Jump to content

ინფორმაციის თეორია და კოდირება


kloud

Recommended Posts

მოკლედ მოვრჩი ამ საგნის გავლას და დამაინტერესა მაგრა, ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რაც ვისწავლე. კოდირებამ დამაინტერესა ფილმის "ბრწყინვალე გონება" ყურების შემდეგ და ძალიან გამიტაცა. ახლა კი გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს თქვენთვის სასურველი ინფორმაციის დაშიფვრისა.

ტექსტის დაშიფვრა ჯერ კიდევ საბერძნეთში გამოიყენებოდა საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად ძვ. წ.ა. VI საუკუნეში. ცნობილია რომ სპარტელებსაც ქონდათ სპეციალური მექანიკური მოწყობილობა ტექსტის დასაშიფრად.

ახლა კი საუბარს დავიწყებთ კეისრის ანბანის მიმოხილვით, რომელიც ძალიან მარტივია გასაგები. ეს მეთოდი დაფუძნებულია ბიჯებზე ანუ გასაგებად რომ ვთქვათ ვიღებთ ანბანს რომელ ენაზე გვაქ დასაშიფრი ტექსტი და ამ ტექსტის ყოველ ასოს ვცვლით ანბანიდან იმ ასოთი რომელიც მოცემული ასოდან დაშორებულია ასოების იმ რაოდენობით რა ბიჯსაც ავირჩევთ.

მაგალითად:

გვინდა დავშიფროთ ეს ტექსტი>> ინფორმაციის თეორია და კოდირება

ბიჯი ავირჩიეთ 7 ანუ თითოეული ასო უნდა შევცვალოთ ანბანში მოცემული ასოდან 7 პუნქტით მარჯვნივ მოთავსებული ასოთი.(თუ ანბანში რომელიმე ასოს შემდეგ არაა იმდენი ასო რამდენი ბიჯიც გვაქ ჩვენ მაშინ გადათვლას ვაგრძელებთ ანბანის დასაწყისიდან ციკლურად)

ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

დასაშიფრი გვქონდა ეს ტექსტი >>> ინფორმაციის თეორია და კოდირება

დაშიფვრის შედეგად მივიღებთ ამ ტექსტს>> ჟუძფყტთაჟჟშ პმფყჟთ ლთ რფლჟყმით (გაშიფვრის გასართულებლად შეგვიძლია სიტყვებს შორის მანძილი არ გამოვტოვოთ და მივაბათ ერთმანეთს "ჟუძფყტთაჟჟშპმფყჟთლთრფლჟყმით")

მაგრამ ამ მეთოდით დაშიფრული ტექსტის გაშიფვრა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მოდით ვთქვათ ჩაგვივარდა ხელთ ამ მეთოდით დაშიფრული ტექსტი და გვინდა გავშიფროთ(გამოვიყენებ წინა მაგალითს რომ ბევრი არ ვიწვალო)

ფურცლის შუაში დავწერთ დაშიფრულ ტექსტს(წითელი). შემდეგ მის პირველ ასოზე მოვარგებთ ანბანს როგორც ქვემოთაა მოცემული ვერტიკალურად და ასე ვიზმათ რამდენიემ ასოზე მანამ სანამ რომელიმე სტრიქონში არ შეგვხვდება ჩვენთვის გასაგები სიტყვა, ჩვენ შემთხვევაში როგორც შევამჩნევდით რამდენიმე მცდელობის შემდეგ ყველაზე რეალურად გამოიყურება ის სტრიქონი რომელიც იწყება ასოებით ინფორ და შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ ეს სტრიქონი. გადავითვალოთ ამ სტიქონიდან წითლით გამოსახულ სტრიქონამდე არსებული მანძილი( ამ შემთხვევაში 7-ია) და შემდეგი ასოები ამ კანონზომიერებით ჩავსვათ მხოლოდ ამ სტრიქონში რადგან უკვე მივხვდით რომ სხვა სტრიქონები არ წარმოადგენენ აზრიან ტექსტს და ბოლოსკენ გავიგებთ თუ რა იყო დაშიფრული ამ საიდუმლო წერილში.



  • აენვი
  • ბვოზკ
  • გზპთლ
  • დთჟიმ
  • ეირკნ
  • ვკსლო
  • ზლტმპ
  • თმუნჟ
  • ინფორმაციისთეორიადაკოდირება
  • კოქპს
  • ლპღჟტ
  • მჟყრუ
  • ნრშსფ
  • ოსჩტქ
  • პტცუღ
  • ჟუძფყტთაჟჟშპმფყჟთლთრფლჟყმით
  • რფწქშ
  • სქჭღჩ
  • ტღხყც
  • უყჯშძ
  • ფშჰჩწ
  • ქჩაცჭ
  • ღცბძხ
  • ყძგწჯ
  • შწდჭჰ
  • ჩჭეხა
  • ცხვჯბ
  • ძჯზჰგ
  • წჰთად
  • ჭაიბე
  • ხბკგვ
  • ჯგლდზ
  • ჰდმეთ

მოდი ბარემ სიხშირულ მეთოდსაც აქ მივაბამ და მერე თუ გადაინტერესათ უფრო რთულ მეთოდებსაც გაგაცნობთ.

სიხშირული მეთოდი არის საჭირო მაშინ როცა არ ვიცით რა მეთოდითაა დაშიფრული ტექსტი, ამავდროულად ტექსტი უდნა იყოს დიდი რომ ეფექტური გამოვიდეს ეს მეთოდი. მისი არსი კი შემდეგში მდგომარეობს: მეცნიერებს გამოვლენილი აქვთ ყველა ენაში ასოების გამოყენების სიხშირე(სამწუხაროდ მე არ მაქვს ზუსტი მონაცემბები ჩვენ ენაში რომელი ასო რა პროცენტულობით გამოიყენება). ჩვენ კი უნდა ავიღოთ დაშიფრული ტექსიტ და ამოვიწეროთ რომელი ასო რა რაოდენობით გვხვდება ამ ტექსტში შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ასოს ნაცვლად უნდა ჩავსვათ ის ასო რომელიც გამოიყენება ქართულში ყველაზე ხშირად(სავარაუდოდ ან ) და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მეთოდი ხშირად არ იძლევა შედეგს.

შემდეგში განვიხილავთ კოდირებას გასაღები სიტყვის გამოყენებით და მის გართუელბულ ვერსიას რომელსაც ქვია ტრიტემიუსის კოდი.

PS. მოდერებს მივმართავ, ერთი შეხედვით ეს ქსელებში გასახსნელ ითეამ არ იყო მაგრამ შემდეგი თავები პირდაპირ კავშირშია ქსელებში ინფორმაციის გადაცემის უსაფრთხოებასთან და დაშიფვრასთან, ამიტომაც გავხსენი ეს აქ

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.