Popular Post NEIRON Posted May 27, 2012 Popular Post Share Posted May 27, 2012 თვალი არ გატყუებთ,ასეთი ფოტოაპარატი მართლაც შექმნეს 1900 წელს მაგრამ ვის და რატო დასჭირდა 400კგ-იანი ფოტოკამერის აწყობა,რის გადასატანადაც 15 კაცი იყო საჭირო? ეს „მონსტრი“ შექმნა ფოტოკამერების მწარმოებელმა ჩიკაგოში ა.ანდერსონმა. ფოტოკამერის დამპროექტებელი რ. ჯორჯ ლოურენსი გახლდათ. ვინ შექმნა გავიგეთ,მაგრამ თუ რატომ შექმნეს-ინტრიგა ქვევითაა: კომპანია „Chicago & Alton Railway“-მ დაამზადა სპეციალური ჩქაროსნული მატარებელი ,რომელის სამარშუტო გზა ჩიკაგოდან-სენტ_ლუისამდე იყო,შესაბამისად ადამიანისა,ასეთი ქმნილების არაღბეჭდვა კარგად ფოტოზე,ცოდვა იქნებოდა . დაიბარეს ფოტოგრაფი და მოთხოვნა წაუყენეს: ფოტო უნდა ყოფილიყო არანაკლებ 244-სმ სიგრძის „Alton Limited“-ს 6-ვე ვაგონის უკვდავსაყოფად. ფოტოგრაფმა დაულაგა შედარებით ადვილი ვარიანტი:ფოტოს მატარებელს ნაწილ-ნაწილ გადაუღებდნენ და შემდეგ მათ შეაკოწიწებდა ,მაგრამ როდესაც ფოტოგრაფმა საუბარი დაიწყო მის უარყოფით მხარეზე,კომპანიის დირექტორები გაჯიუტდნენ "ვისი ვაგონის მისაბმელი-ვის ვაგონშია“ ტექნოლოგიაზე და მოითხოვეს ეს საკითხი აღმოეფხვრათ(თუმცა ფოტოგრაფი ბოლომდე ცდილობდა მათი იდეების გადაკვანძვას). The Chicago & Alton Railway-მ ჯორჯ ლოურენსს და მის ფოტოგრაფ კარლ ბლანშს მისცეს დავალება,რომ ასეთი ფოტოკამერა შეექმნათ. ჯორჯ ლორენსი,ის ვინც დააპროექტა „მეგა“ ფოტოაპარატი ამ ფოტოაპარატის დასამზადებლად დასჭირდათ 2,5 თვე .ფოტოკამერის ჩონჩხი ბლის ხისგან დაამზადეს,ფოტოკამერის უკან კი ხედმძებნი იყო .ფოტოკამერის სიგრძე 610-სმ იყო სრულად გამართულ მდგომარეობაში. იმისათვის რომ კონსტრუქცია და სხვა დეტალები შეეწებებინათ,დაიხარჯა 230 კგ წებო. კამერის წონა 400 კგ იყო,გიგანტური პლასტინით (ფირით)კი,რომელიც 200 კგ-ს იწონიდა 600 კგ. მიუხედავად ამხელა წონისა, თვითმხილველების თქმით ,ფოტოკამერის „მართვა“ ბავშვსაც კი შეძლო,რადგან მექანიზმი კარგად იყო ბალანსირებული. ამ ფოტოაპარატისთვის დამზადებული ფოტოფირი ყველაზე დიდი ზომისაა,რაც კი შექმნილა.იგი სენტ ლუისში შეიქმნა და შუქმგრძნობიარე ფენით ხელით იქნა დაფარული.იმისათვის რომ 1 ფირი დაემზადებინათ,საჭირო იყო 8 ადამიანი და 19 ლიტრი შუქმგრძნობიარე საღბავი.თითოეული ფირის ფასი იყო 1600$ . კომპანია Bausch and Lomb Optical Company of Rochester-მა ფირის გარდა დაამზადა 2 ობიექტივი Zeiss-ის პატენტით. მთლიანად ფოტოაპარატის აწყობა დაჯდა 5000$. ამ სურათის ფოკუსური ზომა 1700მმ-გახლავთ,რაც ამ ფოტოკამერით იქნა გადაღებული. ამ ფოტოკამერისთვის სეციალურად დაამზადეს სატვირთო მანქანა . ყველაფერი გავიგეთ თითქმის რაც ზედა 2 კითხვას ეხებოდა(რატომ და რისთვის),მაგრამ მთავარი რაც იყო აქ,არის ფინანსები. კომპანია Chicago & Alton Railway-ს თავის მატარებელზე აბოდებდა,ამ დროს კი(1900წ) გადიოდა გამოფენა პარიზში,სადაც მატარებელი უნდა წაეყვანათ. ამ ტრანსპორტირების ფულში გადაყვანისას კი მიხვდნენ რომ იაფი სიამოვნება ეს არ იყო და უფრო მომგებიანი იყო ფოტოსურათის გაგზავნა,მაგრამ არა ისეთი ფოტოსურათის,რაც მოზაიკაში აერეოდათ. სწორედ ამიტომ ვაგონების მთელი საფრანგეთის შემოტარების მაგივრად მათ გააგზავნეს მატარებლის დიიდი ფოტოსურათი. ეს ფოტო დიდ ფორმატში ვერ მოვიძიე,ამიტომ ამ კამერით გადაღებული ფოტოს ხარისხის განსასაზღვრად იხილეთ- სან ფრანცისკოს ფოტო( ნანგრევებში) მატარებელი Alton Limited: სან ფრანცისკო ფოტო დიდ ფორმატში იხილეთ აქ: http://upload.wikime..._ruin_edit2.jpg მაგრამ მათ ასეთ ქმედებას,რომ სურათი 1 დიდ ფოტოფირზე იყო აღბეჭდილი არ დაუჯერეს,სანამ არ ნახა ექსპერტმა აღნიშნული ფოტოაპარატი და დეტალურად არ შეისწავლა. ამ ქმნილებამ კი ლოურენსს მოუტანა მსოფლიოში საუკეთესო ფოტოგრაფის წოდება. ლოურენსს მან არამარტო წოდება,არამედ ბიზნესის წინსვლაც მოუტანა,იგი იღებდა ამგვარ დიდ ფოტოებს,ხალხის დიდ თვმოყრას და ა.შ. ლოურენსი განაგრძობდა სრულყოფას ფოტოგრაფიის,მან 1899 წელს ამერიკის ასოციაციისგან პრიზი მიიღო,რაც განათების ტექნლოგიაში მიენიჭა(ახლა რასაც სტრაბოსკოპი ასრულებს). ფოტოს ხარისხი მიახლოებისას ამგვარი გახლდათ: 11 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bastera Posted May 27, 2012 Share Posted May 27, 2012 amas gvarianad gadavikitxav :^^ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
aqvsenti Posted May 27, 2012 Share Posted May 27, 2012 magaria +1000000000000 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted May 27, 2012 Author Share Posted May 27, 2012 რა მაგარი კანონზომიერებაა არა?! რაღაც პატარა რამხელა ცვლილებებზე უბიძგებს ადამიანს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nino_ Posted May 29, 2012 Share Posted May 29, 2012 ეგზომ საინტერესო სტატია იყო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
eXtreme-Hunter Posted May 29, 2012 Share Posted May 29, 2012 ეს ხალხი "ზუმი"-ა, ხო? :D 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.