Popular Post Fisher Posted November 28, 2011 Popular Post Share Posted November 28, 2011 უკვე დიდი ხანია რაც ქართული ტექნოლოგიური საიტების აქტიური მომხმარებელი გავხდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად ვნახე სტატია სადაც დეტალურად იყოს ახსნილი თუ როგორ შევქმნათ რობოტი საკუთარი ხელებით, რობოტი რომელსაც ექნება შასი, კამერა და მართვა bluetooth-ჯოისტიკის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ რატომ უნდა ავაწყო რობოტი მაშინ, როცა შევუკვეთავ და ჩამომივა? პირველ რიგში, ეს მაინცდამაინც საინტერესო არ არის, თავად პროცესი, რობოტის შექმნა საკუთარი ხელებით უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ნებისმიერს. მორე, შეუკვეთო რობოტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულიად დააკმაყოფილებს ძალიან რთული თუ საერთოდ შესაძლებელია და მესამე სახლის პირობებში შექმნილი რობოტი შედარებით იაფია, ვიდრე ნაყიდი. მოკლედ თუ თქვენც ერთხელ მაინც გიფიქრიათ მსგავსი რამ და ჭანჭიკები და კლუჩები თქვენი ახლო მეგობარია, მაშინ მოიმარჯვეთ სანიშნეები, $#^#(|დები რაც შეიძლება მარტივ და გლეხურ ენაზე ავხსნა ყოველი დეტალი. მაშ ასე, მთლიანი პროცესი დავყოთ სამ ნაწილად: 1. რობოტის ნაწილები 2. საბორტო მიკროკონტროლერის პროგრამირება 3. პერსონალური კომპიუტერიდან მართვის პროგრამირება როგორც ვიცით, რობოტს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ანუ ჩვენ უნდა გადავცეთ ვიდეოსიგნალი იმისთვის, რომ მან შეძლოს ნებისმიერი მოძრაობის განხორციელება. საქმის ამ ეტაპამდე მიყვანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ საჭიროა დავამატოთ სენსორი და დავწეროთ ლოგიკა საბორტო კომპიუტერისათვის. პლატფორმა გათვლილია ამაზე. ჩვენ დაგვჭირდება: რობოტის შასისთვის 1. ორძრავიანი კოლოფი რედუქტორით — Tamiya Twin Motor Gearbox (TAM70097) 2. ხრახნები და კოჭები — Tamiya Track and Wheel Set (TAM70100) 3. პლატფორმა და სამაგრი — Tamiya Universal Plate Set (2) (TAM70157) საბორტო ელექტრონიკა Arduino Duemillanove/ Freeduino 2009 — ჩვენი რობოტის ტვინი რადგან ამაზონზე ვერ ვნახე Atmega168-ის ბაზაზე შექმნილი ჩვენი რობოტის ტვინი, გალინკული მაქ Atmega328P-ზე, თუმცა თუ თქვენ არ აპირებთ ძალიან სრულყოფილი ლოგიკის დაწერას, ან Arduino-ის გამოყენებას სხვა ექსპერიმენტებისთვის, სადაც 16 კბ ფლეშ მეხსიერება შეიძლება არ გეყოთ, მაშინ Atmega168-იც გეყოფათ (თან უფრო იაფია). 2. ძალური მოდული Motor Shield V2 ან V3 (900 р), ძრავის სამართავად. მე V3-ს გირჩევთ, ის ბევრად მოქნილია. 3. Sensor shield V4 — სენსორების ამამუშავებელი მოხერხებული მოდული. 4. SmartBluetooth საჭიროა პერსონალური კომპიუტერთან ან ნოუთბუქთან დასაკავშირებლად. 5. Bluetooth dongle — თუ დავაპირებთ პერსონალურიდან მართვას და მასში არ არის Bluetooth-ინტერფეისი, მაშინ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. 6. ასევე აუცილებელი აპარატის კვება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი АА ბატარეა, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება «RPMS & AA» ან კრონის ტიპის 9v ბატარეა. თუმცა მე მაინც გირჩევთ ბევრად მოხერხებულ LiPoly აკუმულატორებს: აწყობის პროცესი მოკლედ ვიღებთ Tamiya 70100-ს და М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით მოხერხებულად ვამაგრებთ Tamiya universal plate set-ის პლატფორმაზე. შემდეგ ვიწყებთ Tamiya Twin Motor Gearbox-ის (TAM70097) აწყობას. ჩვენ გვაქ "კარობკის" აწყობის ორნაირი გადაცემათა ფარდობები. 58:1 ძალიან სწრაფად დარბის, თუმცა დაბალ სიჩქარეზე ძლივს მიეთრევა, ხოლო როგორც კი დავტვირთავთ პლატფორმას შეიძლება საერთოდ მოკვდეს. ამიტომ მე გირჩევთ 201:1–ს, ასე ჩვენი «ტანკი» ვერ ირბენს თუმცა ივლის შეუფერხებლად, თუმცა მექანიზმის ხმაური ოდნავ მაღალი იქნება. შემდეგ, ექვს შასს ვსვამთ ექვს ღერძზე. ამის შემდეგ გადამყვანებით ვაერთებთ ძრავს კვების წყაროსთან. შემდგომ ვამაგრებთ მეორე პლატფორმას ელექტრონიკის დასამაგრებლად. პრინციპში შეიძლება ერთსართულიანიც გავაკეთოთ, თუმცა მანდ თავისუფალი ადგილი ძალიან ცოტა რჩება, აქედან გამომდინარე მოერე პლატფორმა ბევრად მოხერხებულია. მეორე სართულზე М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით ვამაგრებთ Arduino/Freeduino–ს. მანდვე ვამაგრებთ MotorShield. პლატფორმის ხვრელების გავლით, ძრავიდან გამოგვყავს მავთულები და ვამაგრებთ М3 და М4 პორტებზე — გვერდითა კბილანები, შუა გამოუყენებელი რჩება (ის მოსიარულე ძრავებისთვის არის განკუთვნილი). ძრავის ჩართვის პოლარულობას ჯერჯერობით დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, ასე რომ არევის არ შეგეშინდეთ. ბოლოს, Bluetooth მოდული მიამაგრეთ გვერდითა პანელზე და საბოლოო ჯამში უნდა გამოგივიდეთ აი ასეთი ბუტერბროდი: Arduino USB პორტით დაამაგრეთ პლატფორმის კიდეზე, იმისთვის, რომ მერე მოხერხებულად შეაერთოთ კაბელი და დააპროგრამოთ რობოტიდან მოუხსნელად. ვიდეოსისტემა: იმისათვის, რომ გავისეირნოთ ჩვენი რობოტით აუცილებლად დაგვჭირდება ვიდეოკამერა, რადიოგადამცემი (ტრანსმიტერი) და მიმღები (რესივერი) ვარიანტი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყოველ შემთხვევაში მე გირჩევთ 1.2 გ.ჰ.ც-ზე მომუშავე მოწყობილობას და არა 2.4 გ.ჰ.ც, რადგან თავიდან ავიცილოთ bluetooth მოდულის ხარვეზები და WiFi, რომელიც უკანასკნელ სიხშირეზე მუშაობს. აი მაგალითად ასეთი კომპლექტი: ყველა ასეთ CMOS კამერების გამოსახულებას მაინცდა მაინც გადასარევი გამოსახულება არააქ, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ შეუკვეთოთ აი ასეთი: გარდა ამისა უნდა გვქონდეს სამაგრები: როგორც სურათზე წარწერა გვეუბნება სერვო კომპლექტში არ შედის, აქედან გამომდინარე მისი ცალკე შეძენა მოგვიწევს. დაგვჭირდება ორი ცალი, თუმცა უმჯობესია შევიძინოთ მესამეც თუ რომელიმე გაფუჭდა. ცენტრალური აკუმულატორი რადგან 9 ვოლტიანია, ჩვენი კამერა კი 11.1–ს მოითხოვს, დაგვჭირდება დამატებითი ელემენტი შეგვიძლია რესივერი პირდაპირ ტელევიზორს მივაერთოთ, თუმცა ვმართოთ კომპიუტერიდან, მაგრამ ტელევიზორიდან ყურება მაინცდამაინც მოხერხებული არ არის, ამიტომ დაგვჭირდება ვიდეოგამოსახულების ციფრირების მოწყობილობა. ჩვენდა სასიხარულოდ ის ძალიან კომპაქტურია, იკვებება USB პორტიდან, ყველა კაბელი და სოფტი კომპლექტში შედის: ... და ბოლოს, როგორც ყველა ელექტრო მოწყობილობას აქაც დაგვჭირდება გამომრთველი მოკლედ ნელნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი სტატია. მე $#^#(|ადე რაც შეიძლება დაწვრილებით აღმეწერა ჩვენი რობოტის აწყობის სქემა. შეიძლება რაღაც დეტალი გამომრჩა, მაგრამ იმედია კომენტარების სახით შეავსებთ დანაკლისს. გარდა ამისა გამოვიყენე სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზია, თუმცა შეიძლება ეს ნაწილები ერთ რომელიმეშიც ყოფილიყო, თუმცა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუ სად შეიძენთ და რა ფასად, რადგან ყველგან სხვადასხვანაირი ფასებია. სასიამოვნო აწყობის პროცესს გისურვებთ! ;) 16 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 მაგარი რაღაცაა. დღემდე მაქვს მსგავსი რამეებისადმი მიდრეკილება დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
walkman Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 მეც მაგრად მიყვარს ასეთი რაღაცეები. მალობა ავტორს ამ თემისთვის და ასე გააგრძელე :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 ისა და "პირველი ნაწილიო". მეორე როდის იქნება? :cheti: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fisher Posted November 28, 2011 Author Share Posted November 28, 2011 ისა და "პირველი ნაწილიო". მეორე როდის იქნება? როცა დრო მექნება გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის :rolleyes: 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა :user: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 როცა დრო მექნება გმადლობთ დადებითი შეფასებისთვის იმედია მალე გექნება :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
zV1 Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 მაგარი რამეა. აბა ვინ ააწყობს ეხლა ამას? მადლობა ნიუსისთვის Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 იბეიდან გამოწერაში დამეხმარეთ და ავაწყობ :hmm: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L1nux Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 :thumbsup: ზაფხულში ი წაიღლაბუცებდა კაცი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 კარგი რამეა, სიამოვნებით ავაწყობდი.. და რა მაინტერესებს რა რადიუსზე შეუძლია სიგნალის მიღება? 100M მაინც თუ აქვს იმიტომ რომ ოთახის პირობებში ვხედავ ჯერჯერობით :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fisher Posted November 28, 2011 Author Share Posted November 28, 2011 კარგი რამეა, სიამოვნებით ავაწყობდი.. და რა მაინტერესებს რა რადიუსზე შეუძლია სიგნალის მიღება? 100M მაინც თუ აქვს იმიტომ რომ ოთახის პირობებში ვხედავ ჯერჯერობით რადიუსი დამოკიდებულია რადიო გადამცემზე, ამ შემთხვევაში 50 (+-10) მეტრი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Nikki Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 აი უნი რომ მორჩება ამობრძანდები ჩემთან ბლოგის შეკრების მერე და გამაკეთებინებ ასეთს არ მაწყენდა სათამაშო რობოტი 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 მომეწონა სტატია გვაქვს ამაზე საავტორო უფლებები საქართველოში თუ არა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Fisher Posted November 29, 2011 Author Share Posted November 29, 2011 აი უნი რომ მორჩება ამობრძანდები ჩემთან ბლოგის შეკრების მერე და გამაკეთებინებ ასეთს არ მაწყენდა სათამაშო რობოტი შენ ოღონდ იბეიდან გამოწერე რაც მანდ მითითებულია და რაზეა ბაზარი მომეწონა სტატია გვაქვს ამაზე საავტორო უფლებები საქართველოში თუ არა? გაიხარე რადგან ეს არ წარმოადგენს ვინმეს ინტელექტუალურ საკუთრებას და ნებისმიერო მოყვარულს შეუძლია შექმნას, მგონი კი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
AVENGER Posted November 29, 2011 Share Posted November 29, 2011 იბეიდან გამოწერა პრობლემა არ არის. moon-ს დაუკავშირდით მაგას ჩამოაქვს მაქედან. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
nikolozi Posted December 31, 2011 Share Posted December 31, 2011 ველოდები მეორე ნაწილს. უნდა ავაწყო ეგ ნამდვილად. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
დათო Posted December 31, 2011 Share Posted December 31, 2011 ძვირი არ ჯდება საბოლოო ჯამში? 50$-მდე ხო მაინც გამოდის? არ მაქვს მაგისთვის თანხა თორე მეც დიდი სურვილი მაქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted December 31, 2011 Share Posted December 31, 2011 მემგონი უფრო მეტი დაჯდება. ასე 100-მდე. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted January 2, 2012 Share Posted January 2, 2012 1. ორძრავიანი კოლოფი რედუქტორით 2. ხრახნები და კოჭები 3. პლატფორმა და სამაგრი ამ სამის ამოგდება შეიძლება,ძმას აქვს მასეთი რედუქტორული პრინციპით კატერფილერის მინი ვერსია,ბულდოზერია მგონი,მოხვევის ზუსტად იმავე სისტემა აქვს,2 ძრავზეა. თუ ვინმეს სურათი გინდათ გადავუღებთემა კარგია,მადლობა ავტორს! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted January 2, 2012 Share Posted January 2, 2012 ამ სამის ამოგდება შეიძლება,ძმას აქვს მასეთი რედუქტორული პრინციპით კატერფილერის მინი ვერსია,ბულდოზერია მგონი,მოხვევის ზუსტად იმავე სისტემა აქვს,2 ძრავზეა. თუ ვინმეს სურათი გინდათ გადავუღებ თემა კარგია,მადლობა ავტორს! თუ არ გეზარება :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
NEIRON Posted January 2, 2012 Share Posted January 2, 2012 თუ არ გეზარება აი ესაა 4-ივე თვალი მოძრავია , გვერდითა 2 ბორბალი პარალელურად მოძრაობს,ისე როგორც ამ პროექისთვისაა საჭირო. ძრავი 3-4,5 ვოლტზე მუშაობს. მგონი 15 ლარი ღირდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.