მიშა Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 პირველ რიგში მოგესალმებით... დიდი ხანია არაფერი დამიდია მოუცლელობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო. დღეს ფაქტობრივად უსაქმოდ ვარ და შემიძლია თავს რაღაცის დაწერის უფლება მივცე ეს რაღაცა იქნება Pentax Optio X90-ის მიმოხილვა, რადგან სწორედ ეს მთხოვეს შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ Pentax იაპონური კომპანიაა, რომელიც 100 წელიწადზე მეტს ითვლის. ამჟამად იგი "Hoya corporation"-ის დაქვემდებარებაშია და ციფრული (და არამხოლოდ ციფურლი) კამერების მწარმოებელი ხუთი გიგანტიდან ერთ-ერთია (დანარჩენი ოთხი გახლავთ Canon, Nikon, Minolta და Olympus). საუბარი მის უხარისხობაზე სისულელეა იმიტომ, რომ ყოველ კომპანიას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი პროდუქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფიზიკურად, დამზადების ხარისხით, Pentax ბევრ თანამოძმეს უსწრებს. Optio X90 არის ჰიბრიდული კამერა. ანუ კამერა, რომელსაც აქვს შედარებით კარგი ობიექტივი, მაგრამ არა აქვს ხედის ამრეკლი სარკე. იგი აღჭურვილია "Superzoom" ფუნქციით, რომელიც ალბათ ხვდებით რაც არის სახელიდან გამომდინარე. X90-ის ობიექტივი გამოსახულების 26-ჯერ გადიდების შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებელია ფოკუსის ხელით გასწორებაც! კამერას აქვს 1/2.33" ფორმატის 12 მეგაპიქსელიანი CCD სენსორი, 2.7"-იანი LCD დისპლეი 270000 წერტილით და ელექტრული (უსარკო) ხედის მაძიებელი 200000 წერტილიანი გაფართოებით. აღჭურვილია f/2.8-5.0 დიაფრაგმის მქონე (სხვათაშორის კარგი სიდიდეებია) 26-ჯერადი გადიდების ობიექტივით, რომელიც ჩვეულებრივი კამერის 26-676მმ-იანი ლინზის ექვივალენტურია. აქვს 720p @ 30fps ვიდეოგადაღების საშუალება, ხოლო 1250mAh-იანი Li-ion აკუმულატორი ერთ დამუხტვაზე 270 ფოტოს გადაგაღებინებთ (Live რეჟიმის გარეშე ფოტოების რაოდენობა ალბათ კიდევ გაიზრდება). კამერის ამჟამინდელი ფასი მხოლოდ 270 დოლარია, რაც სულაც არ არის ძვირი. მაგალითად, Nikon P100 330$ ღირს. იგი 10MP-იანია (1080p ვიდეოს კი იღებს, მაგრამ თუ 1080p ვიდეო გინდათ წადით, ვიდეოკამერა იყიდეთ ჯობია ). მეორე კონკურენტი Canon Powershot SX20IS 350$-ად მოგივათ. ალბათ დამეთანხმებით, პენტაქსის ფასი უალტერნატივოა... თუმცა ეგებ ამ კამერას მხოლოდ ფასი აქვს კარგი? მოდით, გავარკვიოთ ----------------------------------------------------------------------- გამოცდილი თვალი ერთი შეხედვითაც დაინახავს, რომ X90 სხვა პენტაქსების მსგავსად დამზადების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. კამერის "სახელური" რეზინისაა. გაშლილი ობიექტივით X90 საკმაოდ გრძელდება, თუმცა 26-ჯერადი ზუმის პირობებში სხვას არაფერს უნდა ელოდეთ არც პენტაქსისგან და არც სხვა რომელიმე კამერისგან. ჯერ არ გამოგონილა ისეთი ტექნოლოგია, რომელიც "მოზუმებისთვის" ლინზის წაგრძელებას არ მოითხოვს. კამერა იღებს ფოტოებს მაქს. 4 და მინ. 1/4000-წამიანი ექსპონირებით. დიდი ზუმის გამო კამერაში ჩაშენებულია სენსორის წანაცვლების ფუნქცია, რაც გამოსახულების სტაბილურობას უზრუნველყოფს. ვიდეგადაღება 720p ხარისხით ხორციელდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ვიდეოგადაღების დროს ხმა ჩაშენებული მიკროფონით იწერება, რომელიც ქარისადმი ძალზედ მგრძნობიარეა. გარდა ამისა ვიდეოგადაღების დროს ზუმის ფუნქცია მიუწვდომელია. ამიტომ დიდ იმედებს ვიდეოზე ნუ დაამყარებთ, მისი ერთადერთი ღირსება 720p @ 30fps-ია. ამით იწყება და სრულდება ყველაფერი ჩართვისთვის და პირველი ფოტოს გადაღებისთვის X90-ს სამი წამი სჭირდება. დიდად შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ Sony-სა და Olympus-ის ზოგიერთი DSLR იგივე ოპერაციაზე ამდენსავე დროს ხარჯავს, ასე რომ არც ცუდი მაჩვენებელია ჰიბრიდისთვის. "მიყოლებით" გადაღების რეჟიმში კამერა 1.25 კადრს იღებს წამში. ესეც კარგია 12MP-იანი ჰიბრიდისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა ფუნქციებში არის რამდენიმე ფიქსირებული გადაღების რეჟიმი სხვადასხვა სიჩქარით (მაგალითად "გადაიღე 20 ფოტო 2fps-ით"). კამერას ISO 80-6400 შუქმგრძნობელობის დიაპაზონი აქვს, მაგრამ ISO 3200 და ISO 6400 ფოტოებს მხოლოდ 5 მეგაპიქსელიანი გაფართოებით იღებს. ასეა თუ ისე, ცუდი განათების პირობებში ფოტო მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის გამოდის, ავტოფოკუსიც საკმაოდ სწრაფია (0.43 წამი). რეალურად შუქმგრძნობელობის წარმადობა ასე გამოყურება: ISO 80: ISO 100: ISO 200: ISO 400: ISO 800: ISO 1600: ISO 3200: ISO 6400: როგორც ხედავთ, ISO 800-ის ზემოთ ფოტოს გადაღება უაზრობაა. ან შეიძლება არცაა უაზრობა, მაგრამ ცუდი ხარისხის სურათს მიიღებთ. ცუდი განათების პირობებშიც კი მაქს. ISO 400-ს გირჩევთ. ისე სხვათა შორის პროფესიონალებიც იშვიათად იყენებენ ISO 400/800-ზე მაღალ შუქმგრძნობელობას. მაქსიმალური ზუმით გადაღებული ფოტო. ზომა 3.64MB. შეგიძლიათ დააჭიროთ და გაადიდოთ იმისთვის, რომ უკეთ დაინახოთ დეტალიზების ხარისხი. ეს კი მინიმალური ზუმითაა გადაღებული: დეტალიზაცია აქაც კარგია. ცენტრალური ნაწილის სიმკვეთრე შთამბეჭდავია. თუმცა პერიფერიებზე შეინიშნება გადღაბნა. აღსანიშნავია, რომ კამერას აქვს ძალიან მცირე "კასრის ეფექტი", ქრომატული აბერაცია კი არსად შეინიშნება. "სუპერზუმ" ლინზებში ეს ძალიან ძნელი მისაღწევია და სავარაუდოა, რომ ამ დეფექტების მოშორება ფოტოკამერის პროცესორის მიერ ავტომატურად ხდება სურათის გადაღებისთანავე. ახლა სხვა სცენა: 1x ზუმით: 26x ზუმით: აქ უკვე შეინიშნება ქრომატული აბერაცია (ნავის "ცხვირზე"), თუმცა იგი მიზერულია. მესამე სცენა, რომელიც დინამიური მანძილის განსასაზღვრად გამოიყენეს: "დეფალტ" რეჟიმში დინამიური მანძილის აღქმა საკმაოდ სუსტია. თუმცა პროგრამული გაუმჯობესებაც ხელთ გვაქვს სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის: ზოგადად ფერთა გადმოცემა საკმაოდ კარგია: აღსანიშნავია კამერის მაკრო რეჟიმი, რომლის წყალობითაც ობიექტივიდან 1სმ-ით დაშორებული ობიექტის ფოტოგრაფირებაც კია შესაძლებელი: საერთო ჯამში კამერა კარგია. ფასი კარგია. გამოსახულების ხარისხი ჩვეულებრივ, 80-400 ISO-ს დიაპაზონში საკმაოდ კარგია (ფასის შესაბამისი), მინიმალური ოპტიკური თუ ელექტრული დამახინჯებებით. მაგრამ მეორეს მხრივ, სუსტი წერტილია ვიდეო (სამწუხაროდ ვერ მოვნახე, რომ დამედო), სუსტი წერტილია აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა (მე 270-ზე ბევრად მეტი ფოტოს გადაღებას ვისურვებდი). პირადად ჩემთვის სუსტი წერტილია ფასიც იმიტომ, რომ 270 (და თუნდაც 200) დოლარის გადახდა ჰიბრიდში ან point-and-shoot კამერაში ფულის გადაყრად მიმაჩნია. რადგან ჩემი ღრმა რწმენით, რიგით მომხმარებელს 10-მეგაპიქსელიანი და 8x ზუმიანი 100$-ად შეფასებული point-and-shoot-იც სავსებით დააკმაყოფილებს. მაგრამ ყველაფერი ხომ გემოვნების საკითხია თუკი სხვა სუპერზუმ კამერებითაც დაინტერესდებით, შეგიძლიათ ნახოთ აი ეს მიმოხილვა: http://www.dpreview.com/reviews/Q110superzoomgroup/ აქ X90 ჩვეულებრივი ფოტოგადაღებებისას საშუალო შედეგს აჩვენებს, მაღალი ISO-ს პირობებში დაბალ შედეგს, ხოლო მაშუქის ("ვსპიშკის"), დაბალი განათებისას ფოკუსირების, ფოტოს დაბუფერების, საერთო ექსპონირების და "წითელი თვალის" ეფექტის მოცილებაში - ისევ საშუალო შედეგს. ასე რომ არჩევანი თქვენზეა! გმადლობთ ყურადღებისთვის! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.