Jump to content

Ivy Bridge-E წელს არ გამოვა


Recommended Posts

აქამდე ცნობილი იყო რომ Ivy Bridge-E პროცესორები ამა წლის მეოთხე მეოთხედში გამოვიდოდა. ეს პროცესორები LGA 2011 სოკეტზეა და თავსებადი იქნებიან Intel X79 ჩიპსეტებთან. რაც გარკვეულ წილად გაახარებს LGA 2011 მფლობელებს. გვახსოვს თუ როგორ მოკლა ინტელმა X58 ჩიპსეტი.

ivy_01.jpg

საიტ ComputerBase წევრებმა მოიპოვეს Intel-ის გეგმების რუქა რომელიც მოიცავს 2013 წლის პირველ ნახევარსაც და ამ სლაიდში Ivy Bridge-E ნახსენები არ არის. შესაძლოა თუ ისინი მაინც 2013 წლის პირველ ნახევარში გამოვა არაუადრეს ზაფხულისა. Ivy Bridge (LGA 1155) პროცესორი უფრო მაღალი სიხშირით უკვე ამა წლის მესამე ნახევარში იქნება და Core i7-3770K ჩაანაცვლებს უფრო სწრაფი კონკურენტი. ხოლო Haswell პროცესორი LGA 1150 სოკეტზე (კიდევ ერთი ახალი სოკეტი) გამოვა 2013 წლის მარტში.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

სოსო ჯერ აივი ბრიჯით მოკლა რეალურად 6 ბირთვიანი პროცესორი

და ეგეც თუ გამოუშვა რა აზრი ქონდა სენდი E გამოშვებას :D

ინტელ ვტფ

Link to comment
Share on other sites

ალბათ შემოყრის ამ ახალი სოკეტებს და ძველების წარმოებას შეწყვიტავს...მაგალითად 775,1156 და ვეჭვომ 1366-იც :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

ვერ ხვდებით :D იმენა მოწეულეში არიან და გვეღადავებიან

Link to comment
Share on other sites

ვერ ხვდებით :D იმენა მოწეულეში არიან და გვეღადავებიან

ხოოოოოოოოოოო? :facepalm: :facepalm:

Link to comment
Share on other sites

ჯერ რა მაყუთს ღუნავს ინტელი და ეხლა კიდე 1150? ვერ გაძღა, იმენა მარკეტინგის მამა რა, ყოველ 2 წელში (ზოგჯერ უფრო ადრეც) ახალ სოკეტზე გადადის.

:crash: სამომავლოდ იიზმენაში ჩავარდება ვისაც ახალი სოკეტი უნდა :xelitavi: .

Link to comment
Share on other sites

სოსო დიდი მადლობა, შენი ნებართვით აქვე მცირე ინფოს ჩავამატებ:

7a4ca724d1a8d3080247ce6fa5759210.png

X-bit labs-ის ცნობით, LGA2011 პლატფორმის განახლება ამ წელს არ შედგება. ჯერ Intel-ს იმედი აქვს, რომ გაყიდოს Sandy Bridge-E (32 ნმ) CPU-ების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს Ivy Bridge-E (22 ნმ)-ზე. ახალი თაობის ჩიპების კომპლექტაციაში შევა არაუმეტეს ექვსი x86-ბირთვი, მაგრამ მათი სიხშირული პოტენციალი, როგორც გვპირდებიან, იქნება უფრო მაღალი, თვითონ ისინი კი - ეკონომიური.

Ivy Bridge-E-ების დაგვიანება დიდწილად განპირობებულია მათ თანამოძმე Ivy Bridge (LGA1155)-ების მიწოდებების დაწყების გადადებით. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება სანტა-კლარაში მიიღეს იმის გამო, რომ AMD Bulldozer - Phenom II-ის ფონზე, აღმოჩნდა არც ისეთი სწრაფი. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, რელიზი შედგება 2013-ის მეორე ნახევარში. მანამდე კი, გამოჩნდებიან ახალი, შედარებით მაღალი ტემპის მქონე, Ivy Bridge და Sandy Bridge-E მოდელები, ასევე 22 ნმ Haswell-ები, რომლებიც თავის მხრივ, გამოვლენ მომდევნო წლის მარტ-ივნისის პერიოდში და იქნებიან Ivy Bridge-E-ზე ცოტათი უფრო ნელები.

არცთუ შორეულ მომავალში კი, ჩვენ ვიხილავთ Core i7-3980X Extreme Edition-საც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება ის 'აჩქარებული' 6-ბირთვიანი i7-3960X თუ 8-იანი Xeon E5-ების ნათესავი.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

მე მგონი 6 ბირთვიანი გამოვა i7-3980X-იც

ეგრე შვებოდა აქამდე

ბირთვების რაოდენობას არ ზრდიდა ინტელი

I7 965 - I7 975...

I7 980 - I7 990...

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება სანტა-კლარაში მიიღეს იმის გამო, რომ AMD Bulldozer - Phenom II-ის ფონზე, აღმოჩნდა არც ისეთი სწრაფი

ხო...

Link to comment
Share on other sites

ინტელს მონოპოლია აქვს უკვე ბაზარზე,თორე ამდ რო კონკურენციას უწევდეს ივი ბრიჯები შემდეგ თვეში გამოვიდოდა

Link to comment
Share on other sites

ამდ დედას რომ შე.....

ბოდიშით რომ არ მეთქვა არ შეიძლებოდა

ჯერ იყო და ინტელმა ისეთი წაკუზა უკვე ინტელი საკუთარ თავს უწევს კონკურენციას

ეხლა არის და გპუშიც ვერ ქნა ვერაფერი და აგერ 1 კვირაში მიდ ენდ კარტას შემოგვტენის ნვიდია ამათი ვაჟკაცობის გამო

ვინმემ შეუგდეთ ამდ ატომუტი მაგ ლენჩებს

Link to comment
Share on other sites

ვაბშე ტა AMD და ინტელი ერთი მგონია მე :D ისე დვიჟენიობენ რაღაც შეთანხმებულად

Link to comment
Share on other sites

ვაბშე ტა AMD და ინტელი ერთი მგონია მე :D ისე დვიჟენიობენ რაღაც შეთანხმებულად

ქართული პოლიტიკის გავლენა გეტყობა :D

ძალიან მეეჭვება ეგრე იყოს

Link to comment
Share on other sites

:D

რავი სოსო დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეგრეა. ფაქტები მეტყველებენ ^_^

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked and unlocked this topic

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.