Jump to content

ჩემი წ ყ ლ ი ს გაგრილება


Recommended Posts

მოგესალმებით ყველას,ძველ თემაში მე რჩევა გთხოვეთ და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ შედეგი.მოდერატორს ვთხოვ თუ შეცდომით გავხსენი თემა არ მისაყვედუროს.ესეც ძველი თემის ლინკი http://212.58.116.74/~overclocke/overclockers.ge/forum//index.php?/topic/26370-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90/

და ვანოს რჩევა

მოკლედ, პროდუქცია იყიდე sidewinder.com-ზე, frozencpu-სთან შედარებით ცოტა იაფადაა მანდ უმეტესობა რაღაცები, დაზოგავ $-ს

CPU ბლოკი:

აღებული გაქვს ჰიტქილა კოპერი. საერთოდ, ჰაი-ენდ ბლოკებში სხვაობა არის მიზერული, 1-1.5 გრადუსი.

თუ ბლოკის ხშირად მოხსნა-დაყენებას აპირებ, ჰითქილას არ გირჩევ, ცოტა მოუხერხებელი სამაგრების სისტემის გამო. თუ არ აპირებ, პრობლემა არაა.

მოკლედ,

Watercool HEATKILLER CPU Rev3.0 1366 - 76.95$

+ HEATKILLER Backplate 1366 - 7.95$

http://www.sidewinde...killer1366.html

http://www.sidewinde...k1366plate.html

ჰითქილა და მისი ბექპლეიტი, + 2 ცალი ფიტინგი (არ მოყვება ჰითქილას), დაგიჯდება 89$. ალტერნატივად გთავაზობ განიხილო Swiftech Apogee XT: http://www.sidewinde...wapxtcpuwa.html

ღირს 75$. აქვს ბრწინვალე სამაგრების სისტემა და წარმადობა არის იგივე, რაც აქვს ჰითქილას. თუ დაზოგვა გინდა $-ის, ძალიან გამართლებულია XT აიღო.

მაგრამ თუ $-ის პრობლემა არაა, გადაწყვიტე ისე, როგორც გინდა, ანუ დიზაინი და ა.შ.

რეზერვუარი:

აიღე რაც გაქვს არჩეული, ნორმალურია საკმაოდ: Bitspower Water Tank Z-Multi 250 - POM/Acetal

საიდვინდერზე ღირს 39$ - http://www.sidewinde...wataz250po.html

+ დაგჭირდება ანტი-ციკლონ ადაპტერი მაგ რეზერვუარისთვის, რაც დამატებული აქვს საერთოდ. ეგ ადაპტერი ღირს 2.95$ - http://www.sidewinde...sishanadbp.html

რადიატორი

რადგან GPU-ც უნდა ჩასვა წ#$%ს სისტემაში, თან ნეჰალემი გაქვს, 360-იან რადიატორს მაღალ ოვერქლოქზე სჯობ უფრო დიდი. აიღე 480-იანი რადიატორი.

გირჩევდი ამ მონსტრ რადიატორს: ThermoChill PA120.4 4x120mm High Performance Radiator - 15mm Spacing

ღირს 139$ - http://www.sidewinde...pa4xhipera.html

ერთადერთი, უნდა გაითვალისწინო, რომ თერმოჩილის რადიატორებს რეზბა აქვთ G3/8 და არა G1/4. ამიტომ შესაბამისი რეზბის ფიტინგები უნდა აიღო.

+ გირჩევ ყველანაირად, რომ აიღო რადიატორისთვის დამატებითი სამაგრი მექანიზმი, რაც არ გაქვს დამატებული შენთან.

აი ჩემი რჩეული სამაგრი მექანიზმი: Bitspower Rad Support I - ღირს 13$. - http://www.sidewinde...radsuiunra.html

ვიყენებდი მე, როცა წყალი მქონდა დიდი წარმატებით, 360-იან რადიატორს უპრობლემოდ იჭერდა კეისის თავზე. იყენებდა ზურაც, თავისი გაგრილებისთვის.

480-იანი რადიატორისთვის (თან 3 კილოა ეგ რადიატორი, მონსტრი რამეა ნამდვილად), გირჩევ აიღო ორი ცალი, რომ მყარად დაამონტაჟო.

პომპა

აღებული გაქვს შეზღუდული სიჩქარის ვერსია, + არასწორი გადამყვანის კიტი. შენ გინდა 1/2", მაგას გადამყვანზე უწერია 3/8".

მოკლედ, აიღე სიჩქარის კონტროლერიანი ვერსია, Swiftech MCP655 12v DC Pump - with Speed Controller, ღირს 77.95$ საიდვინდერზე.

http://www.sidewinde...wmc12vdcpu.html

გადამყვანი კიტები არ გინდა არაფერი, ისედაც გამომავალი არხი 1/2" აქვს მაგას.

+ სამომავლოდ შეგიძლია ცალ-ცალკე Loop-ები გაუკეთო CPU-ს და GPU, მაგრამ ჯერ არ გირჩევ მაგისთვის გადამყვანების ყიდვას, ტყუილად უნდა დაიხარჯო. გამოცდილება გიჩვენებს რა დ როგორ გერჩივნება.

შლანგი

არ აიღო 1/2"-იანი შლანგი, მით უმეტეს 3/4" გარე დიამეტრით. მქონდა და ძალიან სქელი და მოუხერხებელი რამეა, დაიტანჯო უნდა.

გირჩევ აიღო 7/16" შიდა დიამეტრის და 5/8" გარე დიამეტრის მქონე შლანგი, გაცილებით მოსახერხებელი და თხელკედლიანი შლანგია, შიდა დიამეტრი თითქმის იგივეა, ფლოუში სხვაობას ვერ ნახავ.

+ რადგან პირველად აწყობ სისტემას, აიღე 3 მეტრა, 10 ფუტი. იქ გადაწყობა მოგინდა, იქ რაღაც და ხელახლა ხომ არ დაუკვეთავ.

აი მწარმოებელს რაც შეეხება, Tygon-ი კი საუკეთესოა, მაგრამ უაზროდ ძვირია ძალიან. თუ მაინცდამაინც ტაიგონი გინდა, 7/16"-იანი საიდვინდერზე ერთი ფუტი ღირს 1.90$, 10 ფუტი დაგიჯდება 19$. - http://www.sidewinde...7id5odlatu.html

ალტერნატივად გთავაზობ, უფრო სწორად ძალიან გირჩევ, რომ არ დაიხარჯო შლანგზე ტყუილად. დროთა განმავლობაში ნებისმიერი შლანგი ფერს იცვლის და ინისლება.

აიღე Durelene PVC tubing 7/16in. ID 5/8in. OD by Saint-Gobain. ერთი ფუტი ღირს საიდვინდერზე 0.45$ - http://www.sidewinde...pvctu7id5o.html წარმოიდგინე რამდენს ზოგავ.

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, შლანგზე არ დახარჯო ზედმეტი თანხა და აიღო დურელენი.

შლანგის დამჭერები

არასწორი დიამეტრის გაქვს აღებული, ეგ გათვლილია წვრილ შლანგზე.

5/8" გარე დიამეტრის მქონე შლანგზე გჭირდება F ზომის დამჭერები. + გაითვალისწინე, რომ ეგენი ნამდვილად მრავალჯერადები არაა, დროთა განმავლობაში მოხსნა-დაყენებით პირები უცვდებათ. ამიტომ აიღე ესე 20 ცალი, რეზერვში რომ გქონდეს. 20 ცალი საიდვინდერზე 4$ დაგიჯდება: http://www.sidewinde...lnyhocl0t2.html

GPU ბლოკი

თუ ზედმეტად ძვირი არ გიჯდება EVGA-ს წ#$%ს გაგრილებიანი კარტა (მაგ კარტაზე Swiftech-ის წ#$%ს სისტემა აყენია, + თუ გეზარება შენით ბლოკის დაყენება, შეგიძლია ეგ აიღო უპრობლემოდ.

შეგიძლია ცალკე ბლოკი აიღო და შენით ააწყო, როგორც გაგიხარდება

ფიტინგები

გჭირდება მინიმუმ 6 ფიტინგი, 1/2" გარე დიამეტრით.

აქედან 4 ცალი გინდა G1/4 რეზბაზე, 2 ცალიც G3/8" რეზბაზე. თუ კონკრეტული ნაწილის გვერდიდან დაამატებ ფიტინგს, საიდვინდერი თიტოზე 50 ცენტს გიკლებს.

2 ფიტინგიც რეზერვში გქონდეს და აიღე სულ 8 ცალი.

სითხე

არ გადაყარო ფული ფერად-ფერად სითხეებში არავითარ შემთხვევაში. დროთა განმავლობაში ფერადი სითხეებიდან ნალექი ყოველთვის გამოიყოფა, პირველ რიგში წ#$%ს ბლოკებში დაილექება ეგ და მოგიწევს მერე ხეხვა-წმენდა. არ ღირს მოკლედ. ფერები ნაწილების გაფუჭებად. გამოიყენე ჩვეულებრივი გამოხდილი წყალი + რამე ბიოციდი, მაგალითად ეს: http://www.sidewinde...peptpcobi1.html

ეს ის ნაწილები რაც მე ჩამოვიტანე:

1. Watercool HEATKILLER® CPU Rev3.0 1366 ---------------84.95$ylewd.jpg

2. HEATKILLER® Backplate 1366 ------------------------------7.95$nezvl.jpg

3. Swiftech MCP655 12v DC Pump - with Speed Controller ------------------------- 77.95$jeixi.jpg

4. Bitspower Water Tank Z-Multi 150 - POM/Acetal ---------------------------35.95$82ayi.jpg

5. ThermoChill PA120.3 3x120mm High Performance Radiator - 15mm Spacing------ 113.95$fs2yy.jpg

6. Durelene PVC tubing 7/16in. ID 5/8in. OD by Saint-Gobain --------------- 0.45$ 1 foot

7. Tygon R3603 7/16in. ID 5/8in. OD Laboratory Tubing # AAC00033------------- 1.90$ 1 foot

8. Petra'sTech PT_Nuke -PHN Concentrated Biocide (10mL) --------------- 3.25$

9. Bitspower G1/4 True Silver 1/2in Fitting # BP-SLWP-C01---------------- 3.75 2X7.0$

10. Bitspower G 1/4 Shining Silver Case Top Water Fill Set - BP-WTP-C04---------- 7.95$

11. Feser Rotary 45 G 1/4 Threads # 1445 - 4 Pack---------- 13.99$

12. Danger Den Delrin Fillport ------------------------------- 12.95$

13. Bitspower G 1/4 Shining Silver Angle Fitting for 1/2in. Tubing BP-WTP-C26 ----------- 7.95$

14. Bitspower G 1/4in. Shining Silver Temperature Sensor Stop Fitting - BP-BTP-CT ----- 7.95$

15. Bitspower BP-FMB Silver Shining Q Plus-Bloc-----------------------9.95$

16. Bitspower True Golden Stop Fitting G 1/4 - BP-GDWP-C06 -------------- 2.25$

17. Bitspower Shining Silver Rotary 90 Fitting #BP-LRI - G 1/4 Threads ---------- 10.95$

18. Akasa Four Channel Fan Control Pro - AK-FC-03 ----------------------39.95$

19. Thermochill Triple 3x120mm Replacement Gasket for PA120.3 ---------- 3.5$

საერთო ჯამში ეს ყველაფერი 511.24$ + შეიფინგი 60.04$ + 96.2$ ტრანსპორტირება და სხვ. სულ 667.48 $

გამოხდილი წყალი ჩვენ აფთიაქებშია ნაყიდი

გადაღებული მაქვს სურათები ე.წ.Worklog საკმაოდ ბევრია და თუ დაინტერესდებით ნელ-ნელა დავდებ (ერთად როგორ უნდა დავდო არ ვიცი)

ჯერ გაჩვენებთ ძველ კომპს qkc85.jpg

ldy9x.jpg

ესეც საბოლოო შედეგიc076j.jpg

aoq3n.jpg

fe7h4.jpg

o2ocy.jpgev3fm.jpg

l9l6g.jpg

ყველას დიდი მადლობა რჩევებისთვისა და თანადგომისთვის

სათაურში შეცდომა გაპარულა და იქნებ შეასწოროთ

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მადლობა,GTA-ს კარტა უნდა ამეღო თავისი წ#$%ს ბლოკიანად,მაგრამ ფულში დამენძრა

Link to comment
Share on other sites

ცენზურის ფილტრი გამორთეთ რა ტო

არ გამიკვირდა რატო არ წერს

არაუშავს 580ს ჩაიყენებ

იმედია

Link to comment
Share on other sites

ეს ფიტინგები

olqak.jpg

ეს რეზერვუარის ქარხნული და ჩემი გაკეთებული სამაგრები

e2ixr.jpg

t62x2.jpg

sozg1.jpg

Link to comment
Share on other sites

მშვიდობაში, მშვენიერი რამ გამოვიდა :) მთავარის დაწერა დაგავიწყდა ;)

ტემპერატურების განსხვავება

Link to comment
Share on other sites

მადლობა იაგო, ეს რამდენად ზუსტია არ ვიცი მაგრამ ადრე იგივე ტესტი საშუალოდ 38-40-ს აჩვენებდა

zt6so.png

სენსორი დავაყენე წყალზეც და ბლოკზეც იქ 23 და 25-ს აჩვენებს.ეს სტოკზე,ჯერ არ დამირაზგონებია

ntc16.jpg

Link to comment
Share on other sites

მიარაზგონე ტოო!

Link to comment
Share on other sites

აუ რა მაგარი ნამუშევარია

ყოჩაღ რა

შენ თუ ასე გათვალე წინასწარ ყველაფერი და ისე ჩამოატანინე

მართლა ყოჩაღ და დიდი ხუთიანი ნამუშევარში

ძალიან მაგარია :)

Link to comment
Share on other sites

მადლობა ზურა,შენგან შექება ძალიან სასიამოვნოა.ვანოს რჩევები ძალიან წამადგა,საინტერესოა მისი აზრი

კი კაია და რამე მარა მარტო ცპუ-ს გაგრილება წ#$%თ და 700$?!

ნამეტანია პამოიმუ

გეთანხმები ცოტა არ არის,გზამ და მომსახურების ხარჯებმა წაიღო ბევრი,დაახლოებით 150$.ეხლა ამას ერთი 100$ კიდევ უნდა ვიდეოს ბლოკისთვის და ეგაა,პომპა ისეთი ძლიერია ერთ სისტემას კიდე ეყოფა,ნახევრამდე მაქვს დაწეული.

ესეც პატარა კოლაჟი

sb0im.jpg

Link to comment
Share on other sites

ვაა მართლა მაგარი სისტემაა მშვიდობაში thumbsup.gifthumbsup.gifthumbsup.gif

თან მაგარი ნამუშევარია comp10.gif

Link to comment
Share on other sites

კი მაგარი სისტემაა

და მაგრა ლამაზად არის გაწყობილი

მე მაგიდაზე მიყრია ყველაფერი :)

Link to comment
Share on other sites

მადლობა ბიჭებო,მიხარია რომ მოგეწონათ,ესეიგი ტყუილად არ მიშრომია

ogpdq.jpg

Link to comment
Share on other sites

გადავაკეთე,მივჭერ-მოვჭერი, შევღებე,მოკლედ წყალს მოვარგე.

Link to comment
Share on other sites

კი მაგარი სისტემაა

და მაგრა ლამაზად არის გაწყობილი

მე მაგიდაზე მიყრია ყველაფერი :)

შენც ჩემნაირი ფეთხუმი ყაყა ხარ :xelitavi:

ისე მეტალის დამუშავება შენით გააკეთე?კაი ბლომად წვალება უნდა გაზომვებს და ყველაფრის მორგებას

უზარმაზარი შრომაა ამ კეისში ჩადებული

რომ ვუყურე სუნთქვა მეკვრება :D მე დამეზარებოდა

Link to comment
Share on other sites

ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე,ერთადერთი ზევიდან გრილი ლაზერზე ამოვაჭრევინე

მე დამეზარებოდა

მეც კინაღამ დამეზარა :D ახალი ქეისის ესკიზები გავაკეთე თუ არ დამეზარა გაზაზფხულზე დავიწყებ, მასალები ძალიან გაძვირდა,მაგრამ მაინც ღირს გაკეთება,ნუ ვნახოთ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.