X-treme user Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 ზოგიერთი გრაფიკული ბარათების მწარმოებელი, საახალწლო ფასდაკლებების სეზონისთვის ცდილობენ გამოუშვან რაიმე სახის პროდუქტი მაინც, რომელსაც უნარი ექნება ენთუზიასტების მოზიდვისა. როგორც ვებ-გვერდი HardOCP იუწყება, კომპანია Galaxy-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 580-ის უჩვეულო ვარიანტი, რომლის შესახებ ძირითადი ინფორმაციაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ მისი ფოტოსურათები უკვე გავრცელდა. ნაწარმი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბეჭდურ დაფას, რომელზედაც მოიძებნა ადგილი სამი ფენისა და ფართო რადიატორისგან შემდგარ გაგრილების სისტემისთვის, რომელთანაც დაკავშირებულია სპილენძისგან დამზადებული, ხუთი სითბური მილაკი. 'პროპელერების' ჩარჩოები სიბნელეში ეფექტურად ანათებენ, რითაც გარეგნულად ზიგზაგიზებურ კვალს ტოვებენ. ხოლო რაც შეეხება კვების ბლოკთან დაკავშირებას, ის ხორციელდება 6 და 8-პინიან პორტების კომბინაციის საშუალებით. უკანა პანელზე გათვალისწინებულია სამი mini-HDMI გასასვლელი, რომელთა მეშვეობითაც, ბარათს შეუძლია სამ მონიტორთან მუშაობა და ამგვარად, პანორამულ დესქტოპის მიღება - 5760 х 1080 პიქსელ გაფართოებით, ხოლო კიდევ ერთ დისპლეის ჩართვა ხდება სრული ზომის DisplayPort-ით. ეკრანების მუშაობის სამართავად კი, გვეხმარება საფირმო უტილია EZY. ტაქტურ სიხშირეებისა და ანონსის თარიღების შესახებ, არაფერს იტყობინებიან. Overclockers.ru 6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 პორტალი ამუშავდა ისევ ახალ ჰოსტინგზე და შევუდგები ნიუსების გატანას :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 კარგი რაღაც ჩანს :spiteful: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 18, 2011 Share Posted November 18, 2011 Galaxy GeForce GTX 580 Multi-Display Support Pictured http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-580-multidisplay-support-pictured-/ ხო მაგარი ზვერი კარტაა მართლა არარეფერანს მოდელებში Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
f-22raptor Posted November 19, 2011 Share Posted November 19, 2011 მართლა კარგი რამეა ! :thumbsup: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.