Popular Post Sgubela Posted January 19, 2012 Popular Post Share Posted January 19, 2012 პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით, გილოცავთ ნათლისღებას, მრავალს დაესწარით (ჩემი ნათლობის დღეა ) BSEL & VID Mod Guide BSEL & VID Mod კეთდება Intel - ის უმეტესობა პროცესორზე, ყოველ შემთხვევაში 775 სოკეტზე დანამდვილებით ვიცი. AMD - ს მფლობელები ვერ დააყენებთ ამ მოდს. რა არის BSEL Mod? BSEL Mod პროცესორის დაჩქარების ერთ-ერთი საშუალებაა. განსხვავება ტრადიციული დაჩქარებისგან ის არის, რომ ჩვენ არ ვცვლით სიხშირეებს პროგრამულად (ბიოსიდან ან ClockGen, SetFSB - ს მსგავსი პროგრამებიდან). დედაპლატების უმეტესობა პროცესორის ქარხნული სიხშირის, ძაბვის და FSB - ს დასადგენად იყენებს პროცესორის პინებს (რითაც სოკეტს ეხება პროცესორი). BSEL Mod ის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მოატყუოს დედაპლატას, თითქოს პროცესორი იმაზე მაღალ FSB ზე მუშაობს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. მაგალითად, Pentium Dual Core E2200 (2.2 GHz) - ს აქვს 800 MHz FSB, 200 MHz Bus speed და 11 მამრავლი, რაც პროცესორს აძლევს 2.2 GHz სიხშირეს (200 x 11). ხოდა ჩვენ თუ ამ პროცესორის პინებს ისე შევაერთებთ, როგორც ეს 1066 FSB - ის მქონე პროცესორებს აქვთ, მივიღებთ 266 Bus speed - ს და პროცესორი იმუშავებს 2.926 MHz სიჩქარეზე (266 x 11). რატომ შეიძლება დაგვჭირდეს BSEL Mod? თუ თქვენ გაქვთ ისეთი დედაპლატა, რომელსაც ისედაც კარგად შეუძლია პროცესორის დაჩქარება, მაშინ ეს არ არის თქვენთვის საჭირო. მაგრამ ზოგ დედაპლატას არ აქვს ბიოსში მსგავსი ფუნქციები, სწორედ ასეთი დედაპლატის მფლობელებს დასჭირდება BSEL Mod - ის გაკეთება. როგორ გავაკეთოთ BSEL Mod? პინების ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაგჭირდებათ გამტარი პასტა ან რაიმე გამტარი და დრეკადი მასალა, თუნდაც ალუმინი. დავიწყოთ: თუ გინდათ რომ FSB გაიზარდოს 800 დან 1066 MHz მდე მაშინ უნდა შეაერთოთ შემდეგი პინები: 800 დან 1333 მდე: 1066 დან 1333 მდე: ეცადეთ სხვა პინებს არ წაუსვათ პასტა, თუ წაგესმებათ მაინც არ ინერვიულოთ არაყით მშვენივრად ცილდება (მასალასაც გააჩნია CircuitWriterTM შორდება). VID Mod ძალიან გავს BSEL Mod - ს. უბრალოდ FSB - ს ნაცვლად იზრდება პროცესორის ძაბვა. კეთდება იგივე პრინციპით უბრალოდ ვაერთებთ სხვა პინებს. თუ გინდათ 1.4 ვოლტი: 1.45 ვოლტისთვის (მწვანე ფერით რაც არის იმას ვფარავთ): გაითვალისწინეთ: • ეს მაინც პროცესორის დაჩქარებაა, ამიტომ ჩაუტარეთ ტესტი სტაბილურობაზე • თუ აღარ გინდათ ეს მოდი, უბრალოდ მოაშორეთ გამტარები პროცესორს • რომ მორჩებით, შეიძლება ახალი მოდის წასაკითხათ ბიოსის დარესეტება გახდეს საჭირო (ნაკლებად სავარაუდოა) • ზოგი დედაპლატა პროცესორის სიხშირის წასაკითხად პინების ნაცვლად იყენებს CPUID - ს. ასეთ დედაპლატებზე ეს მოდი არ დაყენდება. • აჯობებს წინასწარ შეამოწმოთ, შეუძლია თუ არა დედაპლატას მომატებულ სიხშირეზე პროცესორის მუშაობა. მოდერს ვთხოვ თუ რამე შეცდომაა ჩამისწოროს. წყარო: Overclock.net 13 Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted January 19, 2012 Share Posted January 19, 2012 :thumbsup: Link to comment Share on other sites More sharing options...
nseries430 Posted January 19, 2012 Share Posted January 19, 2012 + 1 Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted January 19, 2012 Share Posted January 19, 2012 მშვენიერია წავიდა მიკიპედიაში გასათვალისწინებელია რომ ეს მხოლოდ 775 სოკეტის პროცესორებს არის კიდე მოდი 1333-იანი რომ 1600-იანად გადააქციო http://www.overclockers.com/intel-lga775-pad-modding/ Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted January 19, 2012 Share Posted January 19, 2012 ჰუჰ ძალიან მაგარია საღოლ Link to comment Share on other sites More sharing options...
Sgubela Posted January 19, 2012 Author Share Posted January 19, 2012 მადლობა დაფასებისთვის :) Link to comment Share on other sites More sharing options...
Sgubela Posted February 1, 2012 Author Share Posted February 1, 2012 მშვენიერია წავიდა მიკიპედიაში წავიდა უკვე? მე ვერ ვიპოვე :xelitavi: Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 1, 2012 Share Posted February 1, 2012 წავიდა უკვე? მე ვერ ვიპოვე აქ არის გარეთ არ გამიტანია Link to comment Share on other sites More sharing options...
Sgubela Posted February 1, 2012 Author Share Posted February 1, 2012 აა ვნახე მადლობა სოსო Link to comment Share on other sites More sharing options...
Dusty Posted June 12, 2013 Share Posted June 12, 2013 სურათები არ ჩანს Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 23, 2014 Share Posted March 23, 2014 კაი რაღაცაა, მაგრამ ეგ კონტაქტების გადაბმა როგორ უნდა იჩალიჩო, კალით და პაიალნიკით ? Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted March 24, 2014 Share Posted March 24, 2014 მადლობა ავტორს ეს რა მაგარი რამე ყოფილა, ანუ ვისაც რაზგონი უნდა და ლეღვი მაზერი აქვს მაგრად წაადგება Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted March 26, 2014 Share Posted March 26, 2014 მე ვცდიდი მარა 1.4ვ ბევრია თან არც ეს გამტარი პასტა მაქ არაქ ამ ძაბვის მატების ფუნქცია ჩემს დედიკოპლატუნას p.s ისე პროგრამულად არა ბიოსიდან ძაბვის მომატება მოსულა? Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 26, 2014 Share Posted March 26, 2014 მე ვცდიდი მარა 1.4ვ ბევრია თან არც ეს გამტარი პასტა მაქ არაქ ამ ძაბვის მატების ფუნქცია ჩემს დედიკოპლატუნას p.s ისე პროგრამულად არა ბიოსიდან ძაბვის მომატება მოსულა? თუ არ ვცდები, ასუსის და გიგაბიტის მაზერებს აქვს უტილიტა ვინდოუსიდან სიხშირეების და ძაბვების მომატების. Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted March 26, 2014 Share Posted March 26, 2014 თუ არ ვცდები, ასუსის და გიგაბიტის მაზერებს აქვს უტილიტა ვინდოუსიდან სიხშირეების და ძაბვების მომატების. ჩემი MSI-ა Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted March 26, 2014 Share Posted March 26, 2014 ჩემი MSI-ა დაძებნე გუგლში იქნებ არის რამე მასეთი უტილიტა მაგ მაზერებისთვის. Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts