Jump to content

Galaxy GeForce GTX 580


Recommended Posts

ზოგიერთი გრაფიკული ბარათების მწარმოებელი, საახალწლო ფასდაკლებების სეზონისთვის ცდილობენ გამოუშვან რაიმე სახის პროდუქტი მაინც, რომელსაც უნარი ექნება ენთუზიასტების მოზიდვისა. როგორც ვებ-გვერდი HardOCP იუწყება, კომპანია Galaxy-მ გადაწყვიტა მომხმარებლებს შესთავაზოს GeForce GTX 580-ის უჩვეულო ვარიანტი, რომლის შესახებ ძირითადი ინფორმაციაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ მისი ფოტოსურათები უკვე გავრცელდა.

2bbf1ead6d290a7a497c26f464d2ede8.jpg

ნაწარმი წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის ბეჭდურ დაფას, რომელზედაც მოიძებნა ადგილი სამი ფენისა და ფართო რადიატორისგან შემდგარ გაგრილების სისტემისთვის, რომელთანაც დაკავშირებულია სპილენძისგან დამზადებული, ხუთი სითბური მილაკი. 'პროპელერების' ჩარჩოები სიბნელეში ეფექტურად ანათებენ, რითაც გარეგნულად ზიგზაგიზებურ კვალს ტოვებენ. ხოლო რაც შეეხება კვების ბლოკთან დაკავშირებას, ის ხორციელდება 6 და 8-პინიან პორტების კომბინაციის საშუალებით.

6114c72d59ba43e5be78afe48eb23a6e.jpg

უკანა პანელზე გათვალისწინებულია სამი mini-HDMI გასასვლელი, რომელთა მეშვეობითაც, ბარათს შეუძლია სამ მონიტორთან მუშაობა და ამგვარად, პანორამულ დესქტოპის მიღება - 5760 х 1080 პიქსელ გაფართოებით, ხოლო კიდევ ერთ დისპლეის ჩართვა ხდება სრული ზომის DisplayPort-ით. ეკრანების მუშაობის სამართავად კი, გვეხმარება საფირმო უტილია EZY. ტაქტურ სიხშირეებისა და ანონსის თარიღების შესახებ, არაფერს იტყობინებიან.

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

Galaxy GeForce GTX 580 Multi-Display Support Pictured http://guru3d.com/news/galaxy-geforce-gtx-580-multidisplay-support-pictured-/ ხო მაგარი ზვერი კარტაა მართლა არარეფერანს მოდელებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.