Jump to content

Certificate Expired Error


Gio.

Recommended Posts

გამარჯობა,

პრობლემა მაქვს Vivaz Pro-სთან პროგრამების დაყენებისას, თითქმის ყოველ ჯერზე მიწერს Certificate Expired. თითქმის ყველაფერი ვცადე გამოსასწორებლად, მაგრამ არაფერმა იმუშავა:

1. დროის უკან დაწევა

2. App Settings-ის გასწორება

3. სერტიფიკატის გამოწერა და პროგრამების ხელით Singing

მაგრამ არაფერი შველის. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიცაა, რომ რამდენიმე პროგრამას, მაგალითად Skype, Opera Mobile, X-Plore, თავისუფლად აყენებს, მაგრამ იმას, რომელსაც მე ვუკეთებ signing-ს - ვერა(Signing-ს იმიტომ ვუკეთებ, რომ ისე არ ყენდება, რა სერტიფიკატიც არ უნდა ჰქონდეს :]] ). მაგან მაფიქრებინა, რომ სერტიფიკატი არ ვარგა და ახლიდან გამოვიწერე OPDA-დან, მაგრამ ისევ იგივე მომცეს.

მაგრამ ზოგიერთ პროგრამას უკვე აქვს მოქმედი და valid სერტიფიკატი, მაგრამ ვერც იმათ აყენებს.

ვინმემ ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს? ან სერტიფიკატის მოპოვების სხვა გზა ხო არ იცით?

მადლობა წინასწარ!

Link to comment
Share on other sites

მე სერთიფიკატებს აქედან ვაკეთებ: http://allnokia.ru/symb_cert/

ან კიდევ, შეიძლება ხელითაც დაამზადო: http://allnokia.ru/kcenter/view-123.htm

და მუშაობს საკაიფოდ

ხო, Key-ს კოდი ხომ არ გეშლება?

ზოგს არ უდა საერთოდ (თუ არაა მითითებული) ზოგს კი 12345678 ან 01234567 აქვს

Link to comment
Share on other sites

ვა ძალიან დიდი მადლობა :) თან გავარკვიე, რომ სერტიფიკატის ბრალი ყოფილა, იმიტომ რომ სხვა Signed პროგრამები გადმოვიწერე, რომელიც ჩვეულებრივად ყენდება, მაგრამ მე რომ ვაწერ ჩემს სერტიფიკატს, მერე ვეღარ. ვცდი და მოგწერ.

რას შეეხება Key-ს, ინსტრუქციაში არ არის მითითებული, მაგრამ მაინც ვცდი და ეგ პროგრამის Key არის თუ სერტიფიკატთან აქვს კავშირი?

P.S. შევუკვეთე სერტიფიკატი და იმწამსვე ამომიგდო და ეგ შესაძლებელია? :)) და ეს IMEI კოდი ყველა Vivaz Pro-ს ერთნაირი აქვს, თუ თითოეულ ტელეფონს საკუთარი?

Link to comment
Share on other sites

მოკლედ, როცა კონკეტულ IMEI-ზე უკვეთავ სერთიფიკატს, მზადება მთელ სპექტრზე (სადღაც 1000-მდე IMEI-ზე)

ხოდა შესაძლოა მაგათში მოყვა შენი

ან კიდვ, თუ ნახმარი იყიდე, შესაძლოა წინა პატრონს ჰქონდა გაკეთებული...

მოკლე, თუ მუშაობს რა მნიშვნელობა აქვს

KEY ფაილი სჭირდება სერთიფიკატთან ერთად პროგრამის signing-ისთვის

როგორც გითხარი, დატოვე ცარიელი, ან 12345678

რომელიმე იმუშავებს...

მაგ საიტზევეა ახსნილი სერთიფიცირების გზბიც (კომპით ან ტელეფონით)

Link to comment
Share on other sites

მოკლედ, როცა კონკეტულ IMEI-ზე უკვეთავ სერთიფიკატს, მზადება მთელ სპექტრზე (სადღაც 1000-მდე IMEI-ზე)

ხოდა შესაძლოა მაგათში მოყვა შენი

ან კიდვ, თუ ნახმარი იყიდე, შესაძლოა წინა პატრონს ჰქონდა გაკეთებული...

მოკლე, თუ მუშაობს რა მნიშვნელობა აქვს

KEY ფაილი სჭირდება სერთიფიკატთან ერთად პროგრამის signing-ისთვის

როგორც გითხარი, დატოვე ცარიელი, ან 12345678

რომელიმე იმუშავებს...

მაგ საიტზევეა ახსნილი სერთიფიცირების გზბიც (კომპით ან ტელეფონით)

ნახამრი არ მიყიდია :) და საქმეც ის არის, რომ არც ეს მუშაობს და მემგონი აქაც OPDA-ს სერტიფიკატი ამომიგდო, იმიტომ, რომ ზუსტად ერთნაირი ზომის იყვნენ, უბრალოდ სახელებით განსხვავდებოდნენ. რაც შეეხება Signing-ს, რა თქმა უნდა key ფაილსაც ვდებ, მე უბრალოდ პაროლზე არ ვიცოდი, მაგრამ ცარიელს დავტოვებ თუ 1234567-ს ან 12345678-ს ჩავწერ, მაინც Certificate Expired-ს მიწერს. რაიმე სხვა გზა არ არსებობს, რომ სრულიად ახალი სერტიფიკატი დამიმზადონ? OPDA-ზე წავშალე და ახლიდან შევუკვეთე, მაგრამ წამებში იგივე ამომიგდო, რაღაც სხვა ჩინურ საიტზეც ვცადე, მაგრამ იქაც ეს მომცა, ამ რუსულ საიტზეც იგივე. და ეს საიტები ერთმანეთს უგზავნიან დამზადებულ სერტიფიკატებს თუ რა ხდება ვერ გავიგე : ))

Link to comment
Share on other sites

ერთი პრინციპით მუშაობენ

დრო ხომ სწორად გაქვს ტელეფონში?

კიდევ, ამ ფორუმზე save-მ იცოდა სერთიფიკატის თავისით გაკეთება, მისწერე და გამოგიგზავნის ტუტორიალს

Link to comment
Share on other sites

ერთი პრინციპით მუშაობენ

დრო ხომ სწორად გაქვს ტელეფონში?

კიდევ, ამ ფორუმზე save-მ იცოდა სერთიფიკატის თავისით გაკეთება, მისწერე და გამოგიგზავნის ტუტორიალს

დრო სწორი მაქვს

კარგი მივწერ, მადლობა :)

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

გადავჭერი პრობლემა. ტელეფონი გამიფუჭდა სხვა მიზეზის გამო, ოფიციალურ სერვის ცენტრში გავაკეთებინე(გადავაყენებინე სისტემა) და ეხლა აღარანაირი პრობლემა არ აქვს იმავე სერტიფიკატზე. არ ვიცი რა ჭირდა ტელეფონს, მაგრამ რაღაც განსხვავებული პროგრამით გადამიყენეს ალბათ. თან ეგეთი პრობლემა არ გამიგია, რომ ვინმეს ჰქონოდა :)

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.