X-treme user Posted January 4, 2011 Share Posted January 4, 2011 კომპანია AMD-ემ ოფიციალურად წარადგინა 'აჩქარებული პროცესორების' (Accelerated Processing Unit, APU) პროდუქციის ახალი კატეგორია, რომელიც კომპანიის თქმით, 'გააერთიანებს უფრო მეტ გამომთვლელ შესაძლებლობებს, ვიდრე ნებისმიერი CPU - აღნიშნული ტექნიკის ისტორიაში'. APU AMD Fusion ოჯახში შევიდნენ ის ნაწარმები, რომელთა ერთ კრისტალშიც განთავსებულია მრავალბირთვიანი, x86-თან შესაფერისი CPU, სამაგიდო დონის GPU, რომელსაც აქვს DirectX 11-ისა და პარალელური დამუშავების მხარდაჭერა, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ასწრაფების გამოყოფილი ბლოკი (UVD3) და მაღალსიჩქარიანი ინტერფეისი, სხვადასხვა ტიპის ბირთვების დამაკავშირებელი. კომპიუტერების მწარმოებლებმა, მათ შორის Acer-მა, ASUS-მა, Dell-მა, Fujitsu-მ, HP-მ, Lenovo-მ, MSI-მ, Samsung-მა, Sony-მ და Toshiba-მ უკვე აირჩიეს APU AMD Fusion-ი - ახალი თაობის desktop სისტემებისთვის, ნოუთბუქებისა და ნეტბუქებისათვის - HD ხარისხის ვიდეოს მხარდაჭერით. APU AMD Fusion-ის ბაზაზე გამოშვებული პლანშეტები გაყიდვაში მოგვიანებით, მიმდინარე კვარტალში გამოვლენ. AMD-ეს შეფასებით, AMD Fusion-ი უზრუნველყოფს კომპიუტერების 10 სთ-იან და უფრო ხანგრძლივ მუშაობას ავტონომიურ რეჟიმში. წარმოდგენილ იქნა APU-ს სამი სერია: E, C და A. მათგან პირველი ორი უკვე ხელმისაწვდომია. E ხაზში (კოდური დასახელება Zacate) შედიან E-350 (ორი ბირთვი, 1,6 გჰზ, TDP 18 ვ) და E-240 მოდელები (ერთი ბირთვი, 1,5 გჰზ, 18 ვ). C-ში (Ontario) ასევე ორი პროდუქტია: C-50 (ორი ბირთვი, 1,0 გჰზ, 9 ვ) და C-30 (ერთი ბირთვი, 1,2 გჰზ, 9 ვ). მიმდინარე წლის ნახევარში აგრეთვე გამოვა 32-ნანომეტრული A სერიის APU Fusion-ი (Llano), რომლებსაც ექნებათ ოთხამდე x86-თან შესაფერისი ბირთვი და GPU - DirectX 11-ის მხარდაჭერით. ამ ბაზაზე დამზადებული პროდუქტების გამოჩენა მოსალოდნელია 2011-ის ნახევრიდან. 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 4, 2011 Share Posted January 4, 2011 x86-თან შესაფერისი თავსებადი იგულისხმება 32 ბიტიანი ინსტრუქციების (პროგრამული ბრძანებების) ნაკრები კომპიუტერების მწარმოებლებმა, მათ შორის Acer-მა, ASUS-მა, Dell-მა, Fujitsu-მ, HP-მ, Lenovo-მ, MSI-მ, Samsung-მა, Sony-მ და Toshiba-მ უკვე აირჩიეს APU AMD Fusion-ი - ახალი თაობის desktop სისტემებისთვის, GO AMD, GO თორემ გაგვღლიტა ინტელმა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
X-treme user Posted January 4, 2011 Author Share Posted January 4, 2011 ვიცოდი რაც იგულისხმებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ გავიხსენე ეგ სიტყვა.. 10X სოსო :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted January 4, 2011 Share Posted January 4, 2011 და ახლა ეგ პროცესორები რამდენ ნანომეტრზეა დამზადებული? 45? C-50 საკაიფოა მემგონი ლეპტოპი დიდხანს გაძლებს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 მიმდინარე წლის ნახევარში აგრეთვე გამოვა 32-ნანომეტრული A სერიის APU Fusion-ი (Llano) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გიაჩხეო Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 თორემ გაგვღლიტა ინტელმა არ ვიცი, ეს ჩვენს გაღლეტას შეაჩერებს თუ არა მაგრამ არჩევანის საშუალება ნაღდად გვეძლევა,მადლობა ინფოსთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted January 5, 2011 Share Posted January 5, 2011 აგერ გაუტესტიათ ჩემი ფავორიტი C-50 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 6, 2011 Share Posted January 6, 2011 ნათელი მაგალითი იმისა რომ ინტელი ვიდეო დაფების გამოშვების აზრზე არ არის :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted January 8, 2011 Share Posted January 8, 2011 ნათელი მაგალითი იმისა რომ ინტელი ვიდეო დაფების გამოშვების აზრზე არ არის იყო, იყო სენდისთან ერთად ისწავლა ნელ-ნელა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 AMD and MulticoreWare Team optimize OpenCL AMD Fusion APUs http://guru3d.com/news/amd-and-multicoreware-team-optimize-opencl-amd-fusion-apus/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
BIRKOF Posted April 29, 2011 Share Posted April 29, 2011 AMD რულამს :P Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 4, 2011 Share Posted May 4, 2011 AMD June launch schedule revealed http://guru3d.com/news/amd-june-launch-schedule-revealed/ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Mactavish Posted July 3, 2011 Share Posted July 3, 2011 ყოჩაღ AMD,აღარ ხუმრობს არადა როდის ხუმრობდა რო?:D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.