მიშა Posted December 2, 2010 Share Posted December 2, 2010 თაგვის ხაო, ანუ Mousepad-ი ჩვენი კომპიუტერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი შეიძლება იყოს ნაჭრის, პლასტიკის, რეზინისმაგვარი, ლითონის და აგრეთვე ამ მასალების კომბინაციით შექმნილი, ასე ვთქვათ, "ფენოვანი". ხაოზე მაუსის დადების გარდა ხშირად ვდებთ ყავას, ჩაის, ან სხვა რამეს. მე მაგალითად ხილს და კამფეტებს ვიმარაგებ ხოლმე... ხელწრუწუნას მუდმივი ხახუნით და ჩვენი სასუსნავის დალაგებით ხაო რათქმაუნდა ფუჭდება. იმის დასადგენად, თუ რომელი ხაოა საუკეთესო, დიდმა რუსმა მეცნიერებმა, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყრუებიან: ჩაატარეს მაუსპადების სტრეს-ტესტი. ტესტში მონაწილეობენ: 1. Defender Ergo opti-laser. იგი სპეციალურად ოპტიკური და ლაზერული წრუწუნებისთვისაა შექმნილი. სპეციალური მასალა საშუალებას იძლევა მაუსმა კარგად ისრიალოს ზედაპირზე, ამრეკლი კრისტალები კი მის უშეცდომო პოზიციონირებას უზრუნველყოფენ 2. Nova MicroLaser. ეს ფრანგული ხაო გაჭრილი ვაშლივით გაქვს Defender-ს. ერთადერთი განსხვავება მისგან ისაა, რომ Nova-ს ნაკლები ამრეკლი ნაწილაკი აქვს. 3. Nova MicrOptic. წინა ორი ხაოსგან განსხვავებით ეს უფრო სქელია, მწარმოებლის განცხადებით მაგიდაზე არ სრიალებს და შეიცავს ორი ფერის - ოქროსფერ და ვერცხლისფერ ამრეკლ ნაწილაკებს. 4. Buro “Закат”. კომპანია "ბიუროკრატის" (სახელი ) წარმოების სრულიად ჩვეულებრივი მასუპედი, დამზადებულია რეზინისგან, გადაკრული აქვს ნაჭერი. 5. Buro “Ночной город”. წინა მოდელისგან მხოლოდ განსხვავებული ნახატით გამოირჩევა. 6. Fellowes Optical Mouse Pad - დღევანდელი ტესტის ერთადერთი მყარი მასალისგან დამზადებული მონაწილეა. მწარმოებელს თუ დავუჯერებთ, ეს ხაო პრაქტიკულად არ ზიანდება ნორმალური გამოყენებისას... ვნახოთ რა მოუვა მას და ტესტის სხვა მონაწილეებს "არანორმალური" მოხმარებისას . ტესტი სულ სამია, ამიტომ თითოეული მოდელის მაუსპადის სამი ეგზემპლარი შეირჩა. ახლა კი ტესტები. ტესტი No.1 - ტაფაზე გაცხელება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - თერმული ზემოქმედება. შედეგი ასეთი აღმოჩნდა (სუსტი გულის მქონეებმა და არასრულწლოვნებმა არ ნახოთ!): ანუ, რიცხობრივად რომ გამოვსახოთ - დრო ტაფის გახურების დაწყებიდან მაუსპედის დნობის დაწყებამდე: ტესტი No.2 - შამპანურიან ვედროში ჩადება. მეცნიერულად რომ ვთქვათ - ქიმიური ზემოქმედება. 1,2 და 3 ეგზემპლარებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ .... ...მაშინ, როდესაც 4 და 5 ეგზემპლარებს შავი დღე დაადგათ... ...მეექვსე საცდელმა ნიმუშმა კი მცირე დაზიანება მიიღო უკანა მხრიდან ესეც ცხრილი: ტესტი No.3 - წუნკალი ძაღლის მიერ დაგლეჯვა. მეცნიერული ენით - ფიზიკური ზემოქმედება. ექვსივე ხაო დაგლეჯილ იქნა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დასკვნა თუკი აპირებთ თქვენი ხაო შამპანურში, ყავაში, ჩაიში, ან სხვა რამ სასმელში "აბანაოთ", სჯობს Ergo-ს და Nova-ს მსგავსი მაუსპედები გამოიყენოთ. თუკი უხეში ბრძანდებით, დანას, პასტას ან სხვა რამეს არჭობთ ხაოზე, მაშინ თქვენ Fellowes Optical Mouse Pad-ის მსგავსი მყარი მაუსპედი გჭირდებათ. იმედია ვინმეს გამოგადგებათ ეს სტრეს-ტესტი. ბოლოს მინდა დავძინო, რომ მაქვს CoolerMaster-ის წარმოების ალუმინის მაუსპედი, რომელზეც ოპტიკური მაუსი კალიასავით "დახტის". არავის ვურჩევ მსგავსი პროდუქციის შეძენას. :SNEMOTICON13: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
fashisti Posted December 4, 2010 Share Posted December 4, 2010 საჭირო სტატიაა :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 :D პადსაც თუ ექნებოდა თემა არ მეგონა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Prince Posted June 12, 2011 Share Posted June 12, 2011 პადსაც თუ ექნებოდა თემა არ მეგონა მაგი უნდა დამეწერა მაუსპედი არ მიყვარს ვერ ვხმარობ მიცურდება ხოლმე , და უსიამოვნოდ ვგრძნობ თავს თემა კაია +1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.