kloud Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 ნაწილი 1:CPU და RAM სამუშაო პარამეტრების აპარატურული შეცვლა გაფრთხილებთ: მოდიფიკაციამ, რომელზეც საუბარია ამ თემაში, შეიძლება გამოიწვიოს ნოუთბუქის გაფუჭება და მისი რემონტი ძვირი დაგიჯდეთ. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში ან კარგად არ იცნობთ მოწყობილობებს, რომლებიც ამ თემაში იქნეაბ განხილული არ გირჩევთ ოვერქლოქინგის ამ მეთოდს მიმართოთ. ნოუთბუქის ოვერქლოქინგი ბევრად უფრო რთულია ვიდრე სამაგიდო კომპიუტერის ოვერქლოქინგი. თუ კომპიუტერში ოვერქლოქინგისთვის საჭირო პროცესის 80% მიაქ BIOS-ში საჭირო პარამეტრების მოძებნას, ნოუთბუქის ოვერქლოქინგისას ამ დროს წაიღებს შემდეგ კითხვაზე პასუხის ძებნა: როგორ უნდა დავარაზგონოთ ნოუთბუქი? იმიტომ რომ ნოუთბუქის BIOS არ გვაძლევს მაგდენი ფუფუნების უფლებას რომ ნოუთბუქი დავარაზგონოთ. ნოუთბუქში, ისევე როგორც კომპიუტერში შეიძლება პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ვიდეოკარტის დარაზგონება. ვიდეოკარტა საერთოდ ვიდეოკარტასთან პრობლემები არაა, არსებობს ბევრი პროგრამა რომელიც გვაძლევს საშუალებას უპრობლემოდ დავარაზგონოთ ის:RivaTuner, AtiTool და სხვები. ვიდეოკარტის დარაზგონება შეილება აპარატურულადაც: მისი BIOS-ის მოდიფიცირებით, ვოლტმოდით, მაგრმა ამის გაკეთება არაა ადვილი და სახიფათოა.ოპერაციული სიტემის ჩატვირთვის სიჩქარეზე ვიდეოკარტის აპარატურული რაზგონი ზეგავლენას არ ახდენს, ამიტომ ერთადერთი დადებითი მხარე ისაა რომ OS-ის გადაყენების შემთხვევაში არ იქნება საჭირო რაზგონის ახალი პროფილების შექმნა. ამასთანავე პროგრამულთან შედარებით ეს პროცესი ბევრად სახიფათოა, რადგან BIOS-ის წარუმატებელი მოდიფიკაციის შემთხვევაში ნოუთბუქში ახალ ვიდეოკარტას ვერ ჩააყენებ. ოპერატიული მეხსიერება ინტელის ჩიპსეტებში მეხსიერება დარაზგონდება პროცესორთან ერთად, რადგნ ნოუთბუქებში როგორც წესი არ შეიძლება FSB:DRAM-ის თანაფარდობკოეფიციენტის შეცვლა на лету(აზრზე არ ვარ ეგ როგორ ვთარგმნო), ხოლო ნოუთბუქის BIOS კი ხშირად ვერ ცნობს თანაფარდობას განსხვავებულს მწარმოებლურისგან. ასევე შეიძლება მეხსიერების დარაზგონება ტაიმინგების შემცირებით პროგრამულად ან SPD მიკროსქემის გადაფლეშვა შედეგად. AMD-ს ჩიპსეტებში მეხსიერების სიხშირე არაა დამოკიდებული FSB-ზე, მაგრამ წარმატებული დამოუკიდებელი რაზგონი შესაძლებელია AMD-ს პროცესორის გამოყენებით. ინტელის პროცესორის AMD ჩიპსეტთან დაკავშირების შემთხვევაში მეხსიერების სიხშIრე აირჩევა SPD მონაცემებით მაქსიმალურად შესაძლებელი, ასე რომ, ამ შემთხვევაში, საკმარისია SPD-ში მაღალი სიხშირის " დაფლეშვა. პროცესორი აქ უკვე საქმე ბევრად რთულადაა ვიდრე ზემოთხსენებულ კომპონენტებთან. ძირითადად სამი გზაა ნოუთბუქში პროცესორის დარაზგონების: 1. პროგრამული რაზგონი. ეს ხორციელდება პროგრამების საშუალებით, რომლებიც მართავენ ტაქტურ გენერატორს და შეუძლიათ "на лету" შეცვალონ FSB-ს სიხშირე. მაგრმა პროგრამამ, რომ იმუშაოს საჭიროა ვიცოდეთ რომელი ტაქტური გენერატორია თქვენს ნოუთბუქში დაყენებული, ამისათვის კი საჭიროა ან მისი დაშლა და საჭირო მიკროსქემის ძებნა პლატაზე, ან შერჩევითი მეთოდით მოძებნა შაჭირო ტაქტური გენერატორის, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა. მაგალითისთვის ესეთი პროგრამებია SetFSB, Clockgen და სხვები. ასევე არის რამდენიემ ფაქტორი რომლიც რაზგონის ამ მეთოდისგამოყენებაში ხელს გვიშლის. ესაა: ყველა PPL-ს არ აქ პროგრამული მართვის მხარდაჭერა.არი შემთხვევები რომ რაზგონი დაბლოკილია აპარატურულად ან BIOS-ის დონეზე, რაც ნიშნავს იმას რომ თუ თქვენ გაქვთ საჭირო პროგრამა რომელსაც აქ თქვენი ტაქტური გენერატორის(ტგ) მხარდაჭერა რაზგონს მაინც ვერ გნახორციელებთ.ახალი ნოუთბუქები ახალი ტგ-ებით გამოდის თითქმის ყოველ კვირას, ასე რომ პროგრამების განახლებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მეხსიერების სიხშირე იზრდება FSB-ს სიხშირესთან ერთად, ამიტომ შეიძლება რაზგონი შეგვიძღუდოს მეხსიერებამ. 2. BSEL-მოდი. მეთოდი მდგომარეობს დაბალი (ლოგიკური 0) და მაღალი (ლოგიკური 1) დონის მიწოდებაში პროცესორის BSEL-პინებზე. დაბალ და მაღალ დონეში მოიაზრება გარკვეული სიდიდის ძაბვა, ის შეიძლება იყოს სხვდასხვა სხვდასხვა პროცესორებისთვის. ფიზიკურად ეს ხორციელდება პროცესორის შესაბამისი პინების დამიწებით(замыканием на землю) და იზოლირებით (ან პროცესორის Vcc პინებზეზე დამიწებით ). ამ მეთოდის უმთავრესი პლიუსი, იმაშია რომ, ჩიპსეტი აყენებს FSB : DRAM ახალ თანაფარდობას ან უფრო მაჭალ ტაიმინგებს, ამიტომ რაზგონი არ შეიზღუდება ოპერატიული მეხსიერების გამო,მაგრამ ყოველთვის არა. როგორც პროგრამულ რაზგონს ამ მეთოდსაც აქ ნაკლები: ზოგიერთი მობილური ჩიპსეტი(945PM, PM965, PM45 შემოწმებულია) BSEL-მოდის შემდეგ ბლოკავენ პროცესორისს მამრავლს x6-ზე. AMD-ს ჩიპსეტებზე ეს პრობლემა არაა(შემოწმდა Xpress 1250 ჩიპსეტზე პროცესორით Intel T2330, BSEL-მოდი 133->200 გაიარა წარმეტებით). ამ მეთოდით შეიძლება FSB-ს სიხშირის მხოლოდ სტანდარტულ მნიშვნელობებზე გადაყვანა: 133, 166, 200, 266 და ა.შ. თუ ჩიპსეტს ოფიციალურად არ აქ FSB-ს იმ სიხშირის მხარდაჭერა, რომელზეც იგეგმება BSEL-მოდის განხორიცელება, სავარაუდოდ რაზგონი წარუმატებელი იქნება.ესშეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით. მაგალითად BIOS-ში BSEL-კომბინაციების არქონის ან ბლოკირების გამო, ან ჩიპსეტს არ შეუძლია მაღალ სიხშირეზე მუშაობა და ა.შ. 3. ტაქტური გენერატორის მოდი. ტაქტური გენერატორის პროცესორთან და ჩიპსეტთან დამაკავშირებელი ელექტრონული სქემაზე უშუალო ზემოქმედება. ეს მეთოდი წააგავს BSEL-მოდს, ოღონდ ყველაფერი ხდება ტაქტური გენერატორის მიკროსქემის BSEL-პინებზე და არა პროცეოსრისაზე. ამასთან ზოგ შემთხვევაში შეიძლება პროცესორის BSEL-პინების გათიშვა ტაქტური გენერატორის მოდიფიცირებადი BSEL-პინებისგან. ამ მეთოდის უპირატესობა კი არის: უნივერსალობა, ის თავსებადია თითქმის ყველა ნოუთბუქთან.BSEL-მოდისგან განსხვავებით ჩიპსეტს აუცილებელი არა ქონდეს საჭირო სიხშირის მხარდაჭერა და ასეთი რაზგონის BIOS-ში დაბლოკვაც შეუძლებელია. ჩიპსეტი საერთოდ ვერ ხვდება რომ ახალი სიხშირე განსხვავდება იმ სიხშირისგან რომლიც მოცემულია პროცესორის BSEL-პინების მიერ. ნაკლები: ძალიან რთული განსახორციელბელია, მოითხოვს პაიანიკთან (паяльник) მუშაობის ცოდნას და გარკვეულ თეორიულ ცოდნას, ასევეუნდა იქონიოთ მულტიმეტრი და რამდენიმე სხვა ხელსაწყო. როგორც BSEL-მოდის დროს აქც შესაძლებელი სიხშირეების გადართვა მხოლოდ სტანდარტულ რეჟიმებში 133, 166, 200, 266 და ა.შ.მეხსიერებისსიხშირე იზრდება FSB-ს სიხშირესთან ერთად, ასე რომ აქაც შეილება რაზგონი მეხსიერებამშეზღუდოს.ასეთი მეთოდის დროს ჩიპსეტი არ ცვლის თავის შინაგან ტაიმინგებს და FSB-ს სიხშირის გაზრდა 66მჰც-ზე მეტით შეუძლებელი იქნება. უკანასკნელი ორი მეთოდი აპარატულია ანუ ისინი იწყენებ მუშაობას "ჩართვის ღილაკზე დაჭერით" ასევე არაა საჭირო OS-ის გადაყენების შემდეგ თავიდან დაყენება პარამეტრების. ახლა კი ვისაუბროთ კონკრეტული მაგალითის შესახებ, კერძოდ Samsung R560 რაზგონზე ვიდეოკარტის რაზგონი Samsung R560-ში დგას ჩაპაიანებული დედაპალტაზე ვიდეოკარტა GeForce 9600M GS\GT 256\512MB GDDR3 მეხსიერებით. ამ კონკრეტულ მოდელში GS ვერსიაა 256MB მეხსიერებით. მისი რაზგონი nVidia system tools პროგრამის საშუალებით განხორიცელდა. ამ პროცესის დაწვრილებით ახსნას აზრი არ აქ, ვიტყვი მხოლოდ იმას რომ სიხშირის არჩევისშემდეგ უნდა შევამოწმოთ სისტემა გადახურებაზე და არტეფაქტებზე FurMark-ის ან AtiTool-ის მეშვეობით.ქვედა სურათში მოცემულია ამ მოდელის მაქსიმალურად სტაბილური შედგი: აღსანიშნავია რომ nVidia system tools-ს წესების გამო ვიდეოკარტა სიხშირეებს აგდებს idle რეჟიმში ენერგიის ეკონომიისათვის. პროცესორის და მეხსიერების რაზგონი მცირედი პრედისტორია: სანა მდავიწყებდეთ პრაქტიკულ ნაწილზე საუბარს გეტყვით რომ თU თქვენი ტაქტური გენერატორის მხარდაჭერა არ აქ სპეციალურ პროგრამებს ეგ არაფერია. პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ტექნიკური აღწერილობა ანუ datasheet, რომლის კარგად შესწავლაც მოგიწევთ, რადგან ტაქტური გენერატორი იმართება მონაცემების რეგისტრში ჩაწერით, ხოლო SetFSB-ს შეუძლია ამ რეგისტრების რედაქტირება, მიუხედავად იმისა აქ თუ არა მას თვითონ ამ ტაქტური გენერატორის ხმარდაჭერა. რაც შეეხება რაზგონს R560-ში აყენია Intel PM45 ჩიპსეტი, რომელსაც ოფიციალურად აქ 266მჰც სიხშირის მხარდაჭერა, მაგრამ შეუძლია 333მჰც-ზე მუშაობა. ა მკონკრეტულ მოდელში კი აყენია პროცეოსრი Т7300 (200*10), ასე რომ ერთი შეხედვით ჩანდა რომ იდეალური პირობები იყო რაზგონისთვის, მაგრამ ჩიპსეტი ნოუთბუქის ჩართვისას FSB-ს სიხშირეზე დამოკიდებულებით(უფრო ზუსტად პროცესორის პინების BSEL-კომბინაციაზე დამოკიდებულებით) აყენებს ტაიმინგებს რომლებსაც იღებს SPD-დან. საბოლოოდ გამოვიდა ესეთი სიტუაცია: FSB 200მჰც ტაიმინგები 6-6-6-15, ხოლო FSB 266მჰც ტაიმინგები 7-7-7-20. გამოსავალი შემდეგნაირია: გავაკეთოთ BSEL-მოდი 333 მჰც სიხშირეზე, მაშინ მამრავლი დაიბლოკება x6-ზე, ხოლო სიხშირე იქნება როგორც სტოკზე (333*6=2.0 გჰც),რაც არც თუ ისე ცუდია რადგან FSB ამ შემთხვევაში კარგადაა გაზრდილი, ხოლო მეხსიერების სიხშIრე ამ შემთხვევაში იქენაბ 1333 მჰც., ამ შემთხვევაში ტაიმინგები უდნა დაყენდეს სწორად. მეხსიერების მოდულების SPD-ს მოდიფიცირება, ისე რომ FSB-ს სიხშირეზე 200მჰც, ტაიმინგები იყოს 7-7-7-20, ამის შმედეგ კი შეიძლება პროგრამული რაზგონით დავკავდეთ, რადგან მეხსიერება იფუნქციონირებდა სტანდარტულ რეჟიმში. პირველი ვარიანტი წარუმატებელი აღმოჩნდა რადგან ნოუთბუქი საერთოდ არ ჩაირთო, რაც ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძLება იყოს გამოწვეული. მეორე ვარიანტი უფრო ადვილი იყო რადგან არსებობს სპეციალური პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს SPD-ს პრასივკის, Taiphoon Burner 6.1. ეს პროგრამა იქნა გამოყენებული ტესტისას. ცოტა ხნის კვლევების შემდეგ აღმოჩნდა რომ ნოუთბუქი არ აპირებდა ჩართვას თუ ტაიმინგი (Cas Latency) არ იყო 6 როცა FSB-ს სიხშირე 200მჰც-ს ტოლია, ჩვენ კი გვჭირდება რომ ის იყოს 7 ტოლი. სხვა ტაიმინგები უპრობლემოდ ყენდებოდა 7-ზე, ამიტომ გადაწყდა ტესტი ჩატარებულიყო 6-7-7-20 ტაიმინგებზე და მოულოდნელად სისტემა არა მარტო ჩაირთო არამედ სავსებით სტაბილურად გადიოდა სტრეს-ტესტებს. ქვედა სურათზე მოცემულია თუ რა პარამეტრებია მითითებული SPD-თვის მოდიფიცირებამდე ეს კი მოდიფიცირების შემდეგ ასე გამოიყურება ტაიმინგების რედაქტორი აღვნიშნავ რომ თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი მეხსიერებიოს მოდული არ ღისრს SPD-ს პრაშივკა, იმიტომ რომ არასწორი ტაიმინგების დაყენების შემთხვევში ნოუთბუქი არ ჩაირთვება. თუ გაქვთ ორი მოდულიდა ერთერთი მათგანზე არასწორადაა გაკეთებული პრაშივკა, მაშინ სისტემა უნდა ჩართოთ მარტო მეორე მოდულის მეშვეობით და შემდეგ ჩართულ კომპზე შეუერთოდ მეროე მოდული და დავაბრუნოთ ის საწყის ტაიმინგებზე, მაგრამ არის რისკი რომ დაიწვება ან მოდული ან დედაპლატა. ასევე არსი უსაფრთოხ მეთოდი რაც მდგომარეობს, იმაში რომ მოდულების კონტაქტები სკოჩით დავწეებოთ ,ოღონდ ყველა არა, დაუწებავი უდნა დავტოვოთ ისინი რომლებიც საჭიროა SPD-ს მიკროსქემის წაკითხვა/ჩაწერისათვის.So-DIMM DDR3 204pin-სთვის არ უნდა დავწებოთ ორივე მხრიდან ბოლო 5-5 კონტაქტი. თუ სვა ტიპის მოდულები გაქვთ უნდა იპოვოთ დატშიტი და გაიგებთ რომელი არ უდნა დაწებოთ სკოჩით. კონკრეტულად R560-ის რაზგონს აღმოაჩნდა რამდენიმე ნაკლი რაც გამოიხატება იმაში, რომ სიხშირის შეცვლის შემთხვევაში ნოუთბუქის გაჭედვის შესაძლებლობა 70%ია. ქვედა სურათზე მოცემულია ტაქტური გენერატორის სქემა. მასზე, როგორც უვკე ვიცით, არის სამი პინი რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც პროცესორის BSEL კონტაქტები.სურათზე ესენია 5, 17, 64 პინები. ბევრ შემთხვევაში ამავე პინებზე სხვა ფუნქციებიცაა მიბმული, რააც დამატებით სირთულეებს ქმნის, რაცმხოლოდ გამოცდილებისთვის თუა უსაფრთხო. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა რადგან 64 პინი არაფერზე ზეგავლენას არ ახდენდა. ამ ცხრილის თანახმად, იმისთვის რომ სიხშირე 200-დან 266-მდე გავზარდოთ საჭიროა FS_B (№64) отпаять და მივიშვათ მასზე დაბალი დონე ანუ დავამიწოთ რათა მივიღოთ ლოგიკური 0. მაგრამ დამიწება პრინციპში არაა აუცილებელი და მაიცნ იგივე შედეგი უდნამივიღოთ. ამის მერე ვინდოუსი ჩაიტვირთა და RMClock-ის ნიშანთან ჩანს რომ პროცესორის სიხშირე 2.66გჰც-ს ტოლია.დარესტარტების შემდეგაც იგივე მაჩვენებელს ანახებდა.CPU-Z კი FSB სიხშირეს ანხებდა 266მჰც-ს ტოლს. შემდეგ ნოუითბუქი შემოწმდა სტაბილურობაზე და იქნა აწყობილი. და აი სკინებიც გაირკვა რომ თუ ზემოთხსენებულ 64-ე პინს არ დავამიწებთ ძილის რეჟიმში სიხშირეები ვარდება ქარხნულამდე ასე რო მჯობია რომ დავამიწოთ. გაგრილება და ტესტირება როგორც ვიცით ზოგ ნოუთბუქს ვენტიალტორთან აქ ხვრელები რათა მოხდეს ჰაერის უკეთ მიმოცვლა. R560-ს ერ ხვრელები არ ქოდნა და მისი ხელოვნური გზით შექმნა გადაწყდა და აი შედეგი ამ მოქმედებამ ტემპერატურა დააგდო 5 და უფრო მეტი გრადუსით დამოკდიებულებით დატვირთვაზე, რაც ასევე გირჩევთ იყიდოთ ნოუთბუქების სადგარი გაგრილების სისტემით თუ აპირებთ დაკავდეთ ნოუთბუქების რაზგონით. ახლა კი გადავიდეთ ტესტების შედეგებზე. 3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა, პროცესორი, მეხსიერება არაა დარაზგონებული, XP). 3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა დარაზგონებულია, პროცესორი და მეხსიერება არა, XP). 3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა, პროცესორი, მეხსიერება დარაზგონებულია, XP). Everest რაზგონის გარეშე Everest რაზგონზე რაც შეეხება ტემპერატურას T7300 სტოკზეც ცხელია რაც გვარდეაბ ძაბვის დაკლებით, მაგრამ რაზგონის შემთხვევაში ეს შეუძლებელია და რაზგონის დროს მომთხოვნ თამაშებში ადის 80-90o C-მდე. ვიდეოკარტა კი 80 გრადუსამდე. დასასრული. როგორც ვხედავთ ნოუთბუქებზეც შეიძლება ეკონომიის გაკეთება და მისი დარაზგონებით იგივე წარმადობის მიღეაბ რაც უფრო ძვირიან ნოუთბუქებს ახასიათებთ, მაგრამ შეგახსენებთ რომ ნოუთბუქების დარაზგონება სახიაფთოა და თუ არ ერკვევით მსგავს საქმეებშI არ გირჩევთ ამსი გაკეთებას. ხოლ ოვინც დაინტერესდით ვნახეთ რო მნოუთბუქების რაზგონსაც გამოაქ შედეგი და თან კარგი. თუ შევადარებთ 3Dmark 2006-ში მიღებულ შედეგებს რაზგონის გარეშე, ვიდეოკარტის რაზგონით და სამივე კომპონენტის რაზგონით დავინახავთ რომ რაზგონის გარეშე 5234=100% ვიდეოკარტის რაზგონით 6626=126.6% ანუ ნამატია 26.6% ხოლო სამივე კომპონენტის დარაზგონების შემთხვევაში 7059=134.9% ანუ 34.9%-ით უკეთესი შედეგი მივიღეთ ვიდრე სტოკ სიხშირეებზე და 6.5%-ით მეტი ვიდრე მარტო ვიდეოკარტის რაზგონისას. იგივეს თქმა შეიელბა ევერესტის შედეგებზეც ზრდა ნათლად შეინისენაბ ამ ტესტშიც. ასე რომ თუ ნოუთბუქების მფლობელებო ფარხმალს ნუ დაყრით თქვენც შეგიძლიათ რაზგონით დაკავდეთ. To Be Continued 3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Karlo Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 როგორ დავარაზგონო ჩემი i3 350M ??? hwbot_ისთვის მინდა, სულ რაღაც +1 ან +2 FSB, მეტი არ მინდა... საკაიფო ქულებს დაწერს. ვიცი რომ რაზგონი სარისკოა ამ შემთხვევაში, მაგრამ 1-2 FSB მომატება რას უზამს??? ბიოსით რათქმაუნდა ვერ ვარაზგონებ... Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 სეთ ფსბ ან ქლოქგენი ჩართე და მოსინჯე სიაში არსებული რომელიმე ქლოქგენერატორი მოარგო თუ რომელიმე ქლოქგენერატორმა შეძლო სწორი ფსბ წაკითხვა და მისი შეცვლა მაშინ შეგეძლება ვინდოუსიდან დაარაზგონო ასევე მაქსიმალური შედეგისთვის ჩAმოწერე ოვერქლოპეკი და ჩAრთე მემსეტი მემსეტიდან გაუხსენი უფრო ცუდი ტაიმინგები ოპერატიულ მეხსიერებას რომ პროცესორის რაზგონი არ დატორმუზდეს დაბალი ტაიმინგებით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Karlo Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 როგორ გავიგო ქლოქგენში რა PLL მაქვს? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 აირჩიე პირველიდან ბოლომდე ყველა და ეფლაის დააჭირე სათითაოდ და PLL სეთინგების ფანჯარაც გახსენი და ცპუზ და სწორს თუ გაარტყავ ხო მაშინ PLL სეთინგები ზუსტად იგივეს წაიკითხავს რაც ცპუზ ში გექნება ხოდა მერე შეეცადე ფსბ გადადგილებას და თუ გამოვიდა ე.ი. სწორია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 კლოკ გენზე მაგალიტად რომელიმე რო ვირჩევ ქლოქგენსჰი სხვაა და ცპუ ზ ში სხვა და ცლოქ გენი მარტო ფსბ სცვლის და ესეიგი ეგ ქლოქები არ ერგება ? ყველა ქლოქი უნდა დამანახოს ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 არა მარტო ფსბ უნდა ამოიკითხპოს სწორად აქვე FAQ ებში ნახე არის სეთფსბ და ქლოქგენის FAQ დაწერილი და გადაავლე თვალი Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ბექა Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 არა მარტო ფსბ უნდა ამოიკითხპოს სწორად აქვე FAQ ებში ნახე არის სეთფსბ და ქლოქგენის FAQ დაწერილი და გადაავლე თვალი არ ხედავს სწორად ვერცერთი ქლოქით მეორე სურათზე სხვანაერი გადასაწევია და ხოარ მოერგო ? ან კიდე ცპუ როგორ დავარაზგონო ? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 მაშინ არ ერგება ე.ი. და არ გამოვა არაფერი სამწუხაროდ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Itanium Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 შესაბმისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავსვავ კითხვას ლეპტოპზე მაქვს I3 370 M პროცესორო რომლის ტემპერატურაა მუშაობის დროს, სადღაც 50-55 გრადუსი, ნომრანული ტემპერატურაა? არ აქვს ინტელს ისეთი საიტი სადაც ეწერება რამდენი უნდა იყოს ოპტიმალური ტემპერატურა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Karlo Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 შესაბმისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავსვავ კითხვას ლეპტოპზე მაქვს I3 370 M პროცესორო რომლის ტემპერატურაა მუშაობის დროს, სადღაც 50-55 გრადუსი, ნომრანული ტემპერატურაა? არ აქვს ინტელს ისეთი საიტი სადაც ეწერება რამდენი უნდა იყოს ოპტიმალური ტემპერატურა? ჩემს i3 350M_ზეც ეგრეა დაახლოებით, თამაშებში 65_ამდეც ადის ხოლმე და ვიდეოც ცხელი მაქვს, სტოკზე 50 გრადუსია და თამაშებში 70-78 :D Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
SauberF1 Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 ჩემი 40-50 გრადუსის ფარგლებშია , გრუზზე 70 ს უკაკუნებს ხოლმე. Zalman NC2000 ზე ვამუშავებ და განსხვავებას ალბათ იძლევა , არ მიცდია უქულეროთ თამაში ჯერ ჯერობით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted February 16, 2011 Share Posted February 16, 2011 ეგეც ჩემი დაწერილია როგორც მახსოვს სოსო ხო მეც ეგრე მახსოვსამის გაგრძელება არ დაწერილა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
kloud Posted February 16, 2011 Author Share Posted February 16, 2011 არა მაგრამ მგონი მახსოვს რომელი საიტიდან ვთარგმნე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
seNsat10n Posted May 23, 2011 Share Posted May 23, 2011 ვერ გავიგე როგორ დავარაზგონო რა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted May 25, 2011 Share Posted May 25, 2011 ვერ გავიგე როგორ დავარაზგონო რა უნდა ჩამოწერო სეთ ფსბ და შეეცადო რომ რომელიმე ქლოქგენერატორი სიიდან მოარგო და ეფლაის რომ დააჭერ უნდა წაიკითხოს შენი კომპის ტაქტი და გადანაცვლება უნდა შეეძლოს დიდი სიაა და ყველა უნდა მოსინჯო რომელიმე თუ გაარტყი მერე შეგეძლება ტაქტის აწევა თუ ვერ გაარტყი ე.ი. არაფერი გამოვა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.