X-treme user Posted March 22, 2012 Share Posted March 22, 2012 Notebook Italia იუწყება, რომ კომპანია Medion-მა გამოსაშვებად მოამზადა შარშანდელ პლანშეტ LifeTab P9514-ის შემცვლელი, სახელწოდებით LifeTab 9516. დიზაინის მხარე უცვლელი დარჩა, თუმცა მახასიათებლების კუთხით, შეინიშნება გარკვეული გაუმჯობესებები. ამჯერადაც, პროდუქტს საფუძვლად დაედო ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 2 და იმართება Android 3.2 Honeycomb-ის მეშვეობით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვა განახლება, რომლითაც მოხდება მისი ჩანაცვლება Android 4.0 Ice Cream Sandwich-ით. დიაგონალის ზომა შეადგენს 10,1 დუიმს, გაფართოება - 1280 х 800 პიქსელს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა კი წარმოდგენილია 1 და 32 გბ-ის სახით შესაბამისად. კამერების თვალსაზრისით, ყველაფერი უწინდებურ მდგომარეობაშია: ფრონტალური 2 და უკანა 5 მპ-იანი. გარდა ამისა, დამატებულია ფუნქცია USB Host და Bluetooth 3.0 ადაპტერი, რომელიც გასწევს Bluetooth 2.1-ის მაგივრობას. ასევე, მის აღჭურვილობაში მოხვდა 3G/UMTS და Wi-Fi 802.11b/g/n, GPS თანამგზავრული ნავიგაციის მიმღები და Micro HDMI პორტი. LifeTab P9514-თან შედარებით, ახალმა მოდელმა სულ ოდნავ მოიმატა წონაში (720-750 გ-ის წინააღმდეგ), მაგრამ შემცირდა სისქეში (13,1-13,2 მმ). ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა - 10 სთ-ია. ევროპულ ბაზარზე (ყოველ შემთხვევაში, იტალიაში) პლანშეტის გაყიდვები დაიწყება 29 მარტს და მისი ღირებულება იქნება 399 ევრო. IXBT 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted March 22, 2012 Share Posted March 22, 2012 X-treme user შენ რომ არ გვყავდე რა გვეშველებოდა :SNEMOTICON13: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Shopen Posted March 22, 2012 Share Posted March 22, 2012 კარგი ფასია ძვირი არ ღირს და ვიზუალურადაც არა Uშავს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted April 2, 2012 Share Posted April 2, 2012 მოკლედ ყველა კომპანია ამ პლაშეტების წარმოებაზეა გადასული :thumbdown: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.