მიშა Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 დაახლოებით ერთი თვის წინ (არც კი) კომპანია Nikon-მა წარმოგვიდგინა თავისი ახალი, საწყისი დონის პროფესიონალური ფოტოკამერა D3100, რომელიც თავისი მონაცემებით როგორც D3000-ს, ასევე D5000-საც ჯობნის. მაშინ ბევრს დაგვებადა კითხვა, თუ რატომ არ დაარქვეს ორივე ზემოხსენებულ კამერაზე ძლიერს მაგალითად D7000. ნიკონმა კითხვაზე პასუხი გუშინ გაგვცა, როდესაც წარმოგვიდგინა ახალი ფოტოკამერა D7000. ერთი რამ, რაც მართლა ძალიან მომეწონა, არის "მტკიცე შენადნობისგან" დამზადებული კორპუსის ძირითადი ნაწილი. მას ახალი, გადამუშავებული CMOS სენსორი აქვს 16.2 მეგაპიქსელი გარჩევადობითა და Nikon DX (ანუ იგივე APS-C) ფორმატით. შუქმგრძნობელობა ISO 100-6400-ის ფარგლებშია, თუმცა ფართოვდება 25600-მდე. პროცესორი Expeed 2 "არნახულ სისწრაფეს", "უკეთესი ხარისხის ფოტოებს" და "მრავალფუნქციურობას" გვპირდება. მთლიანად გადამუშავდა ავტოფოკუსის სისტემა. მას ახლ 11-ის ნცვლად 39 ფოკუსის წერტილი აქვს და თუ ნორმალურად იმუშავა, შეიძლება მართლაც არნახული სიმკვეთრის ფოტოები გადაგაღებინოთ. ჩამკეტი 1/8000 წამაინი ექსპონირების საშუალებას გაძლევთ. აქვს 150000 ციკლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა. მიყოლებით გადაღება ახლა უკვე კადრში 6 წამის სიჩქარით შეგიძლიათ. ხედის მაძიებელი კადრის თითქმის 100%-ს ფარავს (ზუსტად "თითქმის 100%"-ს აცხადებენ), რაც დამატებით სიზუსტეს მოგცემთ. თუკი მაძიებლის გამოყენება არ გიყვართ, თქვენთვის გათვალისწინებულია პირდაპირი ხედის სისტემა. მას აქვს კონტრასტული ავტოფოკუსი და სახის აღმომჩენი ფუნქცია (35 სახეს 0.08 წამში აღმოაჩენსო. საინტერესო იქნებოდა შეგვემოწმებინა), მოძრავი ფოკუსის ფუნქცია (თუკი ფოკუსირების ობიექტი მოძრაობს, ფოკუსიც მასთან ერთად მოძრაობს). პირდაპირ რეჟიმში გამოსახულების მაღალ ხარისხს 3-დუიმიანი LCD დისპლეი უზრუნველყოფს 920000 წერტილით და 170-გრადუსიანი ხედვის კუთხით. "არაფოტო" ფუნქციებში შედის Full HD D-Movie ფორმატის ვიდეოგადაღება და მისი კამერაშივე რედაქტირების შესაძლებლობა. გათვალისწინებულია მიკროფონის შტეკერი, ხმის მაღალი ხარისხით ჩასაწერად და HDMI კონექტორი იმისთვის, რომ მაღალი ხარისხით შეძლოთ გადაღებული ვიდეოს ჩვენება. სიახლეა ინფორმაციის შენახვის სისტემაშიც - Twin SD სისტემის დახმარებით კამერაში ერთდროულად ორი SD ბარათის მოთავსება და გამოყენება შეგიძლიათ. მწარმოებლის განცხადებით კამერა თავსებადია "Nikon-ის უამრავ ობიექტივთან და აქსესუართან". D7000 ამა წლის ოქტომბერში გამოვა გაყიდვაში და 18-105მმ-იანი "სტანდარტული" ობექტივით 1500 აშშ დოლარი ეღირება. ფასის (და ყველა მახასიათებლის) მიხედვით, ეს საშუალო დონის პროფესიონალური ფოტოკამერაა. ვნახოთ როგორ წარმოაჩენს თავს... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 9, 2010 Author Share Posted November 9, 2010 1500-ის ნაცვლად 1800 დოლარად იყიდება. ვეჭვობ მაგის კლიენტები იყოთ რომელიმე :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted November 9, 2010 Share Posted November 9, 2010 1500-ის ნაცვლად 1800 დოლარად იყიდება. ვეჭვობ მაგის კლიენტები იყოთ რომელიმე მხეცი ფასია მიშა ალუმინის კარკასი აქვს ამ ფოტოაპარატს,ამ დონის აპარატებში კიდევ რომელიმე იყენებს იმავეს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 10, 2010 Author Share Posted November 10, 2010 დიდი ფორმატის კამერები რაცაა და სერიოზული ფასისები, ყველას აქვს ან ალუმინის, ან მაგნიუმის შენადნობის კარკასი. აი Nikon D300s, D700, ქენონებსაც აქვთ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted November 20, 2010 Share Posted November 20, 2010 კანფეტ რაა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted December 13, 2010 Share Posted December 13, 2010 1500-ის ნაცვლად 1800 დოლარად იყიდება. ვეჭვობ მაგის კლიენტები იყოთ რომელიმე მართალი ხარ :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 14, 2010 Author Share Posted December 14, 2010 მართალი ხარ გეტყობა, რომ შენ ხარ მაგის კლიენტი, მაგრამ ეკონომიკური ვითარება არ გიწყობს ხელს კი კარგი ციფრულია, მაგრამ 1800$-ად ბევრად უკეთეს ქენონს იყიდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიკონი მეტისმეტად ძვირია იმასთან შედარებით, რასაც წარმოადგენს. არ ვარ ქენონის მეხოტბე, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted December 14, 2010 Share Posted December 14, 2010 გეტყობა, რომ შენ ხარ მაგის კლიენტი, მაგრამ ეკონომიკური ვითარება არ გიწყობს ხელს კი კარგი ციფრულია, მაგრამ 1800$-ად ბევრად უკეთეს ქენონს იყიდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიკონი მეტისმეტად ძვირია იმასთან შედარებით, რასაც წარმოადგენს. არ ვარ ქენონის მეხოტბე, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ. **E_non_E მე არ მევასება ჩემი :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 14, 2010 Author Share Posted December 14, 2010 **E_non_E მე არ მევასება ჩემი არც მე ვარ ქენონის მაქებარი, მაგრამ ნიკონმა D7000-ით ძალიან ჩაისვარა. ოდნავ იაფი რომ ღირდეს კიდევ შეიძლებოდა მაგის აღება, მაგრამ როცა 1800 დოლარიან კამერას არ აქვს წესიერი AF მექანიზმი ცუდი განათების პირობებში და როცა live view-ზე დიაფრაგმას (aperture) ვერ ასწორებ მანუალ რეჟიმში, ეს დიდი ლაფსუსებია! მესმის 500$-იან აპარატს ჭირდეს ეგ, მაგრამ როცა 1800$-იანში მაგას არ აკეთებენ, განზრახ ქმედებას უფრო გავს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ANuB1S Posted December 14, 2010 Share Posted December 14, 2010 ანუ გამოდის AMD - INTEL-ის პონტი. Mainstream აქვს Nikon-ს საუკეთესო :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 14, 2010 Author Share Posted December 14, 2010 ანუ გამოდის AMD - INTEL-ის პონტი. Mainstream აქვს Nikon-ს საუკეთესო დაახლოებით ეგრეა... არა, ძველი Full Frame კამერები საკმაოდ ძლიერები იყო... უბრალოდ რა არის იცი? აი როცა მე 1800$-ს ვიხდი კამერაში, ნაღდად არ მესიამოვნება, რომ მას რაღაც ფუნქცია არ ჰქონდეს. მითუმეტეს ისეთი ბანალური, როგორიც aperture კონტროლია მანუალ მოდზე ლაივ ვიუში ჩემი 450$-იანი რეფურბიშდ ოლიმპასით ვარ აბსოლუტურად კმაყოფილი და კინონი ვითომ ვინ არის, რომ ყველაფრით დამაკმაყოფილებელ პროდუქტს ვერ უშვებს? :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted December 16, 2010 Share Posted December 16, 2010 გეტყობა, რომ შენ ხარ მაგის კლიენტი, მაგრამ ეკონომიკური ვითარება არ გიწყობს ხელს კი კარგი ციფრულია, მაგრამ 1800$-ად ბევრად უკეთეს ქენონს იყიდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნიკონი მეტისმეტად ძვირია იმასთან შედარებით, რასაც წარმოადგენს. არ ვარ ქენონის მეხოტბე, მაგრამ ფაქტს აღვნიშნავ. მართალი ხარ მაგრამ ნიკონს თავისი მუღამი აქვს. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
GIBSON Posted December 19, 2010 Share Posted December 19, 2010 http://www.3dnews.ru/news/video-fotokamera-red-scarlet-v-rukah-u-prostogo-smertnogo/ :( Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
David777 Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 ამ ფასად Canon EOS 7D მოგივა რომელიც ამ ნიკონ D7000-ს ჯობს ხარისხითაც და ფუნქციებითაც. მე რომ მქონდეს ამდენი ვიყიდიდი Canon EOS 5D-ს და ფულიც დამრჩებოდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Vako™ Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 კაია მარა ქვემოთ რო რაღაცეები დაუმატეს ამ ახალ SLR კამერებს ეგ რაარის P.S მეც 7D-ს ვიყიდდი. Fუცკ ნიკონ ვენ ქენონ იქზისთს :დ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 არადა ქენონზე დიდი სენსორი აქვს, უკეთესი ხარისხის სურათი, Continuous video focus რომელიც მაგ მოდელ ქენონს არ აქვს, წვიმა არ აღწევს ნიკონი-ს "ბოდი"-ში, ელემენტის სიცოცხლე მეტი აქვს, ნიკონი 1430$ ღირს, ქენონი კი 1790$! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 სამაგიეროდ 550დ ძვირი ღირს და დ3100 იაფი თან ბევრად ეგრეა ხან ერთი იქნება ძვირი ხან მეორე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 საერთოდ ნიკონი უფრო ძვირია ხოლმე ვიდრე ქენონი.. რავი მე ასე მახსოვს ისე რაც შეეხება იმას თუ რომელი ჯობია ,ცოტა ისეთი საკითხია რა.. მთავარია გადაღება იცოდე თორე ერთგან ვათვალიერებდი სურათებს და ტიპს ნიკონ დ40-ით ისეთი სურათები ქონდა გადაღებული გამოშტერდი კინაღამ არადა მოძველდა ეგ აპარატი და თითოქს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა იყოს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 საერთოდ ნიკონი უფრო ძვირია ხოლმე ვიდრე ქენონი.. რავი მე ასე მახსოვს ისე რაც შეეხება იმას თუ რომელი ჯობია ,ცოტა ისეთი საკითხია რა.. მთავარია გადაღება იცოდე თორე ერთგან ვათვალიერებდი სურათებს და ტიპს ნიკონ დ40-ით ისეთი სურათები ქონდა გადაღებული გამოშტერდი კინაღამ არადა მოძველდა ეგ აპარატი და თითოქს არაფერი განსაკუთრებული არ უნდა იყოს აქაც იგივე პონტი ჩითავს კოკა ჯობი თუ პეპსი ბმვ თი მერსედესი რა არადა მომხმარებელზე ა დამოკიდებული რომელს უფრო კარგად გამოიყენებ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 DSLR-ეი სულ სხვა დონეა აპარატებში, აქ არაა მთავარი MP, მთავარია რა დონის ფოტოგრაფი ხარ და რა ლინზები გაქვს, ქენონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც არასდროს ვიტყვი რომ ნაგავი პროდუქცია აქვს, უბრალოდ მქონია ქენონთანაც და ნიკონთანაც შეხება სანამ ვიყიდდი და რატომღაც ნიკონი უფრო მომეწონა, საქართველოში ჩვენდასამწუხაროდ მარტო ქენონს და ნიკონს ცნობენ არადა კიდევ არის სხვა კაი ბრენდები რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან ამ 2 ბრენდს თუ არ ჯობს. ყველაზე ძალიან კი ის მაღიზიანებს რომ ქენონის სიკარგეს იმით განსაზღვრავენ საქართველოში რომ "ქენონს ბევრი ლინზა აქვს გამოშვებული და ამიტომაა მაგარი!" ან "ქენონია და მორჩა ამით ლაპარაკი!" Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 19, 2011 Share Posted August 19, 2011 DSLR-ეი სულ სხვა დონეა აპარატებში, აქ არაა მთავარი MP, მთავარია რა დონის ფოტოგრაფი ხარ და რა ლინზები გაქვს, ქენონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც არასდროს ვიტყვი რომ ნაგავი პროდუქცია აქვს, უბრალოდ მქონია ქენონთანაც და ნიკონთანაც შეხება სანამ ვიყიდდი და რატომღაც ნიკონი უფრო მომეწონა, საქართველოში ჩვენდასამწუხაროდ მარტო ქენონს და ნიკონს ცნობენ არადა კიდევ არის სხვა კაი ბრენდები რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებიან ამ 2 ბრენდს თუ არ ჯობს. ყველაზე ძალიან კი ის მაღიზიანებს რომ ქენონის სიკარგეს იმით განსაზღვრავენ საქართველოში რომ "ქენონს ბევრი ლინზა აქვს გამოშვებული და ამიტომაა მაგარი!" ან "ქენონია და მორჩა ამით ლაპარაკი!" კაი კაცო , კი არ ვიცოდი (ეს ხუმრობით) ვიცი MP-ები რო არაფერს წყვეტს , მაგრამ მაინც დ40 ასე თუ ისე მოძველებულია და მაგიტომ გავამახვილე ყურადღება თორე MP-ებზე საერთოდ არ მიგულისხმია .. სიტყვაზე 2500X1500-ზე მეტი გაფართოება ვის რა ჭირად უნდა რო ნიკონს უფრო "ცოცხალი" ფერები აქვს და მაგიტომ ამჯობინებენ ალბათ ჩემი აზრით .. და მე რასაც ვუყურებ ქენონზე კი არა ნიკონზე უფროა ეგრე , ანუ აიფონივით მოდას აყოლილი რა.. შეიძლება ახლა სხვანაირადაა სიტუაცია მარა ადრე ეგრე იყო (2-3 წლის წინ) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 კაი კაცო , კი არ ვიცოდი (ეს ხუმრობით) ვიცი MP-ები რო არაფერს წყვეტს , მაგრამ მაინც დ40 ასე თუ ისე მოძველებულია და მაგიტომ გავამახვილე ყურადღება თორე MP-ებზე საერთოდ არ მიგულისხმია .. სიტყვაზე 2500X1500-ზე მეტი გაფართოება ვის რა ჭირად უნდა რო ნიკონს უფრო "ცოცხალი" ფერები აქვს და მაგიტომ ამჯობინებენ ალბათ ჩემი აზრით .. და მე რასაც ვუყურებ ქენონზე კი არა ნიკონზე უფროა ეგრე , ანუ აიფონივით მოდას აყოლილი რა.. შეიძლება ახლა სხვანაირადაა სიტუაცია მარა ადრე ეგრე იყო (2-3 წლის წინ) ხო მასეა. ახლა "ქენონია" მასე, თუ ქენონი გაქვს უკვე "ხარ" რა წინაზე ნარიყალაზე ვიყავი და ვიღაც უცხოელი ქენონით იღებდა და ფლეში ჰქონდა ჩართული გაგანია შუადღეს :xelitavi: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 ხო მასეა. ახლა "ქენონია" მასე, თუ ქენონი გაქვს უკვე "ხარ" რა წინაზე ნარიყალაზე ვიყავი და ვიღაც უცხოელი ქენონით იღებდა და ფლეში ჰქონდა ჩართული გაგანია შუადღეს :D ხო ეგრეა, ხანდახან მიტყდება ხოლმე კამერით რო დავდივარ, რაღაცნაირად მიყურებს ხალხი :| ყველაზე მაგრად იმაზე ვკაიფობ, იყიდიან 2000 ლარიან კამერას და აუტო-ზე იღებენ კაი კაცო , კი არ ვიცოდი (ეს ხუმრობით) ვიცი MP-ები რო არაფერს წყვეტს , მაგრამ მაინც დ40 ასე თუ ისე მოძველებულია და მაგიტომ გავამახვილე ყურადღება თორე MP-ებზე საერთოდ არ მიგულისხმია .. სიტყვაზე 2500X1500-ზე მეტი გაფართოება ვის რა ჭირად უნდა რო ნიკონს უფრო "ცოცხალი" ფერები აქვს და მაგიტომ ამჯობინებენ ალბათ ჩემი აზრით .. და მე რასაც ვუყურებ ქენონზე კი არა ნიკონზე უფროა ეგრე , ანუ აიფონივით მოდას აყოლილი რა.. შეიძლება ახლა სხვანაირადაა სიტუაცია მარა ადრე ეგრე იყო (2-3 წლის წინ) ძველი DSLR-ები დღემდე მაგარ სურათებს იღებენ თუ კაი ლინზას მიუყენებ ხო საერთოდ. ეხლა ქენონია. 100 დან 80 ქენონი უჭირავთ ხელში. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ჯამბო Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 ისე ფირს "ნერვები" უნდა თორე მე დღესაც ფირი მირჩევნია ციფრულს :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
გათი Posted August 20, 2011 Share Posted August 20, 2011 ისე ფირს "ნერვები" უნდა თორე მე დღესაც ფირი მირჩევნია ციფრულს ვაა, რეიზა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.