Jump to content

AMD Radeon HD 7970 ცოტა რამ მის შესახებ


Recommended Posts

209632c3a8db.jpg

რასაკვირველია, ახალი ვიდეოადაპტერისგან უფრო მეტს მოითხოვდნენ, ვიდრე ეს მის წინამორბედებს შეეძლოთ და არც შემცდარან. არქიტეტურაში გაუმჯობესებულია უამრავი რამ, როგორიცაა ვექტორული ერთეულები, Stream პროცესორების ფუნქციონირება, გეომეტრიული ძრავი, GCN ტესლაცია, ქეშ მეხსიერების ფუნქციონირება და მრავალი სხვა. HD 7970-ს გააჩნია მე-9 თაობის გეომეტრიული ძრავი.

რეალურად კი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე HD 7970 ერთადაპტერიან სისტემებში დღეისათვის ყველაზე მაღალწარმადოვანია. იგი ბენჩმარკებში მხოლოდ და მხოლოდ ორბირთვიან ან ორადაპტერიან (SLI ან CrossFireX) სისტემებთან აგებს. ფაქტია, რომ 28 ნანომეტრი და თვისობრივად ახალი არქიტექტურა თავისას შვრება. GTX 590 და HD 6990 - ვიდეოადაპტერები, რომლებიც დღეისათვის ერთადერთ კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ AMD-ს ახალი შედევრისა. თუმცა Dual GPU ვიდეოადაპტერების შედარება Single GPU ადაპტერთან არც ისე სწორი იქნებოდა. ისინი ხომ სხვადასხვა კლასს მიეკუთვნებიან.

ენერგომოხმარების კუთხით Radeon HD 7970 საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. დაუტვირთავ რეჟიმში იგი მხოლოდ 12W ენერგიას მოიხმარს, მაშინ როცა მაქსიმალურ დატვირთვაზე ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 270 ვატს შეადგენს. ცნობისათვის GTX 580-ს ამ რეჟიმში სრული 326 ვატი ესაჭიროება, ხოლო ორთავიან მონსტრ HD 6990-ს კი 404 (!). ბუნებრივია, ასეთი დაბალი ენერგომოხმარება სწორედაც რომ ტექპროცესის 28 ნანომეტრზე ჩამოყვანამ განაპირობა, თუმცა ლამის ოთხნახევარი მილიარდი ტრანზისტორისთვის მაინც შესანიშნავი შედეგია. ენერგოეკონომიურობა თავის დადებით გავლენას ახდენს თბოგამოყოფაზეც და ოვერქლოქერებისთვის მიმზიდველ მოწყობილობად აქცევს HD 7970-ს. ვიდეოადაპტერს აჩქარების არნახული პოტენციალი გააჩნია. გარდა იმისა, რომ მისი სასტარტო სიხშირე 925 MHz-ით არის განსაზღვრული, ადვილად შესაძლებელია ძაბვის მომატებით ამ მაჩვენებლის 1200MHz+ გაზრდა. ამით ისარგებლა ტაივანელმა ოვერქლოქერმა ანდრე იანგმა და ვიდეოდაპტერების ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა AMD-ს ბოლო შედევრებით. მას მხოლოდ 3D Mark 2001 დისციპლინაში არ დაუფიქსირებია რეკორდული შედეგი.

რეფერენს მოდელების გარდა, რომლებიც AMD-ს თითქმის ყველა პარტნორმა შემოგვთავაზა, უკვე გამოჩნდა ალტერნატიული გადაწყვეტილებებიც. პირველი ამ საკითხში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, XFX გახლდათ. კომპანიაში გადაწყვიტეს წარსულის ბედნიერი დროის გახსენება და Black Edition სერია გააცოცხლეს. XFX Radeon HD 7970 Black Edition ვიდეოადაპტერი სრულ ერთ გიგაჰერცზე მუშაობს და სტანდარტულ ვერსიაზე მხოლოდ $40-ით მეტი ღირს. მას ორვენტილატორიანი გაუმჯობესებული კონსტრუქციის გაგრილების სისტემა ამშვენებს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.

მეორე ბრენდი, რომლის ყურადღებაც ახალმა გრაფიკულმა ადაპტერმა მიიპყრო, ასევე ტაივანური Asus გახლავთ. კომპანია ASUS-მა წარადგინა პრემიუმ კლასის DirectCu II სერიის Radeon HD 7970 ვიდეო ბარათი, რომელსაც გააჩნია არასტადარტული დიზაინი და შესანიშნავი გაგრილების სისტემა. იგი იყენებს Asus ის საკუთარ 10+1+1 ძაბვის კონტროლერს ( VRM -ს ), რომელიც ენერგიას იღებს 2 ცალი 8-პინიანი PCIe მაკავშირებლით. ამ ვიდეო ბარათს გააჩნია ტექნოლოგია "VGA Hotwire", რომელიც ასევე გამოყენებულია Asus ROG Rampage IV დედა დაფაზე და მისი მეშვეობით ხდება ძაბვის კონტროლი. თითქმის ასეთივე ტექნიკური მახასიათებლების მქონე Gigabyte R797OC-3GD-ს მალე ვიხილავთ გაყიდვაში. კომპანიამ იგი საფირმო სამვენტილატორიანი გაგრილების სისტემით აღჭურვა და ოვერქლოქერებს უკვე თამამად შეუძლიათ ააჩქარონ ეს შესანიშნავი ჰარდი ისე, რომ არ შეეშინდეთ გადახურების. ჯერი MSI-ზეა, სავარაუდოდ მალე ვიხილავთ Twin Frozr III-ს. როგორც მოგეხსენებათ ეს სერია ბრწყინვალე თერმორეგულირებით და მაღალი წარმადობით გამოირჩევა. სავარაუდოდ, მისი ფასი რეფერენს მოდელისგან $100-ით მაინც იქნება განსხვავებული. რეფერენს მოდელების გამოშვებაში კი პირველი ისევ და ისევ AMD/ATI-ს უკვდავი პარტნიორი Sapphire გახლდათ. იმედია მალე ვიხილავთ Vapor-X ვერსიასაც მათი შესრულებით.

HD 7970-ის წარმატებული დებიუტის შემდგომ AMD სერიოზულად მუშაობს მისი უმცროსი ძმის HD 7950-ის დახვეწაზეც. უკვე არსებობს მისი რამდენიმე ოფიციალური/არაოფიციალური ფოტო და სულ მალე ვიხილავთ კიდეც მას გაყიდვაში. საორიენტაციო ფასად $400 სახელდება, თუმცა დიდი ალბათობით მალე დავა ეს უკანასკნელი უფრო დაბალ ნიშნულამდე. რაც შეეხება Dual GPU-ს მქონე HD 7990-ს, იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ AMD-ს პროექტის სახით არსებობს და უკვე მოიაზრება ყველა დროის ყველაზე მძლავრ ვიდეოადაპტერად.

ავტორი: iTMaster ( ილია ღვინიაშვილი)

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.