Jump to content

Recommended Posts

ინფორმაციულმა წყარომ განაცხადა მონობლოკურ კომპიუტერ Toshiba Qosmio DX730-ის ევროპაში გაყიდვების დაწყების თაობაზე, რომლის ანონსიც სექტემბრის დასაწყისში შედგა. იმ დროისთვის, არ იყო ცნობილი არც მისი ღირებულება, არც დეტალური სპეციფიკაციები, თუმცა ეს ყველაფერი ამჯერად უკვე გამოქვეყნდა. 10K მოდიფიკაციაში შესულია Full HD გაფართოების, 23-დუიმ დიაგონალის მქონე, თხევად-კრისტალური პანელი, 2,4 გჰზ-ზე მომუშავე პროცესორი Intel Core i5-2430M, 1 გბ-იანი დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GT 540M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა 4 გბ-ია (მაქსიმალური - 16 გბ), მყარი დისკისა კი - 1 ტბ.

c9ac8efe61949830ee869c38564c8e0e.jpg

გარდა ამისა, მის კომპლექტაციაში აგრეთვე მოიძებნება ოპტიკური წამყვანი Blu-ray-დისკების მხარდაჭერით, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, მეხსიერების ბარათების წაკითხვისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, Ethernet, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0+HS ადაპტერები, ორი ფართოხაზოვანი და ერთი დაბალსიხშირიანი დინამიკი, ჰიბრიდული ტვ-ტიუნერი. ინტერფეისების სახით კი, წარმოდგენილია ოთხი USB 2.0, ორი USB 3.0, HDMI.

პროდუქტის ფასი, ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ით, შეადგენს 1100 ევროს. კომპლექტს ასევე თან ერთვის უკაბელო მაუსი და კლავიატურა.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.