Jump to content

ფასდაკლებები Radeon HD 6000 ბარათებზე


Recommended Posts

ვიდეობარათების ზოგიერთი მწარმოებელი ამ დღეებში მომხმარებლებს სთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს AMD Northern Islands სერიის პროდუქტებზე. გთავაზობთ პრაის-ლისტები აღებულია ამერიკულ ონლაინ-მაღაზია Newegg-იდან.

დავიწყოთ საშუალო ბიუჯეტურ Radeon HD 6850 (960 SP, 256-ბიტიანი ინტერფეისი)-დან. რიბეიტი შეეხო პირდაპირ სამ გადაწყვეტილებას - Sapphire, Gigabyte და XFX-სგან, რომელთა ღირებულებაც 130 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ანონსის დღეს, HD 6850-ის ფასი 179$-ს შეადგენდა.

cd2569cb26c3464a8214d526a13cb6ab.jpg

ac17d047804d31f56649e4e709985ee6.jpg

6225b870587c6d65993d46d60345a3f4.jpg

რაც შეეხება Radeon HD 6870-ს (ღირებულება პრემიერის დღეს - 239$), რომლის კომპლექტაციაშიც შედის 1120 ნაკადური პროცესორი, ის ამჟამად საკმაოდ საინტერესო შენაძენად უნდა ჩაითვალოს. ასე მაგალითად, PowerColor AX6870 1GBD5-2DH ხელმისაწვდომია 140$-ად და ამასთან, მოყვება თამაში DiRT 3-იც.

818792801f3112679d4b2afe89f02651.jpg

2010 წელთან შედარებით, 99 ერთეულით ნაკლებს ითხოვენ XFX Radeon HD 6950-ში (200$). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ 1 გბ ვიდეომეხსიერება გააჩნია. სრულფასოვან 2 გბ-ს მქონე მოდელი არც თუ ისე იაფია - 270$ (-30% ფასდაკლება) და ასევე DiRT 3.

e15e97b4a50e55ade3f07afb50d84b17.jpg

უფროს ერთჩიპიან Radeon HD 6970-ის ფასი 320$-დან იწყება. შარშან დეკემბერში კი, ეს ნიშნული 369$-ზე იყო. ამ მხრივ, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტებში მოიაზრება XFX HD-697A-CNFC და Sapphire 100311-3SR. ორივე მათგანის არსენალში 1536 სტრიმ-პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 2 გბ მეხსიერებაა. ტაქტური სიხშირეები რეკომენდირებულს შეესაბამება და გახლავთ 880/5500 მჰზ.

fef917b09396f98114cf837a90557660.jpg

ბოლოს კი, გეტყვით იმასაც, რომ AMD-ს ერთ-ერთ პარტნიორის წყაროებმა, Fudzilla-ს შეატყობინეს, რომ ერთბირთვიან ვიდეობარათ Tahiti XT (Radeon HD 7970)-ის ღირებულება, ანონსის დღეს იქნება 549$, ხოლო უმცროს Radeon HD 7950-ისა - 449$. როგორც ჩანს, ისინი მომდევნო წლის იანვრის თვეში გამოჩნებიან.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ანონსის დღეს, HD 6850-ის ფასი 179$-ს შეადგენდა.

წელიწადი გავიდა უკვე ? :ph34r:

მაგარი ფასებია რათქმაუნდა

იყიდიდა კაცი საბენჩაოდ ფული რომ ქონდეს :user:

Link to comment
Share on other sites

აუ რა მაგარიააა ... კაკრაზ 6870 ის ყიდვას ვაპირებ ... ამაზონზეც შეიცვლება ნეტა ფასები??

Link to comment
Share on other sites

Zalman sells Radeon HD 6000 cards http://guru3d.com/news/zalman-sells-radeon-hd-6000-cards/ ზალმანმაც დაიწყო კარტების გამოშვება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.