Jump to content

Cooler Master Hyper TX3


Guest

Recommended Posts

ბიჭებო, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს ვინც ქულერების ამბებში კარგად ერკვევით :)

მაქვს ეს ქულერი: cooler master hyper tx3

intro.jpg

და მაინტერესებს, რომ ვიყიდო მეორე ფანი, ზომით ისეთივე როგორიც ამ ქულერს აქვს და მეორე მხარესაც დავუყენო თუ მომცემს რამე შედეგს? (თუ კი, ისე უნდა დავაყენო რომ მეორემ პირიქით გაიწოვოს ხომ?)

Link to comment
Share on other sites

სალამი :)

ზუსტად ეგ ქულერი მაქვს მე და კმაყოფილი ვარ

მეც ვაპირებდი უკან ქულერის მიყენებას მაგრამ აღარ მივაყენე არ ჩავთვალე საჭიროდ და მაგიტომ

ამ პატარა რაზგონზე თავისუფლად მყოფნის და მაგირომ აღარ მივუყენე

ისე სიმართლე გითხრა არა მგონია დიდი შედეგი გამოიღოს მაგან მაგრამ მე მაინც გირჩევ მიუყენო ნუ კარგი თუ არა ცუდი ნამდვილად არ იქნება

სასურველია ჩუმს თუ მიუყენებ

თავის თავად მეორე ქულერმა ჰაერი უნდა გამოიტანოს აბა ორივემ შიგნით თუ უბერა მაშველი მიჩიც ვერ გიშველის :dacinva:

Link to comment
Share on other sites

მაშინ მაშველ პამელას დავუძახებ :D :D ეს ხუმრობით :)

იცი რა მაინტერესებს, რამდენი გაქვს პროცესორზე გრადუსი, შენთან სადამდე ჩამოყავს მაგ ქულერს? ჩემთან ჩვეულებრივ რეჟიმში 36 გრადუსია. რაზგონი არ მაქვს გაკეთებული. ხმაურიანი მაგრად არ მინდა, ღამე მიყვარს ხოლმე თამაში, სიჩუმეში :D ოღონდ ეხლა იმას ვფიქრობ მეორე ფანის შნური სად უნდა ჩავარჭო? ექნება ხო მაზერს ჩასარჭობი დამტებით? :D მგონი რაღაც შლანგური კითხვა დავსვი :D

Link to comment
Share on other sites

ძალიან კარგი გრადუსი გქონია და მანდ დამატებით ქულერის მიყენება ნამდვილად არაა საჭირო მაქსიმუმ ორი ან ოთხი გრადუსით ჩამოვიდეს გრადუსი

რეალურად ორი ან ოთხი გრადუსი არაფერს არ ცვლის აი რვა ან ათი გრადუსი რომ იყოს ნამდვილად ღირს

სიმართლე გითხრა მე შეხება არ მქონია ნაწილებთან სულ მიმქონდა კომპიუტერულ მაღაზიებში და იქ ვაყენებინებდი ნაწილებს

მაგრამ ჩემი თვალით მინახავს ორივე მხარეს რომ ქონდა მიყენებული ასე რომ მაგის გარანტია გაძლევ რომ დააყენებ უეჭველად

ისე რომ იცოდე ყურთ სასმენით მაგრად ასწორებს გეიმინგი დაითრიე რამე თხუთმეტ ლარიანი ყურთ სასმენი და მერე თუ გინდა ტანკმა ისროლოს მაინც ვერ გაიგებ :)

მე აუცილებლად უნდა დავითრიო საერთოდ გწყვიტავს შენ გარემოს და ჩვეულებრივ კიდე შეილება სხვა რამეზე იფიქრო ან ხმა გაიგო და მთლად ვერ ისიამოვნო გეიმინგით :)

Link to comment
Share on other sites

ხო, ისე ცუდი აზრი არაა :). მაგას იქითა წელს დავითრევ. ამ წელს ისედაც ბევრი დამიგროვდა საყიდელი :D (ვიდეო კარტა, რაზერის მაუსი და ტატუირება...) :)

მოკლედ დავტოვებ ამ ქულერს ესე მაშინ. ადმინს კი ვთხოვ დახუროს თემა და მადლობა პასუხისთვის POKEMAN :)

Link to comment
Share on other sites

არაფერი დათრევა არ უნდა თხუთმეტი ლარი პრობლემა არ არი და დაისვენებ კიდევაც :)

ერთი კითხვა მაქვს ეგ ტატუირება რომ დაწერე შენ გაიკეთე ტატუირება თუ რა კავშირშია კომპიუტერთან ? ? ?

Link to comment
Share on other sites

ამ წელს ისედაც ბევრი დამიგროვდა საყიდელითქო ვიდეო, მაუსი და ტატუირება საყიდლებში არ ითვლება, მაგრამ გაკეთება მინდა კიდევ და მაგაზეც შემომეხარჯება ფულითქო ეგ ვიგულისხმე :)

Link to comment
Share on other sites

გასაგებია :)

შენ ისე ტემპერატურებს რომელი პროგრამით ამოწმებ ? ? ?

Link to comment
Share on other sites

აი დედაპლატას რომ მოყვება თავისი ის მიყენია. Asus-ის PC Probe II, ესე ქვია. ეხლა ძალიან ჩუმი გახდა, უკან გამწოვი დავუყენე და მაგ პროგრამით (ქულერების სიჩქარესაც არეგულირებს) ბოლომდე ავუწიე სიჩქარეს, მაგრამ ხმა მაინც არ აქვს, ხოლო პროცესორის ქულერი საშუალოზე ტრიალებს და სულ გაუჩერდა ხმა ის გამწოვი რომ უკან გავუკეთე და სიჩქარეს მოვუმატე იმაზე. აი სურათზე როა, ეხლა ესეთ ტემპერატურებზეა და ქვემოთ ფენების ბრუნების სიჩქარეს აჩვენებს. ვოლტების ჩვენებაც აქვს, მაგრამ ეგენი გათიშული მაქვს :)

mAiBr.jpg

Link to comment
Share on other sites

ნორმ ტემპერატურებია მეც ეგ გაგრილება მაქვს და პროცესორს კი ხედავ :)

91245415954945837556.png

ესეც გრადუსები :) არც ბრუნი აქვს მომატებული ქულერს, არც არაფერი დამატებითი გამწოვი მიყენია, ვერ მოვიცალე რომ წესიერად მოვაწყო ჩემ გემოზე რომ ჩამოვიდა შევყარე კეისში და ეგ იყო.

Link to comment
Share on other sites

მშვენიერი გრადუსებია. მე მგონია რომ მარტო მე არ მძინავს ხოლმე ამ დროს. თურმე თქვენც არ გძინავთ :D მარა ეხლა უკვე მარტო მე და გუგლ ბოტი დავრჩით :D

Link to comment
Share on other sites

wNkCT.jpg

სურათზე როგორც ჩანს გვერდით, კეისზე მაქვს მეორე ქულერი, ხოდა ეხლა ვფიქრობ ეგ რომ მოვაძრო მანდედან და ქულერს მივუყენო აჯობებს თუ არა? შეიძლება ოდნავ უკეთასად გააგრილოს, მაგრამ მტვერი არ შევა უფრო კარგად კეისიდან ქულერი თუ არ ეყენება იქ სადაც ეხლა მაქვს? ჩემს ადგილას რას იზამდით? მეორე ფენის ყიდვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მეტი ჩასარჭობი აღარ მაქვს დედა პლატაზე

Link to comment
Share on other sites

მივუმაგრე გვერდით, მაგრამ დიდი არაფერი განსხვავება იყო, ამიტომ ისევ ასე დავტოვებ :)

Link to comment
Share on other sites

მიყენებით კი შეგიძლია მიუყენო მეორეც მარა ვატებს მოგპარავს 12 ვოლტზე თუ იქნება... მარა როგორიც გიყენია მაგის იდენტური ქულერი უნდა იყოს... რომ ბრუნებში დაამთხვიო (მამენტ ბრუნებში სხვა ფანიც შეიძლება დაემტხვეს მარა ფარფლები ქონდეს განსხვავებული და სხვა სიძლიერით დაუბეროს ამიტომ შეიძლება ვაბშე გაგითბოს cpu)... ამიტომ ჯობია ეგ მოხსნა და 2 ცალი იდენტური დაითრიო თუნდაც LED თუ იქნება ხო კაია :) ხოდა გამწოვი ვთქვათ თუ 1800 ზე დააყენე, შემწოვი დააყენე 100-150 ბრუნით მეტი... და კარებები ფანჯრები მოხურე :) კეისი თეთრ დათვს დაემსგავსება :) მარა მასე რომ მიყვე და მიყვე ნელნელა წყლის გაგრილება მოგინდება და ჯობია თავი გაანებო :) თუ ძაან არ გყავს რაზგონზე და არ თბება :)... მარკეტინგი ვინ გამოიგონა გაუხმეს ხელები :D

Link to comment
Share on other sites

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.