Jump to content

ATI 5850 With Nvidia 8800 GTS PhysX


Recommended Posts

ATI 5850 With Nvidia 8800 GTS PhysX

ჩემს მიერ მომზადებულ რევიუში მინდა განვიხილო საკმაოდ საინტერესო ტესტირების შედეგები. ტესტირება ჩატარდა ორ ვიდეო დაფაზე, ესენია: XFX 5850 Black Edition და XFX 8800 GTS. დამეთანხმებით აქ შესადარებელი არაფერია თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ამ კარტების ჰიბრიდი რათა დაგვედგინა რამდენად რეალურია ატის ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა NVIDIA® PhysX®! ყველასათვის ცნობილია ის ერთ-ერთი "კოზირი" რის გამოც მეტი მომმხარებელი ყავს ნვიდიას და ესაა ფიზიკა (PhysX). ძნელია არ დაეთანხმო ნვიდიას და ნვიდიას ვიდეო დაფის ყველა მომხმარებელს ამ ფაქტზე რადგან თამაში ხდება მეტად რელისტიკური, სრულყოფილი და ის პატარა ელემენტები რაც ფიზიკას შეაქვს თამაშში უმნიშვნელო ნამდვილად არაა ასე რომ აქ ნვიდია უდაოდ წინაა.

პირადად გავატარე ტესტები და სხვაობით ნამდვილად აღფრთოვანებული დავრჩი. (3-4 კარტიდან რაც მქონია მარტო ერთი იყო ნვიდია და ისაც FX 5200 ასე რომ აღსაფრთოვანებელი ნამდვილად მქონდა ამ მხრივ)

ამ მცირე შესავლის შემდეგ უკვე გადავალ სატესტო სისტემაზე და შედეგებზე. სატესტო სისტემად იყო ჩემი კომპიუტერი 5850-ით, ხოლო 8800 GTS მოგვაწოდა ჩვენი თიმის წევრმა სოსო-მ.

ფოტოები სამუშაო მაგიდიდან:

76150392.th.jpg 91998066.th.jpg 93857561.th.jpg 54389620.th.jpg

სატესტო სისტემა:

MB: Asus Maximus Formula

CPU: Intel E8400 4.05GHz

RAM: OCZ Flex 2X1GB 1200MHz / Corsair Dominator 2X1GB 1066Mhz

VGA: XFX 5850 1GB Black Edition და XFX 8800 GTS 512Mb სტოკ სიხშირეებზე

HDD Seagate 160Gb + Seagate Maxtor 500GB 32mb

PSU: Tagan PipeRock TG800-BZ

OS: Windows 7 64Bit

Drivers: Nvidia Forceware 257.21, ATi Catalyst 10.6 With Hybrid PhysX Mod 1.04ff

სანამ უშუალოდ გადავიდოდე ტესტირების შედეგებზე ვეცდები მოკლედ აგიხსნათ როგორ ხდება ატი-ს ვიდეო დაფაზე ფიზიკის ჩართვა. ფიზიკის ჩართვა ხდება ფიზიკის "მოდის" დახმარებით რომელიც გამოიგონე ერთმა ჭკვიანმა კაცმა სახელად GenL. ვინაიდან ფიზიკის ჩართვა გვინდა ატიზე რადგანაც ნვიდიას ისედაც აქვს :) ამისათვის ვიწერთ და ვაყენებთ ნვიდიას დრაივერს 257.21 და ზევით. შემდეგ ვაყენებთ GenL-ის მოდს და ფიზიკა ჩართულია სისტემაში. იმისათვის რომ დავრწმუნდეთ ფიზიკა ნამდვილად ჩართულია ატი-ს კარტაზე ვნახულობთ GPU-Z.

ესაა ჩემს მიერ გადაღებული სქრინები სადაც ჩანს ატი-ს კარტაზე გააქტიურებული ფიზიკა:

sl1u3.png

ტესტირების შედეგები:

3DMark 2005

საინტერესო იყო ფიზიკის გავლენა futuremark-ის ტესტებზე და სოსომაც დიდი დაინტერესება გამოხატა ამ მხრივ. როგორც ხედავთ შედეგი თქვენ წინაა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ფიზიკა ატიზე უკან წევს 5850-ს:

3dmark2005.png

3DMark 2006

როგორც ხედავთ აქაც იგივე შემთხვევაა როგორც ზემოთ ავღნიშნე როცა 3DMark 2006-ს არ მოწონს ფიზიკა ატიზე და ამუხრუჭებს მას, მცირედით თუმცა მაინც:

3dmark2006.png

3DMark Vantage

აი აქ კი სხვაგავარდაა საქმე. ყველამ იცით როგორ უყვარს ფიზიკა Vantage-ს და როგორ იღებს "fake" ქულებს ბენჩი. სხვთაშორის პირველი ეს ბენჩი გავატარე ატი+ფიზიკაზე და მივხვდი რომ ფიზიკა ნაღდად მუშაობდა:

3dmarkvantage.png

AvP D3D11 Benchmark

ერთ-ერთი ყველაზე პირველი თამაში DX11-ით. აქ თითქოსდა ყველაფერი თავის ადგილზე უნდა ყოფილიყო თუმცა მიუხედავად იმისა რომ თამაშს ფიზიკა არ აქვს მაინც შესამჩნევი სხვაობა მოგვცა ჩვენმა ატი/ნვიდია ჰიბრიდმა:

Resolution: 1680 x 1050, Anisotropic Filtering: 16, SSAO: ON, Vertical Sync: OFF, DX11 Tessellation: ON, DX11 Advanced Shadows: ON, DX11 MSAA Samples: 1

avpd3d11benchmark.png

Batman - Arkham Asylum v1.1

აი ეს კი მართლაც ყველაზე მეტად დახვეწილი და თანამედროვე თამაში რაც კი ფიზიკაზე გამოსულა. შედეგით და თამაშის ცვლილებით პირადად აღფრთოვანებლი დავრჩი. მარტო ამ თამაშის გულისთვის ღირს ფიზიკის ჩართვა ატიზე. ამავე თამაშზე ტესტი გავატარე ცალკე ნვიდიას 8800-ზეც რათა უფრო ზუსტად გამოჩენილიყო ძალათა სხვაობა და საბოლოო ეფექტი. ეს ყოველივე შედეგში კარგად აისახა:

Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, PhysX: High, Antialiasing: on

batmanarkhamasylumv11.png

Cryostasis

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ეს თამაში და გასაკვირი არცაა, პირადი აზრით თამაში ნაღდად ვერ დაიკვეხნის სთორით, მაგრამ ჩვენ სატესტო თამაშებში მოხვდა ფიზიკის გამო ასე რომ სთორი გვერძე გადავდოთ და შედეგბს დავაკვირდეთ. აქაც ისევე როგორც ზემოთ ცალკე მოხდა ნვიდიას ტესტირება. როგორც ხედავთ აქაც საკმაო სხვაობა მოგვცა ფიზიკამ:

Resolution: 1680x1050, Vertical sync: off, PhysX: on, Advanced PhysX Effects: on, Shader Model: 4.0, Antialiasing: on, Anostropic Filtering: on

cryostasis.png

Darkest of Days

კიდევ ერთი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშს მოყვება ფიზიკის ტესტი და პირდაპირ მისწრებაა ჩვენს შემთხვევაში. აქაც ცალკე მოხდა 8800-ის ტესტირება. შედეგბმაც არ დააყოვნა და როგორც ხედავთ ჰიბრიდი ჯერ-ჯერობით ამართლებას ჩვენ იმედებს:

Resolution: 1680 x 1050, Graphic Details: Very High, Antialiasing: 16x, Anostropic Filtering: 16x

darkestofdays.png

DarkVoid

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაში დაფუძნებული ფიზიკაზე. ამ თამაშზე რეკომენდირებული მოთხოვნა ფიზიკის გააქტიურებაზე არის GTX 260 თუმცა ჩვენმა 8800-მა ნაღდად არ შეირცხვინა თავი (შეარცხვინა სოსო):D და წარმატებით გაართვა თავი მოვალეობას:

Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Quality: High, Model Quality: High, PhysX Effects: Low

darkvoid.png

Metro 2033

წლის ერთ-ერთი ყველაზე რეინტინგული თამაში DX11-ით და ფიზიკით თუმცა საშინელი ოპტიმიზაციით. ყველა ალბათ ყველაზე მეტად ამ ტესტ ელოდა და მის შედეგბს თუმცა გაურკვევლი მიზეზების გამო ტესტი ჩავარდა. რაღათქმა უნდა ან 8800 DX10-ზე გადის ტესტებს. წინა ტესტებიდან გამომდინარე ამას ნაღდად არ ველოდი:

Resolution: 1680 x 1050, Quality: Very High, DirectX 11, Antialiasing: MSAA 4x, Texture Filtering: AF16x, Advanced PhysX: on, Advanced Dof: On, Tessellation: On

metro2033k.png

Mirror's Edge

კიდევ ერთი გაუგებრობა. გაუგებრობა თუნდა იმიტომ რომ წესით ამ თამაშს 8800-იც უნდა მორეოდა და მითუმეტეს ჩვენი ჰიბრიდი. როგორც ხედავთ შედეგი ნაღდად არაა დამაკმაყოფილებელი. როგორცკი თამაშში შემოდის ფიზიკის ელემენტები FPS ვარდება საშინლად და ეს გრაფიკზეც კარგად ჩანს. მიზეზი დაუდგენელია.

Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Texture Detail: Highest, Graphic Quality: Highest, Antialiasing: 8XQ, PhysX Support: On

sedge.png

Crysis Warhead

ინტერესის გამო და ზედმეტი კითხვების თავიდან ასაცილებლად გავატარე ორი ისეთი თამაში სადაც ფიზიკა არაა და არც შედეგბი გამკვირვებია. დამეთანხმებით ისეთი ბენჩი როგორიც Crysis-ია ყველგან და ყოველთვის ტარდება და გამონაკლის არც ჩვენი შემთხვევა ყოფილა. როგორც ხედავთ შედეგები იდენტურია, ასე რომ იყოს მაინც ფიზიკა სიტემაში არაა პრობლემა :D

Resolution: 1680 x 1050, DirectX 10, FSAA:8x, Vertical Sync: off, Mode: Enthusiast

crysiswarhead.png

Resident Evil 5

ესაც ბოლო ბენჩი და როგორც ზემოთ ავღნიშნე ესაც ფიზიკის გარეშე. აქაც არაფერი სხვაობა არ მოგვცა ფიზიკამ და ტესტირებამაც მშვიდობით ჩაიარა:

Resolution: 1680 x 1050, Vertical Sync: off, Antialiasing: 8X, Advanced Dof: On, Texture Detail: High, Overall Quality: High

residentevil5.png

დასკვნა:

ძალიან ბევრი მსურველი იყო ჩაეტარებინა მსგავსი ტესტირება და უფრო მეტი მსურველი იყო და არის ვისაც შედეგები აინტერესებდა. შემიძლია ვთქვა რომ ტესტირება შედგა და დავინახეთ რეალურად რას გვაძლევს ორი კარტის გაერთიანება. ასევე დაინგრა მითი "MythBusters" 8800-სთან დაკავშირებით, ბევრი ამბობდა რომ მინიმუმ GTX 260 იყო საჭირო, თუმცა როგორც ვნახეთ საკმაოდ კარგად ეჭირა თავი 8800-ს. ისეკი მეეჭვება ჩვენთან ატის 5XXX სერიას ვინმემ GTX 260 მიუდგას ამიტომ მივეძალოთ 8XXX სერიას. ახლად დასტარტული აპაჩესი არ იყოს თამამად შემიძლია ვთქვა It Works!

By sikvdila /ზვიად ხარატიშვილი/

მხოლოდ overclockers.ge-სათვის!

P.S მე უკვე სერიოზულად ვფიქრობ 8XXX სერიის ჩადგმაზე სისტემაში. სოსო ძალია კაი კარტაა და შენ ხო მეორეც გაქ უკეთესი? :D :D

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ერთ ორ დღეში მეც მივუდგამ 8800GT-ს ჩემს 5850-ს და ვნახოთ როგორი მატება ექნება წარმადობაში ;)

Link to comment
Share on other sites

სიკვდილ შენი დახმარება მჭირდება: ჩავსვი 8800 და საერთოდ ვერ ხედავს სისტემა კარტას, რისი ბრალი იქნება?

Link to comment
Share on other sites

ვნახე რის ბრალიც იყო, ეს ჯამპერები ყოფილა გადასახტუნებელი 2-3 ზე :

z0ux5.jpg

Link to comment
Share on other sites

ესეც შედეგი და ფოტო გალერეა:

dzg.png

ცოტა ცუდი ხარისხია მარა ჩანს რაღაცა chojinfc.gif

6vtyk.jpg

thke2.jpg

Link to comment
Share on other sites

საგოლ კაია. აბა ისეთ თამშებში გატარე სადაც ფიზიკაა კაი რაღაცა გამოვა

Link to comment
Share on other sites

მაფია 2 გავტესტე და მაგრად უბერავდა ბოლომდე აწეულ ფიზიკაზე მარა წამართვა ჩემმა ძმამ კარტა და აღარ მაქ :(

ბექამ თუ არ გამიცვალა 470-ში დავითრევ 8800-ს ან მაგის დონისას და გამოვა კაი დუეტი ;)

Link to comment
Share on other sites

აა მეთქი შენ დაითრიე იმენა, მაფიაზე ვერ გავტესტე სამწუხაროდ მერეგამოვიდა თამაში

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვერ გამოდის

8600 მივუდგი მარა ფიზიკას ვერ ვრთავ

უახლესი დრაივერები მიყენია

ის ჰიბრიდ მოდიც დავაყენე მარა არ შვრება :(

Link to comment
Share on other sites

ვცდი აბა ამ დღეებში..ამოვიღე დღეს :D

და შევინახე მეთქი იქნებ გაიყიდოს :(

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

Quadro FX3700 და msi R5830-ზე ჩამართვევინეთ ხალხო რა მოხდება :D

Link to comment
Share on other sites

Quadro FX3700 და msi R5830-ზე ჩამართვევინეთ ხალხო რა მოხდება :D

როგორც ვიცი ძველი დრაივერებით უნდა იჩალიჩო თუ ფიზიკის ჩართვა გინდა

პლუს მაგას Quadro FX3700 :xeli:

ამის მოდიფიცირებული დრაივერი არ იქნება

დეკსტოპ ვიდეო დაფებზე არის გაკეთებული მოდიფიცირეული დრაივერები

Link to comment
Share on other sites

როგორც ვიცი ძველი დრაივერებით უნდა იჩალიჩო თუ ფიზიკის ჩართვა გინდა

პლუს მაგას Quadro FX3700 :xeli:

ამის მოდიფიცირებული დრაივერი არ იქნება

დეკსტოპ ვიდეო დაფებზე არის გაკეთებული მოდიფიცირეული დრაივერები

ხო ვერ ვნახე ამისთვის შექმნილი ჰიბრიდი დრაივერი :(

ჩემ თემაში როგორც მიწერია ეგრეც შანის არაა ხომ რომ გაკეთდეს :|

ახლა რომ ვცადო და ორივე ჩავაყენო მაზერში, ati-ზე მივაერთო მონიტორი nvidia ქვედა სლოტში ჩავსვა, მერე ორივეს ოფიციალური დრაივერი დავაყენო, ეგრე არ გამოვა არა? :DDDDDDD

რა იტყვი სოსო ვცადო? :)

Link to comment
Share on other sites

სცადე მაგრამ არ გამოვა ეგრე :D

ფიზიკის დრაივერიც დააყენე ცალკე რომ ჩავთვალოთ ყველაფერი სცადე

Link to comment
Share on other sites

აბა გავდივარ და იმედია დაყენდება :D

იმედია არაფერი დაშავდება :)

Link to comment
Share on other sites

კვება არ გამიქაჩავს თორემ 8800 GTX 768მბ, ტყუილად ცდება უჯრაში :user:

Link to comment
Share on other sites

რავი, ეყოფა ვითომ?

ვეჭვობ მაინც, სისტემაც რაზგონზეა 24/7-ისთვის...

12-13A `5850- ხო უნდა პროცესორს რაზგონზე რამდენი მიაქვს არვიცი... 10 ამპერი ვთვათ.. + 3-4 ამპერიც და დამრჩა 8-9 ამპერი არამგონია 8800 gtx-ს ეყოს :user:

Link to comment
Share on other sites

არ მეგონა თუ ატის და ნვიდია იმუავებდა ერთ სისტემაში

Link to comment
Share on other sites

ფიზიკაზე რო ენვიდიამ იმუშაოს და ისე ატიმ უფრო გამართლებული არ იქნება? ატი უფრო ძლიერია და ენვიდია უნდა ეყოს ფიზიკას

Link to comment
Share on other sites

ფიზიკაზე რო ენვიდიამ იმუშაოს და ისე ატიმ უფრო გამართლებული არ იქნება? ატი უფრო ძლიერია და ენვიდია უნდა ეყოს ფიზიკას

ეგრე ამუშავეს აქაც აბა ატი ფიზიკაზე :D არც აქვს :D

Link to comment
Share on other sites

  • 5 months later...

ჰა რახდება მშვიდობით ჩაიარა დაჰიბრიდებამ? :D

Link to comment
Share on other sites

არა, 285,62 დრაივერით ვსინჯე ვერ გავიგე რაუნდა,,

საფორთში უწერია Hybrid-PhysX-mod-1.05ff-ს 285 დრაივერი...

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.