Jump to content

iTMaster

წევრი
  • Posts

    11
  • Joined

  • Last visited

Profile Information

  • Gender
    Not Telling
  • OS
    Tbilisi
  • CPU
    AMD K10
  • MoBo
    Hewlett-Packard
  • GPU
    ATI Radeon HD
  • RAM
    4 GB
  • HDD
    595 GB
  • PSU
    HX1000W

iTMaster's Achievements

Newbie

Newbie (1/14)

5

Reputation

  1. მოგესალმებით ყველას იქნებ მითხრათ როგორ დავკრეკო პროგრამა მაგალითად WmCapture 6_ს კრეკი არ მოყვება და თითქმის არც იშოვება და აი რაღაც პროგრამით რო კრეკავენ ეგ როგორ ხდება იქნებ კარგად ამიხსნათ ?
  2. პროგრამა: Iobit Uninstaller დააყენე და წაშალე Hkey Local Machine_იდანაც და თავიდან დააყენე ... 100%_ით უშველის თუ არ უშველა პირადში მომწერე და სხვა ხერხს გეტყვი :)
  3. Cpu-Z ; Gpu-Z და შენი Bios_ის სურათები დადე თუ გსურს, რომ დაგეხმაროთ :)
  4. ახალივით და იაფად ეგ რთული საქმეა : ))) :D
  5. რასაკვირველია, ახალი ვიდეოადაპტერისგან უფრო მეტს მოითხოვდნენ, ვიდრე ეს მის წინამორბედებს შეეძლოთ და არც შემცდარან. არქიტეტურაში გაუმჯობესებულია უამრავი რამ, როგორიცაა ვექტორული ერთეულები, Stream პროცესორების ფუნქციონირება, გეომეტრიული ძრავი, GCN ტესლაცია, ქეშ მეხსიერების ფუნქციონირება და მრავალი სხვა. HD 7970-ს გააჩნია მე-9 თაობის გეომეტრიული ძრავი. რეალურად კი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე HD 7970 ერთადაპტერიან სისტემებში დღეისათვის ყველაზე მაღალწარმადოვანია. იგი ბენჩმარკებში მხოლოდ და მხოლოდ ორბირთვიან ან ორადაპტერიან (SLI ან CrossFireX) სისტემებთან აგებს. ფაქტია, რომ 28 ნანომეტრი და თვისობრივად ახალი არქიტექტურა თავისას შვრება. GTX 590 და HD 6990 - ვიდეოადაპტერები, რომლებიც დღეისათვის ერთადერთ კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ AMD-ს ახალი შედევრისა. თუმცა Dual GPU ვიდეოადაპტერების შედარება Single GPU ადაპტერთან არც ისე სწორი იქნებოდა. ისინი ხომ სხვადასხვა კლასს მიეკუთვნებიან. ენერგომოხმარების კუთხით Radeon HD 7970 საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. დაუტვირთავ რეჟიმში იგი მხოლოდ 12W ენერგიას მოიხმარს, მაშინ როცა მაქსიმალურ დატვირთვაზე ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 270 ვატს შეადგენს. ცნობისათვის GTX 580-ს ამ რეჟიმში სრული 326 ვატი ესაჭიროება, ხოლო ორთავიან მონსტრ HD 6990-ს კი 404 (!). ბუნებრივია, ასეთი დაბალი ენერგომოხმარება სწორედაც რომ ტექპროცესის 28 ნანომეტრზე ჩამოყვანამ განაპირობა, თუმცა ლამის ოთხნახევარი მილიარდი ტრანზისტორისთვის მაინც შესანიშნავი შედეგია. ენერგოეკონომიურობა თავის დადებით გავლენას ახდენს თბოგამოყოფაზეც და ოვერქლოქერებისთვის მიმზიდველ მოწყობილობად აქცევს HD 7970-ს. ვიდეოადაპტერს აჩქარების არნახული პოტენციალი გააჩნია. გარდა იმისა, რომ მისი სასტარტო სიხშირე 925 MHz-ით არის განსაზღვრული, ადვილად შესაძლებელია ძაბვის მომატებით ამ მაჩვენებლის 1200MHz+ გაზრდა. ამით ისარგებლა ტაივანელმა ოვერქლოქერმა ანდრე იანგმა და ვიდეოდაპტერების ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა AMD-ს ბოლო შედევრებით. მას მხოლოდ 3D Mark 2001 დისციპლინაში არ დაუფიქსირებია რეკორდული შედეგი. რეფერენს მოდელების გარდა, რომლებიც AMD-ს თითქმის ყველა პარტნორმა შემოგვთავაზა, უკვე გამოჩნდა ალტერნატიული გადაწყვეტილებებიც. პირველი ამ საკითხში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, XFX გახლდათ. კომპანიაში გადაწყვიტეს წარსულის ბედნიერი დროის გახსენება და Black Edition სერია გააცოცხლეს. XFX Radeon HD 7970 Black Edition ვიდეოადაპტერი სრულ ერთ გიგაჰერცზე მუშაობს და სტანდარტულ ვერსიაზე მხოლოდ $40-ით მეტი ღირს. მას ორვენტილატორიანი გაუმჯობესებული კონსტრუქციის გაგრილების სისტემა ამშვენებს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. მეორე ბრენდი, რომლის ყურადღებაც ახალმა გრაფიკულმა ადაპტერმა მიიპყრო, ასევე ტაივანური Asus გახლავთ. კომპანია ASUS-მა წარადგინა პრემიუმ კლასის DirectCu II სერიის Radeon HD 7970 ვიდეო ბარათი, რომელსაც გააჩნია არასტადარტული დიზაინი და შესანიშნავი გაგრილების სისტემა. იგი იყენებს Asus ის საკუთარ 10+1+1 ძაბვის კონტროლერს ( VRM -ს ), რომელიც ენერგიას იღებს 2 ცალი 8-პინიანი PCIe მაკავშირებლით. ამ ვიდეო ბარათს გააჩნია ტექნოლოგია "VGA Hotwire", რომელიც ასევე გამოყენებულია Asus ROG Rampage IV დედა დაფაზე და მისი მეშვეობით ხდება ძაბვის კონტროლი. თითქმის ასეთივე ტექნიკური მახასიათებლების მქონე Gigabyte R797OC-3GD-ს მალე ვიხილავთ გაყიდვაში. კომპანიამ იგი საფირმო სამვენტილატორიანი გაგრილების სისტემით აღჭურვა და ოვერქლოქერებს უკვე თამამად შეუძლიათ ააჩქარონ ეს შესანიშნავი ჰარდი ისე, რომ არ შეეშინდეთ გადახურების. ჯერი MSI-ზეა, სავარაუდოდ მალე ვიხილავთ Twin Frozr III-ს. როგორც მოგეხსენებათ ეს სერია ბრწყინვალე თერმორეგულირებით და მაღალი წარმადობით გამოირჩევა. სავარაუდოდ, მისი ფასი რეფერენს მოდელისგან $100-ით მაინც იქნება განსხვავებული. რეფერენს მოდელების გამოშვებაში კი პირველი ისევ და ისევ AMD/ATI-ს უკვდავი პარტნიორი Sapphire გახლდათ. იმედია მალე ვიხილავთ Vapor-X ვერსიასაც მათი შესრულებით. HD 7970-ის წარმატებული დებიუტის შემდგომ AMD სერიოზულად მუშაობს მისი უმცროსი ძმის HD 7950-ის დახვეწაზეც. უკვე არსებობს მისი რამდენიმე ოფიციალური/არაოფიციალური ფოტო და სულ მალე ვიხილავთ კიდეც მას გაყიდვაში. საორიენტაციო ფასად $400 სახელდება, თუმცა დიდი ალბათობით მალე დავა ეს უკანასკნელი უფრო დაბალ ნიშნულამდე. რაც შეეხება Dual GPU-ს მქონე HD 7990-ს, იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ AMD-ს პროექტის სახით არსებობს და უკვე მოიაზრება ყველა დროის ყველაზე მძლავრ ვიდეოადაპტერად. ავტორი: iTMaster ( ილია ღვინიაშვილი)
  6. შეიძლება ფლეშკაზე იყო ვირუსი მაგრამ არამგონია ისეთი ვირუსი ყოფილიყო რო სერვერისთვის რამე ექნა :-? ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ შეილება მონაცემთა ბაზა აირია მეც მქონია ესეთ პრობლემასთან შეხება ... Windows 2000 Server რო იყოს ზუსტად გეტყოდი მაგრამ Windows Server 2003 სრულიად განსხვავდება Server 2000_ისგან ... მაგალითად Windows Server 2003-ის სერვისებშიც არის საკმაოდ ბევრი ცვლილებები.მაგალითად IIS ვებ სერვერში,რომელიც თითქმის თავიდან-ბოლომდე ხელახლა დაიწერა,იმისათვის რომ გაუმჯობესებულიყო წარმადობა და დაცვა.გაუმჯობესებულია Distributed File System-ი,რომელსაც ახლა უკვე შეუძლია დაჰოსტოს მრავალი DFS root-ები ერთ სერვერზე. გაუმჯობესებულია ასევე Terminal სერვერი,Active Directory,Print სერვერი და რავი ... დავიღალე :)))) ისე Server 2000 ძალიან კარგად მესმის :)
  7. ვერც Pro Evolution Soccer 2012_ს და ვერც Fifa 2012_ს ვერ ითამაშებ თუ არ გაქ ლიცენზია ნაყიდი ... ლიცენზირებული დისკი შეგიძლია გამოიწერო დაახლოებით 50 $ ... [url="http://www.amazon.com/gp/offer-listing/B005XC06IQ/ref=sr_1_1_olp?ie=UTF8&qid=1344685644&sr=8-1&keywords=pes+2012+pc&condition=new"]http://www.amazon.com/gp/offer-listing/B005XC06IQ/ref=sr_1_1_olp?ie=UTF8&qid=1344685644&sr=8-1&keywords=pes+2012+pc&condition=new[/url]
  8. JuMPeR მემგონი მე არსად დამიწერია რომ კარგი თერმო პასტა ღირს 5-8 ლარი ... კარგი თერმო პასტა არსად დამიწერია უბრალოდ დავწერო რომ ფასები აქედან იწყება საერთოდ კარგად წაიკითხე ხოლმე ყველაფერი ეს შენიშვნად არ მიიღო :*
  9. მოგესალმებით OverClocker_ებო დღევანდელ სტატიაში მე მინდა გაგაცნოთ ძალიან მარტივი საკითხი : როგორ გავაგრილოთ Laptop_ი ... ლეპტოპის გაგრილებასთან დაკავშირებული პრობლემა თითქოს უმნიშვნელოა და ამავდროულად ყველას აწუხებს. გასწავლით როგორ მოაგვაროთ ეს პატარა პრობლემა, რომელმაც შესაძლოა ლეპტოპი გადაწვამდე მიიყვანოს. რჩევა1. გახსენით ლეპტოპი და ნახეთ, შესაძლოა იგი დამტვერილია და “ქულერს” მოძრაობა უჭირს. რჩევა 2. შეამოწმეთ “თერმო პასტა”. თუ ის საერთოდ გამოილია, მაშინ შეიძინეთ და თქვენთვითონ წაუსვით, არ არის საჭირო ამნაირი მიზერული პრობლემის გამო სერვის ცენტრში წაღება და 30 ლარის უაზროდ გადაყრა. “თერმული პასტა” სულ 5-8 ლარი ღირს და ის ნებისმიერი კომპიუტერის მაღაზიაში იყიდება. რჩევა3. შეეცადეთ ნაკლებად დადოთ ლეპტოპი რბილ ზედაპირზე, რათა ჰაერი თავისუფლად მიეწოდოს. რჩევა 4. იყიდეთ ლეპტოპის გამაგრილებელი. მისი ფასი 10-25 ლარამდე მერყეობს.?
  10. გახსენი და ისე ნახე ეგრე რთულია ვერავინ გეტყვის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.