Jump to content

Volkswagen-მა მფრინავი ორადგილიანი ავტომობილის კონცეპტი წარმოადგინა


Recommended Posts

ავტომწარმოებლები უწყვეტად ატარებენ ექსპერიმენტებს «მომავლის მანქანის» სფეროში და საზოგადოების სამსჯავროზე მთლიანობაში არასიცოცხლისუნარიანი ავტომობილების კონცეპტები გამოაქვთ. ჩვეულებრივ მსგავსი ექსპერიმენტების კომერციული ხორცშესხმა, შემდეგ კი ბაზარზე წარმატება უფრო რეალურია, როდესაც ინჟინრებმა და დიზაინრებმა ნაკლებად მისცეს გასაქანი საკუთარ ფანტაზიას.

1336712884_volkswagon-concept-hover-car.jpg

00.jpg

Volkswagen-Flying-Car-Concept.jpg

კომპანიის Volkswagen ჯგუფმა მფრინავი ორადგილიანი სატრანსპორტო საშუალების Hover Car კონცეპტი წარმოადგინა, რომლის გადაადგილება ელექტრომაგნიტურ გზებზე ხორციელდება. ამასთან, მანქანა გასართობი პარკის ატრაქციონის სახით არაა წარმოდგენილი, იგი მომავლის ავტომობილის როლში გვევლინება. თუმცა, უნდა გვიხაროდეს, რომ ამ გამოგონების ავტორები კონცერნის სპეციალისტები არ არიან.

mystery.jpg

volkswagen-hover-car-3-300x168.jpg

Volkswagen (ითარგმნება როგორც «სახალხო ავტომობილი») გასულ წელს ჩინეთში ღია კონკურსი Car Project გამოაცხადა, რომლის შედეგი თითქმის 120 ათასი იდეა და წინადადება იყო, რომელთაგან კომპანიამ სამი ყველაზე გამორჩეული აირჩია, Hover Car-ის ჩათვლით.

ელექტრომობილის მოძრაობა, უფრო სწორად კი ფრეან, მაგნიტური ველის ძალის დახმარებით ხორციელდება. საპრეზენტაციო ვიდეორგოლში შეიძლება დავინახოთ როგორ გადაადგილდება ეს ტექნიკის საოცრება პეკინის ავტოტრასაზე. ალბათ, რაც დღეისათვის ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება, ეს შეჯახების თავიდან აცილების ავტომატური სისტემაა, რომელიც უყურადღებო მძღოლებს ავარიის თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს.

Link to comment
Share on other sites

დეღენერატიზმი :chojinfc: , მატარებელია თუ ავტომობილი, რელსები დაუგონ ბარემ :D .. თუ მთელი პლანეტა უნდა დაამაგნიტონ? :rofl:

მაგნიტური მფრინავი ხალიჩები გამოუშვან სერიულად ბარემ,, :crazy:

Link to comment
Share on other sites

მევასა :D

კომფორტული და უსაფრთხო ტიპია :D

Link to comment
Share on other sites

რა არი ბიჭო უსაფრთხო :D ამაზე რო ასტრა დაგეჯახოს გაგაფრენს ამერიკაში :lollol:

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.