Jump to content

Zalman ვიდეობარათების ბაზარზე


Recommended Posts

ბოლო დროს საკმაოდ წარმატებულმა კომპანია Zalman-მა განაცხადა ვიდეობარათების ბაზარზე საკუთარ დებიუტის შესახებ. 13 დეკემბრიდან, ის დაიწყებს Zalman HD6870-H, Zalman HD6850-H და Zalman HD6770-H გრაფიკული გადაწყვეტილებების მიწოდებებს, რომლებიც, როგორც ხვდებით, განეკუთვნებიან AMD Radeon HD 6000 სერიას. სამივე მათგანის კომპლექტაციაში შესულია ორი DVI, ერთ-ერთი HDMI და DisplayPort გასასვლელი, ხოლო ორსლოტიანი გაგრილების სისტემა კი, ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, რომელიც მოიცავს ცენტრში განთავსებულ ფენსა და ალუმინის რადიატორს. ისინი დამზადებულნი არიან ლურჯი ფერის, ბეჭდურ დაფაზე, როგორც მაგალითად, კონკურენტ - Gigabyte და Sapphire-ის გადაწყვეტილებების მსგავსად.

a2648cdb3fca32a5759eda7095bcb731.jpg

151ec0f512d4a74a9b32d768a19d2717.jpg

მხარდაჭერილი ტექნოლოგიების ჩამონათვალი, AMD-ს ბარათებისთვის დამახასიათებელია: PCI Express 2.1, HDMI 1.4, DirectX 11, AMD Eyefinity, CrossFireX, HD3D, PowerPlay და ა.შ. Zalman HD6870-H ფუნქციონირებს ნომინალურ 900/4200, Zalman HD6850-H - 775/4000, ხოლო Zalman HD6770-H850/4800 მჰზ-ზე. ორმა უფროსმა მოდელმა მიიღო 1 გბ მეხსიერება და 256-ბიტიანი ინტერფეისი, ხოლო მესამემ კი - 128-იანი.

3e47fa6add32820d91d6799252c66fef.jpg

a4027e4725e7c2411238753d19162b9b.jpg

რეკომენდირებული ფასები ამგვარია:




  • Zalman HD6870-H (Radeon HD 6870) - 190$;
  • Zalman HD6850-H (Radeon HD 6850) - 168$;
  • Zalman HD6770-H (Radeon HD 6770) - 124$.

თითოეული ნაწარმის კომპლექტში აგრეთვე შესული იქნება DVI–D-Sub, ძალური კაბელ-გადამყვანები 2x4-pin–6-pin, CrossFire-ხიდი (გარდა Zalman HD6770-H-ისა), დაყენების ინსტრუქცია და დრაივერების დისკი.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

ხო შემოვიდა ზალმანიც ვიდეოკარტების ბაზარზე http://www.3dnews.ru/news/621256/

Link to comment
Share on other sites

ეს ფირმა ძაან სერიოზულ ქულერებს აწარმოებდა და წესით არც კარტები უნდა გამოუშვან ცუდი

Link to comment
Share on other sites

თუ კარტებზე კარ ქულერებს დაამაგრებენ კარგი იქნება :D მაგრამ დიზაინი სტადარტული უნდა იყოს მაშ ,არამგონია ამათ დაიწყონ ასე მალე არასტადარტული ვიდეო ბარათების გამოშვება

Link to comment
Share on other sites

არ გეჩვენება სტადარტული დიზაინი აქვს ამასაც და HIS საც ( ყველას არა მაგრამ იმათ რომელთაც მარტო ფირმის ლოგო აკვრია )

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.