Jump to content

DirectCU II-ის ახალი ვერსია


Recommended Posts

Asus-ის ინჟინრები მუშაობენ არამხოლოდ ახალ პროდუქტებზე, არამედ აუმჯობესებენ უკვე გამოსულებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მაინცდამაინც კმაყოფილნი არ დარჩნენ Asus HD7870-DC2T-2GD5 (Radeon HD 7870)-ზე განთავსებულ DirectCU II-ის გაგრილების სისტემით, მათ შეიმუშავეს მისი კიდევ უფრო ეფექტური ვერსია, რომლითაც აღჭურვილი იქნება ვიდეობარათი Asus Radeon HD 7870 DirectCU II V2.

2994174084359e47d61ad65bdb3bc737.jpg

DirectCU II V2 ქვევით

გაუმჯობესებული ვერსია კვლავინდებურად მოიცავს ორ ცალ 80 მმ-იან ფენს და დეკორატირულ პლასტიკის საფარველს, ხოლო რადიატორი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, ის თითქმის მთლიანად ფარავს ბეჭდურ დაფას და სიმაღლეში მას ესაჭიროება ორი სლოტი. სპილენძის სითბური მილაკების სისქე გაიზარდა და ამჯერად, მათი რაოდენობა სამია - წყვილი S და ერთიც U-ფორმისებური. უფრო დიდი ზომის გახდა 'გაფანტვის' ფართობიც.

2dd84be74ad7d083e7c48e89fba2e879.jpg

DirectCU II V2 ზევით

ჰითპაიპები მნიშვნელოვნად სცდებიან ქულერს, რამაც შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ზოგიერთ Mini-Tower და Mini-ITX კორპუსის მფლობელს, თუმცა Asus Radeon HD 7870 DirectCU II-ის პოტენციურ მყიდველთათვის, ასეთები ნაკლებად მოიძებნებიან.

43a5ceded8cf17d23dc38ffca8bb1c7a.jpg

DirectCU II V2 ზევით

ფოტოსურათები განთავდა ფინურ 'ჰარდვეარ' საიტ Muropaketti-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ვიდეობარათის საცდელი ნიმუშები უკვე იმყოფებიან სხვადასხვა ტესტურ ლაბორატორიებში. ოფიციალური ინფორმაცია DirectCU II-ს ახალი ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.