Jump to content

ცვლილებები Seagate-ის მყარ დისკებში


Recommended Posts

კომპანია Seagate-მა განაცხადა ასორტიმენტში მომხარ ცვლილებებისა და 1 ტბ ტევადობის განახლებული მყარი დისკების მიწოდებების დაწყების შესახებ. არსებითად, ეს სიახლე უკავშირდება Barracuda-ს უფროსი მოდელების მახასიათებლებს - მაგნიტური ფირფიტების რაოდენობა უკვე არ აჭარბებს სამს - 3 ტბ-იან ვერსიების შემთხვევაშიც კი. მწარმოებლის სიტყვებით, ამგვარი ღონისძიებები იძლევიან ამ პროდუქტების ენერგომოხმარების დონის დაწევას, რასთან დაკავშირებითაც, ის მომდევნო წლის თებერვლიდან აპირებს 5900 ბრ/წთ-ის მქონე, Barracuda Green ხაზის წარმოებიდან ამოღებას. უფრო მეტიც, ამ ზომის მისი ყველა HDD აღარ დაიყოფა სერიებად და მთლიანად გაერთიანდება Barracuda-ის ქვეშ. ფლაგმან Barracuda XT-ის შემცვლელად, 2012-ის დასაწყისში გამოჩნდება მისი ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც აღჭურვილი იქნება არანაკლებ 4 გბ-იანი ბუფერით. დაწვრილებითი ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

განახლებული ხაზის ყველა ნაწარმს გააჩნია SATA-600 ინტერფეისის მხარდაჭერა, თითოეული 500 გბ-იანი მოდელის კეშ-მეხსიერება კი შეადგენს 16 მბ-ს, დანარჩენებისა კი - 64 მბ-ს. თვითონ კონტროლერი კი მზადდება უფრო პროგრესულ, 40 ნმ ტექ-პროცესზე, რაც ასევე იძლევა ენერგომოხმარების შემცირებას. ნაწარმებს სულ ცოტა ხანში შეემატება 4 ტბ-იანი სამაგიდო დისკიც.

უფრო მაღალი ტევადობის ვერსიებში გამოყენებული იქნება ორსაფეხურიანი მექანიკური წამყვანი, რომლიც უზრუნველყოფს მაგნიტური თავაკების უფრო ზუსტ პოზიციონირებას. გარანტიის ხანგრძლივობა შემცირებულია სამიდან ორ წლამდე, ამას კი, კომპანიის წარმომადგენლები ხსნიან მარკეტინგული ფაქტორებით და არა საიმედოობის დაკლებას - წლის განმავლობაში, მწყობრიდან გამოდის ამ მარკის თანამედროვე მყარი დისკების არაუმეტესი 1% ნაწილი.

სასაცილოდ ჟღერს ტბ-იანი ფირფიტების მქონე მოდელების რეკომენდირებული საბაზრო ფასები აშშ-ში:



  • ST3000DM001 (3 ტბ) -> $179.99;
  • ST2000DM001 (2 ტბ) -> $105.99;
  • ST1500DM001 (1.5 ტბ) -> $83.99;
  • ST1000DM003 (1 ტბ) -> $71.99.

მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ტაილანდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, როდის გაჩნდებიან ისინი გაყიდვაში, ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 5
Link to comment
Share on other sites

მანდ რაც ფასებია დაწეულია ფაქტიურად :)

უბრალოდ ვერ გავიგე seagate-ს რა შეეხო ეგ წყალდიდობა?

Link to comment
Share on other sites

Vaa ra fasebia ra xdeba sizmari iyo tailandshi wyaldidoba,3tb medzvireba cota imitm rom 500gbs gazrdisas 10 dolari imatebs pasi magram tailands tu gavitvaliscinebt zgapari pasebia me 500gb-c yelshi amomdis araa sawiro 3 tb vinme idioti milioneri mag 3tb ians 4-s iyidis da raid0 shi (facepalm)

Link to comment
Share on other sites

ხო მეც ვნახე ეგ ინფო Seagate simplifies HDD lineup, kills 5400RPM http://guru3d.com/news/seagate-simplifies-hdd-lineup-kills-5400rpm/ 5400რპმ მოდელები ამოუღია წარმოებიდან

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

Seagate achieves storage density of 1 terabit per square inch http://guru3d.com/news/seagate-achieves-storage-density-of-1-terabit-per-square-inch--/

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.