Popular Post მიშა Posted October 31, 2010 Popular Post Share Posted October 31, 2010 ძვირფასო თანაფორუმელებო, მსგავსი სტატია უკვე არსებობს, აი აქ. არანაირად არ ვცდილობ არსებული ინფორმაციის ან დაკნინებას, ან არსებულის უარყოფას და ჩემის შემოტენვას... მაშ ასე, ძრწოდეთ ATI-ს ფანებო (ჩემი ჩათვლით), Nvidia მოდის! ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 1. კომპანიის ისტორია Nvidia ინტერნაციონალური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს გრაფიკის გადამამუშავებელ ჩიპებს (GPU) პერსონალური კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და სუპერკომპიუტერებისთვის (workstation-ს სხვა სახელი ვერ მოვუძებნე). გარდა GPU-ებისა კომპანია აწარმიებს ინტეგრირებულ სქემებს, ჩიპსეტებს, სათამაშო კონსოლების ვიდეოდაფებს და პერსონალური კომპიუტერების დედაპლატებს. კომპანიის სათაო ოფისი სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში მდებარეობს (ჩაულაღლაღა ATI-ს შტაბ-ბინის არქიტექტურას?) თავად კომპანია საკმაოდ ახალი გამოდგა - იგი 1993 წელს დაფუძნდა. დამფუძნებლებმა - კერტის პრიმმა, კრის მალაჩოვსკიმ და ჯენ-სუნ ჰუანგმა კომპანიისთვის საჭირო ფული "Sequoia Capital"-ს დასცინცლეს. სხვათაშორის ამ უკანასკნელმა თავის დროზე დააფინანსა ისეთი ფირმები, როგორიცაა Apple, Atari, Electronic Arts, Google, PayPal, Yahoo, Youtube და სხვ. 2000 წელს, უკვე საკმაოდ მოძლავრებულმა Nvidia-მ შეისყიდა მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი 3Dfx, 2005-ში - ULI Electronics, ATI-ს ნორთბრიჯების მთავარი მწარმოებელი და გადაიქცა გიგანტად, რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. 2. ვიდეოდაფები ჩავთვალოთ, რომ თქვენთვის ყველაზე მეტად ცნობილი ნაწარმი ვიდეოდაფები გახლავთ და თხრობაც სწორედ აქედან დავიწყოთ. რადგან ჩვენს ნიუსჰანტერს - Chibo-ს უკვე დაწერილი აქვს სტატია Nvidia-ს პირველ დაფებზე, პირდაპირ ჩავსვამ ჩემს სტატიაში მის ნაწერს. იმედია არ გამინაწყენდება, საავტორო უფლებები ხომ დაცულია . nVidiaს ისტორია დაიწყო NV1 ჩიპით, რომელიც წარმოადგინა SGS-THOMSON Microelectronics-მა სახელად STG-2000, დაფაზე ინტეგრირებული იყო 2D-დაფა,3D-ამაჩქარებელი, ხმის-დაფა და Sega Saturnის კონტროლერის პორტი, ყველაფერი ერთ PCI დაფაზე,დეტალები გაირკვა Diamond Edge 3Dით წლის შემდეგ როდესაც nVidia დაარსდა. მთავარი პრობლემა NV1ის იყო 3Dს გადამუშავება: პროცესორი იყენებდა quadratic texture mapping, QTM. ცოტა ხნის შემდეგ მოხდა მეხსიერების გადიდება 2 დან 4MB მდე. nVidia NV1 გამოშვების თარიღი სექემბერი 1995წელი ინტერფეისი: PCI სიჩქარე: 12 Mtexels/s DirectX ვერსია: - მახსოვრობის ტიპი: EDO/VRAM მაქსიმალური მახსოვრობა: 4 MB მახსოვრობის ტაქტური სიხსირე 75 MHz ბიტები: 64ბიტი მაქსიმალური გამტარობა 0,6GB/წ მაქსიმალური გაფართოება 600 x 1 200 / 15 ბიტი ვიდეოშემსვლელი 1 x VGA RAMDAC 170 MHz NV2 ჩიპი იყენებდა რენდგენის მექანიზმს რომელიც ვერადა ვერ გამოჩდა სამყაროში, ის უნდა გამოყენებულიყო კონსულ Dreamcastში(რომლის მოვალეობაც Sega Saturnის შეცვლა იყო), მაგრამ Sega მ უარი თქვა ტექნოლოგია (PowerVR)ზე. Riva 128 და Direct3D 1997 წელს nVidia გადავიდა ახალ ჩიპზე NV3 ზე რომელიც ცნობილი იყო როგორც "Riva" იშიფრება როგორც ( "Real-time Interactive Video and Animation accelerator" ). არსებობდა ორი ვერსია ამ ჩიპის Riva 128 და Riva 128ZX, განსხვავება კი ის იყო რომ ZX იყენებდა ბევრად სწრაფ RAMDACს და 4MBს მაგივრად 8MBს და ასევე ქონდა AGP 2xის მხარდაჭერა, Riva 128მ მიიღო დადებითი შეფასება, მისი მომხიბვლელი ფასისა და ხარისხის გამო, მას ქონდა ქონდა 2D და 3D, ასევე Direct3D. OpenGL დრაივერები გამოშვებული იყო მხოლოდ 128ZXზე, (QUAKE). Nvidia NV3 (Riva 128/128ZX) გამოშვების ტარიღი:აპრილი 1997წ მარტი 1998 ინტერფეისი: PCI/AGP 1x PCI/AGP 2x სიჩქარე: 100 Mtexels/s 100 Mtexels/s რენდერინგი: 1 1 ტექსტურები:1 1 ტაქტური სიხშირე:100 MHz 100 MHz ტექპროცესორი:0,35 მკმ : 0,35მკმ ტრანზისტორები:3,5 მლნ. 3,5 მლნ. DirectX ვერსია: 5 5 მეხსიერების ტიპი:SDRAM SDRAM მაქსიმალური მეხსიერება: 4 MB 8 MB მეხსიერების სიხშირე:100 MHz 100 MHz ბიტი: 128 ბიტი 128ბიტი გამტარობა: 1,6 GB/წ 1,6 GB/წ შემსვლელები: 1 x VGA 1 x VGA RAMDAC 206 MHz 250 MHz OEM ებში Riva 128 გახდა ძალიან პოპულარული მისი ფასის გამო,ასევე იყო Voodoo Graphics მაგრამ Riva 128 იყენებდა შედარებით მეტ ბიტს. NV4: Twin Texels და TNT 1998 წელს 3Dfxმა გამოუშვა 3D-დაფა Voodoo2, მაგრამ მას ქონდა ბევრი მინუსები კერძოდ კი:16ბიტ ფერი, მხოლოდ PCIინტერფეისი (პრაქტიკაში უკვე იყო AGP მოდელები).ამის შემეგ გამოვიდა ახალი Riva TNT, პირველი სწრაფი 3D-ვიდეოდაფა დიდი მახსოვრობით (იმ დროისთვის )და შიდა 2D-შესაძლებლობები. ზოგიერთი დეტალის გარდა (ვიდეოდაფას არ ქონდა MPEG2 ის მხარდაჭერა , ATIს ვიდეოდაებისგან განსხვავებით), TNT გამოდგა ძალიან კარგი. ეს იყო პირველი ვიდეოდაფა nVidiaსგან, რომელსაც შეეძლო 1 გადაცემით დაეფიქსირებინა 2 ტექსტური, ამის გამო მიიღო მან სახელი TNT - "TwiN Texel" nVidia NV4 (Riva TNT) გამოშვების თარიღი: 1998 ინტერფეისი: PCI/AGP 2x სიცქარე: 180 Mtexels/წ რენდერინგი: 2 ტექსტური: 2 ტაქტური სიხშირე 90 MHz ტექპროცეოსორი: 0,35 მკმ ტრანზისტორები 7 მლნ. DirectX ვერსია: 6 მახსოვრობის ტიპი: SDRAM მეხსიერება: 16 MB მეხსიერების სიხსირე: 110 MHz ბიტი: 128 გამტარობა: 1,75 GB/წ შემსვლელი: 1 x VGA RAMDAC 250 MHz TNT ვიდეოდაფა არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი როგორსაც თავიან გეგმავდნენ, nVidia ას უნდოდა გამოეშვა Voodoo2ზე სწრაფი ვიდეოდაფა რომელიც გამოიყენებდა 250ნმ ტექნოლოგიას,ტექპროცესორის სიხშირე 110MHz,200 MHz მახსოვრობისთვის, მაგრამ საბოლოოდ TNTიყენებდა 350-ნმ ტექპროცესორს 90 MHz , როგორც 3Dfx, და მახსოვრობის სიხშირე მუშაობდა 110 MHzზე. NV5: პირველი Ultra 1999 წელს გამოვიდა ვიდეოდაფა TNT2 იგი ახლოს იყო ორიგინალ TNTსთან, 350 დან გადავიდა 250ნმ ტექნოლოგიაზე, ამის გარდა nVidia მ გამოუშვა პირველი Ultra-დაფა ბაზარზე. nVidia მ გადაწყვიტა გამოეშვა 2 ვერსია TNT2 და TNT2 Ultra, TNT2 იყო ყველაზე ძლიერი ვიდეოდაფა თავის დროზე, მისთვის ადვილი იყო გადაევლო Voodoo3 ისთვის,ასევე MPEG2 ის მხარდაჭერა, ეს იყო nVidiaს პირველი ვიდოდაფა AGP 4xზე. Nvidia NV5 (Riva TNT2, TNT2 Ultra) გამოშვების თარირი: მარტი 1999 მარტი 1999 ინტერფეისი: PCI/AGP 4x PCI/AGP 4x სიჩქარე 250 Mtexels/s 300 Mtexels/s რენდერინგი: 2 2 ტექტურები: 2 2 ტაქტური სიხშირე: 125 MHz 150MHz ტექპროცეოსრი: 0,25მკმ 0,25 მკმ ტრანზისტორები: 15 მლნ. 15 მლნ. DirectX ვერსია: 6 6 მეხსიერების ტიპი: SDRAM SDRAM მახსოვრობის მოცულობა : 32MB 32 MB მახსოვრობის სიხშირე: 150 MHz 183MHz ბიტი: 128 ბიტი 128 ბიტი გამტარობა; 2,4 GB/წ 2,9 GB/წ შემსვლელები 1 x VGA 1 x VGA RAMDAC 300 MHz 300 MHz თავად სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ Nvidia GeForce. ჯიფორსი ალბათ Nvidia-ს ყველაზე ცნობილი ბრენდია. იგი ვიდეოდაფებს მოიცავს, რომელთაგან პირველი 1999 წლის აგვისტოში გამოვიდა. ეს იყო GeForce 256. სურათზე მის GPU-ს ხედავთ. თავის დროისთვის GeForce 256, იგივე NV10, რევოლუციური გახლდათ. მას შეეძლო წამში 10 მილიონი მრავალკუთხედის (თქვენებურად "პოლიგონის") აგება და გადამუშავება. გარდა ამისა 220nm-იან GPU-ში ინტეგრირებული იყო განათების გამომთვლელ-გადამამუშავებელი, რამაც ვიდეოდაფაზე დამატებითი ჩიპის არსებობის აუცილებლობა გააქრო, Nvidia-ს პროდუქცია კი გაიაფდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის კონკურენტ დაფებთან შედარებით Geforcec 256-ს 50%-ით მაღალი FPS ჰქონდა თამაშებში, ხოლო Direct3D 7-ის სრულმა მხარდაჭერამ დაფას ხანგრძლივი სიცოცხლე მისცა - Geforce 256-ის მხარდაჭერის მქონე ბოლო თამაში 2006 წელს გამოვიდა. ეს იყო "Star Wars: Empire at War". GeForce 2 სერიის მეორე წარმოადგენელია. მან მისი წინამორბედისგან მიიღო მრავალი ფუნქცია, მაგრამ გამოირჩეოდა 180nm-იანი არქიტექტურით, ჰქონდა texture mapping-ის მეორე ერთეული, რამაც fill rate გააორმაგა. სხვათაშორის სახელწოდება GeForce2 სწორედ ამ გაორმაგებული fill rate-დან წარმოსდგება. გარდა ზემოაღნიშნული სიახლეებისა GPU-მ HDPV ფუნქციაც მიიღო, რომლის წყალობითაც მადლიერმა მომხმარებლებმა გამოსახულების HDTV გაფართოებით ჩვენების საშუალება მივიღეთ. სურათზე: GeForce2 MX GPU მახასიათებლები: GPU/Memory - 142/166MHz მეხსიერება - max. 32MB SDR/DDR სალტე - 32-bit ინტერფეისი - AGP 4x GeForce 3. ეს სერია Nvidia-მ 3Dfx-ის შეძენიდან 3 თვეში წაროადგინა - 2001 წლის მარტში. ამ სერიის GPU-ებს დაემატათ პროგრამირებადი პიქსელის და ვერტექსის შეიდერი, multi-sampling ფუნქცია, anti-aliasing ფუნქცია და საერთო ჯამშო გაიზარდა რენდერინგის ხარიხსი. GeForce3, ოღონდ NV2A სახელით, გამოიყენებოდა Xbox-ზე. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 180nm-150nm GPU/Memory - 200-240/460-500MHz მეხსიერება - 64/128MB DDR სალტე - 128-bit ინტერფეისი - AGP 4x GeForce 4. ამ სერიის დაფები ნამდვილი მისწრება იყო გეიმერებისთვის. მართალია ამ დაფებს ხშირად ჯობნიდნენ GeForce3 დაფები (ზუსტად ისე, როგორც ახლა 8800GT არ უდებს ტოლს 9800GT-ს) , მაგრამ GeForce4-ს VLC, MPEG-2 და VPE დეკოდერები ჰქონდა. გარდა ამისა "დაჯილოდებული" იყო 1.1 ვერსიის ვერტექს შეიდერითა და 1.3 ვერსიის პიქსელ შეიდერით, ასე რომ არ გასჭირვებია ბაზარზე გაყიდვების ლიდერად ქცევა. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 150nm GPU/Memory - 250-300/166-650MHz მეხსიერება - 64/128MB სალტე - 128-bit ინტერფეისი - AGP 4x გამოდიოდა GPU-ს სამი ძირითადი მოდელი - MX420 (ლოუ-ენდ), MX440 (მიდ-ენდ) და MX460 (ჰაი-ენდ). GeforceFX, ანუ იგივე Geforce5 გაყიდვაში 2003 წელს გამოვიდა. წინამორბედთან შედარებით FX სიახლეებით იყო გატენილი. მთავარი მათ შორის სრულიად ახალი არქიტექტურის მქონე, Shader Model 2-ისთვის გათვლილი GPU გახლდათ (NV30). ყველა სიკეთესთან ერთად მას DirectX 9-ს სრული მხარდაჭერა ჰქონდა. გარდა ამისა სერიის ორი დაფა - FX 5700 Ultra GDDR3 და GeForce PCX 5750 იმ დროისთვის (2004) ახალ, GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერებას იყენებდა. მახასიათებლები: ტექნოლოგია - 130nm GPU/Memory - 250-475/333-1000MHz მეხსიერება - 128/256MB DDR2/GDDR3 სალტე - 64/128/256-bit ინტერფეისი - AGP 4x, AGP 8x, PCIe რათქმაუნდა ტექნოლოგიები წინ მიიწევდა და 2004 წლის აპრილში Nvidia-მ დაფების კიდევ ერთი სერიის - Geforce 6-ის გამოშვება დაიწყო. მათი მთავარი განსხვავება და ღირსება Shader Model 3.0-ის მხარდაჭერა, SLI (GeForce 6500 და უკეთესი)-სა და PureVideo (DVD დეკოდერის) არსებობა გახლდათ. სურათზე: PNY Geforce 6600 მახასიათებლები: ტექნოლოგია - 110/130nm GPU/Memory - 400-500/400-1200MHz მეხსიერება - 128/256/512MB DDR/DDR2/GDDR3 სალტე - 64/128/256-bit ინტერფეისი - AGP 8x, PCIe 2005 წელს კი მაღაზიების თაროებზე GeForce 7 ვიდეოდაფები გამოჩნდა. კომპანიამ აქაც არ უღალატა თავის პრინციპებს (რომ ეღალატა Nvidia არც იქნებოდა) და დაფების სერია არამხოლოდ ახალი, 90nm-იანი ჩიპით აღჭურვა, არამედ "გაუჩინა" Transparency Supersampling და Transparency multisampling ანტი-ალიასინგი (TSAA და TMAA) ფუნქციები. რადგან ეს უფრო დიდი, უფრო "ახალი" და "საცნობი" სერიაა, დაფების სიას და მახასიათებლებს სრულად მოვიყვან (ამოჭრილია ვიკიპედიიდან, ხარისხისთვის ბოდიში ). თავის "მამიკოს" სიახლეებში არ ჩამოუვარდა GeForce 8 სერიაც, რომლის GPU G80 პირველი იყო DirectX 10-ის მხარდაჭერით. გარდა ამისა 80nm-იანმა ჩიპმა უნიფიცირებული შეიდერი მიიღო (იხ. სტატია "ვიდეოდაფა"). სურათზე ხედავთ Geforce 8800GS-ს - დაფას, რომლიდანაც წამოვიდა 65nm-იანი ჩიპი G92. და ლეგენდარული ფირმის გამოშვებული ლეგენდარული დაფა (ბლასტერ აბა რა ფირმაა?) 8800 GS-ს მალევე მოჰყვა GT, GTS და GTX. არცერთი მათგანი ტოლს არ უდებს შემდგომი, მეცხრე სერიის დაფებს. მერვე სერიის დაფების მახასიათებლებია: 2008 წლის თებერვლის ბოლოს გამოვიდა GeForce 9 სერიაც. შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვთვლი, რომ აქ ბევრი არაფრის დაწერა შემოძლია და მხოლოდ მახასიათებლებს დაგიდებთ. 2009 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nvidia-მ ყველასგან მალულად (ჰოი ვერაგო შეთქმულნო!) გამოუშვა GeForce 100 სერია. Nvidia-სავე საიტის ინფორმაციით, ამ "ზესაიდუმლო" დაფებზე ჩვეულებრივ მომხმარებლებს ხელი არ მიუწვდებათ და ისინი მხოლოდ OEM იქნება. ასე რომ მოკვდავნო, ნუ დაიღლით თავს GeForce 100-ზე ფიქრით. მით უმეტეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეასე სერიის დაფები სხვა არაფერია, თუარა ოდნავ მოდერნიზებული მეცხრე სერია... ბევრად მნიშვნელოვანი თქვენს ცხორებაში GeForce 200 გახლავთ. სერიის გამოშვება 2008 წელს დაიწყო პირდაპირ ჰაი-ენდ დაფებით, კონკრეტულად კი GTX260-ით. მას მალევე მოჰყვა 275,280,285 და 295, რომელიც თავდაპირველად 275-ებისგან გაკეთებული "სენდვიჩი" იყო, შემდეგ კი "დიეტაზე დასვეს" და მხოლოდ ერთ PCB-ზე დაატიეს. 2009 წლის მარტში გამოვიდა 250GTS, საშუალო მომხმარებელზე გათვლილი დაფა, რომელიც 9800GTX+-ის ოდნავ გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. დაბოლოს, სულ ცოტა ხნის წინ Nvidia-მ გადადგა ნაბიჯი უკან (ჩემი აზრით) - გამოუშვა GeForce 200 სერიის ლოუ-ენდ დაფები GT210,220 და 240. პირადად მე მაგათ სამივეს ჩემი მტვერიანი 8600GT მირჩევნია და არავის ვურჩევ ამ "სასწაულებში" ფულის ყრას. ესეც დაფების მონაცემები წვრილად: ახლა კი ყველანი დაყვლეპილი თვალებით, ან განრისხებულები, ან კიდევ უბრალოდ გადაღლილები ველოდებით Nvidia-ს ახალ სერიას, Nvidia GF, იგივე "ფერმის". კომპანია კი არ ჩქარობს დაფების გამოშვებას და ხან ათასი პიარ-ვიდეორგოლით, ხან კი დაფის სუროგატი მაკეტით ერთობა (ან გვაბოლებს). დავიღალეთ რა, შობეთ რაღა! ვახ! 3. სპეცვიდეოდაფები ეს რაც შეეხებოდა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არსებულ ვიდეოდაფებს. ახლა მივხედოთ სპეცვიდეოდაფებს, კონკრეტულად კი Nvidia Quadro-ს. ეს არის ვიდეოდაფების სპეციალური სერია, რომელსაც კომპიუტერულ გრაფიკასთან მომუშავე "ძიები" იყენებენ CAD და DCC პროგრამებში. Quadro NVS - ვიდეოდაფები გათვლილია ბიზნეს-პროგრამებისთვის და მრავალმონიტორიანი ჩვენებისთვის. NVS 2xx სერიას ერთად 2 მონიტორზე ჩვენება შეუძლია, ხოლო NVS 4xx-ს - ოთხზე. დაფების სხვადასხვა კომბინაციით შესაძლებელია Windows Vista-სა და Windows 7-ზე ერთად 10, Windows XP-ზე 12, ხოლო OS Linux-ზე კიდევ მეტი მონიტორის შეერთება (მგონი რაოდენობა შეზღუდული არ არის). სურათზე - NVS440 მახასიათებლები: Quadro FX გამიზნულია CAD, DCC და სავიზუალიზაციო პროგრამებისთვის. ყველა დაფას აქვს 2xDVI-I კონექტორი, ხოლო ოთხი DVI-I-ს მქონე Quadro FX4700 X2-ზე 4 მონიტორის შეერთება შეიძლება. სურათზე სწორედ მას ხედავთ მახასიათებლები: PCIe დაფები: AGP დაფები: Quadro SDI. ეს Quadro FX-ის მოდიფიცირებული ვერსიებიამათთვის, ვისაც რეალურ დროში სჭირდება რეალური გამოსახულებისა და ვირტუალური ფონის ერთდროულად ჩვენება, ან გადაცემაც კი. მახასიათებლები იხილეთ Quadro FX-თან. Quadro G-Sync, მოდერნიზებული Quadro FX (კონკრეტულად FX 4600, FX 5600, FX 4800 და FX5800) აღჭურვილია Genlock და Frame Lock ფუნქციებით. გამოიყენება პროექტორების სინქრონიზაციისთვის, აგრეთვე ტელევიზიაში. სურათზე - Quadro FX 5800 დაფა Quadro Plex VCS (Visual Computing System), რომელიც სპეციალურად ფოტორეალისტური ინტერაქტიული დიზაინის და გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენება. Quadro CX სპეციალურად Adobe Creative Suite-სთან სამუშაოდ, მისი წარმადობის გასაზრდელად გამოიყენება. ამ ნაწილის ბოლოში, იმის უკეთესად გასააზრებლად, თუ რა წარმადობა აქვს Quadro-ს, მომყავს გრაფიკები. პირველი გრაფიკი ჩვეულებრივი ვიდეოდაფისაა, კონკრეტულად - GeForce 8800GTS-ის, ხოლო მეორე გრაფიკი, თავადვე ხედავთ რისიც (აწერია ქვევით, წაკითხვა ნუ გეზარებათ!) 4. სპეცდაფები - 2 ეს განყოფილება სპეციალურად Nvidia Tesla-სთვის გამოვყავი. მერწმუნეთ, ის ამას იმსახურებს . ტესლა, რომელიც ერთი შეხედვით ვიდეოდაფას წააგავს (ჩემდა სამარცხვინოდ ორიოდ კვირის წინ ჯერ კიდევ ვიდეოდაფა მეგონა), სინამდვილეში GPGPU (General Purpose GPU) გახლავთ - GPU, რომელიც მთავარ გამოთვლით ოპერაციებს ასრულებს. ანუ იმას, რისი შესრულებაც საერთოდ CPU-ს მოვალეობაა. საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივ ორბირთვიან პროცესორს აქვს 2 სტრიმ პროცესორი (HT-ს მქონეს - 4), ოთხბირთვიანს - 4 (HT - 8). აი ვიდეოდაფის GPU-ს კი, მაგალითად ჩემს ჯღან-ენდ 8600GT-ს 32 აქვს. აღარაფერს ვამბობ ჰაი-ენდ დაფებზე. რაც მეტია სტრიმ პროცესორი, მით მეტი პარალელური გამოთვლის შესრულება შეუძლია პროეცსორს. მეტი თვალსაჩინოებისთვის დაგვჭირდება ახალი ერთეული - FLOPS ანუ floating point operations per second (მოლივლივე წერტილის გამოთვლა წამში ეს ისე, ხუმრობით). იგი პროცესორების გამოთვლითი სიმძლავრის ერთეულია. 2.4GHz-ს მქონე Core 2 Duo პროცესორისთვის სიმძლავრე 19.2 GigaFLOPS უდრის, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ ჭკვიანი ძიები დასხდნენ და თქვეს - "მოდით ისეთი GPU გავაკეთოთ, რომელიც CPU-ს ფუნქციებს შეასრულებს, თანაც ბევრად უკეთესად" და გაჩნდა ტესლა... შეხედეთ სხვა მხრიდანაც, რათა დარწმუნდეთ, რომ მონიტორის კონექტორი ნამდვილად არ აქვს იგი უზარმაზარი გამოთვლითი პოტენციალით გამოირჩევა: ყველაზე "ცუდი" ტესლას გამოთვლითი სიმძლავრე 519 GigaFLOPS გახლავთ, ანუ ზემოთ ნახსენებ ინტელის პროცესორზე 27-ჯერ მეტი... და ეს სულაც არ გახლავთ ზღვრული სიდიდე. შეხედეთ Tesla-ს დაფების მახასიათებლებს: ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ერთ სუპერკომპიუტერში შეგიძლიათ ჩადგათ არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ტესლა... აი მერე დაიწყება ტერაფლოპების რეკორდების ხსნა. 5. მინი GPU-ები მე შეგნებულად ავუარე გვერდი GeForce-ს სერიაში შემავალ მობილურ პროცესორებს, რადგან მათში არაფერი განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ ამ მინი-GPU-ებს, რომლებიც PDA-სა და მობილურ ტელეფონებში გამოიყენება, ნამდვილად ვერსად გავექცევი. სერიას GoForce ჰქვია და რამდენიმე მოდელისგან შედგება: GoForce 2150 აქვს 1.3mp კამერის, JPEG სურათისა და 2D აქსელერაციის მხარდაჭერა. შეუძლია 3mp გაფართოების სურათების ჩვენება. GoForce 3000/GoForce 4000 4000-ს აქვს 3mp კამერის, MPEG-4/H.263 კოდეკის მხარდაჭერა. 3000 მისი იაფფასიანი ვერსიაა. GoForce 4500 აქვს 3D გამოსახულების ჩვენების საშუალება, გეომეტრიის პროცესორი და პიქსელ შეიდერიც კი. გამოიყენება მინი-კონსოლ Gizmondo-ში: GoForce 4800 აქვს 3mp კამერის და 3D აქსელერაციის მხარდაჭერა. GoForce 5500 ეს მულტიმედია-პროცესორია, შეუძლია WMV, WMA, MP3, MP4, MPEG, JPEG ფორმატების დეკოდირება. გააჩნია 10mp კამერის მხარდაჭერა. GoForce 5300 ამ 65nm ტექნოლოგიით დამზადებულ ჩიპს აქვს 2.25MB შიდა მეხსიერება (eDRAM), მაგრამ 3D გამოსახულების მხარდაჭერა არ გააჩნია. GoForce 6100 ეს ყველაზე ახალი, 130nm-იანი ჩიპია. აქვს 10mp კამერისა და 802.11b/g უკაბელო ქსელის მხარდაჭერა. ჩიპის სიხშირე 250MHz-ია. 6. დედაპლატის ჩიპსეტები Nvidia-მ გადაწყვიტა დედაპლატებშიც მოესინჯა ძალა. შედეგად მივიღეთ nForce - დედაპლატების ჩიპსეტები. nForce სერიის პირველი წარმომადგენელია. მისი მხოლოდ 3 ვერსია გამოვიდა - 220, 415 და 420. გათვლილი იყო AMD Athlon და Duron პროცესორებისთვის. მახასიათებლები შეგიძლიათ ცხრილში იხილოთ: nForce 2 სერიის გამგრძელებელია. იგი 2002 წელს გამოვიდა და ისიც მხოლოდ ერთ ვერსიად - nForce2 Ultra 400. ამ ჩიპსეტს აქვს AMD Athlon XP, Sempron, Athlon და Duron პროცესორების მხარდაჭერა. nForce 3 ჩიპსეტი სპეციალურად AMD Athlon 64-ისთვის შეიქმნა, მაგრამ მისმა მთავარმა ნაკლმა - ავადსახსენებელ Vista-სთან შეუთავსებლობამ მალე გამოუყვანა წირვა ჩიპსეტს. როგორც იქნა, nForce 4-იდან მოყოლებული, ჩიპსეტები Intel-ის პლატფორმისთვისაც გამოდის. ჩიპსეტის ფუნქციებია: 20 PCIe ხაზის მხარდაჭერა (მაგ. 1 ცალი PCIe x16 და 4 ცალი PCIe x1); 10 USB 2.0 პორტის მხარდაჭერა; 4 SATA და 4 PATA დრაივის მხარდაჭერა RAID 0, 1, ან 0+1 რეჟიმში; Nvidia nTune - ოვერქლოქინგის პროგრამა; სრული სიჩქარის გამოყენების საშუალება HyperTransport-ზე (8GB/s); რვაარხიანი AC97 აუდიოსისტემა; Gigabit ინტერნეტი; SLI-ს მხარდაჭერა გარკვეულ შემთხვევებში. მახასიათებლები AMD პლატფორმისთვის: მახასიათებლები Intel პლატფორმისთვის: nForce 5 გამოდიოდა მხოლოდ AMD-ს პლატფორმისთვის. მან მიიღო წინამორბედის ყველა ღირსება და კიდევ: Quad SLI და SLI LinkBoost მხარდაჭერა; ექვსი SATA 3Gb/s HDD მხარდაჭერა; Dual RAID 5 მხარდაჭერა. მახასიათებლები: მოგვიანებით nForce 5 nForce 6-მა შეცვალა, რომელმაც LGA 775 და AMD-ს Quad FX პლატფორმის მხარდაჭერა მიიღო. მახასიათებლები AMD-სთვის: მახასიათებლები Intel-ისთვის: ბოლო, ყველაზე დახვეწილი ჩიპსეტია nForce 7 (თუმცა მივაგენი მწირ ინფორმაციას nForce 9-ზეც). გამოგიტყდებით, ამდენის დაწერა მეზარება და თავადვე ნახეთ მახასიათებლები როგორც AMD-ს: ასევე Intel-ის პლატფორმისთვის: 7. SLI SLI გახლავთ Nvidia-ს სპეციალური პროგრამა, რომელიც ორი ან მეტი (ჯერ-ჯერობით მაქს. 4) ვიდეოდაფის ერთ სისტემაში გაერთიანების საშუალებას გვაძლევს. იგი პირველად კომპანია 3Dfx-მა შეიმუშავა 1998 წელს სახელწოდებით Scan-Line Interleave. 2 წლის შემდეგ, როცა 3Dfx Nvidia-მ შეისყიდა, Scan-Line Interface იქცა Scalable Link Interface-ად. SLI იყენებს რენდერინგის 2 და ანტი-ალიასინგის 1 ფუნქციას იმისთვის, რომ შესასრულებელი საქმე რამდენიმე დაფაზე გადაანაწილოს. ესენია: Split Frame Rendering (SFR). იგი აანალიზებს დასარენდერებელ გამოსახულებას და თანაბრად ანაწილებს შესასრულებელ საქმეს ვიდეოდაფებზე. საამისოდ გადასამუშავებელი კადრი გეომეტრიულად იყოფა ორ ან მეტ (რამდენი ვიდეოდაფაცაა) ნაწილად. როგორც ხვდებით, ეს მეთოდი არც ისე სრულყოფილია - თუ გამოსახულების ზედა ნაწილი რთული დასარენდერებელია, ხოლო ქვედა - მარტივი, მაშინ დაფებზე დატვირთვა არათანაბარია. Alternate Frame Rendering (AFR). ეს მეთოდი უფრო სრულყოფილია, რადგან ერთი GPU ერთ კადრს ქმნის, ხოლო მეორე - მეორეს. დატვირთვაც თანაბრად ნაწილდება და ყველა კმაყოფილია SLI Antialiasing. ეს ანტი-ალიასინგის განსაკუთრებული მეთოდია. აქ ორივე (ან რამდენიცაა, რავიცი) ვიდეოდაფა ერთსადაიმავე კადრს უკეთებს AA-ს. ხარისხებია: SLI 8X, SLI 16X, SLI 32X და თქვენ წარმოიდგინეთ, SLI 64X-იც კი, Quad SLI რეჟიმისთვის. როგორია ჰაა? 8. Nvidia CUDA CUDA, ანუ Compute Unified Device Architecture Nvidia-ს მიერ სპეციალურად პარალელური გამოთვლების ჩასატარებლად შექმნილი არქიტექტურაა. CUDA არის პროგრამული პაკეტი, რომლის საშუალებითაც ჩვეულებრივ (არც მთლად ჩვეულებრივ, ცოტა პროგრამირება უნდა იცოდე) მომხმარებელს შეუძლია ვიდეოდაფის GPU-ს მისცეს გამოთვლითი ფუნქცია. პაკეტს აქვს Open64 C, OpenCL და DirectCompute-ს მხარდაჭერა. მოქმედების პრინციპი ახსნილია ქვედა სურათზე: დადებითი მხარეები: GeForce 8 და უფრო მაღალი სერიის ნებისმიერი ვიდეოდაფის გამოყენების საშულება; გაბნეული წაკითხვა - პროგრამას შეუძლია მეხსიერების სხვადასხვა ფრაგმენტების წაკითხვა; მარტივი პროგრამირება, რომელიც C/C++-ზეა დამყარებული; ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გაცვლა CPU-სა და GPU-ს შორის. უარყოფითი მხარეები: სალტის გამტარობა და CPU/GPU ლატენტურობა ხშირად "ბოთლის ყელად" იქცევა ხოლმე; CUDA-ს მხოლოდ Nvidia-ს დაფების მხარდაჭერა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ვიმედოვნებ, რომ საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ კომპანიის პროდუქციაზე. ველოდები თქვენს გამოხმაურებებსა და რეკომენდაციებს... 10 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted January 19, 2011 Share Posted January 19, 2011 საგოლ კაი ნიუსია :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
საჯო Posted March 10, 2011 Share Posted March 10, 2011 (edited) რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. << ვითომ? :chojinfc: Edited March 10, 2011 by საჯო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted March 11, 2011 Author Share Posted March 11, 2011 რომელთან შერკინებაც უწევს საბრალო (ან არც ისე საბრალო) AMD-ATI-ს, რომელსაც დღესდღეობით ბაზრის მხოლოდ 27% უჭირავს. << ვითომ? ეგ როდის იყო :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
STUTTGART Posted June 15, 2011 Share Posted June 15, 2011 2001 წელს ჩავიგდე ხელთ Geforce256 და 3d mark 2000-ში გავტესტე, მართლა კონკურენციის გარეშე იყო ნებისმიერი თამაში მიქონდა 100% ერთი ფლეშპოინტი უჭირდა ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 16, 2012 Share Posted November 16, 2012 ამერიკული გიგანტი კომპანია რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში. კომპანიის დამფუძნებელია 3 ადამიანი ესენია : ჯენ-ჰსუნ ჰუანგი (Jen-Hsun Huang - კომპანიის უფროსი 2008წლიდან), წარმოშობით ტავიანელი მაგრამ ამერიკელი პიროვნება, რომელიც იყო CoreWare-ს დირექტორი კომპანია LSI Logic-ში და შემდეგ მიკროპროცესორების დიზაინერი Nvidia-ს ერთადერთ კონკურენტ კომპანიაში Advanced Micro Devices (AMD). კრის მალაჩოვსკი (Chris Malachowsky) - ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა Sun Microsystems-ში. ეს იყო კომპანია რომელიც ყიდდა კომპიუტერებს, მის კომპონენტებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აწარმოებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისს. კერიტს პრიმი (Curtis Priem) წარსულში საინჟინრო ჯგუფის წევრი იყო და კომპანია Sun Microsystems გრაფიკულ ჩიპებზე მუშაობდა. ამ სამმა ადამიანმა კომპანიის დაარსებისათვის საჭირო კაპიტალი Sequoia Capital-გან მოიზიდა. Nvidia ცნობილია მისი გრაფიკული დამუშავების ჩიპებით (GPU). Nvidia და მისი კონკურენტი AMD გაბატონდნენ გრაფიკული ტექნოლოგიების სფეროში და მათ ბაზრის 90%-ზე მეტი უკავიათ, რადგან მათ დაჩრდილეს სხვა მცირე კომპანიების როლი, ამ სახის პროდუქტის წარმოებაში. Nvidia-ს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ GPU პროდუქტს სახელად "GeForce" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს და ეს არის AMD-ს ვიდეობარათების სერია სახელად "Radeon". გარდა ამისა GPU წარმოებაში აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქვს პარალელური დამუშავების შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევარებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს ეფექტურად ისარგებლონ მაღალი წარმადობის აპლიკაციებთ. ისინი დანერგილია სუპერ-კომპიუტერებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კომპანიამ გააფართოვა წარმოების ჰორიზონტი და ახლა იგი გადაერთო მობილური სამყაროს ვიდეო ჩიპების ინდუსტრიაშიც და გვთავაზობს გრაფიკული პროცესორების სერიას - Tegra - გაცილებით ძლიერი მობილურებისა და ტაბლეტებისათვის. მისი კონკურენტი გარდა კომპანიისა AMD არიან კომპანიები Intel და Qualcomm. გარდა ამისა Nvidia-ს პროდუქტის პორტფოლიო შეიცავს: გრაფიკულ პროცესორებს, wireless კომუნიკაციურ პროცესორებს, პერსონალური კომპიუტერის ჩიპსეტებსა და ციფრული media player პროგრამულ უზრუნველყოფას. Nvidia-ს პროდუქტის მომხმარებელს მიაჩნია რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია GeForce სერიის ვიდეოდაფები, რომელშიც შედის ორივე სახის ვიდეო ბარათები: ბარათები დისკრეტული გრაფიკული ჩიპებით რომლებიც დედადაფებზეა განთავსებული და ასევე core-გრაფიკული ტექნოლოგია nForce - დედადაფებში, და რა თქმა უნდა Microsoft Xbox და Sony PlayStation 3 სათამაშო კონსოლები. Nvidia-ს ყველაზე გამოჩენილი პროდუქტის ოჯახებია:GeForce, სათამაშო გრაფიკული ბარათების სერია რომლის პოპულარობაზეც უკვე ვისაუბრეთ.Quadro გრაფიკული ბარათი რომელიც გამოიყენება დიზაინსა და ციფრულ სამყაროში სამუშაოდ.Tegra, მობილური მოწყობილობების გრაფიკული ბარათია და ერთ-ერთი წარმატებულიცაა ამ სფეროში.Tesla, ეს სერია მიძღვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებისათვის, რომელიც გამოიყენება სურათების დამუშავების აპლიკაციებისა და სამეცნიერო დანიშნულებისათვის.nForce სერია არის დედადაფის ჩიპსეტი, რომელიც კომპანიამ შექმნა AMD Athlon-ისა და Duron მიკროპროცესორებისათვის. პირველი Geforce სერიის ვიდეო ბარათი 1999 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეს იყო GeForce 256 იგივე NV10, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა რადგან მას ინტეგრირებული ჰქონდა სინათლის გამომთვლელ-გადამამუშავებელი 3D მოწყობილობა. მისი სიხშირე 120 მეგაჰერცი იყო და მასში ჩანერგილი იყო 4 პიქსელიანი „მილსადენი“ (pipeline). ეს ვიდეობარათი დიდი რაოდენობით გაიყიდა და კომპანიას დიდი წარმატებაც მოუტანა. ამ წინსვლის შემდეგ Nvidia-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ მას უნდა განევითარებინა Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლის გრაფიკული აპარატურა, ამ პროექტმა კომპანიას 200 მილიონი დოლარის ზრდა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეტანხმებამ ბევრი Nvidia-ს საუკეთესო ინჟინერი დააშორა სხვა პროექტებს, კომპანიამ მოკლე დროში მაინც მოახერხა ახალი GeForce2 GTS ვიდეობარათის გამოშვება და ეს მოხდა 2000 წლის ზაფხულში. 2000 წელს, Nvidia შეიძინა კომპანია 3dfx-ის აქტივები, რომელიც მისი იმდროინდელი კონკურენტი იყო და მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ გიგანტი მწარმოებლი 1990-იან წლებამდე. 2002 წლის ივლისსში კომპანიამ - Nvidia შეიძინა Exluna გაუმჟღავნებელი თანხით. Exluna-მ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და შემდეგ გადაიქცა გჯუფად სახელწოდებით Cg project. 2003 წლის აგვისტოში კომპანიამ - Nvidia შეიძინა MediaQ დაახლოებით $70 მილიონ დოლარად. 2004 წლის 22 აპრილს კომპანიამ - Nvidia შეიძინა iReady, მაღალი წარმადობის TCP/IP და iSCSI მომწოდებელი. 2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nvidia თანახმა იყო რომ კომპანია Sony-ის მისი გრაფიკული პროცესორები (RSX) დამოუკიდებლად ეწარმოებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ სათამაშო კონსოლში PlayStation 3. 2006 წლის მარტში კი ზუსტად გაირკვა რომ კომპანია Nvidia გადასცემდა RSX ჩიპის არქიტექტურას კომპანია Sony-ის და რა თქმა უნდა შეთანხმების მიხედვით RSX ტექნოლოგია გადავიდა Sony-ის ქარხნებში, ისევე როგორც die shrinks გამხდა 65 ნანომეტრი ზომის. კომპანია Nivdia-ს პრაქტიკა ვერ ათანხმბოდა ბიზნესის საკითხებს კომპანია Microsoft-თან, სადაც Nvidia ხელმძღვანელობდა Xbox-ის ვიდეობარათის წარმოებასა და საამქროების კონტრაქტებს, მესამე პირებთან. ამ დროს კომპანიამ - Microsoft კომპანიას - ATI ნება დართო დაემზადებინა საკუთარი ვიდეო ჩიპები Xbox 360 სათამაშო კონსოლის გრაფიკის უზრუნველსაყოფად, როგორც კომპანია Nintendo აწარმოებდა გრაფიკულ ბარათებს Wii კონსოლისათვის. 2005 წლის 14 დეკემბერს კომპანიამ - Nvidia შეიძნა ULI Electronics, რომელიც იმ დროს აწარმოებდა southbridge ჩიპსეტის ნაწილებს კომპანია ATI-სთვის, რომელიც კომპანია Nvidia-ს რეალური კონკურენტი იყო. 2006 წლის მარტში, კომპანიამ - Nvidia შეიძინა Hybrid Graphics . 2006 წლის დეკემბერში კომპანიამ - Nvidia, სასამართლო უწყება მიიღო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან და ამ უწყების ავტორი მუდამ მისი კონკურენტი AMD იყო (რომელმაც შეიძინა ATI) და ამ უწყებაში საუბარი იყო კომპანიისგან მოსალოდნელი შესაძლო მონოპოლიის შესახებ - გრაფიკული ბარათების ინდუსტრიაში. ჟურნალმა Forbes კომპანია Nvidia დაასახელა როგორც 2007 წლის კომპანია, ეს წელი მთლიანად „იმეორებდა“იმ ყველა ნაბიჯს რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გადადგა კომპანიამ მომავლისაკენ. 2007 წლის 5 იანვარს კომპანიამ - Nvidia განაცხადა რომ მან დაასრულა კომპანია PortalPlayer შესყიდვა. 2008 თებერვალში, Nvidia-მ კომპანია Ageia Technologies შეიძინა უცნობი ღირებულებით. კომპანიის პრეზიდენტმა ჯენ-ჰსუნგ ჰუანგმა განაცხადა, რომ " ამ ჯგუფების გაერთიანებით შეიქმენება მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის GPU და physics ძრავის ბრენდი, ჩვენ შეგვიძლია 12 მილიონ მოთამაშეს შევთავაზოთ GeForce-აქსელერაციის PhysX ვიდეო ბარათი". 2009 წლის აპრილში, სასამართლომ გააერთიანა სხვადასხვა კლასის ღონისძიებები ერთ საქმეში და დაარქვა მას - "კომპანიის ვიდეობარათების დავა" - "The Nvidia GPU Litigation". კომპანია თანახმა იყო დაებრუნებინა წუნიანი ჩიპები ან თანხა გაეღო მათთვის ვინც უკვე შეუკვეთა ლეპტოპები ამ ჩიპებით და კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებდა მათ. გარდა ამისა Nvidia-მ შეკეთების ნაცვლად სხვა ახალი ლეპტოპები გადასცა მომხმარებელს. ეს ყველა პირობა შესრულდა მას შემდეგ რაც მთლიანად მოწესრიგდა საკითხები. ჩიპები როგორც საჩუქარი ისე ჩაანაცვლეს Dell-სა და HP-ს ლეპტოპების გარკვეულ რაოდენობაში, ასევე კომპანია Apple-ის ორი სახის MacBook Pro მოდელში. მიუხედავად იმისა რომ კომპანია Nvidia-ს ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაუჯდა, მომხმარებლის დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი კომპანიის ამ ნაბიჯებით და უამრავი ვებ-გვერდი და ბლოგი საუბრობდა ამ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი იყო სახელწოდებით - Fair Nvidia Settlement. 2011 წლის 10 იანვარს კომპანიამ - Nvidia გააფორმა 6 წლიანი „შეთანხმება“ კომპანიასთან - Intel, რაც განიხილავდა ამ ორ კომპანიას შორის სადავო თანხებს და ამ შეთანხმების მიხედვით Intel ვალდებული იყო რომ 1,5 მილიარდი დოლარი გადაეხადა 5 წელიწადში კომპანიისათვის - Nvidia. 2011 წლის 15 თებერვალს კომპანიამ - Nvidia დემონსტრირება გაუკეთა მის პირველ ოთხ-ბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის და ეს მოხდა Mobile World Congress-ზე, ბარსელონაში. ეს ჩიპი უამრავ ტაბლეტში იქნა გამოყენებული 2011 წლის მეორე ნახევარში. 2011 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ კომპანია Nvidia თანხმობას აცხადებდა კომპანიის - Icera შესყიდვაზე რომელიც იყო ჩიპების მწარმოებელი კომპანია ბრიტანეთში და მისი ღირებულება $367 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყველაფერი იყო კომპანა Nvidia-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. Nvidia-მ ადვილად შეძლო გაფართოვებულიყო და ამის შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთის (Jon Peddie Research) მიხედვით კი აღსანიშნავია რომ კომპანიამ - Nvidia გაყიდა 33 მილიონი გრაფიკული ჩიპი 2010 წლის პირველ კვარტალში, რაც შეადგენდა მთლიანი ბაზრის საზიარო 31.5%. კომპანიებმა AMD და Intel გაყიდეს 25.15 მილიონი ერთეული (24.0% ბაზრის საზიარო წილი) და 45.49 მილიონი ერთეული (43.5% ბაზრის საზიარო წილი) - თითოეულმა. კომპანიის წლიდან წლამდე ზრდა კი 41.9% იყო, რაც დამეთანხმებით რომ არნახული შედეგია. 2011 წლის აგვისტოში კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი აქტივების ზრდა იქნებოდა 4% დან 6%-მდე ნაცვლად 4%-სა რაც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს. გამოდის რომ კომოპანიის ხელმძღვანელობას კარგი უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ რეალურად განსაზღვროს თუ რა შეუძლია და ამის მიხედვით ყველაფერი სწორად წარმართოს. 2011 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი Nvidia ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელისთვის იქნება $4.75 მილიარდიდან $5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი იქნება $4.45 მილიარდი, დაველოდოთ და ვნახოთ თუ ისევ ზუსტი აღმოჩნდება კომპანიის წინასწარმეტყველება. ეს იყო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გვეთქვა კომპანია Nvidia-ს შესახებ, როგორც გიგანტ მწარმოებელზე ვიდებარათების ინუსტრიაში და გავიგეთ თუ რა ადგილზე დგას იგი ბაზარზე, ასევე ვისაუბრეთ მის ისტორიაზე ახლა კი განვიხილოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე თავისებურება. open-source (ღია კოდის) პროგრამულ უზრუნველყოფასთან კომპანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, Nvidia არ აქვეყნებს მისი ნაწარმის დოკუმენტაციას, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამისტებს არ აქვსთ შესაძლებლობა დაწერონ open-source (ღია კოდის) და უფრო ეფექტური დრაივერები Nvidia-ს პროდუქციისათვის. ნაცვლად ამისა, Nvidia თავის კუთვნილ ინფორმაციას აწვდიდა კომპანიას X.Org რომელიც აწარმოებს GeForce სერიის დრაივერებს ისეთი სისტემებისათვის როგორიცაა Linux, FreeBSD ან Solaris - კერნელი და სხვა კერძო დრაივერები. Nvidia აგრეთვე აწვდიდდა და მალევე შეუწყვიტა open-source (ღია კოდის) დრაივერის მიწოდება იმავე კოპანიას და ეს დრაივერები განკუთვნილი იყო 2 განზომილებიანი მოწყობილობებისათვის. კომპანიის დრაივერების მესაკუთრულმა ნატურამ გამოიწვია free-software გაერთიანების უკმაყოფილება. ლინუს ტოვალდსმა (Linus Torvalds- ლინუქსის დეველოპერმა და ჰაკერმა) ღიად განაცხადა რომ : „Nvidia არის ყველაზე ცუდი და უსიამოვნო "წერტილი" მოწყობილობების მწარმოებლებს შორის“. ზოგიერთი Linux და BSD მომხმარებელი მოითხოვდა open-source დრაივერებს, მაგრამ კომპანიამ ეს დაჟინება „გაითვალისწინა“ მხოლოდ binary(არატქსტური ფაილი) ფაილების გაცემის გზით, რაც თითქმის არაფრის მომტანია დეველოპერებისათვის. სხვადასხვა მწარმოებლები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს (მაგ. Intel) და მომხმარებელს სთავაზობენ პროგრამულ მხარდაჭერას გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც გამოადგებათ open-source დეველოპერებს, და სხვები (მაგ. ATI) აწარმოებენ ნაწილობრივ დოკუმენტაციას და აწვდიან ზოგიერთ აქტიურ დეველოპერულ ჯგუფს. დახურული ნატურის დრაივერების გამო კომპანია Nvidia-ს ვიდეო ბარათებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები ზოგიერთ პლატფორმებსა და არქიტექტურაში, კომპანია მხოლოდ x86/x64 არქიტექტურას აწარმოებს. ამის შედეგად მხარდაჭერა 3 განზომილებიანი გრაფიკული აქსელერაციისათვის Linux-ზე სუპერ წარმადობის კომპიუტერში არ არის და ასევე არ აქვს მხარდაჭერა Linux-ის hypervisor-შეზღუდულ PlayStation 3 კონსოლში. გარკვეული სახის უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან ამ საკითხზე წარსულში არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანია მუდამ ცდილობს გაუმჯობესებული დრაივერები აწარმოოს რაც მომხმარებელს ძალიან ახარებს და არ უტოვებს საბაბს გამოთქვას უკმაყოფილება. გარდა ამისა ეს კომპანიის დიდი პლიუსია, რადგან მისი კონკურენტი ATI ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრაივერების განახლებას, რაც მისი მომხმარებლის იმედგაცრუებას იწვევს და გიგანტი Nvidia თავისკენ იზიდავს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მხარდაჭერით, რაც დიდ პოპულარობას ანიჭებს მას. სტატიის დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგს ერთი კომპანია მოსწონს ზოგს კი მეორე მაგრამ საერთო ჯამში ყველა კომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ან უბრალოდ წარსულში ჰქონდა. 9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 16, 2012 Share Posted November 16, 2012 GOOD ერთი სურათია მხოლოდ შესაწორებელი არ ჩანს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 16, 2012 Share Posted November 16, 2012 ჩემთან ჩანან დარავიცი გასწორდება შენთანაც Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted November 16, 2012 Share Posted November 16, 2012 გასწორდა:yes: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 აპინეთ მგონი რომ ასაპინია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
c.a.y.z.y Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 იყო მგონი ძველ ფორუმზე მსგავსი სტატია და მერე მგონი დაიკარგა ახალზე რომ გადმოვბარგდით, კარგია რომ დაწერე ხელახლა, საჭირო თემა იყო, ავპინავ ეხლა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 იყო მგონი ძველ ფორუმზე მსგავსი სტატია და მერე მგონი დაიკარგა ახალზე რომ გადმოვბარგდით, კარგია რომ დაწერე ხელახლა, საჭირო თემა იყო, ავპინავ ეხლა არის სხვაც გააერთიანო ჯობია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 გავაერთიანებ მაშინ, ცოტა სხვანაირ გაერთიანებას თუ გულისხმობდი დაპოსტე მაშინ როგორ ჯობია, უბრალოთ ის მიშას დაწერილია ეგ შენი და მგონი ცალ-ცალკე პოსტებათ იყოს ჯობია, ხალხს ორივე ვარიანტი დააინტერესებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 17, 2012 Share Posted November 17, 2012 გავაერთიანებ მაშინ, ცოტა სხვანაირ გაერთიანებას თუ გულისხმობდი დაპოსტე მაშინ როგორ ჯობია, უბრალოთ ის მიშას დაწერილია ეგ შენი და მგონი ცალ-ცალკე პოსტებათ იყოს ჯობია, ხალხს ორივე ვარიანტი დააინტერესებს მაშინ მიშას თუ არ ეწყინება ამ თემას მოვაცილოთ ისტორია ჩემს დავარქვათ ისტორია და ამას დავარქვათ პროდუქცია ან პირველი ნაბიჯები ვიდეოდაფებში და ერთად აიპინოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.