Jump to content

MSI GeForce GTX 580 Lightning Xtreme edition


Recommended Posts

ვიდეობარათი GeForce GTX 580 Lightning 1536 MB, MSI-მ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს წარმოადგინა. მან ტესტირების შედეგად, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები გვიჩვენა და დიდი შანსი ჰქონდა იმისა, რომ გამხდარიყო წლის პროდუქტი. თუმცა ცოტა მოგვიანებით, Computex 2011 გამოფენაზე, ნაჩვენებ იქნა მისი კიდევ უფრო მძლავრი ვერსია, 3 გბ მეხსიერებითა და უფრო მიმზიდველი გარეგნობით.

მათ აიღეს ორიგინალი Lightning-ის ბეჭდური დაფა, გაზარდეს ზემოაღნიშნული მაჩვენებელი დაუმატეს მცირედით გაუმჯობესებული Twin Frozr III ქულერი, რომლის მუშაობის პრინციპი მსგავსია, მაგრამ არის მასში გარკვეული თავისებურებები, მაგალითად, როდესაც ბარათი ხურდება, ფენ-ბირთვის ფერის ინტენსიურობა იცვლება. გარდა ამისა, დამატებულ იქნა ახალი სისტემა. კერძოდ კი, კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ზემოაღნიშნული ‘ხრახნები’ იწყებენ საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალს და ამგვარად, ახდენენ ფირფიტების გასუფთავებას მტვრისგან. ამ დროის გასვლისას, ისინი კვლავინდებურად უბრუნდებიან ნორმალურ რეჟიმს. გარდა ამისა, დამატებულ იქნა პროფესიონალ ოვერქლოქერებისთვის განკუთვნილი, მცირე micro-witch-ები, მეორე BIOS, ფაზური LED-ები, ვოლტაჟის მონიტორინგის საშუალებები და ქარხნული აჩქარება.

მაშ ასე, ყველაზე ძვირადღირებული GTX 580 ბაზარზე გახდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი. მოდით პირველ რიგში მას უფრო დეტალურად გავეცნოთ და ამის შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზე.

bc3144a1656b213fe8110b8f0cc6382b.jpg

GF110 გრაფიკული პროცესორი

GTX 480-ის გამოშვების შემდეგ, NVIDIA-მ წარმოადგინა GF100 ASIC-ზე დაფუძნებული ახალი რევიზია - GF110 სახელწოდებით.

ყველა ასეთ ვიდეობარათს რა თქმა უნდა გააჩნია DirectX 11, Windows 7/Vista და აგრეთვე DX11-ის მხარდაჭერა. ახლა კი მხოლოდ გვჭირდება თამაშები, რომლებიც შეძლებენ DirectCompute, multi-threading, hardware tessellation და ახალ shader 5.0 დამატებების უპირატესობების გამოყენებას.



  • GeForce GTX 580 : 512 SP, 384-bit, 243W TDP
  • GeForce GTX 480 : 480 SP, 384-bit, 250W TDP
  • GeForce GTX 470 : 448 SP, 320-bit, 225W TDP

აღნიშნულ GPU-ში მცირე არქიტექტურული ცვლილებები განხორციელდა. მისგან ამოიღეს ზოგიერთი რამ და დაამატეს გარკვეული ფუნქციონალური იუნიტები ტესელაციისთვის, შეიდინგისა და ტექსტურინგისთვის.

GF100 და GF110 აღჭურვილნი არიან 16 shader cluster-ით (სახელწოდებით SM-ები). GeForce GTX 480-ში, ერთი ასეთი კომპონენტი გათიშულია, ხოლო GeForce GTX 470-ში კი - ორი. GTX 580-ის 512-ივე შეიდერ-პროცესორი (ანუ 32-ით მეტი, ვიდრე GTX 480) გააქტიურებულია, რაც თავისთავად უფრო მეტ წარმადობას გულისხმობს და ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისთვის, ბარათი მუშაობს 722 მჰზ სიხშირეზე, რაც GTX 480-ისაზე 22-ით უფრო მაღალია.

db3c59e8a485.jpg

თითოეული მეხსიერების ფართიშენი იყენებს ერთ კონტროლერს შესაბამის GPU-ზე, რომელიც იღებს 256 მბ-ს.



  • GTX 470 - ხუთი მეხსიერების კონტროლერი (5x256MB) = 1280 MB of GDDR5
  • GTX 480 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5
  • GTX 580 - ექვსი მეხსიერების კონტროლერი (6x256MB) = 1536 MB of GDDR5

როგორც ხვდებით, მასიური მეხსიერების განყოფილებები, სალტის სიგანე და GDDR5-თან კომბინაცია, GPU-ს საშუალებას აძლევს, რომ იმუშაოს ძალიან მაღალ framebuffer გამტარიანობაზე (ეფექტური). მოდით ძირითადი მონაცემები ცხრილში შევიყვანოთ, იმისთვის, რომ უკეთესად შევიტყოთ განხორციელებულ ცვლილებების შესახებ:

a0017ff67937.jpg

რაც შეეხება ROP (Raster Operation) ძრავს, GTX 580-ში მათი რაოდენობა 48 ცალია - პიქსელ შერევისა და AA-სთვის. ხოლო, ტექსტურული ფილტრაციის იუნიტები არის 64, მათგან ყოველი ოთხი კი მიბმულია თითოეულ SM-ზე.



  • GeForce GTX 470 - 14 SM X 4 Texture units = 56
  • GeForce GTX 480 - 15 SM X 4 Texture units = 60
  • GeForce GTX 580 - 16 SM X 4 Texture units = 64

GF110-ში თითქმის 3 მილიარდი ტრანზისტორია, TDP-ს დონე კი დაახლოებით 240-250 ვ-ია, მაშინ, როდესაც წარმადობა გაიზარდა ~20%-მდე.

სტანდარტულ GeForce GTX 580-ზე განთავსებულია 6 და 8-პინიანი კვების კონექტორი, ხოლო Lightning ვერსიები იღებენ 16-ფაზიან დიზაინს (ორ ცალ 8-pin-ს).

26b5b1ee1d47193e67a12cd390f2ba8d.jpg

9de0108813f3dc673aacc1736acdf835.jpg

b3a98bf7c12f3d4a2a9a570a6f09fa32.jpg

მაშ ასე, დავაკვირდეთ MSI GeForce GTX 580 Lightning Xtreme Edition-ს. შავი დიზაინი შესანიშნავად გამოიყურება და როგორც ხედავთ, ამჯერად ფენებმა მიიღეს ლურჯი ფერის გაფორმება.

21b8e34ba0848eb870fd168e55522247.jpg

კომპლექტში შესულია manual, driver CD, DVI/DSUB და ერთი PCIe PEG კვების კონექტორი და ორი დრეკადი SLI-ხიდი.

15beaf389b8c61283e22b47e56ce5fd7.jpg

ლურჯ-ოქროსფერი მონიტორის კონექტორები - განახლებულ ქულერთან ერთად, საკმაოდ თვალწარმტაცად გამოიყურება. ეს TwinFrozr III-ია, გაგრილების GPU-ბლოკი სითბური მილაკების საშუალებით, მიემართება უშუალოდ ალუმინის ფირფიტებთან, სადაც ფენები ახდენენ ჰაერის გარეთ გატანას.



  • რეფერენსულ GeForce GTX 580-ს გააჩნია 1536 მბ მეხსიერება. ის მუშაობს 772/1544/4000 მჰზ-ზე .
  • MSI Xtreme edition ბარათი კი - 832/1664/4200 მჰზ-ზე, მეხსიერების ოდენობა გაიზარდა ორჯერ - 3 გბ-მდე.

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ორ dual-link DVI კონექტორს, რომელსაც გააჩნია ყველა მაღალი რეზოლუციის მონიტორის მხარდაჭერა და უკიდურეს მარცხენა მხარეს განთავსებულია HDMI და DisplayPort.

671bc046a79617e4d233ddd8faef5494.jpg

ბარათი სიგრძეში დაახლოებით 27 სმ-ია. საერთო ჯამში, სახეზე გვაქვს მოწესრიგებული შესახედაობის ბეჭდური დაფა, რომელიც 100%-ით ‘ჩვეულებრივ’ lightning ვერსიის მსგავსია. GeForce GTX 580-ის მაქსიმალური კვების მოხმარების დონე თითქმის 250 ვ-ია და ამ მხრივ, მას უნდა დავუკავშიროთ ორი ცალი შესაბამისი 8-პინიანი PCIe PEG კონექტორი.

0e924bb7e7dfbb355ca44f8e0a8d08b6.jpg

fc8d8daffdd448acb1741b9f1fac1612.jpg

უკანა პანელზე განთავსებულია რამდენიმე გადამრთველი, თუმცა თუ GPU-ს და სხვა კომპონენტების ექსტრემალურ გაგრილებას არ აპირებთ, უმჯობესია მათი ხელის ხლებისგან თავი შეიკავოთ.

მარჯვენა მხარეს განლაგებული კი, განკუთვნილია BIOS-ის default პარამეტრებზე დაბრუნებისთვის.

04b64fc16b5a355e8ee74faad97191e9.jpg

88d66f9fef8af0c92bd645af20048dbf.jpg

cd8a1ebef1f535d82f071a9d4851b314.jpg

b1b3e56e09385f833c2243e5b7fea3d3.jpg

უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის მულტიმეტრის გამოყენება - GPU-ს ან მეხსიერების ვოლტაჟის გასაზომად. ეს უფრო LN2 ოვერქლოქერებს გამოადგებათ, 'ჩვეულებრივი' მომხმარებელი ამით ნაკლებად დაინტერესდებიან.

a3fb3de46b4a5513199d0d6225bf488e.jpg

საინტერესო დეტალი არის ის, რომ როდესაც ბარათი ხურდება, ფენების ცენტრალური ნაწილის ფერი ნელ-ნელა თეთრდება, რომელიც რაც უფრო მკვეთრია, შესაბამისად თვითონ პროდუქტიც მით უფრო ცხელია. ამაში დასარწმუნებლად, შეხედეთ ზემოთ მოცემულ ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, სადაც ნაწარმის ტემპერატურა 90 გრადუსამდეა.

fc2cf1db6027e435ca05f740d960b6bc.jpg

კვების მოხმარების დონე

სატესტო სისტემა დაფუძნებულია ‘მსუნაგ’ Core i7 965 / X58-ზე, რომელიც აჩქარებულ იქნა 3.75 გჰზ-მდე. სისტემურ დაფაზე და პროცესორზე გამორთული გვქონდა ენერგიის დაზოგვის ფუნქციები. საშუალოდ ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 50-დან 100 ვ-ით მეტს, ვიდრე სტანდარტული კომპიუტერები - მაღალ სიხშირეების, წ*ლის გაგრილების, დამატებითი ცივ კათოდურ სინათლეებისა და მისთ. გამო.

აქ დავითვლით GPU-ს კვების მოხმარებას და არა მთლიანი სისტემისას.




  • 1. სისტემა IDLE რეჟიმში = 174W
  • 2. GPU-თი, FULL Stress-ზე = 388W
  • 3. განსხვავება (GPU load) = 207W
  • 4. დამატებითი IDLE ვატების ოდენობა ~ 20W
  • 5. მიღებული GPU-ს კვების მოხმარების დონე = ~ 234W

5f0573c0ed63.png

ვიდეობარათის ტემპერატურები

შევხედოთ GPU ტემპერატურებსაც. პირველ რიგში, IDLE (დესქტოპ) რეჟიმის დროს.

81c65c45797a.jpg

საერთო ჯამში, ამ ცხრილში, 50 გრადუსზე დაბალი მაჩვენებელი ნორმალურ შედეგად მიიჩნევა, 40-ზე მცირე კი - ძალიან კარგად. რა ხდება გეიმინგის დროს? ჩვენ გავუშვით ინტენსიური თამაშის მსგავსი აპლიკაცია და გავზომეთ ყველაზე მაღალი ტემპერატურა GPU-ზე.

8eb529324d05.jpg

როგორც ხედავთ, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებია. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ტემპერატურა შეესაბამება დატვირთულ გეიმინგის პროცესს.

ხმაურის დონეები

თუ გრაფიკული ბარათი გამოყოფს დიდი რაოდენობის სითბოს, აუცილებელია, რომ ის გატანილ იქნას გარეთ რაც შეიძლება სწრაფად. ხშირად, ჩვენ ვხედავთ მასიური ფენებით აღჭურვილ ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მართალია ამ მოვალეობას ბეჯითად ასრულებენ, მაგრამ თავის მხრივ, ზრდიან ხმაურის დონესაც. სერტიფიცირებულ dBA-მზომის საშუალებით, შევიტყვეთ თუ რამდენ dBA-ს ქმნის კომპიუტერი. ქვემოთ მოყვანილი ტესტი საკმაოდ სუბიექტურია, რადგან ყოველთვის არსებობს გარემომცველი ხმაური ქუჩებიდან, HDD-დან, PSU-დან და ა.შ. ამგვარად, აბსოლუტურ სიზუსტეზე საუბარი აქ არ გვიხდება, რადგან მისი მიღწევა მხოლოდ ხმის ტესტირების სპეციალურ განყოფილებაშია შესაძლებელი.

ec87d81d103b.jpg

თითოეულ ამ ტესტის დროს, ჩვენ ვხურავდით კეისს და dBA-მზომს ვიკავებდით კომპიუტერისგან 75 სმ-ს დაშორებით. ზემოთ მოცემულია IDLE (დესქტოპ რეჟიმი) შედეგები, სადაც GPU ნაკლებად იტვირთება.

6333e0408fee.jpg

სრულად დატვირთულ რეჟიმზე (თამაშის დროს), ხმაური დონე შეადგენდა 40 dBA-ს, რაც საკმარისად ‘ჩუმ’ კატეგორიას ეკუთვნის, თუმცა გარკვეული ჰაერის ნაკადს გაგონება მაინც შესაძლებელია.

სატესტო სისტემა და აღჭურვილობა



  • სისტემური დაფა - MSI Big Bang XPower X58
  • პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz
  • ვიდეობარათი - GeForce GTX 580 MSI Lightning Xtreme edition
  • მეხსიერება - 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz
  • კვების ბლოკი - 1200 ვ
  • მონიტორი - Dell 3007WFP - 2560x1600-მდე

ოპერაციული სისტემა, software:



  • Windows 7 RTM 64-bit
  • DirectX 9/10/11 End User Runtime (latest available)
  • NVIDIA GeForce series 260 driver <> 275.27 WHQL

ბენჩმარკები:



  • Battlefield Bad Company 2
  • Colin McRae Dirt 2
  • Far Cry 2
  • Call of Duty: Modern Warfare 2
  • Crysis WARHEAD
  • Anno 1404
  • 3DMark Vantage
  • 3DMark 11
  • Metro 2033
  • Alien vs Predator
  • Lost Planet 2

DX9: Call of Duty - Modern Warfare 2

8feac2209f47.jpg

გამოსახულების არჩეული პარამეტრები თამაშისთვის ყველაზე კომპლექსურია. 4x AA, ბოლო დონის ანიზოტროპული ფილტრაცია, საუკეთესო ტექსტურები, ყველაფერი თავის მაქსიმუმზეა ჩართული.



  • Level: Contingency
  • 4x Anti-Aliasing
  • 16x Anisotropic Filtering
  • All settings maxed out

c0c5bf60174c.jpg

DX10: Far Cry 2

9093581346fd.jpg

ამ თამაშისთვის შერჩეულ იქნა შემდეგი პარამეტრები:



  • Level: Ranch Small
  • high-quality DX10 mode
  • 8x AA (Anti-Aliasing)
  • 16x AF (Anisotropic Filtering)

.

c99324196adf.jpg

DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery

1c06909b1855.jpg

ამ თამაშზე ასეთი პარამეტრები დავაყენეთ:



  • enable everything
  • enable the highest possible image quality settings.
  • DirectX 10 mode
  • 4x Anti-Aliasing enabled.
  • Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities.

02f01c4719cf.jpg

პერფორმანსის დონე საკმარისზე მეტია კომფორტული თამაშისთვის - ნებისმიერ რეზოლუციაზე.

DX10: Crysis Warhead

2ac295c4c440.jpg



  • Level: Ambush
  • Codepath: DX10
  • Anti-Aliasing: 2x MSAA
  • In game quality mode: Gamer

569dd91e14d4.jpg

მოდით შევიტყოთ თუ როგორ პერფორმანსს მივიღებთ Enthusiast რეჟიმის პარამეტრებზე გადართვით. ის გავააქტიურეთ 8xAA -ზე ნაკლებ დონეზე, DX10-ზე.

fb67958c2cd5.jpg

ეს ნამდვილად საუკეთესო პარამეტრებია, რომელიც შეიძლება ამ თამაშში ჩაირთოს. ის მომავლის hardware-ისთვის იქნა დამზადებული და მას ჯეროვნად უახლესი, თანამედროვე გრაფიკული გადაწყვეტილებებიც კი ვერ უმკლავდებიან. Enthusiast რეჟიმი ნებისმიერ ბარათისთვის ურთულესი გამოცდაა, თუმცა, ეს შედეგები მაინც შთამბეჭდავად გამოიყურება, რას იტყვით?

DX10: 3DMark Vantage

62aeb20a8b8f.jpg

9a1e25af1f62.jpg

GPU შედეგები გაცილებით უფრო სანდოა, რადგან აქცენტი უშუალოდ გრაფიკულ ბარათზეა მიმართული.

DX11: Metro 2033 - The Last Refuge

38f4e0c32a8e.jpg

ამ თამაშს გააჩნია DX11-ის მთელ რიგ თავისებურებებისა და უახლესი თაობის ასეთი ბარათების მხარდაჭერა. მათი საშუალებით, შესაძლებელია გაუმჯობესებული Depth of Field ეფექტების, ისევე, როგორც სრული ტესელაციის მიღება - პერსონაჟების მოდელებზე - აღნიშნა THQ-მ.

ჩვენს პროდუქტს კარგი დღე ნამდვილად არ ადგას, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება სხვა ნებისმიერზეც. გამოსახულების პარამეტრები მაქსიმალურია, ჩართულია AAA ანტი-ალიასინგი, რაც დაახლოებით 4xMSAA-ის ეკვივალენტია.

a5e7f5774538.jpg

DX11: Colin McRae DiRT 2

7965e2de44c9.jpg

გამოსახულების პარამეტრები შემდეგნაირია:



  • Baja Iron Route 1
  • 8x Anti-Aliasing
  • 16x Anisotropic Filtering
  • All settings maxed out

ff2e2b1d871c.png

ტესტში გააქტიურებული იყო DX11-ის ტესელაცია და 8x ანტი-ალიასინგი.

DX11: Battlefield Bad Company 2

056fcb1b3efb.jpg



  • Level: Upriver
  • DirectX 11 enabled
  • 8x Multi-sample Anti-Aliasing
  • 16 Anisotropic Filtering
  • All image quality settings enabled at maximum

f035d9b485cf.jpg

ამ ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა DX11 ბარათები 8xAA და 16xAF-ზე. ეს თამაში ერთ-ერთია, რომელსაც 1.5 გბ-ს 3 გბ უფრო ურჩევნია.

DX11: Alien Versus Predator

75b9a7daae3e.jpg

აქ გამოვიყენეთ 1920x1200 რეზოლუცია 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე - ვიდეობარათების უფრო მეტად დატვირთვისთვის. გამოსახულების ყველა პარამეტრი არის მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე.

DX11: Lost Planet 2

0e44bc9f0fa9.jpg

ეს თამაში გავზომეთ 2560x1600 გაფართოების დროს. გავააქტიურეთ 4xMSAA და 16X ანიზოტროპული ფილტრაცია, ხოლო გამოსახულების ყველა პარამეტრი დავაყენეთ მაქსიმალურზე.

DX11: 3DMark 11

Graphics Test 1




  • Based on the Deep Sea scene
  • No tessellation
  • Heavy lighting with several shadow casting lights

Graphics Test 2



  • Based on the Deep Sea scene
  • Medium tessellation
  • Medium lighting with few shadow casting lights

Graphics Test 3



  • Based on the High Temple scene
  • Medium tessellation
  • One shadow casting light

Graphics Test 4



  • Based on the High Temple scene
  • Heavy tessellation
  • Many shadow casting lights

Physics Test



  • Rigid body physics simulation with a large number of objects
  • This test runs at a fixed resolution regardless of the chosen preset

00a4e840194a.jpg

3DMark 11 დატესტილ იქნა performance რეჟიმზე, რომლის საშუალებითაც შევიტყვეთ დაბალ, საშუალო და ‘ჰაი-ენდ’ სეგმენტის ვიდეობარათების წარმადობის დონე.

ოვერქლოქინგი

b987893942c3.jpg

ოვერქლოქინგის მხრივ, Lightning Xtreme-ის სიხშირის გაზრდა შესაძლებელია ბირთვზე დაახლოებით 875~900 მჰზ-მდე - ვოლტაჟის მომართვის გარეშე. თუმცა, ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ბარათის მფლობელი არ გადაწყვეტს მისგან მაქსიმალური პერფორმანსის მიღებას. ასე, რომ GPU voltage დაყენებულ იქნა 1.2 ვ-ზე, რის შედეგადაც, აღნიშნული შედეგი 961 მჰზ-მდე გაიზარდა. უფრო ზუსტი ტვიკინგის პირობებში, გამორიცხული არ იქნებოდა, რომ მიგვეღწია 1 გჰზ ბარიერისთვისაც.

თუმცა, ამ ქმედების უარყოფითი მხარე ის გახლავთ, რომ საკმაოდ მატულობს ვიდეობარათის ხმაურის დონე, რადგანაც მას უკვე მეტი ‘ნარჩენ’ სითბოსთან უწევს გამკლავება. კვების მოხმარების დონეც, თავის მხრივ, კიდევ 50 ვ-ით გაიზარდა.

b010d5356350.jpg

აქ გვაქვს COD MWF2, გამოსახულების მაქსიმალურ პარამეტრებზე. ამ თამაშს მძლავრი GPU სჭირდება და ოვერქლოქინგის გაზომვაც, საკმაოდ კარგად არის შესაძლებელი.

af7c923d482c.jpg

ეს უკვე Battlefield Bad Company 2-ის გრაფიკია. პარამეტრები მაქსიმალურ ნიშნულებზეა, როგორც ადრე 8xAA და 16xAF-ის დროს. 1920x1200-მდე, შეინიშნება მასიური CPU-შეზღუდვის დონე.

6c648b5ae473.jpg

დასკვნა

განსხვავება ამ ბარათსა და ‘ჩვეულებრივ’ lightning edition-ს შორის, საკმაოდ მცირეა. ქულერის ფენების შეფერილობის ცვლა ტემპერატურის ზრდასთან ერთად, საინტერესოა, ისევე, როგორც პირველი 30 წამი კომპიუტერის ჩართვის შემდეგ, როდესაც ეს ‘ხრახნები’ საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნავენ, რაც კეთდება მტვრის მოცილების მიზნით. თავის უმცროს თანამოძმის მსგავსად, მისი სიხშირეც მსგავსია და ოვერქლოქინგის თვალსაზრისითაც, განსხვავება არ შეინიშნება. ლურჯი ფენებით, ლედ-მაშუქებით და შედარებით მუქი დიზაინის გამო, Lightning Xtreme უკეთესად გამოიყურება და მისი მთავარი თავისებურება მაინც 3 გბ ოდენობის მეხსიერებაა.

გეიმინგის დროს, 1920x1200 რეზოლუციამდე, თქვენ ძალიან ძნელად ან საერთოდ ვერასდროს იგრძნობთ დამატებით framebuffer-ის უპირატესობას, სანამ უმნიშვნელო დონის ანტი-ალიასინგს გამოიყენებთ. თუმცა, მათ, ვისაც მოსწონს რეკორდების მოხსნა ან სუპერ-მაღალ გაფართოებებზე თამაში სამი მონიტორის გამოყენებით Surround View (საჭიროა SLI)-ში, სწორედ აქ გამოადგებათ დიდი ზომის მეხსიერება.

eace96a92f1f.jpg

Twin Frozr III თავის მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს და ქარხნულ სიხშირეებზე მისი მუშაობის ხმას სულ ოდნავ თუ გაიგებთ. ბარათის ტემპერატურები კი საოცრად დაბალია და საერთოდ, ქულერის დახვეწილი შესახედაობა მართლაც თვალისმომჭრელია.

ჩვეულებრივ GTX 580-თან შედარებით, XTreme edition-ის სიხშირეები გაზრდილია და შეადგენს 832 და 4200 მჰზ-ს (772/4000 მჰზ-ის წინააღმდეგ). ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ GeForce-ის ბარათები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან აჩქარების მიმართ, თქვენ მაშინვე შეატყობთ წარმადობის დონის მატებას, რადგან ალბათ რთული იქნება ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო მეტად ‘ტვიკინგისგან’ თავის შეკავება.

4043f82f2925.jpg

ორიგინალ ბარათთან შედარებით, შეიცვალა ფენების ფერი, დამატებულ იქნა მტვრის მოცილების ახალი სისტემა და მართალია, 3 გბ მეხსიერების უპირატესობას, ძალზედ იშვიათად თუ სადმე შეიგრძნობთ, მაგრამ ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ იმ პროდუქის გაუმჯობესება, რომელიც ისედაც თითქმის სრულყოფილი იყო.

7d19aa93bb9524d115991d900605b92e.jpg

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

კარგი ნაშრომია გადავიკითხავ ეხლა. ცოტა დაგაგვიანდა :D მალე თავისნაირი ამოუდგება გვერდით

68f1350ae1fe.jpg

Link to comment
Share on other sites

აი ეს გადასართავ გადმოსართავი არი ბიოსის შესაცვლელი. ორი ბიოსი აქ როგორც ჩანს

fc8d8daffdd448acb1741b9f1fac1612.jpg

სულ პირველად რო ჩავრთე დაბალი სიხშირეები ქონდა 772MH > 4008MHz. გავთიშე გადავრთე მაქედან და მერე უკვე დადგა 832 > 4200 ზე. მე უბრალოდ არ მესმის რათ უნდა?

Link to comment
Share on other sites

აი ეს გადასართავ გადმოსართავი არი ბიოსის შესაცვლელი. ორი ბიოსი აქ როგორც ჩანს

fc8d8daffdd448acb1741b9f1fac1612.jpg

სულ პირველად რო ჩავრთე დაბალი სიხშირეები ქონდა 772MH > 4008MHz. გავთიშე გადავრთე მაქედან და მერე უკვე დადგა 832 > 4200 ზე. მე უბრალოდ არ მესმის რათ უნდა?

საინტერესოა :) თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ 4200-დან აწული იყო კიდე oc რეჟიმში და გაგრილებამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დაბალი სიხშირეები რათ უნდა? :ugly_confused2:

Link to comment
Share on other sites

ძალიან მაგარი 580 ია ეს , 3GB იანი ვერსია კიდევ უფრო უკეთესი ,გაგრილება ყველაფერი კარგი აქვს ,ის ლურჯი ფანებიც უხდება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.