Jump to content

Medion LifeTab 9516 პლანშეტი


Recommended Posts

Notebook Italia იუწყება, რომ კომპანია Medion-მა გამოსაშვებად მოამზადა შარშანდელ პლანშეტ LifeTab P9514-ის შემცვლელი, სახელწოდებით LifeTab 9516. დიზაინის მხარე უცვლელი დარჩა, თუმცა მახასიათებლების კუთხით, შეინიშნება გარკვეული გაუმჯობესებები. ამჯერადაც, პროდუქტს საფუძვლად დაედო ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 2 და იმართება Android 3.2 Honeycomb-ის მეშვეობით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვა განახლება, რომლითაც მოხდება მისი ჩანაცვლება Android 4.0 Ice Cream Sandwich-ით. დიაგონალის ზომა შეადგენს 10,1 დუიმს, გაფართოება - 1280 х 800 პიქსელს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა კი წარმოდგენილია 1 და 32 გბ-ის სახით შესაბამისად.

fa2eb712a6bce319bf46ad858f614af6.jpg

კამერების თვალსაზრისით, ყველაფერი უწინდებურ მდგომარეობაშია: ფრონტალური 2 და უკანა 5 მპ-იანი. გარდა ამისა, დამატებულია ფუნქცია USB Host და Bluetooth 3.0 ადაპტერი, რომელიც გასწევს Bluetooth 2.1-ის მაგივრობას. ასევე, მის აღჭურვილობაში მოხვდა 3G/UMTS და Wi-Fi 802.11b/g/n, GPS თანამგზავრული ნავიგაციის მიმღები და Micro HDMI პორტი. LifeTab P9514-თან შედარებით, ახალმა მოდელმა სულ ოდნავ მოიმატა წონაში (720-750 გ-ის წინააღმდეგ), მაგრამ შემცირდა სისქეში (13,1-13,2 მმ). ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა - 10 სთ-ია.

ევროპულ ბაზარზე (ყოველ შემთხვევაში, იტალიაში) პლანშეტის გაყიდვები დაიწყება 29 მარტს და მისი ღირებულება იქნება 399 ევრო.

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.