X-treme user Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 კომპანია Gigabyte, რომელიც არ განიცდის უხერხულობას - შიდა კონკურენციაზე თავის პროდუქტებში, ამჯობინებს გრაფიკული ბარათების გამოშვებას ერთდროულად რამდენიმე რევიზიის სახით, რომელთა შორის განსხვავების პოვნა მხოლოდ სპეციფიკაციების დეტალური შედარებით თუ შეიძლება. გამონაკლისებად არც GV-N56GUD-1GI 1.0 და GV-N56GUD-1GI 2.0 მოდელები იქცნენ, რომლებიც ბაზირებულნი არიან NVIDIA GeForce GTX 560-ზე. ორივე მათგანის პარამეტრები იდენტურია: 810/1620 მჰზ-ზე მომუშავე 336 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორი GF114, 1 გბ GDDR5 ვიდეომეხსიერება - 256-ბიტიანი ინტერფეისით, 4008 მჰზ ეფექტურ სიხშირეზე. გამოსახულების გამოტანისთვის, გათვალისწინებულია წყვილი DVI და ერთი mini-HDMI გასასვლელი. არსებობს 2-way SLI ტექნოლოგიისა და NVIDIA-ს თანამედროვე პროდუქტებისთვის დამახასიათებელი სხვა თავისებურებების მხარდაჭერა. გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი WindForce 2X, ორი 100 მმ-იანი ფენითა და რადიატორთან დაკავშირებული ოთხი სითბური მილაკით. 1.0 ვერსია შეესაბამება Ultra Durable VGA წარმოების სტანდარტებს, რაც გულისხმობს ბეჭდურ დაფების გამოყენებას სპილენძის ორმაგი ფენით, იაპონურ კონდენსატორებისა და ფერიტით გაწყობილი დროსელების გამოყენები. 2.0-ში კი, რეალიზებულია კონცეპცია Ultra Durable VGA+, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება ფირიან კონდენსატორ NEC Proadlizer-ით. ბარათების ფასები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ru 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 როგორც ყოველთვის Gigabyte ს შესანიშნავი არასტნდარტული ვიდეო ბარათები აქვს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 რა აქ ეხლა ამას შესანიშნავი და გასაკვირი :lol: Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Barca Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 რა აქ ეხლა ამას შესანიშნავი და გასაკვირი კონკრეტულად ამაზე არ მითქვამს ,მაგრამ შენსანიშნავი გაგრილების სისტემა აქვს საერთოდ ამ ფირმას Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Razer Posted October 31, 2011 Share Posted October 31, 2011 ეგ კი მაგრამ რას გავს დატყეპებულია რადიატორი ქულერებითურთ. წარმადობითაც დიდი ვერაფერი. სხვა ბრენდების უფრო კარგი მოდელებია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.