Jump to content

Gigabyte GeForce GTX 560-ის ორი მოდელი


Recommended Posts

კომპანია Gigabyte, რომელიც არ განიცდის უხერხულობას - შიდა კონკურენციაზე თავის პროდუქტებში, ამჯობინებს გრაფიკული ბარათების გამოშვებას ერთდროულად რამდენიმე რევიზიის სახით, რომელთა შორის განსხვავების პოვნა მხოლოდ სპეციფიკაციების დეტალური შედარებით თუ შეიძლება. გამონაკლისებად არც GV-N56GUD-1GI 1.0 და GV-N56GUD-1GI 2.0 მოდელები იქცნენ, რომლებიც ბაზირებულნი არიან NVIDIA GeForce GTX 560-ზე.

251fd4d0efac5ca00d1fb644c0445e6c.jpg

ორივე მათგანის პარამეტრები იდენტურია: 810/1620 მჰზ-ზე მომუშავე 336 CUDA ბირთვის მქონე გრაფიკული პროცესორი GF114, 1 გბ GDDR5 ვიდეომეხსიერება - 256-ბიტიანი ინტერფეისით, 4008 მჰზ ეფექტურ სიხშირეზე. გამოსახულების გამოტანისთვის, გათვალისწინებულია წყვილი DVI და ერთი mini-HDMI გასასვლელი. არსებობს 2-way SLI ტექნოლოგიისა და NVIDIA-ს თანამედროვე პროდუქტებისთვის დამახასიათებელი სხვა თავისებურებების მხარდაჭერა. გაგრილებას უზრუნველყოფს ქულერი WindForce 2X, ორი 100 მმ-იანი ფენითა და რადიატორთან დაკავშირებული ოთხი სითბური მილაკით.

1.0 ვერსია შეესაბამება Ultra Durable VGA წარმოების სტანდარტებს, რაც გულისხმობს ბეჭდურ დაფების გამოყენებას სპილენძის ორმაგი ფენით, იაპონურ კონდენსატორებისა და ფერიტით გაწყობილი დროსელების გამოყენები. 2.0-ში კი, რეალიზებულია კონცეპცია Ultra Durable VGA+, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება ფირიან კონდენსატორ NEC Proadlizer-ით. ბარათების ფასები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რა აქ ეხლა ამას შესანიშნავი :lol: და გასაკვირი :lol:

კონკრეტულად ამაზე არ მითქვამს ,მაგრამ შენსანიშნავი გაგრილების სისტემა აქვს საერთოდ ამ ფირმას

Link to comment
Share on other sites

ეგ კი მაგრამ რას გავს :lol: დატყეპებულია რადიატორი ქულერებითურთ. წარმადობითაც დიდი ვერაფერი. სხვა ბრენდების უფრო კარგი მოდელებია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.