Jump to content

Toshiba Qosmio X870 ნოუთბუქი


Recommended Posts

იაპონურ Toshiba-ს ბრიტანულმა ქვეგანყოფილებამ დააანონსა მაღალწარმადოვანი ნოუთბუქი Qosmio X870, რომელიც ორიენტირებულია გეიმერებზე, რაც აისახა როგორც მის სპეციფიკაციებში, ასევე გარეგნულ მხარეზეც. კორპუსი ალუმინისაა, ის შესრულებულია შავ-ნაცრისფერ ტონალობაში, ხოლო წითლად გააფორმეს გვერდითა პანელები, დინამიკები, სენსორული პანელის გარშემო შემოვლებული კანტი და კლავიშების შიდა განათება.

b91cc979d9120e0e0372a3fcb3373ecc.jpg

გარდა ამისა, მასში გამოყენებულია Intel (Ivy Bridge)-ის ბოლო მოდელის პროცესორები, 3 გბ GDDR5 მეხსიერების მქონე, NVIDIA GeForce 600M სერიის ვიდეობარათი. საუკეთესო კომპლექტაციით, ის აგრეთვე მიიღებს 17,3 დუიმიან და 1920 х 1080 გაფართოების ეკრანს, 5 მ/წმ რეაგირების დროით. ადგილი მოიძებნა არამხოლოდ ოპტიკური წამყვანისთვის (სტანდარტული შესრულებით - DVD SuperMulti, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში კი - Blu-ray დისკების წამკითხველი), არამედ ორი მყარი დისკისთვისაც, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, მათი ტევადობა აღწევს 2 ტბ-ს (ოპციონალურად, ხელმისაწვდომია ჰიბრიდული HDD-იც).

მახასიათებლების სიაში შესულია Gigabit Ethernet, Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11n ადაპტერები, ოთხი USB 3.0 ინტერფეისი, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები, ვებ-კამერა, რომელიც იძლევა ვიდეოს ტრანსლირების შესაძლებელობას Full HD ხარისხში, თაჩპადი multitouch ტექნოლოგიის მხარდაჭერით და აკუსტიკური სისტემა Harman Kardon.

მწარმოებელი არაფერს ამბობს ლეპტოპის მასაზე, ღირებულებასა და ავტონომიურ მუშაობის დროზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

წონა სავარაუდოდ დიდი ექნება, ფასიც მაღალი და ელემენტზე მუშაობის დრო დაბალი. ამიტომაც არ დააანონსა ჯერ :)

მადლობა ინფოსთვის. მე პირადად ტოშიბა მაქვს რამოდენიმე წელია და ძალიან კმაყოფილი ვარ. თუმცა საიტერესოა ამის ფასი რა იქნება.

Link to comment
Share on other sites

ძალიან მომწონს ეს Qosmio სერიის ლეპტოპები ,დახვეწილი დიზაინი აქვს და არც გეიმერული ლეპებივით ჯართები არაა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.