X-treme user Posted April 19, 2012 Share Posted April 19, 2012 Asus-ის ინჟინრები მუშაობენ არამხოლოდ ახალ პროდუქტებზე, არამედ აუმჯობესებენ უკვე გამოსულებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მაინცდამაინც კმაყოფილნი არ დარჩნენ Asus HD7870-DC2T-2GD5 (Radeon HD 7870)-ზე განთავსებულ DirectCU II-ის გაგრილების სისტემით, მათ შეიმუშავეს მისი კიდევ უფრო ეფექტური ვერსია, რომლითაც აღჭურვილი იქნება ვიდეობარათი Asus Radeon HD 7870 DirectCU II V2. DirectCU II V2 ქვევით გაუმჯობესებული ვერსია კვლავინდებურად მოიცავს ორ ცალ 80 მმ-იან ფენს და დეკორატირულ პლასტიკის საფარველს, ხოლო რადიატორი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ის თითქმის მთლიანად ფარავს ბეჭდურ დაფას და სიმაღლეში მას ესაჭიროება ორი სლოტი. სპილენძის სითბური მილაკების სისქე გაიზარდა და ამჯერად, მათი რაოდენობა სამია - წყვილი S და ერთიც U-ფორმისებური. უფრო დიდი ზომის გახდა 'გაფანტვის' ფართობიც. DirectCU II V2 ზევით ჰითპაიპები მნიშვნელოვნად სცდებიან ქულერს, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ზოგიერთ Mini-Tower და Mini-ITX კორპუსის მფლობელს, თუმცა Asus Radeon HD 7870 DirectCU II-ის პოტენციურ მყიდველთათვის, ასეთები ნაკლებად მოიძებნებიან. DirectCU II V2 ზევით ფოტოსურათები განთავდა ფინურ 'ჰარდვეარ' საიტ Muropaketti-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ვიდეობარათის საცდელი ნიმუშები უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ტესტურ ლაბორატორიებში. ოფიციალური ინფორმაცია DirectCU II-ს ახალი ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. Overclockers.ua 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 19, 2012 Share Posted April 19, 2012 თუ ზომაში მოიკლებს და ეფექტურობა გაეზრდება კარგია 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.