Jump to content

Club 3D GeForce GTX 570 Battlefield 3 Edition


Recommended Posts

კომპანია Club 3D-მ, საკუთარი 15 წლის იუბილე აღნიშნა ვიდეობარათ GeForce GTX 570-ის გამოშვებით. ბეჭდური დაფის შემადგენლობა და გაგრილების სისტემის კონსტრუქცია ორიგინალური სახისაა, ხოლო დამატებითი ყურადღების მიქცევის მიზნით, პროდუქტს ეწოდა Battlefield 3 Edition და მოთავსებულია ამ თამაშის თემატიკის მიხედვით გაფორმებულ ყუთში.

474c969da5dbe99e16853c0c286f2c49.jpg

მოდელის ტაქტური სიხშირეები ქარხნულია და შეადგენს 732 მჰზ-ს GPU-სთვის, რომელიც მოიცავს 1464 მჰზ-ზე მომუშავე, 480 CUDA-ბირთვს. ხოლო GDDR5 მეხსიერების ოდენობა გახლავთ 1280 მბ და ის იმყოფება 3800 მჰზ ნიშნულზე. ინტერფეისი კი, თავის მხრივ, 320-ბიტიანია.

ქულერი CoolStream შედგება ალუმინის რადიატორის, სპილენძის ხუთი მილაკისა და ფენისგან, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება ტემპერატურისდა მიხედვით. სპეციფიკაციების მიხედვით, TDP-ს დონე მაქსიმალურ დატვირთვაზე აღწევს 219 ვ-ს. პროდუქტი ხასიათდება 267 х 115 х 37 მმ ზომებით და იწონის 929 გ-ს.

კომპლექტს თანდართული აქვს ვაუჩერი - Battlefield 3-ის სრული ვერსიის ჩასართავად. ღირებულება და გამოჩენის თარიღი, არ ხმაურდება.

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

ფასი თუ იქნება 180 ობამაზე ნაკლები შეიძლება ფიქრი

180$-ად GTX560-ები იყიდება და ამას ვინ მოგცემს 180$-ზე ნაკლებში, გადახედე GTX570-ის ფასებს

http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss/185-6714367-9420531?url=search-alias%3Daps&field-keywords=GTX+570&x=0&y=0

Link to comment
Share on other sites

Club3D GeForce GTX 570 Battlefield 3 Edition http://guru3d.com/news/club3d-geforce-gtx-570-battlefield-3-edition/ მემგონი არაფერი განსაკუთრებული მოდელი არაა BF3 ფანებს თუ მოეწონებათ უფრო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.