Jump to content

Antec High Current Pro Platinum


Recommended Posts

კომპანია Antec-მა განაცხადა 1000 ვ-იანი, High Current Pro Platinum სერიის კვების ბლოკის გაყიდვების დაწყების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 80 PLUS Platinum სერტიფიკატის მქონე ასეთი სიმძლავრის პროდუქტი, მის ასორტიმენტში აქამდე არ ყოფილა. მქკ-ის დონე არ ეცემა 89%-ზე ქვემოთ - 20-100%-იან დატვირთვის პირობებში, ხოლო მწარმოებლის სიტყვებით, ეს მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს 94%-ს. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთი PSU პირველ რიგში განკუთვნილია კომპიუტერულ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის.

73bd79c4a0b83b0cf51dea96918e99ef.jpg

ea5590f3d9c0b606f2182fa8ea9c4e89.jpg

HCP-1000 Platinum-ის სქემა დამზადებულია იმგვარად, რომ +12 ვ ძაბვა გამოიტანება ოთხი ხაზის მეშვეობით, თითოეულზე 40 А-ს შესაძლებლობით. კომპანია აგრეთვე აღნიშნავს მხოლოდ იაპონური კონდენსატორებისა და 135 მმ-იანი ფენის გამოყენებას, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება უშუალოდ ბლოკის შიგნით არსებული ტემპერატურის მიხედვით. ნაწარმის მოდულურია და კომპლექტაციაში მოყვება შავი ფერის Stealth Wires კაბელები, რაც Antec-ის აზრით, კორპუსში მათ შედარებით ნაკლებად შესამჩნევ იერ-სახეს ანიჭებს.

ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები უკვე დაწყებულია 269,95 $-ის ფასად, ხოლო ევროპის ბაზრებზე პროდუქტი აპრილის დასაწყისში გამოჩნდება, მწარმოებლის 7-წლიან გარანტიასთან ერთად.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

1000 ვატიანი როგორ არ ჰქონია?

1200 ვატიანიც აქვს Quattro

ალბათ პლატინიუმ სტანდარტი იგულისხმება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.