X-treme user Posted December 7, 2011 Share Posted December 7, 2011 სახელწოდებაში სიტყვა Cooling-ის ამოღებით, კომპანია Arctic-მა, გაგრილების სისტემების გამოშვება აქცია საკუთარი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ, თუმცა ინოვაციურ განვითარების გზა მაინც არ მიუტოვებია. მისი ახალი პროდუქტები - Freezer i30 და Freezer A30 გაყიდვაში იანვრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან და მათი ღირებულება 49,95$ იქნება. ორივე მათგანის კონსტრუქცია იდენტურია, თუმცა განსხვავდებიან თავსებად პლატფორმების ჩამონათვალით: პირველი ითვალისწინებს LGA 1155/1156/2011, ხოლო მეორე - FM1/AM2/AM2+/AM3/AM3+-ს სოკეტებს. იტყობინებიან, რომ მათ აქვთ 320 ვ-მდე სითბოს მოცილების უნარი. PWM-მართვის მქონე, 120 მმ-იანი F12 PWM ფენი რადიატორზე სპეციალური გარემომცველი ზედაპირის და ვიბროჩამხშობ ფენების საშუალებით მაგრდება. აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია მისი შეცვლა, სხვა ანალოგიური ზომის 'პროპელერით'. მაქსიმალურ სისწრაფე - 1350 ბრ/წთ-ის დროს, ის ახდენს 125,7 მ3/სთ ჰაერის ნაკადის დამუშავებას, ხოლო ხმაურის დონე ამასთან, არ აჭარბებს 0,3 სონს. აქვე უნდა ითქვას, რომ Intel-ის პროცესორების ქარხნული ქულერებისთვის, 2020 ბრ/წთ-ის პირობებში, ეს მაჩვენებელი 1 ს-ს უტოლდება, ხოლო AMD-ს ბოქს-ვერსიებისთვის და 2850 ბრ/წთ-ით კი - 0.8 ს-ს. ამგვარად, Arctic-ის ნაწარმები არამხოლოდ უფრო ჩუმები, არამედ ეფექტურებიც არიან - გაგრილების თვალსაზრისით. პროდუქტების გაბარიტები შეადგენს 100 х 139 х 161 მმ-ს, წონა კი - 900 გ-ს. ძირიდან, სადაც გამოყენებულია 'პირდაპირი კონტაქტის' სახესხვაობა, გამოდის ოთხი U-ფორმის მსგავსი, 8 მმ დიამეტრის მქონე სითბური მილაკი, რომლებიც უერთდებიან 0,5 მმ სისქის, 48 ალუმინის ფირფიტას. ქულერების სამაგრი სისტემა იძლევა ჰაერის ნაკადის ფენიდან - ნებისმიერ ოთხი მხარისკენ მიმართვის საშუალებას. მათზე მოქმედებს მწარმოებლის 6-წლიანი გარანტია. Overclockers.ru 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted December 7, 2011 Share Posted December 7, 2011 ყოველთვის საშუალო დონის ქულერებს უშვებდა ანუ არც ცუდი მაგრამ არც საუკეთესო აი თერმოპატები მაგარ აქვთi30 სახელი iმაღიზიანებს :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted December 8, 2011 Share Posted December 8, 2011 ხო აქაც დაიდო ეგ ინფო Arctic Freezer i30 and A30 CPU Coolers http://guru3d.com/news/arctic-freezer-i30-and-a30-cpu-coolers/ საშვალო რაზგონისთვის მემგონი საკმარისი იქნება გეიმინგში რომ დაგჭირდება ისეთის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.