X-treme user Posted December 20, 2011 Share Posted December 20, 2011 Radeon HD 6930, რომელიც ჯერჯერობით არ გამოჩენილა AMD-ს საიტზე, შენიშნულ იქნა ვიდეობარათებში მის პარტნიორ, HIS Digital-ისაზე. მისი სახელწოდება გახლავთ HIS 6930 IceQ X 1GB GDDR5 PCI-E 2xDVI/HDMI/2xMini DP და როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მასში გამოყენებულია ორსლოტიანი საფირმო გაგრილების სისტემა IceQ X. ის კი, თავის მხრივ, მოიცავს 92 მმ ზომის ფენსა და ოთხ სითბურ მილაკს. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GPU, რომელიც მოიცავს 750 მჰზ სიხშირეზე მომუშავე, 1280 ნაკადურ პროცესორს. ის 256-ბიტიანი ინტერფეისით უკავშირდება 4800 მჰზ-იან, 1 გბ GDDR5 მეხსიერებას. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია CrossFireX და Eyefinity ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ადგილზეა ორ-ორი DVI და mDP, ასევე ერთი HDMI გასასვლელიც. კომპლექტს თან ერთვის თამაშ DiRT 3-ის კუპონიც. მწარმოებელი არ ასახელებს ღირებულებას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის არ გადააჭარბებს 200$-ს. უცნობია გაყიდვების დაწყების თარიღიც. IXBT 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted December 20, 2011 Share Posted December 20, 2011 ამის გაგრილება მართლა კარგია ხოლმე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.