Jump to content

საქართველოს ჩემპიონატი სიმრეისინგში (WTCC)


MuFaS

Recommended Posts

a78a65eb57b0.jpg

მოგესალმებით ყველას,

უკვე რამოდენიმე წელია ქართველი სიმრეისერები ვატარებთ ჩემპიონატებს სხვადასხვა კლასებში და თამაშებში... უკვე დიდი გამოცდილება გავაქ ამ მხრივ, სამაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს ჩემპიონატები. არც 2013 წელია რათქმაუნდა გამონაკლისი, წელს დაგეგმილი გვაქვს რამოდენიმე ჩემპიონატის ჩატარება...

ამჯერად უკვე დავიწყეთ კუზავნოი ჩემპიონატი ტურინგ კლასში (ე.წ. WTCC). თამაში შერჩეულია - ძალიან მაგარი სარბოლო სიმულატორი RACE07 (Race Injection)

ნელნელა გვემატებიან ახალი მონაწილეები, რაც კიდევ უფრო ამყარებს სიმრეისინგის განვითარების პერსპექტივას საქართველოში... იმედი მაქვს რომ აქ გახსნილი თემით მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება...

სპეციალურად ქართველი სიმრეისერებისთვის დაარსებულია ვებგვერდი http://www.simracing.ge/, საიტზე იდება აბსოლიტურად ყველანაირი ინფორმაცია ჩემპიონატის შესახებ, ასევე ყველა სიმულატორის და სარბოლო თამაშების შესახებ სიახლეები...

სატურნირო ცხრილი, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ ჩათვლაში. ყველა რბოლის ვიდეო მიმოხილვა, შედეგები... ასევე საიტს გააჩნია LIVE არხი, სადაც ეტაპობრივად პირდაპირ ეთერში გადაიცემა რბოლები, ასევე გააჩნია ფორუმიც, სადაც განიხილება აბსოლიტურად ყველაფერი სიმრეისინგის შესახებ...

მაშ ასე:

WTCC 2013 - საქართველოს ჩემპიონატი სიმრეისინგში

4ba46d119e53.jpg

fdd75d8fcbd9.jpg

თამაში: RACE07 (Race Injection)

მოდი: WTCC2006, WTCC2007, WTCC2010, STCC2010 (მოდები თამაშს მოყვება)

გადმოწერეთ თამაში => http://www.simracing...?p=431#more-431

ესეც მცირე რევიუ, თამაშზე რომ შეგექმნათ წარმოდგენა

რბოლების ფორმატი:

პრაქტიკა (15 წუთი)

კვალიფიკაცია (15 წუთი)

რბოლა 1 (12 წრე) როლლინგ სტარტით

რბოლა 2 (12 წრე) რევერსიული სტარტით

რბოლის გარდა ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს საღამოს 10 საათიდან სერვერი იქნება გახსნილი, პრაქტიკისთვის...

სერვერი: Georgian Racing

პაროლი: 2013

ჩემპიონატის ფორმატი:

ჩემპიონატის თითოეული ეტაპი ჩატარდება კვირაში ერთხელ. თითოეულ ეტაპი ჩატარდება შემდეგნაირად: ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს იქნება თავისუფალი პრაქტიკები, ხოლო კვირას იქნება პრაქტიკა (15წუთი), კვალიფიკაცია (15 წუთი), რბოლა 1 და რბოლა 2.

კვაიფიკაციაზე გაირკვევა თუ როგორ განაწილდებიან პილოტები პირველი რბოლის სტარტზე. პირველი რბოლის დასრულების შემდეგ, პილოტები რევერსიულად დადგებიან მეორე რბოლის სტარტზე (პირველი რბოლის შედეგების გათვალისწინებით).

ანუ პირველ რბოლაზე გამარჯვებული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლო ადგილიდან... პირველ რბოლაზე მე-2 ადგილზე გასული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლოს წინა ადგილიდან... პირველ რბოლაზე მე-3 ადგილზე გასული, მეორე რბოლაზე სტარტს აიღებს ბოლოდან მესამე ადგილიდან და ა.შ.

ქულების დაწერის პრინციპი:

ქულები იწერება როგორც კვალიფიკაციის შემდეგ, ასევე ორივე რბოლის შემდეგ...

კვალიფიკაცია:

1st: 5 points

2nd: 4 points

3rd: 3 points

4th: 2 points

5th: 1 point

რბოლა 1:

1st: 25 points

2nd: 18 points

3rd: 15 points

4th: 12 points

5th: 10 points

6th: 8 points

7th: 6 points

8th: 4 points

9th: 2 points

10th: 1 point

რბოლა 2:

1st: 25 points

2nd: 18 points

3rd: 15 points

4th: 12 points

5th: 10 points

6th: 8 points

7th: 6 points

8th: 4 points

9th: 2 points

10th: 1 point

შენიშვნა: ქულები დაეწერება ყველას ვინც გაივლის თითოეული სესიის მთელი დისტანციის 50%-ს

5 ეტაპი უკვე ჩატარებულია, დარჩენილია კიდევ 5 ეტაპი...

ესეც კალენდარი:

ბრნო - 27 იანვარი (ჩატარებულია)

სილვერი - 3 თებერვალი (ჩატარებულია)

სუზუკა - 10 თებერვალი (ჩატარებულია)

მონცა - 17 თებერვალი (ჩატარებულია)

იმოლა - 24 თებერვალი (ჩატარებულია)

მაკაუ - 3 მარტი

მანი-კური - 10 მარტი

კურიტიბა - 17 მარტი

რინგი - 24 მარტი

რუსთავი - 31 მარტი

აქვე დავდებ წინა რბოლების ვიდეოებსაც, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ;)

[media=]

[media=]

[media=]

მსურველებმა შევასეთ განაცხადის ფორმა:

განაცხადის ფორმა:

1. სახელი:

2. გვარი:

3. დაბადების თარიღი:

4. ქალაქი:

5. რა ტიპის კონტროლერით თამაშობ? (საჭე, ჯოისტიკი, კლავიატურა)

6. როგორ შეაფასებთ თქვენი ტარების კლასს? (დამყწები, მოყვარული, პროფესიონალი)

7. რომელი სარბოლო თამაშებში გაქვს გამოცდილება ?

(F1, Gran Turismo, DiRT, GTR, iRacing, Live for Speed, netKar PRO, rFactor, ARCA Sim Racing, GT Legends, Driver, WRC, Test Drive Unlimited, Ferrari Virtual Academy, Nascar Racing, GRID და ა.შ.)

რეგლამენტი (წესები და რეგულაციები):

1. ინსტრუქცია:

აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ყველა წესი, სტანდარტი და ნორმები, რაც გათვალისწინებული იქნება ჩემპიონატზე. ყველა მონაწილე ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს ამ წესებს, და მხოლოდ თანხმობის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა ჩემპიონატში. ეს წესები დაარეგულირებს ყველა საკამათო სიტუაციას, ყველა ინციდენტი განხილული იქნება ამ წესების შესაბამისი პუნქტის მიხედვით.

2. დრო და ფორმატი:

*ყველა პილოტი ვალდებულია, რბოლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე შემოვიდეს სერვერზე.

*ყველა სიმ მრბოლელი უნდა შეეგუოს, რბოლის დრო არის საბოლოო (დრო გადაიწევს მხოლოდ მაშინ თუ რეალურ რბოლას დაემთხვა)

*რესტარტი არ არსებობს, მერე რომ არ იყოს "აუ იმან მომაცურა, ან გამიპინგა რა პონტია, შუქნიშანი არ აინთო ჩემი დედას ვფიცავარ და ა.შ..."

3. ქულების განაწილება:

ყველა მონაწილეს ქულები დაეწერება შემდეგი ფორმატის მიხედვით:

ქულები იწერება როგორც კვალიფიკაციის შემდეგ, ასევე ორივე რბოლის შემდეგ...

კვალიფიკაცია:

1st: 5 points

2nd: 4 points

3rd: 3 points

4th: 2 points

5th: 1 point

რბოლა 1:

1st: 25 points

2nd: 18 points

3rd: 15 points

4th: 12 points

5th: 10 points

6th: 8 points

7th: 6 points

8th: 4 points

9th: 2 points

10th: 1 point

რბოლა 2:

1st: 25 points

2nd: 18 points

3rd: 15 points

4th: 12 points

5th: 10 points

6th: 8 points

7th: 6 points

8th: 4 points

9th: 2 points

10th: 1 point

შენიშვნა: ქულები დაეწერება ყველას ვინც გაივლის თითოეული სესიის მთელი დისტანციის 50%-ს

4. გასწრება და პოზიციის დაცვა:

სიმრეისინგი (ავტოსიმულატორი) არის რთული სპორტი, რომელიც საჭიროებს ხშირ ვარჯიშს და მუდმივ ფორმაში ყოფნას. პილოტებს მოეთხოვებათ მაქსიმალური კონცენტრაცია, სიზუსტე და სწრაფი რეაქცია. პილოტები ვალდებულნი არიან ირბოლონ სუფთად, ყველანაირი კონტაქტისა და ინციდენტების გარეშე.

4.1. გასწრება უნდა მოხდეს მოწინააღმდეგის გვერდის ავლით, ყველანაირი კონტაქტის გარეშე, ისე რომ პილოტმა არ მოუჭრას გზა ოპონენტს და გასწრების მერე მოხვდეს აპექსზე.

4.2. პილოტს შეუძლია თავის პოზიცია დაიცვას ტრაექტორიის შეცვლის მხოლოდ ერთი მცდელობით სწორ მონაკვეთზე, მაგრამ უნდა დატოვოს საკმარისი ადგილი, სადაც გაივლის მინიმუმ ერთი ბოლიდი მაინც.

4.3. თუ პილოტი ბრუნდება ტრეკზე ან გზის გარედან, ან პიტლეინიდან, ან იწყებს სიჩქარის აკრეფას, იგი ვალდებულია დარჩეს ტრაექტორიაზე და მოძრაობს შეუცვლელად გააგრძელოს სიჩქარის აკრეფა და არ დაიცვას თავი ტრაექტორიის შეცვლით.

4.4. გასწრების მომენტში პილოტი რომელიც იცავს თავს, ვალდებულია არ დაამუხრუჭოს უეცრად, მოსახვევამდე, მოწინააღმდეგის დაზიანების მიზნით.

4.5. თუ გადასწრება მოხდა წესების დარღვევით, მაშინ პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და დაუბრუნოს პოზიცია, ასევე თუ პოზიციის დაცვა მოხდა წესების დარღვევით, პილოტი ვალდებულია შეანელის სიჩქარე და გაატაროს მის უკან მყოფი პილოტი.

4.6. თუ დარღვევის შემდეგ თამაშმა გამოიტანა გადაწყვეტილება ჯარიმის სახით (პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება), მაშინ პილოტი აღარ არის ვალდებული, რომ დათმოს პოზიცია, მას შეუძლია იმოქმედოს თავის შეხედულებისამებრ, ან დააბრუნოს პოზიცია, ან გააგრძელოს რბოლა თავის პოზიციით და მოიხადოს აღნიშნული სასჯელი.

4.7. თუ პილოტი მოძრაობს ტრეკის ნებისმიერ მონაკვეთზე და ხედავს, რომ გზიდან არის გადასული სხვა ბოლიდი, ან დაზიანებულია და ნარჩენები ყრია ტრეკზე, მოძრავი პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე და განსაკუთრებული სიფრთხილით გაიაროს აღნიშნული მონაკვეთი.

4.8. თუ ორი პილოტი მოძრაობს გვერდიგვერდ და უახლოვდებიან მოსახვევს, მაშინ ისინი ვალდებულნი არიან მოსახვევში შევიდნენ თავიანთი ტრაექტორიით, ისე რომ არ დაუკეტონ ერთმანეთს გზა, დატოვონ იმდენი ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება მინიმუმ ერთი ბოლიდის გავლა.

5. წესები და მითითებები:

ყველა პილოტი ვალდებულია დაემორჩილოს რბოლის წესებსა და მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონატის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას მისცენ დისკვალიფიკაცია, ან მოხსნან ურიჩი პილოტი ჩემპიონატიდან.

დროშები, უსაფრთხოების მანქანა და მათი მნიშვნელობა. ეს წესები დაბალანსებულია FIA-ს წესების პარალელურად:

ყვითელი დროშა - ნიშნავს ტრეკის მონაკვეთის სახიფათო ზონას. იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას სხვადასხვა ინციდენტის დროს. მისი მოქმედების ფარგლებში პილოტი ვალდებულია შეანელოს სიჩქარე, არ განახორციელოს გადასწრება და მოძრაობა გააგრძელოს განსაკუთრებული სიფრთხილით.

ლურჯი დროშა – ნიშნავს რომ გიახლოვდებათ სწრაფი ბოლიდი, რომელსაც ჩამორჩებით მინიმუმ ერთი წრით. ლურჯი დროში ჩვენების შემდეგ პილოტი ვალდებულია სამი მოსახვევის განმავლობაში, გაატაროს მის უკან მყოფი სწრაფი პილოტი. ასევე ლურჯი ფერის დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას პიტლეინიდან გამოსვლის დროსაც, სადაც პილოტი ვალდებულია დაუთმოს გზა ტრეკზე მოძრავ სხვა პილოტებს.

წითელი დროშა - ნიშნავს რომ რბოლა შეწყვეტილია. წითელი დროშა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ცუდ ამინდში, სადაც რბოლა ფაქტიურად შეუძლებელია, ასევე სახიფათო ინციდენტების დროს. წითელი დროშის ჩვენების მერე რბოლა წყდება და მხოლოდ გარკვეული დროის მერე იქნება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა რბოლა.

მწვანე დროშა – ნიშნავს, რომ რბოლა განახლებულია, სახიფათო ადგილი გასუფთავებულია და აღარ კრძალავს გადასწრებას, იგი შესაძლებელია ნაჩვენები იქნას ნებისმიერი სხვა ფერის დროშის შემდეგ.

შავი დროშა - არის მანიშნებელი იმისა რომ პილოტმა მიიღო ჯარიმა, ან პიტლეინზე გავლა, ან დროის დამატება, ან საერთოდ დისკვალიფიცირებულია რბოლიდან.

შავთეთრი კუბიკებიანი დროშა - მანიშნებელია იმისა, რომ გადაკვეთეთ ფინიშის ხაზი და რბოლა დასრულებულია.

უსაფრთხოების მანქანა “SC” – გამოდის ამინდის გაუარესების შემთხვევაში, როდესაც ხილვადობა ცუდია და რბოლა გართულებულია, ასევე ძლიერი დაზიანების ინციდენტის დროს, როდესაც მწყობრიდან არის გამოსული ერთი ან რამოდენიმე ბოლიდი და ნარჩენები ყრია ტრეკზე. იგი სათავეში ჩაუდგება ბოლიდებს და იმოძრავებს შედარებით დაბალი სიჩქარით, აიკრძალება გადასწრება. ამ დროს უსაფრთხოების მანქანას ჩართული აქვს ყვითელი მოციმციმე შუქურა და ნაჩვენებია ნიშანი SC, ამის გარდა შესაძლებელია ნაჩვენები იქნას, როგორც ყვითელი, ასევე წითელი დროშაც. უსაფრთხოების მანქანა მანმადე დაერჩება ტრეკზე, სანამ ამინდი და ხილვადობა არ გაუმჯობესდება, ასევე სანამ ტრეკი არ გასუფთავდება ნარჩენებისაგან. როდესაც უსაფრთხოების მანქანა ჩააქრობს ყვითელ მოციმციმე შუქურას, ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი ამ წრეზე შედის პიტლეინზე და ნაჩვენები იქნება მწვანე დროშა, რის შემდეგაც რბოლა განახლდება და შესაძლებელი იქნება გასწრების განხორციელება. (შენიშვნა: SC-ის შესვლის შემდეგ გადასწრება შესაძლებელია მხოლოდ ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ)

6. ინციდენტები და მათი განხილვა:

არის სიტუაციები, როდესაც თამაშის დროს ირღვევა წსები, თუმცა ეს დარღვევა ეპარება თამაშს და დამრღვევი არ იღებს არანაირ ჯარიმას. ასევე არის სიტუაციებიც, როდესაც ასეთი შემთხვევის დროს ზარალდება სხვა მონაწილე. ამიტომ მაქსიმალურად რომ დავაბალანსოთ ყველა სიტუაცია თუ ინციდენტი, საჭიროა მისი განხილვა.

ყველა პილოტის მიმართ იქნება თხოვნა – რომ ჩაწერილი იქნას ყველა რბოლა, და თუ რაიმე საკამათო ინციდენტი მოხდება, შემდგომში მოხდეს მათი განხილვა და გატარებული იქნას შესაბამისი ზომები.

7. განაცხადის ფორმა:

ჩემპიონატის ყველა მსურველი ვალდებულია შეავსოს განაცხადის ფორმა და ამის შემდეგ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში

ჩემპიონატში მონაწილე პილოტები და გუნდები

1) ვანო მძელური - გიო მამალაძე (Subaru Team)

2) სოსო ბეგოიძე - ნიკა ადეიშვილი (Rustavi Team)

3) რამაზ ვარაზაშვილი - დავით ლობჯანიძე (GR Team)

4) ლაშა ჭანტურია - თორნიკე გიგუაშვილი (Racha Team)

5) კახა ხიზანიშვილი - ლევან ლომსაძე (Uncle & Co)

6) ზუკა ბაქრაძე - გიორგი ნოზაძე (HRT)

7) ირაკლი წიწილაშვილი - დავით ფალავანდიშვილი (SRG Team)

8) რამაზ მესხიძე - ლექსო ჯავახიშვილი

  • Upvote 8
Link to comment
Share on other sites

  • Replies 396
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

MuFaS

მოგესალმებით ყველას, უკვე რამოდენიმე წელია ქართველი სიმრეისერები ვატარებთ ჩემპიონატებს სხვადასხვა კლასებში და თამაშებში... უკვე დიდი გამოცდილება გავაქ ამ მხრივ, სამაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს ჩე

MuFaS

ხიდვა არ ჭირდება თამაშს, გადმოსაწერი ვერსია პირველ პოსტში დევს... სერვერს რაც შეეხება საღამოს 7-8 საათიდან ღამის 1-2 საათამდე სულ ჩართულია, დღესაც გავხსნი საღამოს და დავწერ აქ...

MuFaS

შედეგები საბოლოო არაა, ხვალ ვნახავ გამოეორებას... კვალიფიკაცია: 1.ნიკა ადეიშვილი - 5 ქულა 2.რამაზ ვარაზაშვილი - 4 ქულა 3.გიო ნოზაძე - 3 ქულა 4.ლაშა ჭანტურია - 2 ქულა 5.დავით ფალავანდიშვილი- 1

კარგი ჩემპიონატია, მე კახა და ლექსოც ვმონაწილეობთ :)

გირჩევთ ვისაც რული / ჯოისტიკი გაქვთ :)

ნუ კლავიატურით ვისაც უსწორდება იმათაც :D

Link to comment
Share on other sites

ვახ,

ისე XBOX ჯოისტიკის გადამყვანი პისისთვის კი მაქვს ნაყიდი მაინც ტყუილად გდია და... :xeli:

მემგონი შემოგიერთდებით ცოტახანში.

Link to comment
Share on other sites

ვახ,

ისე XBOX ჯოისტიკის გადამყვანი პისისთვის კი მაქვს ნაყიდი მაინც ტყუილად გდია და... :xeli:

მემგონი შემოგიერთდებით ცოტახანში.

მეც მაგ იქსოქსის ჯოთ ვთამაშბ
Link to comment
Share on other sites

შემდეგი რბოლა კვირას არის 3 მარტს, მაკაუს ტრასაზე (ერთერთი ყველაზე რთული ტრეკია)

ასე რომ სერვერი გახსნილია საღამოობით სულ, ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძLიათ შემოხვიდეთ და ივარჯიშოთ, 4-5 კაცი სულ არის სერვერზე ;)

სერვერი: Georgian Racing

პაროლი: 2013

Link to comment
Share on other sites

1. ალექსანდრე

2. თუშიშვილი

3. 25/08/1988

4. თბილისი

5. Razer Onza Tournament edition (G27 მივასუხარე :D )

6. დამყწები

7. DiRT, Test Drive Unlimited, GRID, NFS SHIFT > SHIFT II

თამაშს ვიწერ

Link to comment
Share on other sites

1. ალექსანდრე

2. თუშიშვილი

3. 25/08/1988

4. თბილისი

5. Razer Onza Tournament edition (G27 მივასუხარე :D )

6. დამყწები

7. DiRT, Test Drive Unlimited, GRID, NFS SHIFT > SHIFT II

თამაშს ვიწერ

იი, ჩაქრი შენაა, რა საყვარლად ჩამოგითვლია ეს თამაშები, კინაღამ თვალზე ცრემლი მომადგა :D :მპუა-მპუა:

კაცო, ხელი როგორ არ აგიკანკალდა, რამ გაგაყიდინა G27? დასაბრედი ხარ რა

:mad: რამდენში გაყიდე?

Link to comment
Share on other sites

250$ ად :D

თუ მუღამზე მოხვალ ითამაშებ ონზათიც, დაგაყენებინებ ნასტროიკებს : ) ,

1 საათში შემოვალ მე , 1.30

Link to comment
Share on other sites

კრიზის ვუბერავ ჯერ მე. 12ის ნახევრისთვის მოგწერ ან დავპოსტავ

Link to comment
Share on other sites

კრიზის ვუბერავ ჯერ მე. 12ის ნახევრისთვის მოგწერ ან დავპოსტავ

კაი ,12 ის ნახევარზე შემეხმიანე :)
Link to comment
Share on other sites

კლავიატურით ვარ თორე ჩემი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა ;)

Link to comment
Share on other sites

ლაივი გაუშვი ეხლა პრაქტიკის, შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ბიჭების ვარჯიშს wink.gif

http://www.simracing.ge/?page_id=165

Link to comment
Share on other sites

დავაყენე მეც და რავი დავამუღამებ ალბათ :D + კლავიატურით ვარ

Link to comment
Share on other sites

ეხლა გადმოვწერ და გამოვალ ჩემპიონატებზე როდის იქნება კიდევ? ითამაშეთ უკვე? მეც კლავიატურითვარ

ყოველ კვირა დღესაა რბოლა
Link to comment
Share on other sites

კარგაია რომ სურვილი გამოთქვით მონაწილეობის ;) ყველანაირად დაგეხმარებით, რაც შეგვიძლია...

პირველ პოსტში წერია ყველაფერი, რბოლები არის ყოველ კვირა დღეს, მანამდე არის პრაქტიკები (ვარჯიში), საღამოს სერვერი გახსნილია სულ, შეგიძLიათ შეხვიდეთ და ივარჯიშოთ, მანქანა შეარჩიოთ, დიდი არჩევანია, წინა/უკანა ვედუში, სეთაფი ააწყოთ, თქვენ გემოზე მოირგოთ, და ა.შ.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რა გადმოვწერო საიდან, უნდა ვიყიდო თამაში? რა მაგარი რაღაც ყოფილა :D მეც მინდა :D

1. გიორგი

2. ველიაშვილი

3. 23.11.1980

4. Puente genil :xelitavi:

5. Logitech MOMO

6. დამწყები

7. GRID. TDU2. Shift2

ვიწერ.

Link to comment
Share on other sites

ვერ ვნახე სერვერ გათიშეთ?

aq ra ra ari amixsenit ra an inglisuri visac giyeniat damisqrinet ese :D

wavitamashe momewona martva magrad :)

388e59190166.jpg

Link to comment
Share on other sites

ლექსო აქ შდი და რუსია დააყენე ფონტები რომ წაიკითხოს )

69966883640358514588.jpg

Link to comment
Share on other sites

ლოლ მადლობა :D

ხოდა გათიშეთ სერვერი თუ რა ქენით. დაპოსტეთ ვინმემ ვერ ვნახე სიაში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.




×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.