Jump to content

MSI R7970 Lightning-ის ოფიციალური ანონსი


Recommended Posts

კომპანია Micro-Star International (MSI)-ის პრეს-სამსახურმა განაცხადა MSI R7970 Lightning ვიდეობარათის გამოსვლის შესახებ, რომლის პირველი დემონსტრაციაც შედგა სულ ახლახანს, ჰანოვერში გატარებულ CeBIT 2012 გამოფენაზე. რთულად მისახვედრი არ არის, რომ ეს მოდელი წარმოადგენს AMD Radeon HD 7970-ის ალტერნატიულ ვერსიას, დაფუძნებულია 28 ნმ ჩიპ Tahiti XT-ზე, Graphics Core Next (GCN) არქიტექტურით და 2048 ნაკადური პროცესორით.

695d6e43c83255591e2524eece08ea85.jpg

პროდუქტი ერთდროულად რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ ის დამზადებულია ბეჭდური დაფის არასტანდარტული სიგანითა და კომპონენტური განლაგებით PCI Express 3.0 х16 ინტერფეისზე და მეორეც, პროგრესულ საფირმო კონცეპცია Military Class III-ის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ისეთ მაღალხარიხოვან და საიმედო დეტალების გამოყენებას, როგორებიცაა CopperMOS, Hi-c CAP, Golden SSC, Dark Solid CAP და სრულად აკმაყოფილებენ MIL-STD-810G სტანდარტის ყველა მკაცრ მოთხოვნილებას. მესამე - ბარათი აღჭურვილია ციფრული კონტროლერის მქონე, 14-ფაზიანი ძაბვის გარდამქმნელით. მეოთხე - აჩქარების დროს სტაბილურობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზეა ტანტალის კონდენსატორებზე აგებული, დამატებითი მოდული GPU Reactor, რომელიც განათავსეს PCB-ს უკანა მხარეს. მეხუთე ასპექტი - უსარგებლო სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორიგინალური კონსტრუქციის, მასიური ალუმინის რადიატორით ეკიპირებული, ორსლოტიანი აქტიური ჰაერის გაგრილების სისტემა Twin Frozr IV, სპილენძის ხუთი სითბური მილაკით და ორი 100 მმ-იანი ფენით, მტვრის მოშორების ფუნქციით. გარდა ამისა, ბეჭდური დაფის ზურგის მხარეს, ქულერის ქვეშ, განლაგებულია სპეციალური ფირფიტები-რადიატორები. მეექვსე - გრაფიკული ბირთვისა და 3072 მბ ტევადობისა და 384-ბიტიანი ინტერფეისის მქონე, GDDR5 მეხსიერების სიხშირეები ქარხნულად გაზრდილია 1070 და 5600 მჰზ-მდე შესაბამისად. ბოლოს, მეშვიდე - უკანა პანელზე გამოტანილია მოოქროვილ ზედაპირიანი, ორი DVI და ოთხი Mini DisplayPort გასასვლელი.

36c130e623590759683fea6065628f52.jpg

d32e6578daff57d5cdc75443a1b95ff8.jpg

ნაწარმი თავსებადია DirectX 11.1-თან და გააჩნია გაუმჯობესებული ვიდეოპროცესორი Unified Video Decoder (UVD) - H.264/AVCHD, VC-1/WMV profile D, MPEG-2, Multi-View Codec (MVC) და MPEG-4/DivX-ის მხარდაჭერით. მის არსენალში აგრეთვე შესულია Video Codec Engine (VCE) ძრავი და ის 'მეგობრობს' AMD Steady Video 2.0, AMD Eyefinity 2.0 Technology (AMD Eyefinity Technology-სა და AMD HD3D Technology-ს სიმბიოზი), AMD CrossFireX Multi-GPU Technology, AMD PowerTune Technology და AMD ZeroCore Power Technology-თან. ბარათის უფრო დეტალურად გაცნობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სადემონსტრაციო ვიდეორგოლიც.

MSI R7970 Lightning-ის რეკომენდებული ღირებულება აშშ-ში 620$-ია.

  • Upvote 9
Link to comment
Share on other sites

GPU რეაქტორზე ვინმემ რამე მოყევით დამაინტერესა, რას წარმოადგენს? :unsure:

Link to comment
Share on other sites

GPU Reactor მრგვალი მოწყობილობაა, რომელიც განთავსებულია PCB-ზე და იკავებს ტანტალის კონდენსატორების ელემენტებს. მისი მთავარი მიზანია GPU-მდე მიმავალი დენის უკეთესი სტაბილიზაცია და მან, წესით, ხელით უნდა შეუწყოს ექსტრემალურ ოვერქლოქინგს. ერთადერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მან შესაძლოა პრობლემა შეუქმნას მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ რამდენიმე ბარათის კონფიგურაციით და სწორედ ამ მიზეზით, MSI-მ გადაწყვიტა ეს დეტალი გაეხადა ოპციონალური ან ხსნადი, ვიდრე მიემაგრებინა ის default-ზე. ის აგრეთვე აღჭურვილია ლურჯი ფერის LED მაშუქებით და გამჭვირვალე ფანჯრით. როგორც ჩანს, ამ კომპონენტით მხოლოდ ეს ბარათი არ იქნება დაკომპლექტებული, ის აღნიშნულია R7870 Hawk-ის სპეციფიკაციაშიც. AVENGER სულ ესაა, ჯერჯერობით ამაზე მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.

fc8b6c07d6771ba3851680a137b52527.jpg

ee8c7a0b193bc3c8cbca34528add8db0.jpg

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

ეს ნამდვილად საუკეთესო სერიაა ყველა არსებული კომპანიის ვიდეო ბარათებში :thumbsup:

ძალიან მაგარი ვიდიც აქვს

Link to comment
Share on other sites

კი MSI საუკეთესოა დღეს ვიდეობარათების წარმოებაში, გაგრილებაც მაგარი აქვთ და ინოვაციებს ნერგავენ. იდეალისტები არიან მოკლედ რომ ვთქვათ. :yes:

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი MSI საუკეთესოა დღეს ვიდეობარათების წარმოებაში, გაგრილებაც მაგარი აქვთ და ინოვაციებს ნერგავენ. იდეალისტები არიან მოკლედ რომ ვთქვათ. :yes:

კი გეთანხმები ^_^

P.ს. მიაგენი იმ დღეს? ერთი დღე მაქ გამოსაძინებლად და ისიც... დაფაქე :D

Link to comment
Share on other sites

კი გეთანხმები ^_^

P.ს. მიაგენი იმ დღეს? ერთი დღე მაქ გამოსაძინებლად და ისიც... დაფაქე :D

:lollol:

კი მივაგენი მაგრამ ის ლეპი აღარ ქონდათ და მეორადი რაც შემომთავაზა პროცესორი ქონდა უფრო სუსტი. :user:

სხვა მაღაიზიაში გავედით განვადებაზე უარი ჩაურტყეს დეიდაშვილს, ჯერ ბინას მორჩი და მერე ლეპტოპიო :xelitavi: არადა ტიპს 1000 აქვს ხელფასი, 500 იხდის ბინისას, მეთქი 18 თვეზე გაუშვი ლიჟბი მოგცენ თანხმობათქო (6თვეში დავფარავდი დანარჩენი თვის პროცენტები სახდელი აღარ მქონდა), 40 ლარი გამოდიოდა თვეში და მაინც არაო.

ბოიში ოფისთვის :facepalm:

Link to comment
Share on other sites

მსი საუკეთესოა რასაც ეს ვიდეოკარტა ამტკიცებს

Link to comment
Share on other sites

რა მაცდურათ გამოიყურება არადა 680-ის ამ სერიას ველოდები :) :spiteful:

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

MSI Radeon 7970 Lightning Quicky preview http://guru3d.com/news/msi-radeon-7970-lightning-quicky-preview/

Link to comment
Share on other sites

არ ვარ ati-ს მოყვარული მაგრამ ეს ვიდეო მომინდა :D

Link to comment
Share on other sites

MSI Radeon HD 7970 Lightning review http://www.guru3d.com/article/msi-radeon-hd-7970-lightning-review/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.