Jump to content

თხევადი გაგრილების სისტემით დაკომპლექტებული Intel–ის 3 Sandy Bridge-E პროცესორის სპეციფიკაცია


Recommended Posts

ახლახანს Intel-მა დაადასტურა თავისი გეგმები, რომ აპირებს ახალი პროცესორები, Core i7-3000 სერიის ენთუზიასტებისთვის, დააკომპლექტოს თხევადი გაგრილების სისტემით, კოდური სახელწოდებით Sandy Bridge-E. კომპანიას ასევე გადაწყვეტილი აქვს გაგრილების სისტემის ცალკე გაყიდვაც სხვა პლატფორმებისთვის.

Intel–ის მიერ პირველად ხდება თხევადი გაგრილების სისტემაზე მომუშავე ქულერების მხარდაჭერა, რაც მაღალი კლასის Sandy Bridge E პროცესორებისთვის კიდევ ერთ საყრდენ წერტილს ჰქმნის. ასეთი კომპლექტაცია უდავოდ იქნება ოვერლოკერების საზოგადოების ყურადღების ღირსი. ქულერების ცალკე გაყიდვაც ასევე სრულიად ახალი ნაბიჯია Intel–ისთვის.

ჰერმეტული რადიატორი და თხევადი გაგრილების ბლოკი 12 სმ–იანი ვენტილატორით Asetek–ის მიერ იქნება გამოშვებული და ბაზარზე Intel–ის მარკით გამოვა. მოცემული პროდუქტების ფასები ჯერ გაურკვეველია.

Intel Sandy Bridge E პროცესორების გამოშვება მიმდინარე წლის ბოლო კვარტლისთვის იგეგმება და აქცენტი კეთდება მომხმარებლებზე, რომლებიც თავიანთი კომპიუტერების მაქსიმალური დატვირთვით არიან დაინტერესებულნი. თხევადი გაგრილების წყალობით შესამჩნევად გაიზრდება ახალი ჩიპების Core i7-3800/3900–ის აჩქარების პოტენციალი, მათი მწარმოებლურობა კი ძლიერ გადააჭარბებს არსებულ შემოთავაზებებს.

არაოფიციალური წყაროების მონაცემებით ცნობილია 6 Sandy Bridge-E პროცესორის და სამი მათგანის სპეციფიკაციის მოდელური სახელწოდება, რომელთა გამოშვებაც მიმდინარე წელს იგეგმება. ესენია: 4 ბირთვიანი Core i7-3820 და 6 ბირთვიანი Core i7-3930K და Core i7-3960X.

უფროსი მოდელი Core i7-3960X მუშაობს 3,3 გჰც სიხშირეზე, Turbo Boost რეჟიმში კი აღწევს 3,9 გჰც–ს. ქეშ მეხსირების მოცულობა მეორე დონისთვის შეადგენს 1,5 მბ, ხოლო მესამე დონისთვის 15მბ. HyperThreading ტექნოლოგიის წყალობით პროცესორს შეუძლია ერთროულოად დაამუშაოს 12–მდე დამოუკიდებელი ბრძანებათა ნაკადი. პროცესორის ენერგომოხმარება 130 ვატია და გააჩნია გახსნილი გამრავლების კოეფიციენტი. ჩიპში ინტეგრირებულია 4–არხიანი მეხსიერების კონტროლერი DDR3 @1600 МГц მხარდაჭერით.

Intel–ის მონაცემებით Core i7-3960X პროცესორი, თავისი დაბალი სიხშირის მიუხედავად, ყველა ბირთვის სრული დატვირთვის დროს საშუალოდ 65%–ით სწრაფია თავის წინამორბედზე, რაც შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: 6–ბირთვიანი Core i7-990X @3,46 ГГц პროცესორი, 12 მბ L3 კეშ მეხსიერებით, 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერით და სხვა სიახლეებით:

· 13% — Cinebench 1.5;

· 12% — POV-Ray 3.7;

· 36% — ფიზიკური გამოთვლების ტესტი 3DMark 11–ში;

· 15% — ProShow Gold 4.5;

· 34% — SPECint_rate base 2006;

· 65% — SPECfp_rate base 2006;

· 111% — Multi-Media FP в Sandra 2011B ტესტი;

· 92% — Memory Bandwidth FP в Sandra 2011B ტესტი.

არასრული სურათის მიუხედავად, ნათელია Intel–ის Extreme სერია პროცესორების უპირატესობა დავალებათა სხვადასხვა სპექტრისთვის. Sandy Bridge-E პროცესორები განკუთვნილია LGA2011 საკონტაქტო დაფებისთვის და საჭიროებენ Intel X79 ლოგიკის დედა დაფებს.

Intel–ის შეფასებით უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის Extreme სერიის ჩიპები კომპანიის სამაგიდო პროცესორების საერთო მიწოდებაში 1-2%–ს დაიკავებენ. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმის გათვაილსწინებით, რომ წლის ბოლო უკვე ახლოსაა, პროდუქციის გამოსვლა კი ჯერ არ დაწყებულა. ამავე პერიოდში Sandy Bridge სამაგიდო პროცესორების სეგმენტის ნახევარს დაიკავებს. შემდეგი წლის მეორე მეოთხედში კი Intel გეგმავს LGA 2011 ხაზის განახლებას სამი ახალი E ჩიპებით, რომელტა მახასიათებლებიც ჯერ უცნობია.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

რეალურად, Sandy Bridge-E კი მოიტანს ცოტა მეტ წარმადობას დესკტოპებზე, მაგრამ მაგ პროცებით სერვერების ბაზარი უფრო იხეირებს, ვიდრე დესკტოპი.

უამრავი ფიჩერი, რაც Sandy-E-ს მიმზიდველს ხდიდა ამოიღო ინტელმა, იგივე X4-იანი აპლინკი სტორიჯისთვის, იგივე SATA 6gb/s და USB3.0 პორტების გაზრდილი რაოდენობის მხარდაჭერა, იგივე SAS კონტროლერი და ა.შ.

არადა ენთუზიასტების პლატფორმაა და იდეაში უნდა მისცე მაგათ ეგ ფიჩერები.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.