Jump to content

Colorful GTX 560 Ti iGame


Recommended Posts

კომპანია Colorful-მა, რომელიც ცნობილია ბეჭდური დაფების დიზაინსა და კომპონენტებზე ზედმიწევნით დიდი ყურადღების გამახვილებით, დაამზადა გრაფიკულ ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti-ის კიდევ ერთი ვერსია. ის გამოირჩევა უფრო დახვეწილი კვების სქემითა და საიდუმლო გაფართოების სლოტებით, რომელთა ხარჯზეც, გაიზარდა მისი სიგრძეც. PCB-ზე, ინჟინრებმა დამატებითი სივრცე საკმაოდ საზრიანად გამოიყენეს და 4-4 ფაზა ორ რიგად განათავსეს. გარდა ამისა, მან მიიღო სამი ცალი 8-პინიანი PCI-E პორტი, რის მეშვეობითაც ხდება ნაწარმის 300 ვ სიმძლავრის ენერგიით უზრუნველყოფა. იქვეა განლაგებული ძაბვის დონეების 'ხელით' მართვისთვის აუცილებელი წერტილებიც.

026a702c58cad7948cf546289aa41669.jpg

5604caf94247c5065df18f8a34176ec7.jpg

ტაქტური სიხშირეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოდელის პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს ნიშნულები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ქარხნულ მაჩვენებლებს. პროდუქტს გააჩნია ორი BIOS მიკროსქემა, რომელთა შორის გადართვაც შესაძლებელია დაფაზე განლაგებული ღილაკით. რთული გაგრილების სისტემა ითვალისწინებს ათ სითბურ მილაკს, რომელთაგანაც ხუთი უზრუნველყოფს სითბოს გადატანას რადიატორისკენ, დანარჩენი კი - იგივე დეტალზე, მხოლოდ შედარებით მცირე ზომისაზე, რომელმაც ადგილი კვების ქვესისტემის თავზე დაიკავა. ასეთი კონსტრუქცია, როგორც მინიმუმ ორ ან უფრო მეტ 80 მმ-იანი ფენით უნდა იყოს აღჭურვილი.

26c657ad8a4ade6a25948b365cb8976b.jpg

12e0984e6d11161e2e8c78d8f1a68b37.jpg

გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, ინტერესს იწვევს კიდევ ორი რამ. თუ ფრონტალურ მხარეს განთავსებული Mini PCI-E სლოტი უკვე გამოიყენებოდა ამ კომპანიის მიერ - WHDI-ს საშუალებით, მაღალი გაფართოების ვიდეოს ტრანსლირებისთვის, მაშინ უკანა პანელზე არსებული SO-DIMM-ის მსგავსი ინტერფეისის დანიშნულებაზე, მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვიძლია.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

300 ვატი???

და 3 ცალი 8 პინიანი კვება ხუმრობა საქმე როდია

პრინციპში გაგრილება კი სჩანს საკმაოდ შთამბეჭდავი

არსებული SO-DIMM-ის მსგავსი

ლოლ ეს რა არის ოპერატიულს გაუზრდი? :D

კვება მგონი სამი ცალი 6 პინიანია და აა 8 პინიანი

ეს მინი PCI-e და wireless (WHDI) ვიდეო კაბელი მაგარია :)

196b.jpg

iGame

ხოო

iეგ გვაკლდა iPC-ზე :D

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.