Inferno Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 ATI 5850 With Nvidia 8800 GTS PhysX ჩემს მიერ მომზადებულ რევიუში მინდა განვიხილო საკმაოდ საინტერესო ტესტირების შედეგები. ტესტირება ჩატარდა ორ ვიდეო დაფაზე, ესენია: XFX 5850 Black Edition და XFX 8800 GTS. დამეთანხმებით აქ შესადარებელი არაფერია თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ამ კარტების ჰიბრიდი რათა დაგვედგინა რამდენად რეალურია ატის ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა NVIDIA® PhysX®! ყველასათვის ცნობილია ის ერთ-ერთი "კოზირი" რის გამოც მეტი მომმხარებელი ყავს ნვიდიას და ესაა ფიზიკა (PhysX). ძნელია არ დაეთანხმო ნვიდიას და ნვიდიას ვიდეო დაფის ყველა მომხმარებელს ამ ფაქტზე რადგან თამაში ხდება მეტად რელისტიკური, სრულყოფილი და ის პატარა ელემენტები რაც ფიზიკას შეაქვს თამაშში უმნიშვნელო ნამდვილად არაა ასე რომ აქ ნვიდია უდაოდ წინაა. პირადად გავატარე ტესტები და სხვაობით ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი. (3-4 კარტიდან რაც მქონია მარტო ერთი იყო ნვიდია და ისაც FX 5200 ასე რომ აღსაფრთოვანებელი ნამდვილად მქონდა ამ მხრივ) ამ მცირე შესავლის შემდეგ უკვე გადავალ სატესტო სისტემაზე და შედეგებზე. სატესტო სისტემად იყო ჩემი კომპიუტერი 5850-ით, ხოლო 8800 GTS მოგვაწოდა ჩვენი თიმის წევრმა სოსო-მ. ფოტოები სამუშაო მაგიდიდან: სატესტო სისტემა: MB: Asus Maximus Formula CPU: Intel E8400 4.05GHz RAM: OCZ Flex 2X1GB 1200MHz / Corsair Dominator 2X1GB 1066Mhz VGA: XFX 5850 1GB Black Edition და XFX 8800 GTS 512Mb სტოკ სიხშირეებზე HDD Seagate 160Gb + Seagate Maxtor 500GB 32mb PSU: Tagan PipeRock TG800-BZ OS: Windows 7 64Bit Drivers: Nvidia Forceware 257.21, ATi Catalyst 10.6 With Hybrid PhysX Mod 1.04ff სანამ უშუალოდ გადავიდოდე ტესტირების შედეგებზე ვეცდები მოკლედ აგიხსნათ როგორ ხდება ატი-ს ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა. ფიზიკის ჩართვა ხდება ფიზიკის "მოდის" დახმარებით რომელიც გამოიგონე ერთმა ჭკვიანმა კაცმა სახელად GenL. ვინაიდან ფიზიკის ჩართვა გვინდა ატიზე რადგანაც ნვიდიას ისედაც აქვს ამისათვის ვიწერთ და ვაყენებთ ნვიდიას დრაივერს 257.21 და ზევით. შემდეგ ვაყენებთ GenL-ის მოდს და ფიზიკა ჩართულია სისტემაში. იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ფიზიკა ნამდვილად ჩართულია ატი-ს კარტაზე ვნახულობთ GPU-Z. ესაა ჩემს მიერ გადაღებული სქრინები სადაც ჩანს ატი-ს კარტაზე გააქტიურებული ფიზიკა: ტესტირების შედეგები: 3DMark 2005 საინტერესო იყო ფიზიკის გავლენა futuremark-ის ტესტებზე და სოსომაც დიდი დაინტერესება გამოხატა ამ მხრივ. როგორც ხედავთ შედეგი თქვენ წინაა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ფიზიკა ატიზე უკან წევს 5850-ს: 3DMark 2006 როგორც ხედავთ აქაც იგივე შემთხვევაა როგორც ზემოთ ავღნიშნე როცა 3DMark 2006-ს არ მოწონს ფიზიკა ატიზე და ამუხრუჭებს მას, მცირედით თუმცა მაინც: 3DMark Vantage აი აქ კი სხვაგავარდაა საქმე. ყველამ იცით როგორ უყვარს ფიზიკა Vantage-ს და როგორ იღებს "fake" ქულებს ბენჩი. სხვთაშორის პირველი ეს ბენჩი გავატარე ატი+ფიზიკაზე და მივხვდი რომ ფიზიკა ნაღდად მუშაობდა: AvP D3D11 Benchmark ერთ-ერთი ყველაზე პირველი თამაში DX11-ით. აქ თითქოსდა ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო თუმცა მიუხედავად იმისა რომ თამაშს ფიზიკა არ აქვს მაინც შესამჩნევი სხვაობა მოგვცა ჩვენმა ატი/ნვიდია ჰიბრიდმა: Resolution: 1680 x 1050, Anisotropic Filtering: 16, SSAO: ON, Vertical Sync: OFF, DX11 Tessellation: ON, DX11 Advanced Shadows: ON, DX11 MSAA Samples: 1 Batman - Arkham Asylum v1.1 აი ეს კი მართლაც ყველაზე მეტად დახვეწილი და თანამედროვე თამაში რაც კი ფიზიკაზე გამოსულა. შედეგით და თამაშის ცვლილებით პირადად აღფრთოვანებლი დავრჩი. მარტო ამ თამაშის გულისთვის ღირს ფიზიკის ჩართვა ატიზე. ამავე თამაშზე ტესტი გავატარე ცალკე ნვიდიას 8800-ზეც რათა უფრო ზუსტად გამოჩენილიყო ძალათა სხვაობა და საბოლოო ეფექტი. ეს ყოველივე შედეგში კარგად აისახა: Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, PhysX: High, Antialiasing: on Cryostasis შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ეს თამაში და გასაკვირი არცაა, პირადი აზრით თამაში ნაღდად ვერ დაიკვეხნის სთორით, მაგრამ ჩვენ სატესტო თამაშებში მოხვდა ფიზიკის გამო ასე რომ სთორი გვერძე გადავდოთ და შედეგბს დავაკვირდეთ. აქაც ისევე როგორც ზემოთ ცალკე მოხდა ნვიდიას ტესტირება. როგორც ხედავთ აქაც საკმაო სხვაობა მოგვცა ფიზიკამ: Resolution: 1680x1050, Vertical sync: off, PhysX: on, Advanced PhysX Effects: on, Shader Model: 4.0, Antialiasing: on, Anostropic Filtering: on Darkest of Days კიდევ ერთი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშს მოყვება ფიზიკის ტესტი და პირდაპირ მისწრებაა ჩვენს შემთხვევაში. აქაც ცალკე მოხდა 8800-ის ტესტირება. შედეგბმაც არ დააყოვნა და როგორც ხედავთ ჰიბრიდი ჯერ-ჯერობით ამართლებას ჩვენ იმედებს: Resolution: 1680 x 1050, Graphic Details: Very High, Antialiasing: 16x, Anostropic Filtering: 16x DarkVoid ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშზე რეკომენდირებული მოთხოვნა ფიზიკის გააქტიურებაზე არის GTX 260 თუმცა ჩვენმა 8800-მა ნაღდად არ შეირცხვინა თავი (შეარცხვინა სოსო) და წარმატებით გაართვა თავი მოვალეობას: Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Quality: High, Model Quality: High, PhysX Effects: Low Metro 2033 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეინტინგული თამაში DX11-ით და ფიზიკით თუმცა საშინელი ოპტიმიზაციით. ყველა ალბათ ყველაზე მეტად ამ ტესტ ელოდა და მის შედეგბს თუმცა გაურკვევლი მიზეზების გამო ტესტი ჩავარდა. რაღათქმა უნდა ან 8800 DX10-ზე გადის ტესტებს. წინა ტესტებიდან გამომდინარე ამას ნაღდად არ ველოდი: Resolution: 1680 x 1050, Quality: Very High, DirectX 11, Antialiasing: MSAA 4x, Texture Filtering: AF16x, Advanced PhysX: on, Advanced Dof: On, Tessellation: On Mirror's Edge კიდევ ერთი გაუგებრობა. გაუგებრობა თუნდა იმიტომ რომ წესით ამ თამაშს 8800-იც უნდა მორეოდა და მითუმეტეს ჩვენი ჰიბრიდი. როგორც ხედავთ შედეგი ნაღდად არაა დამაკმაყოფილებელი. როგორცკი თამაშში შემოდის ფიზიკის ელემენტები FPS ვარდება საშინლად და ეს გრაფიკზეც კარგად ჩანს. მიზეზი დაუდგენელია. Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Detail: Highest, Graphic Quality: Highest, Antialiasing: 8XQ, PhysX Support: On Crysis Warhead ინტერესის გამო და ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად გავატარე ორი ისეთი თამაში სადაც ფიზიკა არაა და არც შედეგბი გამკვირვებია. დამეთანხმებით ისეთი ბენჩი როგორიც Crysis-ია ყველგან და ყოველთვის ტარდება და გამონაკლის არც ჩვენი შემთხვევა ყოფილა. როგორც ხედავთ შედეგები იდენტურია, ასე რომ იყოს მაინც ფიზიკა სიტემაში არაა პრობლემა Resolution: 1680 x 1050, DirectX 10, FSAA:8x, Vertical Sync: off, Mode: Enthusiast Resident Evil 5 ესაც ბოლო ბენჩი და როგორც ზემოთ ავღნიშნე ესაც ფიზიკის გარეშე. აქაც არაფერი სხვაობა არ მოგვცა ფიზიკამ და ტესტირებამაც მშვიდობით ჩაიარა: Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Antialiasing: 8X, Advanced Dof: On, Texture Detail: High, Overall Quality: High დასკვნა: ძალიან ბევრი მსურველი იყო ჩაეტარებინა მსგავსი ტესტირება და უფრო მეტი მსურველი იყო და არის ვისაც შედეგები აინტერესებდა. შემიძლია ვთქვა რომ ტესტირება შედგა და დავინახეთ რეალურად რას გვაძლევს ორი კარტის გაერთიანება. ასევე დაინგრა მითი "MythBusters" 8800-სთან დაკავშირებით, ბევრი ამბობდა რომ მინიმუმ GTX 260 იყო საჭირო, თუმცა როგორც ვნახეთ საკმაოდ კარგად ეჭირა თავი 8800-ს. ისეკი მეეჭვება ჩვენთან ატის 5XXX სერიას ვინმემ GTX 260 მიუდგას ამიტომ მივეძალოთ 8XXX სერიას. ახლად დასტარტული აპაჩესი არ იყოს თამამად შემიძლია ვთქვა It Works! By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/ მხოლოდ overclockers.ge-სათვის! P.S მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ 8XXX სერიის ჩადგმაზე სისტემაში. სოსო ძალია კაი კარტაა და შენ ხო მეორეც გაქ უკეთესი? :D 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted November 22, 2010 Share Posted November 22, 2010 ერთ ორ დღეში მეც მივუდგამ 8800GT-ს ჩემს 5850-ს და ვნახოთ როგორი მატება ექნება წარმადობაში ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted November 25, 2010 Share Posted November 25, 2010 სიკვდილ შენი დახმარება მჭირდება: ჩავსვი 8800 და საერთოდ ვერ ხედავს სისტემა კარტას, რისი ბრალი იქნება? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted November 25, 2010 Share Posted November 25, 2010 ვნახე რის ბრალიც იყო, ეს ჯამპერები ყოფილა გადასახტუნებელი 2-3 ზე : Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted November 25, 2010 Share Posted November 25, 2010 ესეც შედეგი და ფოტო გალერეა: ცოტა ცუდი ხარისხია მარა ჩანს რაღაცა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted November 25, 2010 Author Share Posted November 25, 2010 საგოლ კაია. აბა ისეთ თამშებში გატარე სადაც ფიზიკაა კაი რაღაცა გამოვა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted November 26, 2010 Share Posted November 26, 2010 მაფია 2 გავტესტე და მაგრად უბერავდა ბოლომდე აწეულ ფიზიკაზე მარა წამართვა ჩემმა ძმამ კარტა და აღარ მაქ ბექამ თუ არ გამიცვალა 470-ში დავითრევ 8800-ს ან მაგის დონისას და გამოვა კაი დუეტი ;) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Inferno Posted November 26, 2010 Author Share Posted November 26, 2010 აა მეთქი შენ დაითრიე იმენა, მაფიაზე ვერ გავტესტე სამწუხაროდ მერეგამოვიდა თამაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 ვერ გამოდის 8600 მივუდგი მარა ფიზიკას ვერ ვრთავ უახლესი დრაივერები მიყენია ის ჰიბრიდ მოდიც დავაყენე მარა არ შვრება :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 10.6 + 257.21 + Hybrid mode აბა ესე ცადე წესით უნდა გამოვიდეს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bekuna Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 ვცდი აბა ამ დღეებში..ამოვიღე დღეს და შევინახე მეთქი იქნებ გაიყიდოს :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 Quadro FX3700 და msi R5830-ზე ჩამართვევინეთ ხალხო რა მოხდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 Quadro FX3700 და msi R5830-ზე ჩამართვევინეთ ხალხო რა მოხდება როგორც ვიცი ძველი დრაივერებით უნდა იჩალიჩო თუ ფიზიკის ჩართვა გინდა პლუს მაგას Quadro FX3700 ამის მოდიფიცირებული დრაივერი არ იქნება დეკსტოპ ვიდეო დაფებზე არის გაკეთებული მოდიფიცირეული დრაივერები Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 როგორც ვიცი ძველი დრაივერებით უნდა იჩალიჩო თუ ფიზიკის ჩართვა გინდა პლუს მაგას Quadro FX3700 ამის მოდიფიცირებული დრაივერი არ იქნება დეკსტოპ ვიდეო დაფებზე არის გაკეთებული მოდიფიცირეული დრაივერები ხო ვერ ვნახე ამისთვის შექმნილი ჰიბრიდი დრაივერი ჩემ თემაში როგორც მიწერია ეგრეც შანის არაა ხომ რომ გაკეთდეს :| ახლა რომ ვცადო და ორივე ჩავაყენო მაზერში, ati-ზე მივაერთო მონიტორი nvidia ქვედა სლოტში ჩავსვა, მერე ორივეს ოფიციალური დრაივერი დავაყენო, ეგრე არ გამოვა არა? :DDDDDDD რა იტყვი სოსო ვცადო? :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 სცადე მაგრამ არ გამოვა ეგრე ფიზიკის დრაივერიც დააყენე ცალკე რომ ჩავთვალოთ ყველაფერი სცადე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted May 9, 2012 Share Posted May 9, 2012 აბა გავდივარ და იმედია დაყენდება იმედია არაფერი დაშავდება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted May 10, 2012 Share Posted May 10, 2012 კვება არ გამიქაჩავს თორემ 8800 GTX 768მბ, ტყუილად ცდება უჯრაში :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted May 10, 2012 Share Posted May 10, 2012 ფიზიკაზე რა კვება უნდა მოგთხოვოს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted May 10, 2012 Share Posted May 10, 2012 რავი, ეყოფა ვითომ? ვეჭვობ მაინც, სისტემაც რაზგონზეა 24/7-ისთვის...12-13A `5850- ხო უნდა პროცესორს რაზგონზე რამდენი მიაქვს არვიცი... 10 ამპერი ვთვათ.. + 3-4 ამპერიც და დამრჩა 8-9 ამპერი არამგონია 8800 gtx-ს ეყოს :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
vaxoxvitia94 Posted May 12, 2012 Share Posted May 12, 2012 არ მეგონა თუ ატის და ნვიდია იმუავებდა ერთ სისტემაში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
MaKaRoV Posted May 13, 2012 Share Posted May 13, 2012 ფიზიკაზე რო ენვიდიამ იმუშაოს და ისე ატიმ უფრო გამართლებული არ იქნება? ატი უფრო ძლიერია და ენვიდია უნდა ეყოს ფიზიკას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted May 13, 2012 Share Posted May 13, 2012 ფიზიკაზე რო ენვიდიამ იმუშაოს და ისე ატიმ უფრო გამართლებული არ იქნება? ატი უფრო ძლიერია და ენვიდია უნდა ეყოს ფიზიკას ეგრე ამუშავეს აქაც აბა ატი ფიზიკაზე არც აქვს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted November 11, 2012 Share Posted November 11, 2012 დღეს ვაჰიბრიდებ 5850+8800 GT ვნახოთ რა გამოვა :baby: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
xosito Posted November 11, 2012 Share Posted November 11, 2012 ჰა რახდება მშვიდობით ჩაიარა დაჰიბრიდებამ? :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted November 11, 2012 Share Posted November 11, 2012 არა, 285,62 დრაივერით ვსინჯე ვერ გავიგე რაუნდა,, საფორთში უწერია Hybrid-PhysX-mod-1.05ff-ს 285 დრაივერი... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.