X-treme user Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 ვიდეობარათი GeForce GTX 580 Lightning 1536 MB, MSI-მ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წარმოადგინა. მან ტესტირების შედეგად, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები გვიჩვენა და დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ გამხდარიყო წლის პროდუქტი. თუმცა ცოტა მოგვიანებით, Computex 2011 გამოფენაზე, ნაჩვენებ იქნა მისი კიდევ უფრო მძლავრი ვერსია, 3 გბ მეხსიერებითა და უფრო მიმზიდველი გარეგნობით. მათ აიღეს ორიგინალი Lightning-ის ბეჭდური დაფა, გაზარდეს ზემოაღნიშნული მაჩვენებელი დაუმატეს მცირედით გაუმჯობესებული Twin Frozr III ქულერი, რომლის მუშაობის პრინციპი მსგავსია, მაგრამ არის მასში გარკვეული თავისებურებები, მაგალითად, როდესაც ბარათი ხურდება, ფენ-ბირთვის ფერის ინტენსიურობა იცვლება. გარდა ამისა, დამატებულ იქნა ახალი სისტემა. კერძოდ კი, კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ზემოაღნიშნული ‘ხრახნები’ იწყებენ საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალს და ამგვარად, ახდენენ ფირფიტების გასუფთავებას მტვრისგან. ამ დროის გასვლისას, ისინი კვლავინდებურად უბრუნდებიან ნორმალურ რეჟიმს. გარდა ამისა, დამატებულ იქნა პროფესიონალ ოვერქლოქერებისთვის განკუთვნილი, მცირე micro-witch-ები, მეორე BIOS, ფაზური LED-ები, ვოლტაჟის მონიტორინგის საშუალებები და ქარხნული აჩქარება. მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული GTX 580 ბაზარზე გახდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი. მოდით პირველ რიგში მას უფრო დეტალურად გავეცნოთ და ამის შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზე. GF110 გრაფიკული პროცესორი GTX 480-ის გამოშვების შემდეგ, NVIDIA-მ წარმოადგინა GF100 ASIC-ზე დაფუძნებული ახალი რევიზია - GF110 სახელწოდებით. ყველა ასეთ ვიდეობარათს რა თქმა უნდა გააჩნია DirectX 11, Windows 7/Vista და აგრეთვე DX11-ის მხარდაჭერა. ახლა კი მხოლოდ გვჭირდება თამაშები, რომლებიც შეძლებენ DirectCompute, multi-threading, hardware tessellation და ახალ shader 5.0 დამატებების უპირატესობების გამოყენებას. GeForce GTX 580 : 512 SP, 384-bit, 243W TDP GeForce GTX 480 : 480 SP, 384-bit, 250W TDP GeForce GTX 470 : 448 SP, 320-bit, 225W TDP აღნიშნულ GPU-ში მცირე არქიტექტურული ცვლილებები განხორციელდა. მისგან ამოიღეს ზოგიერთი რამ და დაამატეს გარკვეული ფუნქციონალური იუნიტები ტესელაციისთვის, შეიდინგისა და ტექსტურინგისთვის. GF100 და GF110 აღჭურვილნი არიან 16 shader cluster-ით (სახელწოდებით SM-ები). GeForce GTX 480-ში, ერთი ასეთი კომპონენტი გათიშულია, ხოლო GeForce GTX 470-ში კი - ორი. GTX 580-ის 512-ივე შეიდერ-პროცესორი (ანუ 32-ით მეტი, ვიდრე GTX 480) გააქტიურებულია, რაც თავისთავად უფრო მეტ წარმადობას გულისხმობს და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისთვის, ბარათი მუშაობს 722 მჰზ სიხშირეზე, რაც GTX 480-ისაზე 22-ით უფრო მაღალია. თითოეული მეხსიერების ფართიშენი იყენებს ერთ კონტროლერს შესაბამის GPU-ზე, რომელიც იღებს 256 მბ-ს. GTX 470 - ხუთი მეხსიერების კონტროლერი (5x256MB) = 1280 MB of GDDR5 GTX 480 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5 GTX 580 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5 როგორც ხვდებით, მასიური მეხსიერების განყოფილებები, სალტის სიგანე და GDDR5-თან კომბინაცია, GPU-ს საშუალებას აძლევს, რომ იმუშაოს ძალიან მაღალ framebuffer გამტარიანობაზე (ეფექტური). მოდით ძირითადი მონაცემები ცხრილში შევიყვანოთ, იმისთვის, რომ უკეთესად შევიტყოთ განხორციელებულ ცვლილებების შესახებ: რაც შეეხება ROP (Raster Operation) ძრავს, GTX 580-ში მათი რაოდენობა 48 ცალია - პიქსელ შერევისა და AA-სთვის. ხოლო, ტექსტურული ფილტრაციის იუნიტები არის 64, მათგან ყოველი ოთხი კი მიბმულია თითოეულ SM-ზე. GeForce GTX 470 - 14 SM X 4 Texture units = 56 GeForce GTX 480 - 15 SM X 4 Texture units = 60 GeForce GTX 580 - 16 SM X 4 Texture units = 64 GF110-ში თითქმის 3 მილიარდი ტრანზისტორია, TDP-ს დონე კი დაახლოებით 240-250 ვ-ია, მაშინ, როდესაც წარმადობა გაიზარდა ~20%-მდე. სტანდარტულ GeForce GTX 580-ზე განთავსებულია 6 და 8-პინიანი კვების კონექტორი, ხოლო Lightning ვერსიები იღებენ 16-ფაზიან დიზაინს (ორ ცალ 8-pin-ს). მაშ ასე, დავაკვირდეთ MSI GeForce GTX 580 Lightning Xtreme Edition-ს. შავი დიზაინი შესანიშნავად გამოიყურება და როგორც ხედავთ, ამჯერად ფენებმა მიიღეს ლურჯი ფერის გაფორმება. კომპლექტში შესულია manual, driver CD, DVI/DSUB და ერთი PCIe PEG კვების კონექტორი და ორი დრეკადი SLI-ხიდი. ლურჯ-ოქროსფერი მონიტორის კონექტორები - განახლებულ ქულერთან ერთად, საკმაოდ თვალწარმტაცად გამოიყურება. ეს TwinFrozr III-ია, გაგრილების GPU-ბლოკი სითბური მილაკების საშუალებით, მიემართება უშუალოდ ალუმინის ფირფიტებთან, სადაც ფენები ახდენენ ჰაერის გარეთ გატანას. რეფერენსულ GeForce GTX 580-ს გააჩნია 1536 მბ მეხსიერება. ის მუშაობს 772/1544/4000 მჰზ-ზე .MSI Xtreme edition ბარათი კი - 832/1664/4200 მჰზ-ზე, მეხსიერების ოდენობა გაიზარდა ორჯერ - 3 გბ-მდე. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ორ dual-link DVI კონექტორს, რომელსაც გააჩნია ყველა მაღალი რეზოლუციის მონიტორის მხარდაჭერა და უკიდურეს მარცხენა მხარეს განთავსებულია HDMI და DisplayPort. ბარათი სიგრძეში დაახლოებით 27 სმ-ია. საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს მოწესრიგებული შესახედაობის ბეჭდური დაფა, რომელიც 100%-ით ‘ჩვეულებრივ’ lightning ვერსიის მსგავსია. GeForce GTX 580-ის მაქსიმალური კვების მოხმარების დონე თითქმის 250 ვ-ია და ამ მხრივ, მას უნდა დავუკავშიროთ ორი ცალი შესაბამისი 8-პინიანი PCIe PEG კონექტორი. უკანა პანელზე განთავსებულია რამდენიმე გადამრთველი, თუმცა თუ GPU-ს და სხვა კომპონენტების ექსტრემალურ გაგრილებას არ აპირებთ, უმჯობესია მათი ხელის ხლებისგან თავი შეიკავოთ. მარჯვენა მხარეს განლაგებული კი, განკუთვნილია BIOS-ის default პარამეტრებზე დაბრუნებისთვის. უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის მულტიმეტრის გამოყენება - GPU-ს ან მეხსიერების ვოლტაჟის გასაზომად. ეს უფრო LN2 ოვერქლოქერებს გამოადგებათ, 'ჩვეულებრივი' მომხმარებელი ამით ნაკლებად დაინტერესდებიან. საინტერესო დეტალი არის ის, რომ როდესაც ბარათი ხურდება, ფენების ცენტრალური ნაწილის ფერი ნელ-ნელა თეთრდება, რომელიც რაც უფრო მკვეთრია, შესაბამისად თვითონ პროდუქტიც მით უფრო ცხელია. ამაში დასარწმუნებლად, შეხედეთ ზემოთ მოცემულ ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, სადაც ნაწარმის ტემპერატურა 90 გრადუსამდეა. კვების მოხმარების დონე სატესტო სისტემა დაფუძნებულია ‘მსუნაგ’ Core i7 965 / X58-ზე, რომელიც აჩქარებულ იქნა 3.75 გჰზ-მდე. სისტემურ დაფაზე და პროცესორზე გამორთული გვქონდა ენერგიის დაზოგვის ფუნქციები. საშუალოდ ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 50-დან 100 ვ-ით მეტს, ვიდრე სტანდარტული კომპიუტერები - მაღალ სიხშირეების, წ*ლის გაგრილების, დამატებითი ცივ კათოდურ სინათლეებისა და მისთ. გამო. აქ დავითვლით GPU-ს კვების მოხმარებას და არა მთლიანი სისტემისას. 1. სისტემა IDLE რეჟიმში = 174W 2. GPU-თი, FULL Stress-ზე = 388W 3. განსხვავება (GPU load) = 207W 4. დამატებითი IDLE ვატების ოდენობა ~ 20W 5. მიღებული GPU-ს კვების მოხმარების დონე = ~ 234W ვიდეობარათის ტემპერატურები შევხედოთ GPU ტემპერატურებსაც. პირველ რიგში, IDLE (დესქტოპ) რეჟიმის დროს. საერთო ჯამში, ამ ცხრილში, 50 გრადუსზე დაბალი მაჩვენებელი ნორმალურ შედეგად მიიჩნევა, 40-ზე მცირე კი - ძალიან კარგად. რა ხდება გეიმინგის დროს? ჩვენ გავუშვით ინტენსიური თამაშის მსგავსი აპლიკაცია და გავზომეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურა GPU-ზე. როგორც ხედავთ, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ტემპერატურა შეესაბამება დატვირთულ გეიმინგის პროცესს. ხმაურის დონეები თუ გრაფიკული ბარათი გამოყოფს დიდი რაოდენობის სითბოს, აუცილებელია, რომ ის გატანილ იქნას გარეთ რაც შეიძლება სწრაფად. ხშირად, ჩვენ ვხედავთ მასიური ფენებით აღჭურვილ ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მართალია ამ მოვალეობას ბეჯითად ასრულებენ, მაგრამ თავის მხრივ, ზრდიან ხმაურის დონესაც. სერტიფიცირებულ dBA-მზომის საშუალებით, შევიტყვეთ თუ რამდენ dBA-ს ქმნის კომპიუტერი. ქვემოთ მოყვანილი ტესტი საკმაოდ სუბიექტურია, რადგან ყოველთვის არსებობს გარემომცველი ხმაური ქუჩებიდან, HDD-დან, PSU-დან და ა.შ. ამგვარად, აბსოლუტურ სიზუსტეზე საუბარი აქ არ გვიხდება, რადგან მისი მიღწევა მხოლოდ ხმის ტესტირების სპეციალურ განყოფილებაშია შესაძლებელი. თითოეულ ამ ტესტის დროს, ჩვენ ვხურავდით კეისს და dBA-მზომს ვიკავებდით კომპიუტერისგან 75 სმ-ს დაშორებით. ზემოთ მოცემულია IDLE (დესქტოპ რეჟიმი) შედეგები, სადაც GPU ნაკლებად იტვირთება. სრულად დატვირთულ რეჟიმზე (თამაშის დროს), ხმაური დონე შეადგენდა 40 dBA-ს, რაც საკმარისად ‘ჩუმ’ კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა გარკვეული ჰაერის ნაკადს გაგონება მაინც შესაძლებელია. სატესტო სისტემა და აღჭურვილობა სისტემური დაფა - MSI Big Bang XPower X58პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHzვიდეობარათი - GeForce GTX 580 MSI Lightning Xtreme editionმეხსიერება - 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHzკვების ბლოკი - 1200 ვმონიტორი - Dell 3007WFP - 2560x1600-მდე ოპერაციული სისტემა, software: Windows 7 RTM 64-bitDirectX 9/10/11 End User Runtime (latest available)NVIDIA GeForce series 260 driver <> 275.27 WHQL ბენჩმარკები: Battlefield Bad Company 2 Colin McRae Dirt 2 Far Cry 2 Call of Duty: Modern Warfare 2 Crysis WARHEAD Anno 1404 3DMark Vantage 3DMark 11 Metro 2033Alien vs PredatorLost Planet 2 DX9: Call of Duty - Modern Warfare 2 გამოსახულების არჩეული პარამეტრები თამაშისთვის ყველაზე კომპლექსურია. 4x AA, ბოლო დონის ანიზოტროპული ფილტრაცია, საუკეთესო ტექსტურები, ყველაფერი თავის მაქსიმუმზეა ჩართული. Level: Contingency 4x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out DX10: Far Cry 2 ამ თამაშისთვის შერჩეულ იქნა შემდეგი პარამეტრები: Level: Ranch Small high-quality DX10 mode 8x AA (Anti-Aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery ამ თამაშზე ასეთი პარამეტრები დავაყენეთ: enable everything enable the highest possible image quality settings. DirectX 10 mode 4x Anti-Aliasing enabled. Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities. პერფორმანსის დონე საკმარისზე მეტია კომფორტული თამაშისთვის - ნებისმიერ რეზოლუციაზე. DX10: Crysis Warhead Level: Ambush Codepath: DX10 Anti-Aliasing: 2x MSAA In game quality mode: Gamer მოდით შევიტყოთ თუ როგორ პერფორმანსს მივიღებთ Enthusiast რეჟიმის პარამეტრებზე გადართვით. ის გავააქტიურეთ 8xAA -ზე ნაკლებ დონეზე, DX10-ზე. ეს ნამდვილად საუკეთესო პარამეტრებია, რომელიც შეიძლება ამ თამაშში ჩაირთოს. ის მომავლის hardware-ისთვის იქნა დამზადებული და მას ჯეროვნად უახლესი, თანამედროვე გრაფიკული გადაწყვეტილებებიც კი ვერ უმკლავდებიან. Enthusiast რეჟიმი ნებისმიერ ბარათისთვის ურთულესი გამოცდაა, თუმცა, ეს შედეგები მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, რას იტყვით? DX10: 3DMark Vantage GPU შედეგები გაცილებით უფრო სანდოა, რადგან აქცენტი უშუალოდ გრაფიკულ ბარათზეა მიმართული. DX11: Metro 2033 - The Last Refuge ამ თამაშს გააჩნია DX11-ის მთელ რიგ თავისებურებებისა და უახლესი თაობის ასეთი ბარათების მხარდაჭერა. მათი საშუალებით, შესაძლებელია გაუმჯობესებული Depth of Field ეფექტების, ისევე, როგორც სრული ტესელაციის მიღება - პერსონაჟების მოდელებზე - აღნიშნა THQ-მ. ჩვენს პროდუქტს კარგი დღე ნამდვილად არ ადგას, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება სხვა ნებისმიერზეც. გამოსახულების პარამეტრები მაქსიმალურია, ჩართულია AAA ანტი-ალიასინგი, რაც დაახლოებით 4xMSAA-ის ეკვივალენტია. DX11: Colin McRae DiRT 2 გამოსახულების პარამეტრები შემდეგნაირია: Baja Iron Route 1 8x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out ტესტში გააქტიურებული იყო DX11-ის ტესელაცია და 8x ანტი-ალიასინგი. DX11: Battlefield Bad Company 2 Level: Upriver DirectX 11 enabled 8x Multi-sample Anti-Aliasing 16 Anisotropic Filtering All image quality settings enabled at maximum ამ ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა DX11 ბარათები 8xAA და 16xAF-ზე. ეს თამაში ერთ-ერთია, რომელსაც 1.5 გბ-ს 3 გბ უფრო ურჩევნია. DX11: Alien Versus Predator აქ გამოვიყენეთ 1920x1200 რეზოლუცია 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე - ვიდეობარათების უფრო მეტად დატვირთვისთვის. გამოსახულების ყველა პარამეტრი არის მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე. DX11: Lost Planet 2 ეს თამაში გავზომეთ 2560x1600 გაფართოების დროს. გავააქტიურეთ 4xMSAA და 16X ანიზოტროპული ფილტრაცია, ხოლო გამოსახულების ყველა პარამეტრი დავაყენეთ მაქსიმალურზე. DX11: 3DMark 11 Graphics Test 1 Based on the Deep Sea scene No tessellation Heavy lighting with several shadow casting lights Graphics Test 2 Based on the Deep Sea scene Medium tessellation Medium lighting with few shadow casting lights Graphics Test 3 Based on the High Temple scene Medium tessellation One shadow casting light Graphics Test 4 Based on the High Temple scene Heavy tessellation Many shadow casting lights Physics Test Rigid body physics simulation with a large number of objects This test runs at a fixed resolution regardless of the chosen preset 3DMark 11 დატესტილ იქნა performance რეჟიმზე, რომლის საშუალებითაც შევიტყვეთ დაბალ, საშუალო და ‘ჰაი-ენდ’ სეგმენტის ვიდეობარათების წარმადობის დონე. ოვერქლოქინგი ოვერქლოქინგის მხრივ, Lightning Xtreme-ის სიხშირის გაზრდა შესაძლებელია ბირთვზე დაახლოებით 875~900 მჰზ-მდე - ვოლტაჟის მომართვის გარეშე. თუმცა, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ბარათის მფლობელი არ გადაწყვეტს მისგან მაქსიმალური პერფორმანსის მიღებას. ასე, რომ GPU voltage დაყენებულ იქნა 1.2 ვ-ზე, რის შედეგადაც, აღნიშნული შედეგი 961 მჰზ-მდე გაიზარდა. უფრო ზუსტი ტვიკინგის პირობებში, გამორიცხული არ იქნებოდა, რომ მიგვეღწია 1 გჰზ ბარიერისთვისაც. თუმცა, ამ ქმედების უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ საკმაოდ მატულობს ვიდეობარათის ხმაურის დონე, რადგანაც მას უკვე მეტი ‘ნარჩენ’ სითბოსთან უწევს გამკლავება. კვების მოხმარების დონეც, თავის მხრივ, კიდევ 50 ვ-ით გაიზარდა. აქ გვაქვს COD MWF2, გამოსახულების მაქსიმალურ პარამეტრებზე. ამ თამაშს მძლავრი GPU სჭირდება და ოვერქლოქინგის გაზომვაც, საკმაოდ კარგად არის შესაძლებელი. ეს უკვე Battlefield Bad Company 2-ის გრაფიკია. პარამეტრები მაქსიმალურ ნიშნულებზეა, როგორც ადრე 8xAA და 16xAF-ის დროს. 1920x1200-მდე, შეინიშნება მასიური CPU-შეზღუდვის დონე. დასკვნა განსხვავება ამ ბარათსა და ‘ჩვეულებრივ’ lightning edition-ს შორის, საკმაოდ მცირეა. ქულერის ფენების შეფერილობის ცვლა ტემპერატურის ზრდასთან ერთად, საინტერესოა, ისევე, როგორც პირველი 30 წამი კომპიუტერის ჩართვის შემდეგ, როდესაც ეს ‘ხრახნები’ საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავენ, რაც კეთდება მტვრის მოცილების მიზნით. თავის უმცროს თანამოძმის მსგავსად, მისი სიხშირეც მსგავსია და ოვერქლოქინგის თვალსაზრისითაც, განსხვავება არ შეინიშნება. ლურჯი ფენებით, ლედ-მაშუქებით და შედარებით მუქი დიზაინის გამო, Lightning Xtreme უკეთესად გამოიყურება და მისი მთავარი თავისებურება მაინც 3 გბ ოდენობის მეხსიერებაა. გეიმინგის დროს, 1920x1200 რეზოლუციამდე, თქვენ ძალიან ძნელად ან საერთოდ ვერასდროს იგრძნობთ დამატებით framebuffer-ის უპირატესობას, სანამ უმნიშვნელო დონის ანტი-ალიასინგს გამოიყენებთ. თუმცა, მათ, ვისაც მოსწონს რეკორდების მოხსნა ან სუპერ-მაღალ გაფართოებებზე თამაში სამი მონიტორის გამოყენებით Surround View (საჭიროა SLI)-ში, სწორედ აქ გამოადგებათ დიდი ზომის მეხსიერება. Twin Frozr III თავის მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს და ქარხნულ სიხშირეებზე მისი მუშაობის ხმას სულ ოდნავ თუ გაიგებთ. ბარათის ტემპერატურები კი საოცრად დაბალია და საერთოდ, ქულერის დახვეწილი შესახედაობა მართლაც თვალისმომჭრელია. ჩვეულებრივ GTX 580-თან შედარებით, XTreme edition-ის სიხშირეები გაზრდილია და შეადგენს 832 და 4200 მჰზ-ს (772/4000 მჰზ-ის წინააღმდეგ). ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ GeForce-ის ბარათები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან აჩქარების მიმართ, თქვენ მაშინვე შეატყობთ წარმადობის დონის მატებას, რადგან ალბათ რთული იქნება ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად ‘ტვიკინგისგან’ თავის შეკავება. ორიგინალ ბარათთან შედარებით, შეიცვალა ფენების ფერი, დამატებულ იქნა მტვრის მოცილების ახალი სისტემა და მართალია, 3 გბ მეხსიერების უპირატესობას, ძალზედ იშვიათად თუ სადმე შეიგრძნობთ, მაგრამ ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ იმ პროდუქის გაუმჯობესება, რომელიც ისედაც თითქმის სრულყოფილი იყო. GURU3D 4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
My..ABASHA Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 ჩემი უსაყვარლესი ბრედი :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 კარგი ნაშრომია გადავიკითხავ ეხლა. ცოტა დაგაგვიანდა მალე თავისნაირი ამოუდგება გვერდით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 აი ეს გადასართავ გადმოსართავი არი ბიოსის შესაცვლელი. ორი ბიოსი აქ როგორც ჩანს სულ პირველად რო ჩავრთე დაბალი სიხშირეები ქონდა 772MH > 4008MHz. გავთიშე გადავრთე მაქედან და მერე უკვე დადგა 832 > 4200 ზე. მე უბრალოდ არ მესმის რათ უნდა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
T a S o T T i Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 აი ეს გადასართავ გადმოსართავი არი ბიოსის შესაცვლელი. ორი ბიოსი აქ როგორც ჩანს სულ პირველად რო ჩავრთე დაბალი სიხშირეები ქონდა 772MH > 4008MHz. გავთიშე გადავრთე მაქედან და მერე უკვე დადგა 832 > 4200 ზე. მე უბრალოდ არ მესმის რათ უნდა? საინტერესოა თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ 4200-დან აწული იყო კიდე oc რეჟიმში და გაგრილებამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დაბალი სიხშირეები რათ უნდა? :ugly_confused2: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 ძალიან მაგარი 580 ია ეს , 3GB იანი ვერსია კიდევ უფრო უკეთესი ,გაგრილება ყველაფერი კარგი აქვს ,ის ლურჯი ფანებიც უხდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 28, 2011 Share Posted November 28, 2011 X-treme user ჩემი გმირი ხარ :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.