Jump to content

ამაორთქლებელი Reeven RECC-01


Recommended Posts

პირველად მიმდინარე წლის იანვრის თვეში წარმოდგენილი, თხევადი აზოტისთვის და მშრალი ყინულისთვის განკუთვნილი ამაორთქლებელი Reeven RECC-01, რომლის სრული სახელწოდება გახლავთ Reeven RECC-01 Extreme Cooling Cup, უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოჩნდა გაყიდვაში და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც Intel-ის, ასევე AMD-ს პროცესორების გაგრილების მიზნით. იაპონიაში ის აღნიშნულია Scythe-ს ლოგოტიპით, თუმცა ამ ცნობილ ბრენდს აღნიშნულ პროდუქტთან მხოლოდ ირიბი დამოკიდებულება აკავშირებს.

8bfca53f2d739491ea087d39e8cc76e4.jpg

8595ccab577ebd5bd8eec459c1268f5f.jpg

ნაწარმის ზომები შეადგენს 70x70x160 მმ-ს, წონა კი - 900 გ-ს. მისი ძირითადი ნაწილი დამზადებულია ალუმინისგან, ხოლო ქვედა კი - ნიკელირებული სპილენძისგან. საკონტაქტო ზედაპირზე დატანებულია 18 ხვრელი - სითბოს უფრო ეფექტური მოცილებისთვის.

b22d114de2f91b715ac705acd96f86a2.jpg

97593373dbd9c8d13aaaab0a8551663a.jpg

9d055f236e5fb57643afd007c94a44b7.jpg

Reeven RECC-01 დაკომპლექტებულია პოლიმერულ საიზოლაციო მასალა Aeroflex-ით და Intel LGA 2011/1366/1156/1155/775/ AMD FM1/AM3(+)/AM2(+) სოკეტებზე განთავსებისთვის საჭირო სამონტაჟო ნაკრებებით. ღირებულება აშკარად განპირობებულია მისი 'ექსტემალურობით': იაპონიაში ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია 19980 იენად, ანუ 243 აშშ დოლარად.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

ვაა რა კარგია :)

სამწუხაროდ გაყინვამ აზრი დაკარგა თორე...

რაის აზრი დაკარგა, ახალი ერა იწყება :) ივის ზოგს ქოლდბაგი არ აქვს, ან თუ აქვს 100-130-ზე და 6.5-ზე რაზგონდება უმეტესობა და რათქმაუდა სკალირებს

Link to comment
Share on other sites

გამოვიდეს და ვნახოთ რა იქნება

აივიზე გადასვლისთვის მჭირდება 2 მიზეზი

1. ვენტეიჯში იგივე ტაქტზე უნდა შეძლოს 10% მეტი ცპუ ქულა მაინც

2. ყინულზე უნდა სკალირებდეს

თორე იაგო 22 ნანომეტრიანი პროცესორის 1.6 ვოლტზე გახევა არ მინდა სიმართლე ვტქვა

ოხრად მოკვდება აივის ჩიპები რაზგონზე

ჯერ 32ნმ რა მგრძნობიარეა და 22ნმ რა იქნება

Link to comment
Share on other sites

თორე იაგო 22 ნანომეტრიანი პროცესორის 1.6 ვოლტზე გახევა არ მინდა სიმართლე ვტქვა

ოხრად მოკვდება აივის ჩიპები რაზგონზე

ჯერ 32ნმ რა მგრძნობიარეა და 22ნმ რა იქნება

+1 მეც მაგის მეშინია

Link to comment
Share on other sites

თან ოპერებზე ალბათ 1.5 ზე მეტი რომ მივცე უკვე წითელი ზონა ექნება

სადაც 32ნმ კონტროლერი 1.8 ვოლტზე კვდება

22ნმ კონტროლერისთვის 1.70 უკვე მაქსიმუმის მქქსიმუმია IMO

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.