. ინგლისურის ცოდნით ევრ დავიკვეხნი, მაგრამ შეხება კაი ხანია მაქვს საჭესთან და სიმულატორებთან და მაგის იმედად რამე შესატყვის მოვუძებნით :|

პ.ს. აჩქარება არ ღირს, მაქსიმალურად კარგი თარგმანი უნდა გააკეთოთ :| საჭის პარამეტრებზე ვიზრუვნებ ხალხსაც დავიხმარ ვისაც მოეკითხება ;)

არა, ვცდილობთ არ ვიჩქაროთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი თარგმანი მივიღოთ :) გაიხარე, დიდი მადლობა დახმარებისთვის!

Link to comment
Share on other sites

ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებული :Dასე 20 წუთი ვუტრიალებ და ძლივს რაღაც მიახლოებული შესატყვისი მოვუძებნე, ისიც მხოლოთ სამ ტეკსტს :| მაქვს დანარჩენებზეც რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე უფრო უკეთეს ვცდილობ. თ, .

mi2ft0.jpg

პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ :) რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება :D მაგალითათ მდორე ზონა :D

Link to comment
Share on other sites

jomardi

მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ

უმოქმედო ზონა.

Force feedback centring - უკუკავშირის ცენტრირება

Link to comment
Share on other sites

STI-228

მომეწონა! :thumbsup: ს, ბ :|

Link to comment
Share on other sites

პირველ რიგში გმადლობთ დახმარებისთვის :)

ახლა საქმე

ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებული :D ასე 20 წუთი ვუტრიალებ და ძლივს რაღაც მიახლოებული შესატყვისი მოვუძებნე, ისიც მხოლოთ სამ ტეკსტს :| მაქვს დანარჩენებზეც რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე უფრო უკეთეს ვცდილობ. თუთქვენ რამე ვარიანტს შეცვლით, დაეთ აქ და ერთათ შევაფასოთ.

mi2ft0.jpg

პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ :) რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება :D მაგალითათ მდორე ზონა :D

ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, რადგან საჭის გარეშე ძალიან რთულია ზუსტი ტერმინების მორგება.

ეს უკუკავშირი რას შვება საჭირს შემთხვევაში? ანუ ვთქვათ მძლავრია მერე?

საჭის ბრუნვის რეჟიმი - გაშუალებული - აქ რა ხდება? ანუ სხვა რეჟიმში რომ გადართო როგორ მუშაობს :)

jomardi

უმოქმედო ზონა.

Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება

უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს :)

შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება :)

Link to comment
Share on other sites

UGLT

უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს

შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება

feedback - არის ძალის უკუკავშირი სიტყვა სიტყვით. უკუკავშირი იმიტომ, რომ მოხვევის დროს საჭე გიძალიანდება და ძალა მიდის საპირისპირო მიმართულებით.

feedback - ს რომ რთავ ანუ (უკუკავშირს) საჭე მაგრდება და მოხვევისას გეხმარება. რეალური შეგრძნებების მისაღებადაა feedback - ი. რაც უფრო მაღალი იქნება უკუკავშირი, მით უფრო მეტად იგრძნობა ავტომობილი. მოსახვევებში შესვლაც უფრო ადვილია feedback - ით, ვიდრე მის გარეშე.

Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება

ეს რაც დავწერე, ეს მთავარია, ანუ როდესაც უხვევ ვთქვათ მარჯვნივ და შემდეგ სწრაფადვე არის მარცხნივ მოსახვევი, შეიძლება ვერ მოასწორო საჭის დატრიალება. ამიტომ რთავ ცენტირებას, რადგან როდესაც საჭეს მოუხვევ (არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივ თუ მარჯვნივ) ის ავტომატურად დაუბრუნდება ცენტრის პოზიციას. ამის საშუალებით მოხვევის დროს გეხმარება და უფრო მალე ატრიალებ საჭეს. მოკლედ ეგ ფუნქცია ძალიან კარგია დრიფტის დროსაც, როდესაც მანქანის წონის გადატანა გინდა ერთი მხრიდან მეორეზე.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.